დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს N142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 108 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 03/07/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016120 |
|
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებით (სსიპ –
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20/08/2013, 310150000.54.066.016044) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ექსპლუატანტი უფლებამოსილია მოითხოვოს №2 დანართში საჰაერო ხომალდის დამატება №1 დანართში არსებული საჰაერო ხომალდის ფრენის სახეების (სამგზავრო,სატვირთო) შესაძლებლობების გათვალისწინებით. სერტიფიკატის დანართი №2 გაიცემა მხოლოდ სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, მხოლოდ სერტიფიკატის №1 დანართით გათვალისწინებული იმავე, ან უფრო დაბალი წონითი კატეგორიის მქონე საჰაერო ხომალდზე და იმ შემთხვევაში, თუ ის სააგენტოში წარმოადგენს: საქართველოს კანონმდებლობის და იკაოს ოფიციალური გამოცემის DOC 8335-Aნ/879 („ექსპლუატაციის ინსპექტირების, სერტიფიცირებისა და მუდმივი ზედამხედველობის სახელმძღვანელო”) შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებას სხ-ის ექსპლუატანტთან ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სხ-ით და ეკიპაჟ(ებ)ით ფრენ(ებ)ის შესრულების თაობაზე, აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საბუთებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები