დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 05/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016295 |
|
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20/08/2013, 310150000.54.066.016044) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა მხოლოდ სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, მხოლოდ სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებული ან/და მის საკუთრებაში მყოფი იმავე ან უფრო დაბალი წონითი კატეგორიის მქონე საჰაერო ხომალდზე და იმ შემთხვევაში, თუ ის სააგენტოში წარმოადგენს, სხ-ის გამცემი ექსპლუატანტის სერტიფიკატის სათანადოდ დამოწმებულ ასლს, საქართველოს კანონმდებლობის და იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 8335-Aნ/879 („ექსპლუატაციის ინსპექტირების, სერტიფიცირებისა და მუდმივი ზედამხედველობის სახელმძღვანელო“) შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებას სხ-ის ექსპლუატანტთან ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სხ-ით და ეკიპაჟ(ებ)ით ფრენ(ებ)ის შესრულების თაობაზე, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საბუთებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები