„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1345
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 28/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.040.000.04.001.001.788
  • Word
1345
20/04/2005
სსმ, 19, 28/04/2005
110.040.000.04.001.001.788
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს უზენაესი სასამართლო (შემდგომში – უზენაესი სასამართლო) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 63-ე, 64-ე და 88-ე მუხლებით და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უზენაეს სასამართლოში იქმნება:

ა) სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა;

ბ) ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა;

გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;

დ) დიდი პალატა;

ე) პლენუმი;

ვ) სადისციპლინო კოლეგია.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უზენაესი სასამართლოს პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს საქართველოს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. იგი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით აწარმოებს განაჩენის და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვას ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.“.

5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11

1. უზენაესი სასამართლოს პალატებსა და სადისციპლინო კოლეგიას ჰყავთ თავმჯდომარეები. პალატის თავმჯდომარეს შესაბამისი პალატის შემადგენლო-ბიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარეს ამ კოლეგიის შემადგენლობიდან 3 წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ამ კანონის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები იმავდროულად არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები.

3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთაგან ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.“.

6. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, უზენაესი სასამარ-თლოს წევრების, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარისა და თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების თავმჯდომარეთაგან.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობა და მათი თავმჯდომარეები;“;

ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მოისმინოს და შეაფასოს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთა ინფორმაციები, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელების ანგარიშები, განიხილოს მათი საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები;“.

7. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უძღვება უზენაესი სასამართლოს პლენუმისა და დიდი პალატის სხდომებს, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს პალატებისა და კოლეგიის სხდომებს;“.

8. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გავიდა მისი მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე, მაშინ ამ მოსამართლის უფლებამოსილება გრძელდება აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.“.

9. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილ განაჩენზე და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანა და განხილვა წარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 აპრილი.

№1345_Iს