დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 28/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016082 |
|
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს" დირექტორის №142 ბრძანებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge, 20/08/2013, 310150000.54.066.016044) „საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. პირველადი სერტიფიცირებისას სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 კალენდარულ დღეს.''. 2.მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) ,,გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) წერილობითი თანხმობა იმისა, რომ განმცხადებელი, ჩიკაგოს კონვენციის 67-ე მუხლის შესაბამისად, იკაოს მიერ დადგენილი ფორმებით, წელიწადში ერთხელ მიაწვდის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების (საავიაციო სამუშაოების) ანგარიშებს, ხარჯების სტატისტიკას და საფინანსო მონაცემებს, გარდა 5700 კგ და ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არაუმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისა; ბ) ,,ი" და ,,კ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები, იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 8973-ის (,,საავიაციო უშიშროების სახელმძღვანელო”) მე-15 თავის (,,საჰაერო ხომალდების უსაფრთხოება’’) და ,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ მოთხოვნათა შესაბამისად: ი.ა) „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა“; ი.ბ) ,,საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის პროგრამა’’; ი.გ) ,,საავიაციო უშიშროების საკითხებში პერსონალის მომზადების პროგრამა’’; ი.დ) ,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობის დროს (ხმელეთზე და ფრენისას) განსახორციელებელი მოქმედებები; ი.ე) საავიაციო უშიშროების სფეროში ავიასპეციალისტებისა და საავიაციო უშიშროების პერსონალის მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული ,,თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ 105-ე მუხლისა და სსიპ– სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №261 ბრძანების „სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის,მიღების, მომზადების და სერტიფიცირების წესის“ მოთხოვნებს. შენიშვნა: ,,ი.ბ'', ,,ი.გ" ,,ი.დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხები შეიძლება იყოს როგორც, ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის შემადგენელი ნაწილი, ასევე შეიძლება წარმოდგენილი იქნეს, როგორც ცალკე დოკუმენტი. ,,კ) ,,უსაფრთხოების მართვის სისტემის პროგრამა“ ქართულ ან ინგლისურ ენაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს იკაო-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9859 ,,უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელოს”, სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული ,,თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის” და 2014 წლის 29 დეკემბრის №206 ბრძანებით დამტკიცებული „უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის“ მოთხოვნებს.'' გ) ,,ჟ"ქვეპუნქტის: ა) ,,ჟ.ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჟ.ა) საწვავ-საცხები მასალებით გამართვის მომსახურებაზე, გარდა 5700 კგ და ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არაუმეტეს 19 სერტიფიცრებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღების ან მოქმედების ვადის გაგრძელებისას, აფრენა-დაფრენისა და სახმელეთო მომსახურების სამუშაოთა უზრუნველყოფაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე (თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი სამსახური), მიწისზედა მომსახურებაზე (თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია მიწისზედა მომსახურების სამსახური);" ბ) ,,ჟ.დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჟ.დ) სხ-ის ფრენის ინფორმაციის გაშიფვრისა და ანალიზის უზრუნველყოფაზე, (თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია თავისი ფრენის ინფორმაციის გაშიფვრისა და ანალიზის სამსახური) გარდა 5700 კგ და ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცრებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღების ან მოქმედების ვადის გაგრძელებისას;" დ) ,,რ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,რ) ,,ფრენის შესრულების სახელმძღვანელო”, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9376-A№/914 (,,ფრენების წარმოების სახელმძღვანელო“), ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართისა და სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული ,,თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის” მოთხოვნებს; „ფრენის შესრულების სახელმძღვანელო“ უნდა შეიცავდეს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის პირობებს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9284-A№/928 (,,სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის”) შესაბამისად და სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას წარმოქმნილი ავარიული ვითარებისას განსახორციელებელი ქმედებების შესახებ ინფორმაციას იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9481-A№/928 (,,საჰაერო ხომალდზე სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ინციდენტების დროს წარმოქმნილი ავარიული ვითარებისას მოქმედებათა თანმიმდევრობის ინსტრუქცია“) მოთხოვნების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა განმცხადებელი სახიფათო ტვირთის გადაზიდვას." ე) ,,ღ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამა“, შემუშავებული სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის” მოთხოვნების და სხ-ის მწარმოებლის ინსტრუქციების საფუძველზე." 3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) ,,გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) ავიასპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების, თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკითხები/პროგრამები შეესაბამება სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული ,,თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ 82-ე მუხლის, ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის (,,საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია”) და იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9376 (,,ფრენების წარმოების სახელმძღვანელო“) მოთხოვნებს; " ბ) ,,ი" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი) განმცხადებლს ექსპლუატაციაში არსებულ ყოველ სხ-ზე გააჩნია სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებული ,,თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის” 50-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები. " 4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ" და ,,ო'' ქვეპუნქტები: ,,ნ) განმცხადებელი ახორციელებს იმ პირთა ანკეტური მონაცემების შემოწმებას, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია საჰაერო ხომალდის მომსახურებასა და ფრენების უსაფრთხოებასთან და/ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით დაიშვება აეროპორტ(ებ)ის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში გამცილებლის თანხლების გარეშე; ო) განმცხადებლის მიერ ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირადი საქმეების წარმოება, მათ შორის პერსონალის სწავლების ჩანაწერების შენახვა.“ 5. მე-12 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) ექსპლუატანტზე გაცემულია 5700 კგ და ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცრებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და განმცხადებელი ითხოვს სერტიფიკატის დანართში 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის და არანაკლებ 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდის შეტანას." ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული განცხადება, რომელსაც თან უნდა დაერთოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები. წარმოდგენილი განცხადების განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 კალენდარულ დღეს." 6. მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სხ-ის ექსპლუატანტის გეგმიური საინსპექციო შემოწმების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 14 აგვისტოს №137 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების) წესის მე-8 მუხლით. არაგეგმური შემოწმების საჭიროებას და ვადებს განსაზღვრავს სააგენტო. 3. სააგენტოს მიერ ჩატარებული საინსპექციო შემოწმების ფორმები და მეთოდები, შემმოწმებლების უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 14 აგვისტოს №137 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების) წესით. საინსპექციო შემოწმების საკონტროლო ფორმები (ინსპექტირების კითხვარი) მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. '' 7. დანართი №8, №9 და №10 დამტკიცდეს თანდართული ფორმით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები