„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 182
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 21/11/2017
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016128
182
21/11/2017
ვებგვერდი, 22/11/2017
310150000.54.066.016128
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №182

2017 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებით (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20/08/2013, 310150000.54.066.016044) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის (შემდგომ – სერტიფიკატი) მიღების უფლება აქვს იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და სურს განახორციელოს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები, და/ან საავიაციო სამუშაოები.

2. აკრძალულია საჰაერო ხომალდის კომერციული მიზნით ექსპლუატაცია საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ ამ წესის შესაბამისად გაცემული ექსპლუატანტის სერტიფიკატის (შემდგომში „სერტიფიკატი“) გარეშე, რომელიც წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ საჰაერო ხომალდის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები და/ან საავიაციო სამუშაოები იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია სერტიფიკატით, მისი დანართებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2პუნქტი:

„21. ექსპლუატანტის სერტიფიკატი არ ესაჭიროებათ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას საკუთარი მიზნებისათვის ახორციელებენ.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის კომერციული მიზნით საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის უფლება ექსპლუატანს ენიჭება ამ წესის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატის და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის საფუძველზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საექსპლუატაციოდ გამოსაყენებელი სხ-ის მონაცემები :

ე.ა) სამოქალაქო სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გაცემული სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის ასლი განმცხადებლის მიერ სააგენტოს წარედგინება განცხადების და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვისა და შეფასების პროცესში, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ ვადაში;

ე.ბ) სამოქალაქო სხ-ის რეგისტრაციის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის სამოქალაქო სხ-ის რეგისტრაციის მოწმობის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობის ასლი განმცხადებლის მიერ სააგენტოს წარედგინება განცხადების და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვისა და შეფასების პროცესში, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ ვადაში;

ე.გ) ინფორმაცია სამოქალაქო საჰაერო ხომალდის წარმომავლობის და ბოლო 5 წლის განმავლობაში რეგისტრაციის შესახებ.“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ხელმძღვანელების, ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული სპეციალისტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ამ წესის მე-6 დანართის მიხედვით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემების: GM Doc 9376 C3, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) ოფიციალური გამოცემების Doc 30 და ამ წესის 161 მუხლში მოცემულ მოთხოვნებს;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საექსპლუატაციოდ გამოსაყენებელი სხ-ის საკუთრების დამადასტურებელი ან სხ-ის იჯარის (ლიზინგის) უფლებით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის თაობაზე განზრახულობათა წერილი, თანდართული სხ-ის ნასყიდობის ან იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულების პროექტით. საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული სხ-ის იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულება ან აღნიშნული ხელშეკრულებების პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 8335-ს და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. სხ-ის საკუთრების დამადასტურებელი ან სხ-ის იჯარის (ლიზინგის) უფლებით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, განცხადებასთან ერთად მისი წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტოს წარედგინება განცხადების და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვისა და შეფასების პროცესში, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ ვადაში იმ პირობებით, რა პირობებითაც წარმოდგენილ იქნა შესაბამისი ხელშეკრულების პროექტი;“;

დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სერტიფიკატის მაძიებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი პოლისი, ან მზღვეველის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს სერტიფიკატის მაძიებლისთვის დაზღვევის დამადასტურებელი პოლისის გაცემას სერტიფიკატის მაძიებლის მიმართვისთანავე. დაზღვევის დამადასტურებელი პოლისი უნდა შეესაბამებოდეს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №95 ბრძანების მოთხოვნებს. დაზღვევის დამადასტურებელი პოლისი, განცხადებასთან ერთდ მისი წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სერტიფიკატის მაძიებლის მიერ სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს განცხადების და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვისა და შეფასების პროცესში, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ ვადაში.“;

ე ) „ჟ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ.ა) სამედიცინო მომსახურებაზე, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე (თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი სამსახური), მიწისზედა მომსახურებაზე (თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია მიწისზედა მომსახურების სამსახური).“;

ვ) „ჟ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) „ჟ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ.ე) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სხ-ის ტექნიკური მომსახურების საწარმოსთან, სხ-ის ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფაზე;“.

3. ამ წესის დანართი №3, №4, №8 და №9 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიიგორ აფციაური