„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 511
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.024338
511
25/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
010240030.10.003.024338
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №511 

2023 წლის 25 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010240030.10.003.017555) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ჩ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის2და3ქვეპუნქტები:

„ჩ2) ამტკიცებს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს;

3) ამტკიცებს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესს;“;

ბ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) ამტკიცებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირების გავლის წესს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში პრაქტიკის გავლის წესს;“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროფესიული საჯარო მოხელეები (მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ-გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორები, შიდა აუდიტორები);“.

3.  22- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22

1. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, დანაშაულის გამოვლენა და აღკვეთა;

გ) კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გამოძიების ჩატარება;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;

ე) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა;

ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესებისა და დისციპლინის დაცვის, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება;

თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე, ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენცია.

2. გენერალური ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.

3. გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ დებულების VII თავით.“.

4. VI თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII თავი:

თავი VII

გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები

მუხლი 26. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსი

1. ამ თავის მიზნებისათვის, გენერალური ინსპექციის მოსამსახურე არის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე.

2. სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭება გენერალური ინსპექციის პროფესიულ საჯარო მოხელეს. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.

3. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეზე:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ თავითა და აგრეთვე მინისტრის მიერ დამტკიცებული გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ბ) არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი და მისი შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.

4. გენერალურ ინსპექციაში გამოძიების უფლებამოსილების მქონე პირები არიან: შესაბამისი საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ-გამომძიებელი.

5. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა.

მუხლი 27. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა

1. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციის მოსამსახურის ან მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად.

4. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ვალდებულია, უარი თქვას უკანონო ბრძანების/დავალების შესრულებაზე, თუ მან იცის ან უნდა იცოდეს მისი უკანონობის შესახებ და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. აშკარად უკანონო ბრძანების/დავალების მიღების შესახებ გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ვალდებულია აცნობოს ზემდგომ თანამდებობის პირს.

5. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეს, რომელიც უარს ამბობს აშკარად უკანონო ბრძანების/დავალების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. გენერალური ინსპექციის მოსამსახურისთვის აშკარად უკანონო ბრძანების/დავალების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.

6. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.

7. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული გენერალური ინსპექციის მოსამსახურის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო.

8. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეს, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრება გენერალური ინსპექციის  მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესის შესაბამისად.

9. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხვა პირისთვის მიყენებულ ზიანს სახელმწიფო ანაზღაურებს. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფოსთვის ან სხვა პირისთვის მიყენებულ ზიანს გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ანაზღაურებს, თუ ეს ზიანი მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია.

10. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეს ეკრძალება:

ა) პოლიტიკური პარტიის წევრობა ან პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;

ბ) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, ასევე მასში მონაწილეობის მიღება.

11. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები განისაზღვრება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით.

12. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის საქმიანობის/ქცევის შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონმდებლობით.

13. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეს უფლება აქვს, თავისი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

მუხლი 28. სპეციალური უფლებები

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გენერალური ინსპექციის გამოძიების უფლებამოსილების მქონე პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური ძალა, აგრეთვე სათანადო კურსის გავლის შემდეგ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები ან/და ცეცხლსასროლი იარაღი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ფიზიკურ ძალას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის V თავითა (გარდა 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა, აგრეთვე 34-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-11 პუნქტებისა) და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

3. მინისტრის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე და გამოძიების უფლებამოსილების მქონე პირები სარგებლობენ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე დაუბრკოლებლად შესვლისა და გადაადგილების უფლებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირს უფლება აქვს, მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით დაუბრკოლებლად შეხვდეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში, ისე მოთავსების სხვა ადგილას.  

მუხლი 29.  გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სოციალური დაცვა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სოციალურ დაცვას.

2. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის სოციალური დაცვის გარანტიები.

3. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს:

ა) თანამდებობრივ სარგოს;

ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს;

გ) წელთა ნამსახურობის დანამატს.

4. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს:

ა) სახელფასო დანამატი, ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;

ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები და კომპენსაციები.

5. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეს, კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით, უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია.

6. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ექვემდებარება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. ამასთანავე, შესაძლებელია მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაზღვევა.

7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გენერალური ინსპექციის მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას გენერალური ინსპექციის მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

8. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გენერალური ინსპექციის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, მას მინისტრის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი;

ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარი.“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დებულების 29-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დებულების 29-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი