დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 683 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/12/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 30/12/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 110.040.000.04.001.001.622 |
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:
„კ1) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში განსაზღვროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობა;
2. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს კანონით.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და წევრების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები არ უნდა იყოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის შესაბამისად 95, 90 და 85 პროცენტზე ნაკლები.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრს მიეცემა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატი მისი თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის არანაკლებ 90 პროცენტის ოდენობისა.“.
3. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 21 დეკემბერი.
#683_რს
დოკუმენტის კომენტარები