"საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 221
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/03/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 21/03/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.040.000.04.001.000.751
  • Word
221
10/03/2000
სსმ, 9, 21/03/2000
110.040.000.04.001.000.751
"საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-12 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო „ლ"–„პ" ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „კ"–„ო" ქვეპუნქტებად;

ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „პირველი პუნქტის „დ", „ე" და „მ" ქვეპუნქტებით" შეიცვალოს სიტყვებით „ „დ" და „კ" ქვეპუნქტებით".

3. 24-ე მუხლის:

ა) „ე" და „ვ" ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;";

გ) „ზ"–„მ" ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „ე"–„კ" ქვეპუნქტებად.

4. 25-ე მუხლის პირველ პუნქტს სიტყვების „სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის" შემდეგ დაემატოს სიტყვები „ანდა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილების მიღების".

5. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, დისციპლინური სახდელის სახეები, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონით“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 15 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 10 მარტი.

№221_IIს