დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 10/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016109 |
|
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის №142 ბრძანებით (სსმ, 20/08/2013, 310150000.54.066.016044) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება, რომელიც მოიცავს: ბ.ა) საბაზო ობიექტების შემოწმებას; ბ.ბ) საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმებას; ბ.გ) ფრენის უზრუნველყოფის დემონსტრირებას.“. 2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტ (ი)ს: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) განმცხადებლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) განმცხადებლის ორგანიზაციული სტრუქტურა პასუხისმგებელი პირების მითითებით (მოთხოვნები ექსპლუატანტის ორგანიზაციულ სტრუქტურის და მართვის სისტემისადმი მოყვანილია ამ წესის 161 მუხლში); (ამ წესის 161 მუხლის შესაბამისად);“; გ) „ვ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ხელმძღვანელების, ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული სპეციალისტების საკვალიფიკაციო მონაცემები ამ წესის №6 დანართის მიხედვით. ამ პირთა კვალიფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემების: GM Doc 9376 C3, C4, Doc 8973, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) ოფიცილური გამოცემის Doc 30 და ამ წესის 161 მუხლში მოცემულ მოთხოვნებს;“; დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სერტიფიკატის მაძიებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი პოლის(ებ)ი იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეს ეკიპაჟის წევრს, მგზავრს, ბარგის, ტვირთის ან საფოსტო გზავნილის გამგზავნს ან მიმღებს, ანდა მესამე პირს. პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას;“; ე) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) „უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო“ ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 9859 „უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელოს“, სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ და 2014 წლის 29 დეკემბრის №206 ბრძანებით დამტკიცებულ „უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის“ მოთხოვნებს;“; ვ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ავარიულ ვითარებაში ქმედებების გეგმა, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს ავიაგადამზიდველის „უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელოს“ შემადგენელ ნაწილად;“; თ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრაობაუნარდაკარგული სხ-ის გადაადგილების პროცედურა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9137-ის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, და წარმოდგენილი იყოს, როგორც ავარიულ ვითარებაში ქმედებების გეგმის, ან ავიაგადამზიდველის „უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელოს“ შემადგენელ ნაწილად;“; ი) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) საავიაციო პერსონალის მომზადების პროგრამა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები (სერტიფიკატების ასლები) სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9284-A№/928 („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის“) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებულ „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ მოთხოვნებს;“; კ) „ტ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი: „ტ1) განმცხადებლის მიერ სახიფათო ტვირთების (ნაკეთობების) გადაზიდვების დაგეგმვისას „სახიფათო ტვირთის (ნაკეთობების) გადაზიდვის სახელმძღვანელო“, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9284-A№/928 („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის“) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებულ „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ მოთხოვნებს;“; ლ) „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელო“, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს: თვითმფრინავების შემთხვევაში – სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ 92-ე მუხლის მოთხოვნებს, ხოლო ვერტმფრენების შემთხვევაში სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებით დამტკიცებულ „ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ 76-ე მუხლის მოთხოვნებს; ქ) „ხარისხის მართვის სახელმძღვანელო“, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს „ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს“ შემადგენელ ნაწილად და უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ №22 დანართის მოთხოვნებს, გარდა თავისუფალი აეროსტატების მქონე ექსპლუატანტისა;“; მ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) მიწისზედა მომსახურების სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს, განცხადებით მოთხოვნილი საქმიანობის შესაბამის პროცედურებს და მიწისზედა მომსახურების პერსონალის მომზადების პროგრამას (პერსონალის მომზადების პროგრამა შეიძლება შეტანილი იყოს ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს „D“ ნაწილში).“ 3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. იმ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტზე, რომელიც ექსპლუატაციას უწევს მხოლოდ თავისუფალ აეროსტატებს და იმ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტზე, რომელიც ახორციელებს მხოლოდ საავიაციო სამუშაოებს 5700 კგ და ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე სხ-ით არ ვრცელდება ამ წესის მე-4 მუხლის, მე-3 პუნქტის „ი.ბ“, „ი.გ“, „ი.ე“, „კ“, „ლ“, „ნ“, „პ“, „ჟ.ა“, „ჟ.ბ“, „ჟ.გ“ და „ყ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები.“. 4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები: „პ) განმცხადებელი ახორციელებს საჰაერო ხომალდიდან საავარიო ევაკუაციის დემონსტრირებას (ხმელეთზე და წყალზე); ჟ) განმცხადებელი ახორციელებს გაფრენისწინა პროცედურების დემონსტრირებას; რ) განმცხადებელი ახორციელებს სადემონსტრაციო ფრენებს, თუ: რ.ა) საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობის 50%-ზე მეტს არ გააჩნია ექსპლუატაციაში არსებული კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდზე ფრენების გამოცდილება; რ.ბ) განმცხადებელი/ექსპლუატანტი ითხოვს საავიაციო სამუშაოებზე ნებართვას.“. 5. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ექსპლუატანტი უფლებამოსილია მოითხოვოს №2 დანართში საჰაერო ხომალდის დამატება მხოლოდ №1 დანართით გათვალისწინებული საჰაერო ხომალდის ტიპის და ფრენის სახეების (სამგზავრო, სატვირთო) გათვალისწინებით. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა მხოლოდ სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, მხოლოდ სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებული იმავე, ან უფრო დაბალი კატეგორიის საჰაერო ხომალდზე და იმ შემთხვევაში, თუ ის სააგენტოში წარმოადგენს: საქართველოს კანონმდებლობის და იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 8335-Aნ/879 („ექსპლუატაციის ინსპექტირების, სერტიფიცირებისა და მუდმივი ზედამხედველობის სახელმძღვანელო“) შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებას სხ-ის ექსპლუატანტთან ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სხ-ით და ეკიპაჟ(ებ)ით ფრენ(ებ)ის შესრულების თაობაზე, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საბუთებს.“. 6. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ განმცხადებელი ითხოვს მოქმედი სერტიფიკატის ვადის გაგრძელებას, იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, განცხადებას უნდა დაერთოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „ბ1“, „დ“, „ვ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები.“. 7. მე-12 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის №1 დანართში ცვლილების შეტანა და ახალი სხ-ის დამატება“ ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ პირობების შეცვლისას, რომლის მიხედვითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია, ახალი პირობებით ფრენების (საავიაციო სამუშაოების) შესრულებამდე სააგენტოში წარადგინოს ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული განცხადება, სერტიფიკატში და/ან მის დანართებში საჭირო ცვლილების შესატანად. დანართი №2-ს უნდა დაერთოს ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები.“; გ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შეიცვალა პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი, მათ შორის ცვლილება, რომელიც შეეხება საექსპლუატაციო დაშვებებს, ან სერტიფიკატის №1 დანართში სხ-ის შეტანას/ამოღებას.“; დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის №1 დანართში („საექსპლუატაციო დაშვებები“) ცვლილების შეტანა თავის მხრივ გულისხმობს მოქმედი სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის №1 დანართის სააგენტოსათვის უკან დაბრუნებას და ამ მუხლის შესაბამისად ახალი სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის №1 დანართის გაცემას, მასში შესაბამისი ცვლილების შეტანით.“; ე) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ პუნქტი: „41. ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში ახალი სხ-ის დამატებისას, ექსპლუატანტმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული განცხადება, ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს „A“, „B“ და „D“ ნაწილებში შესაბამისი ცვლილებები, MEL, RVSM-ის ზონაში ფრენებზე დაშვებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი (საჭიროებისას), RNAV-ის სისტემით ფრენებზე ნებერთვის მიღებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის, მე-3 პუნქტის „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები.“. 8. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“ პუნქტები: „მ) განახორციელოს საქმიანობა ექსპლუატანტის სერტიფიკატის დანართით განსაზღვრული საექსპლუატაციო დაშვებების ფარგლებში სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ ან/და 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებით დამტკიცებული „ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ შესაბამისად; ნ) უზრუნველყოს, რომ მის ექსპლუატაციაში არსებული საჰაერო ხომალდის აღჭურვილობა და ეკიპაჟის წევრების კვალიფიკაცია შეესაბამებოდეს ექსპლუატაციის რეგიონის სპეციფიკას და სახეობას; ო) ხელი შეუწყოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს ზედამხედველობის ფუნქციის შესრულების მიზნით ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს ავიასაწარმოსა და მის მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, რომელთა ფუნქციონირებაც მიმართულია ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ, შევიდეს საჰაერო ხომალდებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხ-ის მეთაურის მიერ, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება საფრენოსნო ეკიპაჟის კაბინაში არ დაშვების შესახებ), მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, შეამოწმოს ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცედურები, ტექნიკური მოწყობილობები, გაესაუბროს ნებისმიერ პირს ფრენის უსაფრთხოებისა მოთხოვნების შესრულებისა და შესაბამისი პროცედურების შეფასების მიზნით; პ) უზრუნველყოს „Tracking System“-ის დაყენება საქართველოს საზღვრებს გარეთ ბაზირებულ იმ საჰაერო ხომალდებზე, რომელთა საქართველოს საზღვრებს გარეთ ბაზირების პერიოდი 3 თვეს აღემატება.“. 9. წესის IV თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი: „მუხლი 161. მოთხოვნები ექსპლუატანტის ორგანიზაციული სტრუქტურისა და ხელმძღვანელ პირთა მიმართ 1. ავიასაწარმოს ხელმძღვანელი პირი პასუხისმგებელია ავიასაწარმოს ეფექტური მართვის სისტემის შექმნაზე და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე. 2. ავიასაწარმოს ხელმძღვანელი პირი ნიშნავს ავიასაწარმოში შემდეგი მიმართულებების მართვასა და ზედამხედველობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებს: ა) საფრენოსნო ექსპლუატაცია; ბ) სწავლება; გ) სახმელეთო მომსახურება; დ) საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის შენარჩუნება; ე) ფრენის უსაფრთხოება; ვ) ხარისხის მართვის უზრუნველყოფა; ზ) საავიაციო უშიშროება. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ ავიასაწარმოზე, რომლის ორგანიზაცია შედგება ერთი სტრუქტურული ერთეულისგან. ასეთი ორგანიზაცია ვალდებულია წარმოადგინოს სააგენტოში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე გარე აუდიტორის მიერ ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების პერიოდში ჩატარებული აუდიტის შედეგები. 3. საფრენოსნო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს საფრენოსნო ეკიპაჟის მოქმედი ან ყოფილი წევრი. იმ შემთხვევაში, თუ საფრენოსნო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელ პირი არ არის საფრენოსნო ეკიპაჟის მოქმედი წევრი და არ გააჩნია მოქმედი მოწმობა, ასეთ შემთხვევაში საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის მოქმედი მოწმობა უნდა ჰქონდეს მის მოადგილეს. 4. სწავლების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს საავიაციო განათლება და გამოცდილება სხ-ის ექსპლუატაციაში ჩართული პერსონალის მომზადების ორგანიზებასთან დაკავშირებით. 5. სახმელეთო მომსახურებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს საავიაციო განათლება და სახმელეთო მომსახურების პრინციპების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება. 6. სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის შენარჩუნების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება. 7. ფრენის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის № 206 ბრძანებით „უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესი“ გათვალისწინებული კვალიფიკაცია. 8. ხარისხის მართვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის № 203 ბრძანების „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ № 22 დანართით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. 9. საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელ/ხელმძღვანელ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილების „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისი მომზადება. 10. ექსპლუატაციის მასშტაბისა და სახეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია რამდენიმე მიმართულების მართვა შეითავსოს ერთმა პირმა. 11. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიმართულებაზე პასუხისმგებელ პირებს უნდა გააჩნდეს: ა) საფრენოსნო ექსპლუატაციისა და ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა; ბ) საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი პროცედურების ცოდნა; გ) „ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს“ ნაწილების დანიშნულების და შინაარსის ცოდნა; დ) ორგანიზაციის მართვის პრინციპების ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება; ე) მუშაობის 5 წლის გამოცდილება, აქედან 2 წელი – საავიაციო ინდუსტრიაში, შესაბამისი მიმართულებით. 12. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებული შექმნას ჩანაწერების შენახვის ისეთი სისტემა, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო ჩანაწერის შენახვა. ჩანაწერები უნდა ინახებოდეს შემდეგი ვადებით: ა) 5 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განმახორციელებელ ექსპლუატანტებთან დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტები: ა.ა) მართვის სისტემის ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს პერსონალის პასუხისმგებლობას და ამ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის პროცედურას; ა.ბ) უსაფრთხოების მართვის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტები; ა.გ) ხარისხის მართვის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ბ) 6 თვის ვადით შენახვას ექვემდებარება ფრენის მომზადებისა და შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული ანგარიშები: ბ.ა) ფრენის სამუშაო გეგმა, თუ იგი იქნა გამოყენებული; ბ.ბ) მარშრუტისათვის დამახასიათებელი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება (NOTAM) და სააერნაოსნო ინფორმაცია (AIP) ეკიპაჟისათვის; ბ.გ) დოკუმენტაცია მასისა და გაწონასწორების შესახებ; ბ.დ) შეტყობინება სხ-ის მეთაურისათვის განსაკუთრებული ტვირთის, მათ შორის, წერილობითი ინფორმაცია სახიფათო ტვირთის შესახებ; ბ.ე) საბორტო ჟურნალი ან ანალოგიური დოკუმენტი; გ) 3 თვის ვადით შენახვას ექვემდებარება საწვავ-საპოხი მასალებით სხ-ის გამართვის ჩანაწერები: დ) პერსონალის მონაცემები უნდა ინახებოდეს: დ.ა) ავიასპეციალისტის მოწმობა და მომსახურე პერსონალის საატესტაციო დოკუმენტაცია – მოწმობაში და საატესტაციო დოკუმენტაციაში არსებული საკვალიფიკაციო აღნიშვნის საფუძველზე, ექსპლუატანტთან მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში; დ.ბ) ეკიპაჟის წევრის მომზადების, შემოწმების და მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ – 3 წელი; დ.გ) ეკიპაჟის წევრის წინა გამოცდილების შესახებ (სხვა სხ-ზე საფრენად გადასვლის შემთხვევაში) – 15 თვე; დ.დ) ეკიპაჟის წევრის მიერ მარშრუტის, აეროდრომის/დავალების და ფრენის რეგიონის გაცნობა, იმისდა მიხედვით, თუ რომელია გამოსაყენებელი – 3 წელი; დ.ე) საჭიროებისას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მომზადება – 3 წელი; დ.ვ) სხვა პერსონალის წვრთნის და კვალიფიკაციის ჩანაწერები, ვისთვისაც განკუთვნილია მომზადების პროგრამა – ბოლო ორი მომზადების ჩანაწერი. 13. ჩანაწერები უნდა ინახებოდეს ისეთ პირობებში, რომ თავიდან აცილებული იყოს მათი დაზიანება, მათში ცვლილებების შეტანა ან დაკარგვა. 14. სხ-ის ექსპლუატანტმა უნდა აწარმოოს ჩანაწერები ეკიპაჟის თითოეული წევრის მიერ გავლილი მომზადების, შემოწმების და მისთვის მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ და უზრუნველყოს, რომ აღნიშნული ჩანაწერები ეკიპაჟის ნებისმიერი წევრის მოთხოვნისამებრ იყოს ხელმისაწვდომი. 15. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატანტი ვალდებულია შეინახოს ფრენის მომზადებასთან და შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ჩანაწერები ეკიპაჟის წევრების მომზადების შესახებ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი აღნიშნული სხ-ის ექსპლუატაციას ან ეკიპაჟის წევრებთან საქმიან ურთიერთობებს წყვეტს. 16. სხ-ის ექსპლუატანტი, რომლის ეკიპაჟის წევრი გადადის სამუშაოდ სხვა ექსპლუატანტთან, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ეკიპაჟის წევრის ყველა ჩანაწერი ახალი ექსპლუატანტისათვის ხელმისაწვდომი იყოს ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება, გარდა მე-8 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბრძანების მე-8 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები