„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 138
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 27/08/2014
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016075
138
27/08/2014
ვებგვერდი, 27/08/2014
310150000.54.066.016075
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №138

2014 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჰაერო  ხომალდის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის №142 ბრძანებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge 20/08/2013, 310150000.54.066.016044) „საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საექსპლუატაციოდ გამოსაყენებელი სხ-ის საკუთრების დამადასტურებელი ან სხ-ის იჯარის (ლიზინგის) უფლებით ფლობის დამადასტურებელი საბუთი. საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული სხ-ის იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 8335–ს და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს;“.

2. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა მხოლოდ სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, მხოლოდ სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებული იმავე/ან უფრო დაბალი კატეგორიის საჰაერო ხომალდზე,  იმ შემთხვევაში, თუ ის სააგენტოში წარმოადგენს: საქართველოს კანონმდებლობის და იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 8335-Aნ/879 (,,ექსპლუატაციის ინსპექტირების, სერტიფიცირებისა და მუდმივი ზედამხედველობის სახელმძღვანელო”) შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებას სხ-ის ექსპლუატანტთან ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სხ-ით და ეკიპაჟ(ებ)ით ფრენ(ებ)ის შესრულების თაობაზე, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საბუთებს.“.

3. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა მხოლოდ იმ საჰაერო ხომალდზე, რომელსაც აქვს EASA-ს მიერ გაცემული/აღიარებული ტიპის სერტიფიკატი (გარდა შვეულფრენებისა) და თუ ეს სხ–ი ბოლო 1 წლის განმავლობაში არ იმყოფებოდა იმ რომელიმე ქვეყნის ოპერატორის ოპერირების ქვეშ რომელიც ამავე პერიოდში მოხვედრილი იყო ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 14 დეკემბრის N2111/2005 („იმ ავიაგადამზიდველების სიის ჩამოყალიბების თაობაზე რომელთაც აკრძალული აქვთ საჰაერო მიმოსვლის განხორციელება გაერთიანების ფარგლებში“)  რეგულაციით განსაზღვრულ სიაში.

62.  სერტიფიკატის №2 დანართში საჰაერო ხომალდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს №1 დანართში არსებულ საჰაერო ხომალდების რაოდენობას.“.

4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14 . სერტიფიკატის გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება და აღდგენა

1. ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) სერტიფიკატის მფლობელმა განმეორებით დაარღვია ჩიკაგოს კონვენციით, მისი დანართებით, სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნები, რამაც საფრთხე შეუქმნა ან შეეძლო შეექმნა ფრენის უსაფრთხოებისათვის და/ან საავიაციო უშიშროებისთვის.

ბ) სააგენტო მიიჩნევს, რომ არსებობს ამ მუხლის მე–7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი;

გ) სერტიფიკატის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს ექსპლუატანტის სერტიფაკატის გაცემისათვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) საინსპექციო შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები არ იქნა გამოსწორებული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში;

ე) მოითხოვს სერტიფიკატის მფლობელი;

ვ) სერტიფიკატის დანართი №1-ით გათვალისწინებული ყველა სხ-ს გასული აქვს საფრენად ვარგისობის მოწმობის მოქმედების ვადა;

ზ) არსებობს საჰაერო კოდექსის 58–ე მუხლით დადგენილი სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევების რომელიმე შემთხვევა.

2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება ექსპლუატანტს. გადაწყვეტილებაში კონკრეტულად და დეტალურად უნდა იყოს მითითებული დარღვევის სახე და მისი გამოსწორების ვადა.

3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე სრულად არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 45 დღით.

4. ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე სერტიფიკატის მფლობელი წერილობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში ატარებს ექსპლუატანტის კომპლექსურ შემოწმებას. სერტიფიკატის მოქმედების ვადა აღდგება, თუ სააგენტო დარწმუნდება ნაკლოვანებების სრულად გამოსწორებაში.

5. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატისა და მისი დანართ(ებ)ის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.

6. ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაუქმების თაობაზე, თუ:

ა) სააგენტო მიიჩნევს, რომ არსებობს ამ მუხლის მე–7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი;

ბ) თუ სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ სრულად არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი;

გ) მოხდა სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;

დ) მოითხოვა სერტიფიკატის მფლობელმა;

ე) სერტიფიკატის მფლობელი უგულვებელყოფს სააგენტოს გადაწყვეტილებას სხ–ის ექსპლუატაციის უფლების შეჩერების ან საავიაციო პერსონალის საქმიანობის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებით;

ვ) თუ სერტიფიკატის დანართი №1 არ ითვალისწინებს არცერთ სხ-ს.

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

7. თუ სერტიფიკატის მფლობელმა დაარღვია ჩიკაგოს კონვენციით, მისი დანართებით, სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნები, რამაც საფრთხე შეუქმნა ან შეეძლო შეექმნა ფრენის უსაფრთხოებისათვის და/ან საავიაციო უშიშროებისთვის, სააგენტო უფლებამოსილია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვევის სერიოზულობიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, ამგვარი დარღვევის გამოვლენისთანავე, მიიღოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის შეჩერებისა ან გაუქმების თაობაზე.

8. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.“.

5. მე-16 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ლ) დაიცვას ჩიკაგოს კონვენციით, მისი დანართებით, სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.“.

6. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის V თავი:

 

„თავი V

გარდამავალი დებულებები

 

მუხლი 17.

1. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების მიერ ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის მდგომარეობის შეფასებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სააგენტო, თავის მიერ დადგენილი წესისა და გრაფიკის შესაბამისად, განახორციელებს სხ–ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელთა ხელახალ სერტიფიცირებას:

ა) საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის განმახორციელებელი ექსპლუატანტების – 2014 წლის 8 სექტემბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე;

ბ) ექსპლუატანტების რომლებიც არ არიან ჩართულები საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში – 2015 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 1 მაისამდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 1 მაისამდე სააგენტოს მიერ შეჩერდეს ექსპლუატანტის სერტიფიკატის პირველადი გაცემის შესახებ განცხადებების მიღება და განხილვა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელახალი სერტიფიცირების პროცესი არ აისახება მოქმედი სერტიფიკატის მოქმედებაზე, თუ ხელახალი სერტიფიცირების პროცესში არ გამოვლინდა ამ წესის მე–14 მუხლით გათვალისწინებული სერტიფიკატის გაუქმების ან შეჩერების საფუძველი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს  2014 წლის  1 სექტემბრიდან.

 


სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია