დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 38 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 22/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.024430 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010240030.10.003.017555) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის 41 პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამტკიცებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) პენიტენციური კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ნორმატიულ აქტებსა (მათ შორის, ერთობლივ ნორმატიულ აქტებს) და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;“. 2. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სპეციალური სამხედრო აღრიცხვის უზრუნველყოფა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები