დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 164 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 25/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016347 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ |
| მუხლი 1 |
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20/08/2013, 310150000.54.066.016044) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. დაუშვებელია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის დანართებში იმ საჰაერო ხომალდის შეტანა, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა იმ ექსპლუატანტის ოპერირების ქვეშ, რომელიც ამავე პერიოდში მოხვედრილი იყო ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 14 დეკემბრის №2111/2005 („იმ ავიაგადამზიდველების სიის ჩამოყალიბების თაობაზე, რომელთაც აკრძალული აქვთ საჰაერო მიმოსვლის განხორციელება გაერთიანების ფარგლებში“) რეგულაციით განსაზღვრულ სიაში. ასეთი საჰაერო ხომალდი შესაძლებელია შეტანილ იქნეს სერტიფიკატის დანართებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დერეგისტრაცია განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან და მისი საქართველოდან დერეგისტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში მის საფრენად ვარგისობის შენარჩუნებაზე ზედამხედველობას ახორციელებდა სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, ან საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმო (CAMO).“ 2. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. თუ განმცხადებელი ითხოვს მოქმედი სერტიფიკატის ვადის გაგრძელებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, განცხადებას უნდა დაერთოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „ბ1 “, „დ“, „ვ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები.“ 3. მე-12 მუხლის „41 “ და „42 “ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,41. ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში იმავე ტიპის ახალი სხ-ის დამატებისას, ექსპლუატანტმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული განცხადება, ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს „A“ და „B“ ნაწილებში შესაბამისი ცვლილებები, MEL, RVSM-ის ზონაში ფრენებზე დაშვებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი (საჭიროებისას), RNAV-ის სისტემით ფრენებზე ნებართვის მიღებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები. 42. ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში ახალი ტიპის სხ-ის დამატებისას, ექსპლუატანტმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული განცხადება, რომელსაც თან უნდა დაერთოს ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს „A“, „B“ და „D“ ნაწილებში შესაბამისი ცვლილებები, MEL, RVSM-ის ზონაში ფრენებზე დაშვებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი (საჭიროებისას), RNAV-ის სისტემით ფრენებზე ნებართვის მიღებისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და შევსებული კითხვარი, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ1“, „დ“, „ე“, „ზ“, „თ“, „ლ“, „ჟ.ე“ „ფ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები