„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2285
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36(43), 29/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.040.000.04.001.000.647
  • Word
2285
22/07/1999
სსმ, 36(43), 29/07/1999
110.040.000.04.001.000.647
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „აგრეთვე საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებებს ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საზედამხედველო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება“.

2. მე-12 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო „ბ“-„მ“ და „ო“-„რ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „ა“-„ლ“ და „მ“-„პ“ ქვეპუნქტებად;

ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს კოლეგიისა და პალატების სხდომებს“.

4. მე-40 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე ვრცელდება ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე წარდგენილ საზედამხედველო საჩივრებს, რომლებზედაც საზედამხედველო წარმოება დამთავრებული არ არის, აგრეთვე საზედამხედველო პროტესტებს და საზედამხედველო პალატის შუამდგომლობებს განიხილავს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა. განსაკუთრებით რთული საქმეები და ის საქმეები, რომლებიც განხილულია უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და პრეზიდიუმის მიერ, განიხილება სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის იმ წევრთა სრული შემადგენლობით, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ საქმის განხილვაში. ეს წესი არ ვრცელდება უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში საქმეთა განხილვაში მონაწილეებზე“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივლისი.

№2285_რს