„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 339
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.020048
339
12/07/2017
ვებგვერდი, 13/07/2017
010240030.10.003.020048
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №339

2017 წლის 12 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010240030.10.003.017555) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8

1. სამინისტროს შემადგენლობაში არიან:

ა) პროფესიული საჯარო მოხელეები (მათ შორის, გამომძიებლები და შიდა აუდიტორები);

ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები;

გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

2. სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. პროფესიული საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობანი განისა­ზ­ღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რო­მე­ლსაც ამტკიცებს მინისტრი.

4. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება, როგორც წესი, უკონკურსოდ და მისი სამსახურის ვადა არ აღემატება, შესაბამისად, მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადას.

5. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება გამარტივებული კონკურსის წესით, სამინისტროს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი