დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 169 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 01/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.024002 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010240030.10.003.017555) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამინისტროს აქვს ემბლემა, რომელიც შეიძლება ასახულ იქნეს სამინისტროს ვებგვერდსა და სამინისტროს მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ პლატფორმაზე, სამინისტროს საქმიანობაში გამოსაყენებელ დოკუმენტებზე, სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებზე, საკანცელარიო და სხვა დანიშნულების ნივთებსა და სუვენირებზე.“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „რ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ1) ამტკიცებს სამინისტროს უწყებრივი (არაფულადი) ჯილდოს გაცემის წესს; აჯილდოებს უწყებრივი (არაფულადი) ჯილდოთი სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომლებსა და სხვა შესაბამის პირებს;“; ბ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხ) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირების გავლის წესს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში პრაქტიკის გავლის წესს;“. 3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ – „მ“ ქვეპუნქტები: „ი) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტისთვის, განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა; კ) „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაცია; ლ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; მ) სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემასთან (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემისა) დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა და, კომპეტენციის ფარგლებში, გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება.“. 4. მე-20 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები