„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4952
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 02/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.040.000.04.001.002.892
  • Word
4952
19/06/2007
სსმ, 24, 02/07/2007
110.040.000.04.001.002.892
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უზენაესი სასამართლოს წევრს ვადაზე ადრე უფლებამოსილებას უწყვეტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით.“.

2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) 65 წლის ასაკის მიღწევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტს მიმართოს წარდგინებით უზენაესი სასამართლოს წევრისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე);“.

3. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი წარდგინების საფუძველზე იღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.“.

4. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციის დებულებას და საატესტაციო კომისიის შემადგენლობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.“.

5. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 39

1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით და თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნით, რომელსაც ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ეძლევა მისი თანამდებობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დამადასტურებელ პირადობის მოწმობას ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 19 ივნისი.

№4952–Iს