„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 285
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 21/12/2022
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016283
285
21/12/2022
ვებგვერდი, 23/12/2022
310150000.54.066.016283
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №285

2022 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20/08/2013, 310150000.54.066.016044) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ხელმძღვანელების, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სპეციალისტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ამ წესის მე-6 დანართის მიხედვით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემების: GM Doc 9376 C3 და ამ წესის 161-ე მუხლში მოცემულ მოთხოვნებს“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტები:

ი.ა) „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა“ „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილების შესაბამისად; 

ი.ბ) საავიაციო უშიშროების პასუხისმგებელი პირის,  საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირის დანიშვნის ბრძანებები და საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს  სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 20 სექტემბრის №125 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამით“  დადგენილ მოთხოვნებს;

ი.გ) სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 20 სექტემბრის №125 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის“  მოთხოვნების შესაბამისად  განხორციელებული ეკიპაჟის წევრების მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტები.“;

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) „ფრენის შესრულების სახელმძღვანელო“, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9376-A№/914 (,,ფრენების წარმოების სახელმძღვანელო“), ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართისა და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ მოთხოვნებს; „ფრენის შესრულების სახელმძღვანელო“ უნდა შეიცავდეს სახიფათო ტვირთის გადაზიდვისა და სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით პერსონალის მომზადებისა და შეფასების პოლიტიკასა და პირობებს (მათ შორის, მესამე მხარის პერსონალთან მიმართებაში), ჩიკაგოს კონვენციის მე-6 და მე-18 დანართების, იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9284-ის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის“), Doc 10147-ის (სახიფათო ტვირთების გადაზიდვების კუთხით კომპეტენციაზე დაფუძნებული პერსონალის მომზადების და შეფასების სახელმძღვანელო) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესაბამისად და სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას წარმოქმნილი ავარიული ვითარებისას განსახორციელებელი ქმედებების შესახებ ინფორმაციას იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9481-A№/928 (,,საჰაერო ხომალდზე სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ინციდენტების დროს წარმოქმნილი ავარიული ვითარებისას მოქმედებათა თანმიმდევრობის ინსტრუქცია“) მოთხოვნების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა განმცხადებელი სახიფათო ტვირთის გადაზიდვას.

შენიშვნა 1: სახიფათო ტვირთვის გადაზიდვის სპეციალური ნებართვის გაცემის  პირობები დადგენილია „სპეციალური ნებართვის  გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის №70 ბრძანებით. ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში, სახიფათო ტვირთების გადაზიდვების პროცედურებისა და პერსონალის მომზადების და შეფასებისთვის წაყენებული ძირითადი მოთხოვნები დადგენილია „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით;

შენიშვნა 2:  სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით, პერსონალის მომზადებისა და შეფასების პოლიტიკისა და პირობების ასახვა არ მოეთხოვება განმცხადებელს, თუ იგი მიზნად ისახავს მხოლოდ თავისუფალი აეროსტატის ექსპლუატაციას.“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) საავიაციო პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები (სერტიფიკატების ასლები) სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9284 („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის“) და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებულ „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განმცხადებელი მიზნად ისახავს მხოლოდ თავისუფალი აეროსტატის ექსპლუატაციას“;

) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტზე, რომელიც ექსპლუატაციას უწევს მხოლოდ თავისუფალ აეროსტატებს და იმ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტზე, რომელიც ახორციელებს მხოლოდ საავიაციო სამუშაოებს 5700 კგ და ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე სხ-ით, არ ვრცელდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის  „ი.ბ“, „კ“, „ლ“, „ნ“, „პ“, „ჟ.ა“, „ჟ.ბ“, „ჟ.გ“ და „ყ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები. ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის  „ი.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ ამ პუნქტში მითითებულ საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტზე.“;

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) განმცხადებელი  ახორციელებს  პერსონალის ანკეტური მონაცემების შემოწმებას საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით“.

3. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი.დ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის უფლება (საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვების მითითებით)“.

4. 161 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი  პირის მომზადება და  კვალიფიკაცია  უნდა აკმაყოფილებდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 20 სექტემბრის №125 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამით“ დადგენილ მოთხოვნებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

 


სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგივი დავითაშვილი