დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 663 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 12/07/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 18/12/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.040.000.04.001.000.859 |
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. კოლეგიის მოსამართლეებს შორის საქმეები ნაწილდება რიგითობის წესით, რაც გულისხმობს განსახილველი საქმეების განაწილებას მათი შემოსვლის თანამიმდევრობისა და მოსამართლეთა რიგითობის მიხედვით. კოლეგიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მოსამართლესთან საქმეთა დიდი რაოდენობით დაგროვებისას, პერიოდულად გადაუნაწილოს ისინი ნაკლებად დატვირთულ მოსამართლეებს“.
2. 24-ე მუხლი ჩაითვალოს ამავე მუხლის პირველ პუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გავიდა მისი მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე, მაშინ მოსამართლის უფლებამოსილება გრძელდება აღნიშნულ საქმეზე მის მიერ ან იმ სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის“.
3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 7 დეკემბერი.
№663-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები