დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 124 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 21/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016156 |
|
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებით (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20/08/2013, 310150000.54.066.016044) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ექსპლუატანტის სერტიფიკატი არ ესაჭიროება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს: ა) საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას საკუთარი მიზნებისათვის; ბ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას სასწავლო მიზნებისთვის; გ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. დაუშვებელია ჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის დანართებში იმ საჰაერო ხომალდის შეტანა, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა იმ ექსპლუატანტის ოპერირების ქვეშ, რომელიც ამავე პერიოდში მოხვედრილი იყო ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 14 დეკემბრის №2111/2005 („იმ ავიაგადამზიდველების სიის ჩამოყალიბების თაობაზე, რომელთაც აკრძალული აქვთ საჰაერო მიმოსვლის განხორციელება გაერთიანების ფარგლებში“) რეგულაციით განსაზღვრულ სიაში.“. 2. მე-8 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირველადი სერტიფიცირებისას სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 1 (ერთი) წელი“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ექსპლუატანტი უფლებამოსილია მოითხოვოს №2 დანართში საჰაერო ხომალდის დამატება №1 დანართში არსებული საჰაერო ხომალდის ფრენის სახეების (სამგზავრო, სატვირთო) შესაძლებლობების გათვალისწინებით. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა მხოლოდ სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, მხოლოდ სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებული იმავე ან უფრო დაბალი წონითი კატეგორიის მქონე საჰაერო ხომალდზე და იმ შემთხვევაში, თუ ის სააგენტოში წარმოადგენს: სხ-ის გამცემი ექსპლუატანტის სერტიფიკატის სათანადოდ დამოწმებულ ასლს, საქართველოს კანონმდებლობის და იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 8335-Aნ/879 („ექსპლუატაციის ინსპექტირების, სერტიფიცირებისა და მუდმივი ზედამხედველობის სახელმძღვანელო“) შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებას სხ-ის ექსპლუატანტთან ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სხ-ით და ეკიპაჟ(ებ)ით ფრენ(ებ)ის შესრულების თაობაზე, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საბუთებს. ამასთან, კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი ექსპლუატანტი, რომელსაც სხვა ექსპლუატანტთან დადებული ეკიპაჟიანი იჯარის ხელშეკრულებით აღებული აქვს საჰაერო ხომალდი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში ან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, ვალდებულია დამატებით დაასაბუთოს, რომ: ა) შესაბამისი საჰაერო ხომალდის იჯარა გამომდინარეობს განსაკუთრებული საჭიროებიდან, რა შემთხვევაშიც შესაძლებელია თანხმობის გაცემა 7 თვემდე პერიოდის ვადით, რომლის მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, დამატებით 7 თვის ვადით; ბ) იჯარა ხორციელდება სანავიგაციო სეზონური დატვირთვის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, რომელთა დაკმაყოფილება შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში რეგისტრირებული იჯარით აღებული საჰაერო ხომალდის მეშვეობით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, თანხმობის მოქმედების მეორე ვადით გაგრძელება; გ) იჯარა აუცილებელია ექსპლუატაციის შეუფერხებლად განსახორციელებლად გარკვეული სირთულეების პერიოდში და საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის იჯარით აღება შეუძლებელი ან არამიზანშეწონილია. ასეთ შემთხვეაში შესაბამისი თანხმობა გაიცემა იმ ვადით, რომელიც საჭიროა აღნიშნული სირთულეების დასაძლევად.“; გ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „61. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა მხოლოდ იმ საჰაერო ხომალდზე, რომელსაც აქვს EASA-ს მიერ გაცემული/აღიარებული ტიპის სერტიფიკატი (გარდა შვეულმფრენებისა).“; დ) მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განცხადება სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნეს სააგენტოში სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 60 დღით ადრე, მაგრამ არაუგვიანეს 45 დღისა“. 4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. სერტიფიკატის მოქმედების ვადა გრძელდება 2 წლით“. 5. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ პირობების შეცვლისას, რომლის მიხედვითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია, ახალი პირობებით ფრენების (საავიაციო სამუშაოების) შესრულებამდე სააგენტოში წარადგინოს ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული განცხადება, სერტიფიკატში და/ან მის დანართებში საჭირო ცვლილების შესატანად. დანართი №2-ს უნდა დაერთოს ამ მუხლის 41 ან 42 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.“; ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში იმავე ტიპის ახალი სხ-ის დამატებისას, ექსპლუატანტმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული განცხადება, ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს „A“ და „B“ ნაწილებში შესაბამისი ცვლილებები, MEL, RVSM-ის ზონაში ფრენებზე დაშვებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი (საჭიროებისას), RNAV-ის სისტემით ფრენებზე ნებართვის მიღებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის, მე-3 პუნქტის „ა“ „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები.“; გ) 41 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 და 43 პუნქტები: „42. ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში ახალი ტიპის სხ-ის დამატებისას, ექსპლუატანტმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული განცხადება, რომელსაც თან უნდა დაერთოს ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს „A“, „B“ და „D“ ნაწილებში შესაბამისი ცვლილებები, MEL, RVSM-ის ზონაში ფრენებზე დაშვებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი (საჭიროებისას), RNAV-ის სისტემით ფრენებზე ნებერთვის მიღებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ1“, „დ“, „ე“, „ზ“, „თ“, „ლ“, „ჟ.ე“ „ფ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები. 43. წარმოდგენილი განცხადების განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა, ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს, ხოლო 42 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში 120 კალენდარულ დღეს .“. 6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. სხ-ის სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ექსპლუატანტისათვის „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემა 1. სააგენტოს სხ-ის ექსპლუტანტის უწყებრივ რეესტრში რეგისტრირებულმა სხ-ის ექსპლუატანტმა სერტიფიკატის №1 დანართში შეტანილი სხ-ის სხვა სახელმწიფოს ექსპლუატანტისათვის „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემის შემთხვევაში, სააგენტოში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი, სხ-ის მიმღები ექსპლუატანტის სერტიფიკატის სათანადოდ დამოწმებული ასლი და მიმღები ექსპლუატანტის ზედამხედველი საავიციო ხელისუფლების თანხმობა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული საჰაერო ხომალდი მათ მიერ სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ იქნება გამოყენებული (იმ შემთხვევაში, თუ „ეკიპაჟიანი იჯარით“ გაცემული ხომალდის შეტანა არ ხდება მიმღები ექსპლუატანტის სერტიფიკატში ). 2. დაუშვებელია სააგენტოს სხ-ის ექსპლუტანტის უწყებრივ რეესტრში რეგისტრირებული სხ-ის ექსპლუატანტის მიერ სხვა სახელმწიფოს ექსპლუატანტისთვის „ეკიპაჟიანი იჯარით“ სერტიფიკატის №1 დანართში შეტანილი საჰაერო ხომალდების გადაცემა, თუ სრულდება ყველა ჩამოთვლილი პირობა: ა) „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემის ვადა 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 6 თვეს; ბ) „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემის შედეგად იწვევს საჰაერო ხომალდის ბაზირებას საქართველოს ფარგლებს გარეთ; გ) გადაცემული საჰაერო ხომალდების რაოდენობა აღემატება №1 დანართში შეტანილი საჰაერო ხომალდების რაოდენობის 50 პროცენტს.“. 7. მე-14 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) დაირღვა ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე სრულად არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 90 დღით“. 8. მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სხ-ის ექსპლუატანტის გეგმიური საინსპექციო შემოწმების პერიოდულობა განისაზღვრება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის“ მე-10 მუხლით. არაგეგმური შემოწმების საჭიროებას და ვადებს განსაზღვრავს სააგენტო. 3. სააგენტოს მიერ ჩატარებული საინსპექციო შემოწმების პროცესი (ფორმები და მეთოდები), ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანება, ინსპექტორის და ინსპექტირების ობიექტის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა და საინსპექციო შემოწმებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესით“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები