საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ

  • Word
საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1947
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/05/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14(21), 13/05/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.040.000.04.001.000.530
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1947
12/05/1999
სსმ, 14(21), 13/05/1999
110.040.000.04.001.000.530
საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (07/03/2000 - 10/03/2000)

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. საქართველოს უზენაესი სასამართლო (შემდგომში ­ უზენაესი სასამართლო) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოა.

2. უზენაესი სასამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და სხვა კანონების საფუველზე.

3. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, პირველი ინსტანციით განიხილავს კანონით განსაზღვრულ საქმეებს, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 63-, 64- და 88- მუხლებით და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 2

უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულებას ახორციელებს კანონიერების, კოლეგიურობის, საქვეყნოობის, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის, მოსამართლეთა შეუცვლელობის, ხელშეუხებლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებით.

    მუხლი 3

1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მართლმსაჯულების და სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებისას დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონით.

2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისაგან, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაუშვებელია, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. მისი გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დაიშვება მხოლოდ საპროცესო კანონით დადგენილი წესით.

3. სახელმწიფო ვალდებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ღირსეული პირობები, დაიცვას მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება.

    მუხლი 4

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და წევრები ხელშეუხებელნი არიან. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მათი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

    მუხლი 5

უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის დაწესებული ფულადი გასამრჯელოსა და სხვა მატერიალური შეღავათების შემცირება დაუშვებელია.

    მუხლი 6

უზენაესი სასამართლოს ორგანიზაციასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე მუხლით. უზენაესი სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების პროექტს წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით დაუშვებელია.

თავი II. უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა, ორგანიზაცია და უფლებამოსილება

    მუხლი 7

1. უზენაეს სასამართლოში იქმნება:

) სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია;

) სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა;

) ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა;

) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;

) საზედამხედველო პალატა;

) პლენუმი.

2. უზენაესი სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის წევრს დაავალოს კანონით განსაზღვრულ საქმეთა განხილვა პირველი ინსტანციით, ორი მსაჯულის მონაწილეობით.

3. უზენაეს სასამართლოში იქმნება უზენაესი სასამართლოს აპარატი და საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი.

    მუხლი 8

1. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია პირველი ინსტანციით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კანონით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადია.

2. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია საქმეებს განიხილავს ერთი მოსამართლისა და ორი მსაჯულის მონაწილეობით.

    მუხლი 9

1. უზენაესი სასამართლოს პალატა, გარდა საზედამხედველო პალატისა, არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს საქართველოს რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.

2. უზენაესი სასამართლოს პალატა, გარდა საზედამხედველო პალატისა, საქმეებს განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.

    მუხლი 10

1. უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატა იქმნება უზენაესი სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით, რომლებსაც ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. ორ წელიწადში ერთხელ ხდება პალატის წევრთა ერთი მესამედის როტაცია.

2. საზედამხედველო პალატა სისხლის სამართლის საპროცესო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მხარეთა საჩივრებს სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებზე, განჩინებებსა და სხვა შემაჯამებელ გადაწყვეტილებებზე ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით აგრეთვე საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებებს ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით.

3. საზედამხედველო პალატა უფლებამოსილია განიხილოს საჩივარი, თუ მის სხდომას ესწრება პალატის არანაკლებ ხუთი წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. ხმათა გაყოფის შემთხვევაში საჩივარი დაკმაყოფილდება.

4. საზედამხედველო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №2285-სსმI, №36(43), 29.07.1999წ., მუხ175

    მუხლი 11

1. უზენაესი სასამართლოს პალატებსა და კოლეგიას ჰყავთ თავმჯდომარეები, რომლებსაც შესაბამისი პალატის ან კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

2. უზენაესი სასამართლოს პალატებისა და კოლეგიის თავმჯდომარეები იმავდროულად არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები.

3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უზენაესი სასამართლოს პალატებისა და კოლეგიის თავმჯდომარეთაგან ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

    მუხლი 12

1. უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეთა და თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების თავმჯდომარეთაგან.

2. იმ საკითხების განხილვისას, რომლებიც ეხება საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, პლენუმის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

3. პლენუმი უფლებამოსილია:

ა)სასამართლო პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე, სასამართლოთა მიერ კანონების გამოყენებისას სწორი და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, მიიღოს და გამოაქვეყნოს რეკომენდაციები;

ბ)უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატებისა და კოლეგიის შემადგენლობა და მათი თავმჯდომარეები;

) დანიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამი წევრი და საქართველოს იუსტიციის საბჭოს ერთი წევრი;

) საქართველოს კონსტიტუციის 89- მუხლის პირველი ნაწილის "" ქვეპუნქტის თანახმად, კონკრეტული საქმის განხილვასთან და სასამართლო პრაქტიკის განზოგადებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს წარდგინება ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე;

) საქართველოს პარლამენტს იმპიჩმენტის საქმეზე მისცეს დასკვნა თანამდებობის პირის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის ან არარსებობის შესახებ. დასკვნაში პლენუმი შემოიფარგლება იმ ქმედების იურიდიული შეფასებით, რომელიც იმპიჩმენტის საკითხის აღმძვრელ პარლამენტის წევრთა მიერ მიჩნეულია დადგენილად;

) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე;

) მოისმინოს და შეაფასოს უზენაესი სასამართლოს პალატებისა და კოლეგიის თავმჯდომარეთა ინფორმაციები, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელების, საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშები, განიხილოს მათი საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები;

) შექმნას უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დანიშნოს მისი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია;

) უზენაესი სასამართლოს წევრთაგან შეარჩიოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას წარუდგინოს კანდიდატურები ამ კონფერენციის საკოორდინაციო საბჭოში ასარჩევად;

) განიხილოს მხარეთა საჩივრები საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე;

ლ) შექმნას უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, დაამტკიცოს მისი დებულება, შემადგენლობა და სწავლული მდივანი;

) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტი, მოხელეთა და სხვა მუშაკების თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები;

) საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით დაამტკიცოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება;

) საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის საკოორდინაციო საბჭოს მონაცემების გათვალისწინებით მოამზადოს და გამოაქვეყნოს ყოველწლიური ანგარიში საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ;

) განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

4. პლენუმი ვალდებულია:

) დაიცვას და განამტკიცოს ხელისუფლების ერთ-ერთი და თანასწორუფლებიანი განშტოებისსასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცება.

5. პლენუმი უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომის მონაწილეთა არანაკლებ ორმა მესამედმა.

6. პლენუმი მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ორ თვეში ერთხელ. პლენუმის სხდომებს ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პლენუმის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით.

7. პლენუმის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საქართველოს გენერალური პროკურორი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი. პლენუმის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, შესაბამისი სპეციალისტები და სხვა პირები.

8. (ამოღებულია).

9. სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებებზე შეტანილი საჩივრების განხილვისას პლენუმი ხელმძღვანელობს ამ კანონით და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობით.

         საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №2285-სსმI, №36(43), 29.07.1999წ., მუხ175

    მუხლი 13

1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე:

) საერთო ხელმძღვანელობას უწევს უზენაესი სასამართლოს საქმიანობას;

) უძღვება პლენუმის სხდომებს აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს კოლეგიისა და პალატების სხდომებს

) ხელმძღვანელობს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს და საკოორდინაციო საბჭოს;

) მართლმსაჯულების განმახორციელებელი სასამართლო ხელისუფლების სახელით, საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის ზოგად საკითხებთან დაკავშირებით, წარმართავს ურთიერთობას ხელისუფლების სხვა განშტოებებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოსახლეობასთან;

) წარმართავს უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაობას;

) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უზენაესი სასამართლოს აპარატის მოხელეებს და სხვა მუშაკებს;

) საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს; საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ან საქართველოს იუსტიციის საბჭოს მოთხოვნით თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს;

) მოსამართლეთა მიმართ აღძრავს დისციპლინურ დევნას და ახორციელებს სხვა დისციპლინურ უფლებამოსილებებს;

) წყვეტს მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკის საკითხებს;

) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით იწვევს საქართველოს იუსტიციის საბჭოს სხდომას და უძღვება მას;

) დისციპლინურ საკითხებზე უძღვება საქართველოს იუსტიციის საბჭოს სხდომებს;

) ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციას;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე ბრძანებით ახორციელებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №2285-სსმI, №36(43), 29.07.1999წ., მუხ175

    მუხლი 14

1. სამოსამართლო საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების მიზნით უზენაეს სასამართლოში იქმნება აპარატი, რომლის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს რეგლამენტით.

2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის მიზნით უზენაეს სასამართლოში იქმნება პრესსამსახური.

3. უზენაეს სასამართლოში იქმნება ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც აანალიზებს, განაზოგადებს და განავრცობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკას.

    მუხლი 15

1. უზენაესი სასამართლოს აპარატში გათვალისწინებულია მოსამართლის თანაშემწის თანამდებობა. მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს, მათ საჩივრებსა და განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლო სხდომებზე განსახილველად, მოიძიებს სათანადო სამართლებრივ ლიტერატურას და სასამართლო პრაქტიკის მასალებს, ადგენს სათანადო დოკუმენტების პროექტებს, ასრულებს მოსამართლის სხვა სამსახურებრივ დავალებებს.

2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური სასწავლო კურსი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ანდა აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად ან უზენაესი სასამართლოს კონსულტანტად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება, აგრეთვე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

3. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წარდგინებით.

    მუხლი 16

უზენაესი სასამართლოს აპარატის და საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელე და დამხმარე მოსამსახურე სარგებლობენ ყველა იმ სოციალური გარანტიით, რომელიც აქვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მოხელეს და დამხმარე მოსამსახურეს.

    მუხლი 17

საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-10 თავის შესაბამისად, უზენაეს სასამართლოში იქმნება საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში ­ დეპარტამენტი), რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის საბჭოს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და უზენაესი სასამართლოს პლენუმის წინაშე.

    მუხლი 18

1. დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის საბჭოს და მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე აღძრას მისი მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ან საქართველოს იუსტიციის საბჭოს მოთხოვნით.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარე არის საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

    მუხლი 19

დეპარტამენტი ვალდებულია:

) შეიმუშაოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების დაფინანსების ნაწილის პროექტი;

) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს საქმის წარმოებასა და საპროცესო სამართალწარმოებაში საჭირო დოკუმენტთა ფორმების საკონტროლო მდგომარეობაში ყოფნა და საერთო სასამართლოებისათვის საკანონმდებლო სიახლეების დროულად მიწოდება;

) მოამზადოს და გამოსცეს იურიდიული ლიტერატურა და სხვა მასალები;

) აწარმოოს საერთო სასამართლოების ეკონომიკური სტატისტიკა;

) განახორციელოს სხვა ღონისძიებები საერთო სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.

თავი III. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და წევრთა თანამდებობაზე გამწესება

    მუხლი 20

1. უზენაესი სასამართლოს წევრად შეიძლება გამწესდეს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდასაერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 68- მუხლით დადგენილი წესით.

2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს სამართლის გამოჩენილი სპეციალისტის კანდიდატურა. ამ გამოცდისაგან თავისუფლდება აგრეთვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი.

3. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ შეიძლება გამწესდეს ნასამართლევი პირი ან ის, ვინც ადრე გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 24- მუხლის პირველი პუნქტის", „" და" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.

4. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების წევრობა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა.

    მუხლი 21

1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 10 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევი კანდიდატურა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინოს ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

    3. უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ

საქართველოს 2000 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №193-სსმI, №9, 21.03.2000 წ., მუხ19

 

    მუხლი 22

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტის თანდასწრებით, საზეიმო ვითარებაში დებს ფიცს.

თავი IV. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტა

    მუხლი 23

1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება ხდება იმპიჩმენტის წესით.

2. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევისათვის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენისათვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია უზენაესი სასამართლოს ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ამ საკითხის განხილვისას უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომას უძღვება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისას ­ უხუცესი მოადგილე.

3. უზენაესი სასამართლოს წევრს ვადაზე ადრე უფლებამოსილებას უწყვეტს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ამ კანონის 24- მუხლით გათვალისწინებულ საფუძველზე. საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

    მუხლი 24

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:

) უფლებამოსილების ვადის გასვლა;

ბ) პირადი სურვილი;

გ) ზედიზედ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განუხორციელებლობა;

დ) მართლმსაჯულების განხორციელებისას კანონის განზრახ ან სისტემატური დარღვევა;

ე) სასამართლოს ავტორიტეტის ან მოსამართლის ღირსების შემლახავი მოქმედების ჩადენა;

ვ) შრომის დისციპლინის სისტემატური დარღვევა;

ზ) მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

თ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ი) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

კ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

) 70 წლის ასაკის მიღწევა (საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დასკვნის საფუძველზე საქართველოს პარლამენტს მიმართოს წარდგინებით უზენაესი სასამართლოს წევრისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე);

) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

    მუხლი 25

1. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მომენტიდან საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჩამოცილებულ უნდა იქნეს საქმეთა განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.

2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

თავი V. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა

    მუხლი 26

1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა, შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის.

2. დისციპლინური გადაცდომის სახეებია:

ა) საქმეთა განხილვისას დაშვებული კანონის დარღვევა;

ბ) შრომის დისციპლინის დარღვევა;

გ) სასამართლოს ავტორიტეტის ან მოსამართლის ღირსების შემლახავი მოქმედების ჩადენა;

დ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

3. სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება არ იწვევს მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუ მას საქმის განხილვისას კანონი არ დაურღვევია.

4. მოსამართლეს არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია ერთი წელი, ან თუ დისციპლინური გადაცდომის აღმოჩენის დღიდან გასულია ერთი თვე.

    მუხლი 27

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის, მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემისა და მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების წესი განისაზღვრება კანონით.

თავი VI. უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაცია

    მუხლი 28

1. უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაცია ტარდება მოსამართლის კვალიფიკაციის, სამოსამართლო უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შესაფასებლად, სასამართლო სტრუქტურებში მისი სწორად გამწესების და მისი კარიერის საკითხების გადასაწყვეტად.

2. უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციას ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

3. უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციის დებულებას და საატესტაციო კომისიის შემადგენლობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

თავი VII. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიები

    მუხლი 29

1. უზენაესი სასამართლოს ხელფასის ფონდის განსაზღვრისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი განაკვეთი და დანამატი არ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობრივ განაკვეთსა და დანამატზე ნაკლები.

2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და წევრების თანამდებობრივი განაკვეთები განისაზღვრება შესაბამისად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი განაკვეთის 95, 90 და 85 პროცენტით. ამასთან, მათ ყოველთვიურად ეძლევათ დანამატი არანაკლებ პარლამენტის წევრის დანამატისა.

    მუხლი 30

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს, მოადგილეებსა და წევრებს ეძლევათ დანამატები საკვალიფიკაციო კლასებისათვის და წელთა ნამსახურობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

    მუხლი 31

უზენაეს სასამართლოს ეძლევა წარმომადგენლობითი თანხები კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 32

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 45 კალენდარული დღის ხანგრძლივობით. შვებულებაში გასვლისას მას დამატებით მიეცემა ორი თვის ხელფასი.

    მუხლი 33

საზღვარგარეთ მივლინებისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს, მოადგილეებსა და წევრებს ეძლევათ დანამატი შესაბამისად დღიური ანაზღაურების 50, 45, 40 და 35 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 34

უზენაესი სასამართლოს წევრი სარგებლობს ყველა იმ შეღავათით, რომლითაც საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები სარგებლობენ ყველა იმ შეღავათით, რომლითაც შესაბამისად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.

    მუხლი 35

1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მის არასრულწლოვან შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე ენიშნებათ პენსია მოსამართლის ხელფასის სრული ოდენობით.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია მოსამართლის ათი წლის ხელფასის ოდენობით, ხოლო მოსამართლის დასახიჩრების შემთხვევაში ­ ერთიდან ხუთ წლამდე ხელფასის ოდენობით.

    მუხლი 36

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან პენსიაში გასვლისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით, მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების შესაბამისად. ეს ხარჯები გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის იმ მუხლით, რომელიც ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დაფინანსებას.

თავი VIII. უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელი და სიმბოლოები

    მუხლი 37

უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელია საქართველოს მართლმსაჯულების სასახლე ქალაქ თბილისში.

    მუხლი 38

1. უზენაესი სასამართლოს შენობაზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა.

2. სასამართლო სხდომის დარბაზებში თვალსაჩინო ადგილზე თავსდება საქართველოს სახელმწიფო გერბი.

    მუხლი 39

1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით და თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნით, რომელსაც ადგენს საქართველოს იუსტიციის საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ეძლევა მისი თანამდებობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი.

თავი IX. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 40

1. ამ კანონის 28- მუხლით გათვალისწინებული უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაცია ჩატარდება მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.

2. უზენაესი სასამართლოს წევრები, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა, რომლებიც მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდნენ ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარებიან სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაციას.

3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს 1999 წლის 1 აგვისტომდე წარუდგენს დასამტკიცებლად უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციის დებულებას. ატესტაციის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

4. საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობა ან მისი უარყოფითი შედეგი იწვევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თანხმობის შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე ვრცელდება ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.

5. საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე წარდგენილ საზედამხედველო საჩივრებს, რომლებზედაც საზედამხედველო წარმოება დამთავრებული არ არის, აგრეთვე საზედამხედველო პროტესტებს და საზედამხედველო პალატის შუამდგომლობებს განიხილავს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა. განსაკუთრებით რთული საქმეები და ის საქმეები, რომლებიც განხილულია უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და პრეზიდიუმის მიერ, განიხილება სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის იმ წევრთა სრული შემადგენლობით, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ საქმის განხილვაში. ეს წესი არ ვრცელდება უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში საქმეთა განხილვაში მონაწილეებზე

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №2285-სსმI, №36(43), 29.07.1999წ., მუხ175

თავი X. დასკვნითი დებულება

    მუხლი 41

ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 12 მაისი.

#1947_IIს

  

 

შეტანილი ცვლილებები:

 

1. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №2285-სსმI, №36(43), 29.07.1999წ., მუხ175

2. საქართველოს 2000 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №193-სსმI, №9, 21.03.2000 წ., მუხ19

27. 04/12/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 2257 - სსმ, 41, 08/12/2009 26. 26/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1327 - სსმ, 15, 06/07/2009 25. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 467 - სსმ, 30, 07/11/2008 24. 20/06/2007 - საქართველოს კანონი - 4998 - სსმ, 26, 11/07/2007 23. 19/06/2007 - საქართველოს კანონი - 4952 - სსმ, 24, 02/07/2007 22. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4301 - სსმ, 51, 31/12/2006 21. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4286 - სსმ, 51, 31/12/2006 20. 13/07/2006 - საქართველოს კანონი - 3436 - სსმ, 32, 31/07/2006 19. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3390 - სსმ, 26, 14/07/2006 18. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2489 - სსმ, 56, 28/12/2005 17. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2479 - სსმ, 56, 28/12/2006 16. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2450 - სსმ, 56, 28/12/2005 15. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2126 - სსმ, 53, 19/12/2005 14. 25/11/2005 - საქართველოს კანონი - 2124 - სსმ, 50, 01/12/2005 13. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1718 - სსმ, 32, 30/06/2005 12. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1345 - სსმ, 19, 28/04/2005 11. 10/03/2005 - საქართველოს კანონი - 1073 - სსმ, 10, 25/03/2005 10. 21/12/2004 - საქართველოს კანონი - 683 - სსმ, 41, 30/12/2004 9. 16/09/2004 - საქართველოს კანონი - 424 - სსმ, 27, 05/10/2004 8. 30/06/2004 - საქართველოს კანონი - 270 - სსმ, 20, 16/07/2004 7. 14/05/2002 - საქართველოს კანონი - 1418 - სსმ, 17, 07/06/2002 6. 08/06/2001 - საქართველოს კანონი - 916 - სსმ, 18, 28/06/2001 5. 16/03/2001 - საქართველოს კანონი - 813 - სსმ, 8, 31/03/2001 4. 12/07/2000 - საქართველოს კანონი - 663 - სსმ, 49, 18/12/2000 3. 10/03/2000 - საქართველოს კანონი - 221 - სსმ, 9, 21/03/2000 2. 07/03/2000 - საქართველოს კანონი - 193 - სსმ, 9, 21/03/2000 1. 22/07/1999 - საქართველოს კანონი - 2285 - სსმ, 36(43), 29/07/1999