„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 916
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 28/06/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.040.000.04.001.000.927
  • Word
916
08/06/2001
სსმ, 18, 28/06/2001
110.040.000.04.001.000.927
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ვ“ ქვეპუნქტად, ხოლო ამავე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) დიდი პალატა;“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვების „უზენაესი სასამართლოს პალატა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარდა დიდი პალატისა,“, ხოლო ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. უზენაესი სასამართლოს პალატის საქმის განმხილველ შემადგენლობას მოტივირებული განჩინებით შეუძლია საქმე განსახილველად გადასცეს დიდ პალატას, თუ:

ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) საქმის სირთულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს ნორმის ახლებურ განმარტებას;

გ) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:

     „მუხლი 10

1. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ, განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს.

2. დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.

3. დიდი პალატა საქმეებს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. საქმის განმხილველ შემადგენლობაში შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი იმავდროულად დიდი პალატის წევრები.

4. დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით _ უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.“.

4. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს დიდი პალატის შემადგენლობა;“.

5. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „პლენუმის“ შეიცვალოს სიტყვებით „პლენუმისა და დიდი პალატის“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 8 ივნისი.

№916_IIს