„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 178
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.024572
178
04/06/2024
ვებგვერდი, 04/06/2024
010240030.10.003.024572
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №178

2024 წლის 4 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010240030.10.003.017555) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტ დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„ტ1) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს ფუნქციების განხორციელება;“.

2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის2ქვეპუნქტი:

„ჩ2) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირების: ნოტარიუსებისა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – ანგარიშვალდებული პირები) მიერ ამავე კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა;“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„ხ1) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენისას ანგარიშვალდებული პირის მიმართ ახორციელებს შესაბამის საზედამხედველო ღონისძიებებს;“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროფესიული საჯარო მოხელეები (მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ-გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორები, შიდა აუდიტორები (მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ანალიტიკოს-აუდიტორი));“.

5. 24- მუხლის:

) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სამინისტროს, როგორც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს, ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შიდა აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

ა) უზრუნველყოფს ანგარიშვალდებული პირების მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებას დისტანციური შემოწმებით ან/და ადგილზე შემოწმებით;

ბ) შემოწმების ჩატარების, აგრეთვე ანგარიშვალდებული პირების საქმიანობის ხასიათის, მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების დონის განსაზღვრის მიზნით, ანგარიშვალდებული პირებისგან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას და დოკუმენტს (მათ შორის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას);

გ) ანგარიშვალდებული პირების მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს და შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს;

დ) ადგენს და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენისას მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციას ანგარიშვალდებული პირის მიმართ განსახორციელებელი შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიების შესახებ;

ე) ახორციელებს სამინისტროსთვის, როგორც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოსთვის განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„1​2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სისტემაზე, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე