დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის" დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 142 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 19/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016044 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/08/2013 - 04/11/2013)
|
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის' დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს საჰაერო კოდექსის“ 56-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი“. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2012 წლის 25 დეკემბრის №208 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
პრეამბულა |
1. ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესი“ (შემდგომ – წესი) შემუშავებულია ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (შემდეგ – ჩიკაგოს კონვენცია) მე-6 დანართის (,,საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია”), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდეგ – იკაო) ოფიციალური გამოცემის Doc 8335 („ექსპლუატაციის ინსპექტირების, სერტიფიცირების და მუდმივი ზედამხედველობის სახელმძღვანელო”) და „საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმების მოთხოვნების საფუძველზე.
2. წესის მიზანია საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებისა და/ან საავიაციო სამუშაოების მწარმოებელი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 3. წესი ადგენს იმ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის, ან სერტიფიკატის მაძიებლის სერტიფიცირების ნორმებს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში. |
მუხლი 2.
ზოგადი დებულებები |
1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის (შემდგომ – სერტიფიკატი) მიღების უფლება აქვს იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და ახორციელებს კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს, და/ან საავიაციო სამუშაოებს.
2. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს არა აქვს უფლება განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები და/ან საავიაციო სამუშაოები, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი და მისი დანართი №1. სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები და/ან საავიაციო სამუშაოები იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია სერტიფიკატით და მისი დანართებით. 3. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას და აღდგენას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებას, სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილების შეტანას, სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას, სერტიფიკატის გაუქმებას, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდეგ – სააგენტო). 4. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად, ამ წესის დებულებების გათვალისწინებით. 5. სერტიფიკატის მფლობელის მიერ პირობითი ამოსაცნობი აღნიშვნების (სამი ლათინური ასოსაგან შემდგარი კოდი, რომელსაც ანიჭებს იკაო) მიღება ხორციელდება იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 8585 (,,საფრენოსნო-საექსპლუატაციო სააგენტოების პირობითი ნიშნები”) დადგენილი წესით. ამავე ოფიციალური გამოცემით რეგულირდება სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში პირობითი ამოსაცნობი აღნიშვნების გაუქმება. 6.დაუშვებელია საქართველოში რეგისტრირებული სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებული სხ-ის იმავდროულად, სხვა სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში შეტანა. |
თავი II
სერტიფიცირება |
მუხლი 3.
სერტიფიცირების ეტაპები |
|
მუხლი 4.
განცხადება და თანდართული საბუთები |
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებით ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებლი დოკუმენტი ბ) განმცხადებლის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და ორგანიზაციული სტრუქტურა პასუხისმგებელი პირების მითითებით; გ) წერილობითი თანხმობა იმისა, რომ განმცხადებელი, ჩიკაგოს კონვენციის 67-ე მუხლის შესაბამისად, იკაოს მიერ დადგენილი ფორმებით, წელიწადში ერთხელ მიაწვდის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების (საავიაციო სამუშაოების) ანგარიშებს, ხარჯების სტატისტიკას და საფინანსო მონაცემებს, გარდა 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისა. დ) საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის მონაცემები ამ წესის დანართი №7-ის მიხედვით. თუ განმცხადებლის საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის რომელიმე წევრი სხვა ავიასაწარმოშიც ასრულებს შესაბამის მოვალეობას, მონაცემებს უნდა დაერთოს ამ სხვა ავიასაწარმოს ხელმძღვანელის თანხმობა; ე) საექსპლუატაციოდ გამოსაყენებელი სხ-ის მონაცემები: ე.ა) სამოქალაქო სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის ასლი; ე.ბ) სამოქალაქო სხ-ის რეგისტრაციის მოწმობის ასლი; ე.გ) იმ საბორტო ჰაერსანაოსნო მოწყობილობების გამოყენების უფლება, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო ფრენის განხორციელებას (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში); ვ) ხელმძღვანელების, ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული სპეციალისტების საკვალიფიკაციო მონაცემები ამ წესის №6 დანართის მიხედვით და მათი უფლება მოვალეობები; ამ პირთა კვალიფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემების: GM Doc 9376 C3, C4, Doc 8973 და ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) ოფიცილური გამოცემის Doc 30 მოთხოვნებს. ზ) საექსპლუატაციოდ გამოსაყენებელი სხ-ის ფლობის დამადასტურებელი საბუთი. სხ-ის იჯარის (ლიზინგის) ფორმით ფლობის შემთხვევაში, საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული სხ-ის იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 8335 და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს; თ) სერტიფიკატის მაძიებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი პოლის(ებ)ი იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეს ეკიპაჟის წევრს, მგზავრს, ტვირთს, ბარგს და მესამე პირს. პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას; ი) „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა“, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართით „უშიშროება, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან” და ,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“ დადგენილ მოთხოვნებს; კ) ,,უსაფრთხოების მართვის სისტემის პროგრამა“ ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 და მე-19 დანართების, იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 9859 (,,უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელო”) და სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის” მოთხოვნებს. (თუ ექსპლუტანტი გეგმავს საერთაშორისო გადაზიდვებს და სასწავლო ფრენებს); ლ) „ბორტგამყოლთა სახელმძღვანელო“ (სამგზავრო რეისების განხორციელების შემთხვევაში) მ) „ტვირთის ჩატვირთვისა და გადაზიდვის სახელმძღვანელო“ (სატვირთო რეისების განხორციელების შემთხვევაში); ნ) ავარიულ ვითარებაში ქმედებების გეგმა; ო) გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა; (შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ცალკე დოკუმენტად, ასევე როგორც ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების პროგრამის შემადგენელი ნაწილი); პ) საქართველოს სერტიფიცირებულ აეროდრომებზე ბაზირების შემთხვევაში აეროპორტის ტერიტორიაზე მოძრაობის უნარდაკარგული სხ-ის გადაადგილების გეგმა, შეთანხმებული შესაბამის ორგანიზაციასთან, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს მოქმედი იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9137-ის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს; ჟ) ხელშეკრულებები: ჟ.ა) საწვავ-საცხები მასალებით გამართვის მომსახურებაზე, გარდა 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცრებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღების ან მოქმედების ვადის გაგრძელებისას, აფრენა-დაფრენისა და სახმელეთო მომსახურების სამუშაოთა უზრუნველყოფაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე (თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი სამსახური), მიწისზედა მომსახურებაზე (თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია მიწისზედა მომსახურების სამსახური); ჟ.ბ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებასთან (საავიაციო პერსონალის თეორიულ მომზადებაზე, საწაფზე მომზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე); ჟ.გ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანიზაციასთან (აერონავიგაციური, რადიოშუქტექნიკურ მომსახურებაზე და წინასაფრენოსნო ინფორმაციით უზრუნველყოფაზე), ავიამეტეოროლოგიურ მომსახურებაზე (ფრენის მარშრუტზე და აფრენა-დაფრენის მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე); ჟ.დ) სხ-ის ფრენის ინფორმაციის გაშიფვრისა და ანალიზის უზრუნველყოფაზე, (თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია თავისი ფრენის ინფორმაციის გაშიფვრისა და ანალიზის სამსახური) გარდა 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცრებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღების ან მოქმედების ვადის გაგრძელებისას; ჟ.ე) სხ-ის ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფაზე, რომელსაც ითანხმებს სააგენტო. რ) ,,ფრენის შესრულების სახელმძღვანელო”, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9376-A№/914 (,,ფრენების წარმოების სახელმძღვანელო“), ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართისა და სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების” დანართი №1-ის მოთხოვნებს; ასევე, „ფრენის შესრულების სახელმძღვანელო“ უნდა შეიცავდეს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის პირობებს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9284-A№/928 (,,სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის”) შესაბამისად და სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას წარმოქმნილი ავარიული ვითარებისას განსახორციელებელი ქმედებების შესახებ ინფორმაციას იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9481-A№/928 (,,საჰაერო ხომალდზე სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ინციდენტების დროს წარმოქმნილი ავარიული ვითარებისას მოქმედებათა თანმიმდევრობის ინსტრუქცია“) მოთხოვნების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა განმცხადებელი სახიფათო ტვირთის გადაზიდვას. ს) ”ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს” A, B, C, D ნაწილის სპეციალური კითხვარი შევსებული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. (სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი: www.gcaa.ge ) ტ) განმცხადებლის მიერ სახიფათო ტვირთების (ნაკეთობების) გადაზიდვების დაგეგმვისას: ტ.ა) საავიაციო პერსონალის მომზადების პროგრამა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები (სერტიფიკატების ასლები) სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის (Doc 9284-A№/928)-ის (,,სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის”) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2011 წლის 23 ივნისის №56 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის” მოთხოვნებს, მიუხედავად, იმისა, გეგმავს თუ არა განმცხადებელი სახიფათო ტვირთების გადაზიდვას. ტ.ბ) „სახიფათო ტვირთის(ნაკეთობების) გადაზიდვის სახელმძღვანელო” რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის (Doc 9284-A№/928)-ის (,,სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის”) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 23 ივნისის №56 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის” მოთხოვნებს; უ) ინფორმაცია დაგეგმილი ფრენების შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ფრენის რაიონების გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით, ბაზირების ქვეყნების მითითებით. ფ) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელო“, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის პირველი ნაწილის 11.2 პუნქტის და მე-3 ნაწილის მე-2 სექციის 9.2 პუნქტის მოთხოვნებს. ქ) „ხარისხის მართვის სახელმძღვანელო“, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს „ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემები-მოთხოვნები“; ღ) „სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამა“, შემუშავებული სააგენტოს 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის” მოთხოვნების და სხ-ის მწარმოებლის ინსტრუქციების საფუძველზე ყ) მიწისზედა მომსახურების სახელმძღვანელო, რომელიც უნდა მოიცავდეს პერსონალის მომზადების პროგრამას. 4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები სააგენტოს წარედგინება დედნის ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლის სახით.
|
მუხლი 5.
განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვა და შეფასება |
|
მუხლი 6.
განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება |
6. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო: ა) პირველადი სერტიფიცირებისას, განმცხადებელს წერილობით ატყობინებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი დოკუმენტი; ბ) სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, განმცხადებელს წერილობით ატყობინებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი დოკუმენტი ან ნაკლოვანებების გამოსწორების გრაფიკი, რომლის ვადებიც უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან. 7. სააგენტო, განმცხადებლის ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების მდგომარეობას ან ითანხმებს ნაკლოვანებების გამოსწორების გრაფიკს და მასალებს ასახავს შემოწმების ანგარიშში.
|
მუხლი 7.
გადაწყვეტილების მიღება სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ |
|
მუხლი 8.
სერტიფიკატი. სერტიფიკატის დანართები |
ა) სერტიფიკატის გამცემი ქვეყანა (სახელმწიფო გერბი), სერტიფიკატის გამცემი ორგანო; ბ) სერტიფიკატის დასახელება; გ) სერტიფიკატის ნომერი; დ) სერტიფიკატის მოქმედების ვადა; ე) სერტიფიკატის მფლობელის (ექსპლუატანტის) საფირმო სახელწოდება; ვ) სერტიფიკატის მფლობელის (ექსპლუატანტის) იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, ტელეფონი, ფაქსი, ვებ-გვერდი, E-mail-ი; ზ) სერტიფიკატის მფლობელის (ექსპლუატანტის) ოპერატიული საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ფაქსი); თ) ”ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს” ის პუნქტი, რომელშიც მითითებულია ავიასაწარმოს უფლებამოსილ პირებთან დამაკავშირებელი მონაცემები; ი) სერტიფიკატით ექსპლუატანტზე მინიჭებული უფლებების ჩანაწერი; კ) სავალდებულო აღნიშვნები: კ.ა) “სერტიფიკატი მოქმედია №1 დანართთან ერთად”; კ.ბ) “დაუშვებელია სერტიფიკატის სხვა ექსპლუატანტისთვის გადაცემა”; ლ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი; მ) სერტიფიკატის გამცემი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა. 5. სერტიფიკატის №1 დანართში, ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის შესაბამისად, აღინიშნება: ა) სერტიფიკატის გამცემი ქვეყანა (სახელმწიფო გერბი), სერტიფიკატის გამცემი ორგანო; ბ) სერტიფიკატის დანართის დასახელება და ნომერი; გ) დანართის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს საკონტაქტო ინფორმაცია; დ) სერტიფიკატის №; ე) ექსპლუატანტის საფირმო სახელწოდება; ვ) გაცემის თარიღი; ზ) გამცემი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა; თ) საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საექსპლუატაციო საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ი, ამოსაცნობი ნიშანი/ები; ი) საექსპლუატაციო დაშვებები: ი.ა) ფრენის სახეები (კომერციული საჰაერო გადყვანა-გადაზიდვები: სამგზავრო, სატვირთო, თუ სხვა (საავიაციო სამუშაოები, ან სხვა)); ი.ბ) ფრენის რაიონ(ებ)ის მითითება; ი.გ) სპეციალური შეზღუდვები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ი.დ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის უფლება; ი.ე) დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენის (დასაფრენად შესვლა და დაფრენა; აფრენა) მონაცემები და შესაბამისი კატეგორიები; ი.ვ) RVSM-ის გამოყენების/არ გამოყენების მონიშვნა; ი.ზ) ETOPS-ის გამოყენების/არ გამოყენების მონიშვნა; ი.თ) PBN-ის პირობებში ფრენისათვის აერონავიგაციური მონაცემების განსაზღვრა; ი.ი) საფრენად ვარგისობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი საწარმოს დასახელება; კ) სხვა საექსპლუატაციო მონაცემები (საჭიროების შემთხვევაში); ლ) მითითება, რომ დანართი მოქმედია მხოლოდ საჰაერო ხომალდის სერტიფიკატთან ერთად. 6. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა მხოლოდ სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, მხოლოდ სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებული იმავე/ან უფრო დაბალი კატეგორიის საჰაერო ხომალდზე, იმ შემთხვევაში, თუ ის სააგენტოში წარმოადგენს: საქართველოს კანონმდებლობის და იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 8335-Aნ/879 (,,ექსპლუატაციის ინსპექტირების, სერტიფიცირებისა და მუდმივი ზედამხედველობის სახელმძღვანელო”) მე-10 თავის 10.3 პუნქტის (,,სხ-ის იჯარა ეკიპაჟით”) და ამავე ოფიციალური გამოცემის ,,B“ დამატების ,,G“ ნაწილის შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებას სხ-ის ექსპლუატანტთან ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სხ-ით და ეკიპაჟ(ებ)ით ფრენ(ებ)ის შესრულების თაობაზე, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საბუთებს. 7. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა „ეკიპაჟიანი იჯარის ხელშეკრულების“ მოქმედების ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თითოეული სხ-სათვის ცალ-ცალკე. 8. სერტიფიკატის №2 დანართში აღინიშნება: ა) სერტიფიკატის გამცემი ქვეყანა (სახელმწიფო გერბი), სერტიფიკატის გამცემი ორგანო; ბ) სერტიფიკატის დანართის დასახელება და ნომერი; გ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის განსაკუთრებული მოთხოვნები, ეკიპაჟიანი იჯარით აღებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას, რომელიც მოიცავს შემდეგს: გ.ა) დანართის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს საკონტაქტო ინფორმაცია; გ.ბ) სერტიფიკატის №; გ.გ) ექსპლუატანტის საფირმო სახელწოდება; გ.დ) გაცემის თარიღი; გ.ე) გამცემი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა; გ.ვ) საჰაერო ხომალდის მფლობელი და მისი მისამართი; გ.ზ) ხელშეკრულების № და ხელშეკრულების გაფორმების თარიღი; გ.თ) საექსპლუატაციო საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ი, ამოსაცნობი ნიშანი/ები; დ) მითითება: ”საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ახორციელებს ყველა იმ ფრენას, რომელიც ნებადართულია მას და საჰაერო ხომალდ(ებ)ის მფლობელს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობისა და მოქმედი საექსპლუატაციო მოთხოვნების შესაბამისად. ფრენები ნებადართულია შესრულდეს მხოლოდ დანართში აღნიშნული საჰაერო ხომალდ(ებ)ის გამოყენებით და საჰაერო ხომალდის მფლობელის ეკიპაჟებით. უსაფრთხო ფრენის განხორციელებაზე, ტექნიკური მომსახურებისა და საჰაერო ხომალდის ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველყოფაზე, ამ დანართში აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდის მფლობელი. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ახორციელებს ამ დანართში აღნიშნული საჰაერო ხომალდ(ებ)ის მხოლოდ კომერციულ ექსპლუატაციას.” ე) დანართის მოქმედების ვადა; ვ) მითითება რომ ”დანართის მოქმედების ვადა განისაზღვრება ამ დანართში აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადით.” ზ) მითითება, რომ დანართი მოქმედია მხოლოდ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის №000 სერტიფიკატთან ერთად. 9. სერტიფიკატი და მისი დანართ(ებ)ი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე. 10. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს, ზედა მარჯვენა კუთხეში აქვს წარწერა – ,,დუბლიკატი”.
|
მუხლი 9.
საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების უწყებრივი რეესტრი |
|
მუხლი 10.
სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა |
1. სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება:
ა) სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე; ბ) ამ წესის მე-15 მუხლით განსაზღვრული ზედამხედველობისას გამოვლენილი ისეთი ნაკლოვანებების არსებობისას, რომლითაც დასტურდება, რომ ექსპლუატანტის ფაქტობრივი მდგომარეობა სრულად ვერ უზრუნველყოფს სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებული საექსპლუატაციო დაშვებების სათანადო დონეზე შესრულებას. 2. სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შეზღუდვების დაწესების შესახებ. თუ შეზღუდვის დაწესების საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, სააგენტო ექსპლუატანტს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად. 3. შეზღუდვის მოხსნის თაობაზე ექსპლუატანტი სააგენტოში წარმოადგენს ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებულ განცხადებას, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შეზღუდვის მიზეზის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეზღუდვების გაუქმების თაობაზე თუ კომისია დარწმუნდება ნაკლოვანებების აღმოფხვრაში. 4. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ექსპლუატანტის მიერ შეზღუდვის მიზეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტოს შეაქვს შესაბამისი ცვლილებები სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში სამი დღის ვადაში. |
მუხლი 11.
სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება |
|
მუხლი 12.
სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის №1 დანართში ცვლილების შეტანა |
1. იმ პირობების შეცვლისას, რომლის მიხედვითაც გაცემული იყო სერტიფიკატი სხ-ის ექსპლუატანტი მოვალეა, ახალი პირობებით ფრენების (საავიაციო სამუშაოების) შესრულებამდე სააგენტოში წარადგინოს ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული განცხადება სერტიფიკატში და/ან მის დანართებში საჭირო ცვლილების შესატანად. განცხადებაში უნდა აღინიშნოს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი და დაერთოს ამ მიზეზ(ებ)ის დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
2. სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის საფუძველია, თუ: ა) შეიცვალა ექსპლუატანტის სახელწოდება, ან ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა; ბ) შეიცვალა პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი; გ) ექსპლუატანტზე გაცემულია 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცრებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და განმცხადებელი ითხოვს სერტიფიკატის დანართში 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის და არანაკლებ 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის შეტანას. დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საფუძველი, რომელიც იწვევს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებების შეტანას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული განცხადება, რომელსაც თან უნდა დაერთოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ”ა”, ”დ”, ”ე”, „ვ“, ”ზ”, ”თ”, ”ი”, „კ“ (ცვლილებები), „ლ“ (თუ გეგმავს სამგზავრო გადაზიდვებს), „მ“ (თუ გეგმავს სატვირთო რეისების განხორციელებას), ”ნ”, ”ჟ.ა”, ”ჟ.გ”, ”ჟ.დ”, ”ჟ.ე”, ”რ”(ცვლილებები), ”ს”, ”ფ” (ცვლილებები), ”ღ” (ცვლილებები) და ”უ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები. წარმოდგენილ განცხადების განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს. 4. სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის №1 დანართში (”საექსპლუატაციო სპეციფიკაციებში”) ცვლილების შეტანა ნიშნავს მოქმედი სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის №1 დანართის სააგენტოსათვის უკან დაბრუნებას და ამ მუხლის შესაბამისად ახალი სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის №1 დანართის გაცემას, მასში/მათში შესაბამისი ცვლილების შეტანით. 5. სააგენტო ახალ სერტიფიკატს და/ან სერტიფიკატის დანართს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უბრუნდება სააგენტოს. 6. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებულ სხ-ს გასული აქვს საფრენად ვარგისობის მოწმობის მოქმედების ვადა და ექსპლუატანტი, ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში არ წარმოადგენს სააგენტოში მოქმედ სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობას, ან განაცხადს სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის მისაღებად, ან განმარტებას, თუ რატომ ვერ გრძელდება სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის ვადა, აღნიშნულ სხ-ს სააგენტო ამოიღებს სერტიფიკატის №1 დანართიდან ექსპლუატანტის განცხადების გარეშე.
|
მუხლი 13.
სხ-ის სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ექსპლუატანტისათვის 'ეკიპაჟიანი იჯარით” გადაცემა |
სააგენტოს სხ-ის ექსპლუტანტის უწყებრივ რეესტრში რეგისტრირებულმა სხ-ის ექსპლუატანტმა სერტიფიკატის №1 დანართში შეტანილი სხ-ის სხვა სახელმწიფოს ექსპლუატანტისათვის „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემის შემთხვევაში, სააგენტოში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულების სათანადოდ დამოწმებული ასლი, სხ-ის მიმღები ექსპლუატანტის სერტიფიკატის სათანადოდ დამოწმებული ასლი და იმ სახელმწიფოს, სადაც რეგისტრირებულია სხ-ის მიმღები ექსპლუატანტი, საავიაციო ხელისუფლების თანხმობა, იმის თაობაზე, რომ აღნიშნული საჰაერო ხომალდი მათ მიერ სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ გამოყენებული იქნება მხოლოდ კომერციული ექსპლუატაციის უფლებით. |
მუხლი 14.
სერტიფიკატის გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება და აღდგენა |
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე, თუ:
ა) სერტიფიკატის მფლობელმა არაერთგზის დაარღვია ჩიკაგოს კონვენციით, მისი დანართებით, სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნები, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ან შეეძლო შეექმნა ფრენის უსაფრთხოებისათვის და/ან საავიაციო უშიშროებისთვის. დარღვევა არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ სერტიფიკატის მფლობელს უკვე დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე დარღვევისათვის. ბ) სერტიფიკატის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს ექსპლუატანტის სერტიფაკატის გაცემისათვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; გ) საინსპექციო შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები არ იქნა გამოსწორებული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში; დ) მოითხოვს სერტიფიკატის მფლობელი; ე) სერტიფიკატის დანართი №1-ით გათვალისწინებული ყველა სხ-ს გასული აქვს საფრენად ვარგისობის მოწმობის მოქმედების ვადა; 2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება ექსპლუატანტს. გადაწყვეტილებაში კონკრეტულად და დეტალურად უნდა იყოს მითითებული დარღვევის სახე. 3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 45 დღით. 4. ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე სერტიფიკატის მფლობელი წერილობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში ატარებს ექსპლუატანტის კომპლექსურ შემოწმებას. სერტიფიკატის მოქმედების ვადა აღდგება, თუ სააგენტო დარწმუნდება ნაკლოვანებების გამოსწორებაში. 5. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატისა და მისი დანართ(ებ)ის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას. 6. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს: ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა შეჩერების საფუძველი; ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია; გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა; დ) თუ სერტიფიკატის დანართი №1 არ ითვალისწინებს არცერთ სხ-ს. ე) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. |
თავი III
ზედამხედველობა |
მუხლი 15.
სხ-ის ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა |
1. სხ-ის ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა სერტიფიცირების განუყოფელი ნაწილია და მას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში ახორციელებს სააგენტო.
2. სხ-ის ექსპლუატანტის გეგმური საინსპექციო შემოწმების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 13 დეკემბრის №8 ბრძანებით დამტკიცებული ,,საავიაციო საქმიანობის საინსპექციო შემოწმებისა და ზედამხედველობის სახელმძღვანელოს” დანართი №5-ით. არაგეგმური შემოწმების საჭიროებას და ვადებს განსაზღვრავს სააგენტო. 3. სააგენტოს მიერ ჩატარებული საინსპექციო შემოწმების ფორმები და მეთოდები, შემმოწმებლების უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 13 დეკემბრის №8 ბრძანებით დამტკიცებული ,,საავიაციო საქმიანობის საინსპექციო შემოწმებისა და ზედამხედველობის სახელმძღვანელოთი” და ამ წესით. საინსპექციო შემოწმების საკონტროლო ფორმები (ინსპექტირების კითხვარი) მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. 4. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ნებისმიერი სახის (გეგმური, არაგეგმური) საინსპექციო შემოწმების შედეგები აისახება შემოწმების ანგარიშებში, რომლებიც სერტიფიცირების დოკუმენტებთან ერთად 7 (შვიდი) წლის განმავლობაში ინახება სააგენტოში, კონკრეტული სხ-ის ექსპლუატანტის მასალებში. 5. სააგენტოს დირექტორის ბრძანებით ინიშნება ექსპლუატანტზე პასუხისმგებელი ინსპექტორი, რომელიც გაუწევს ზედამხედველობას ექსპლუატანტის საქმიანობის საქართველოს მოქმედ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობას (აღნიშნული ინსპექტორის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია). 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ინსპექტორი შეიძლება იყოს კონკრეტული ექსპლუატანტის პასუხისმგებელ ინსპექტორად დანიშნული არა უმეტეს ორი წლის ვადით. |
თავი IV
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოვალეობანი |
მუხლი 16.
სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელის მოვალეობანი |
სხ-ის ექსპლუატანტი მოვალეა:
ა) დაიცვას საქართველოს და იმ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სადაც სრულდება ფრენები. ხოლო თუ იგი ექსპლუატაციას უწევს სხ-ს, რომელიც რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში, შეასრულოს სხ-ის რეგისტრაციის ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები; ბ) სერტიფიკატის პირველადი გაცემიდან 3 წლის ვადაში უზრუნველყოს საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის არანაკლებ 65%-ის დაკომპლექტება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ავიასეპეციალისტის მოწმობის მქონე პირებით; გ) უზრუნველყოს მის მიერ ექსპლუატირებული სხ-ის საფრენად ვარგისობა და ფრენის შესრულებისათვის საჭირო საექსპლუატაციო და ავარიული აღჭურვილობის გამართულობა; დ) უზრუნველყოს სხ-ის ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაციაში დაშვება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ტექნიკური მომსახურების საწარმოში ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის შესაბამისად ლიცენზირებული პირის მიერ, ან საწარმოში რომელსაც გააჩნია კონკრეტული ტიპის სხ-ზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარების უფლება, სააგენტოსთან შეთანხმებული სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამის მიხედვით; ე) უზრუნველყოს სხ-ის საინჟინრო უზრუნველყოფა სხ-ის ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოს მიხედვით შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირის ან პირთა ჯგუფი; ვ) ამ ,,წესის” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში ცვლილებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს სააგენტოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად; ზ) შეიტანოს შესაბამისი დამატებები და ცვლილებები ,,ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში” და/ან ,,საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოში“ მის ექსპლუატაციაში არსებული სხ-ის ტიპის ან მოდიფიკაციის შეცვლის, დამამზადებლის ან სხ-ის ტიპის სერტიფიკატზე პასუხისმგებელი ქვეყნის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი დირექტივის (რეკომენდაციის), სააგენტოს მიერ ტექნიკურ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემთხვევებში. აღნიშნული ცვლილებები მის განხორციელებამდე თანხმდება სააგენტოსთან; თ) ჩიკაგოს კონვენციის 67-ე მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით და ვადებში მიაწოდოს გადაყვანა-გადაზიდვების (საავიაციო სამუშაოების) ანგარიშები, ხარჯების სტატისტიკა და საფინანსო მონაცემები; ი) საქართველოს საზღვრებს გარეთ ბაზირების შემთხვევაში, ყოველი თვის 10 რიცხვამდე, სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია ბაზირების აეროდრომების შეცვლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე საჰაერო ხომალდ(ებ)ის საფრენოსნო-ტექნიკური შემადგენლობის შესახებ; კ) საქართველოს საზღვრებს გარეთ ბაზირების შემთხვევაში სააგენტოს ყოველ ათ დღეში ერთხელ ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარუდგინოს ყველა შესრულებული რეისის საფრენოსნო დავალებისა და საჰაერო ხომალდის ტექნიკურ ჟურნალში გაკეთებული ჩანაწერის ასლები; ლ) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით და ამ ,,წესით” გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები