„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 207
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 22/12/2020
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016212
207
22/12/2020
ვებგვერდი, 24/12/2020
310150000.54.066.016212
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №207

2020 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ

მუხლი 1
„საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებით (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20/08/2013, 310150000.54.066.016044) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) საავიაციო პერსონალის მომზადების პროგრამა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები (სერტიფიკატების ასლები) სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9284-A№/928 („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციის“) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებულ „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განმცხადებელი მიზნად ისახავს მხოლოდ თავისუფალი აეროსტატის ექსპლუატაციას“;

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) განმცხადებელს გააჩნია იკაოს ოფიციალური გამოცემა Doc 9481-A№/928, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეკიპაჟისათვის ფრენის შესრულების დროს (თუ ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში” არ არის ასახული ,,ინფორმაცია სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას წარმოქმნილი ავარიული ვითარებისას განსახორციელებელი ქმედებების შესახებ“). აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ განმცხადებელზეც, რომელიც არ გეგმავს სახიფათო ტვირთების გადაზიდვას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განმცხადებელი მიზნად ისახავს მხოლოდ თავისუფალი აეროსტატის ექსპლუატაციას“;

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე