დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ- სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 231 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 04/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016056 |
|
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 19 აგვისტოს №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის №142 ბრძანებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge 20/08/2013, 310150000.54.066.016044) „საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) „ფრენის შესრულების სახელმძღვანლოს“ A, B, C, D ნაწილის, MEL-ის და „ბორტგამყოლთა სახელმძღვანელოს“ სპეციალური კითხვარი - შევსებული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი www.gcaa.ge);“; ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განმცხადებლის ორგანიზაციული სტრუქტურა უზრუნველყოფს დაგეგმილი სამუშაოების სრულფასოვნად შესრულების შესაძლებლობას, ავიაპერსონალის უფლება-მოვალეობები, პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება დადგენილია დოკუმენტალურად.“; გ) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 ( სამი) თვის შემდეგ.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები