„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 369
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019434
369
28/07/2016
ვებგვერდი, 29/07/2016
010240030.10.003.019434
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №369

2016 წლის 28 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010240030.10.003.017555) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ3“ ქვეპუნქტი:

„ვ3) უფლებამოსილია, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან/და სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მივლინებებსა და შვებულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსზე;“.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ბრძანებებს, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან/და სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მივლინებებსა და შვებულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.“.

3. მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;“.

4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. საერთაშორისო სასამართლოებში სახელ­მწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

„ა) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებსა და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სახე­ლ­მწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის ორგანიზება;

ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალის, საქმე­ების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართ­ლო­ებსა და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადების მიზნით;

გ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებისა და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

დ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებისა და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ სა­გამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველ­ყოფა;

 ე) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა და მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია;

ვ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებისა და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილე­ბებ­თან  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველ­ყოფის მიზნით,  წინადადებათა შემუშავება და წარდგენა; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ზ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, აგრეთვე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამარ­თლოებისა და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს  პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.“.

5. მე-16 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი