პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1696
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 24/12/1998
სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.05.001.000.451
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1696
25/11/1998
სსმ, 6, 24/12/1998
340.120.000.05.001.000.451
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (23/12/2017 - 05/07/2018)

საქართველოს კანონი

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. კანონის მიზანია უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენების და ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლები.

2. კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატების, ბიოლოგიური საშუალებების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში სახელმწიფოებრივი მართვის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემუშავების, რეგისტრაციის, წარმოების, მარკირების, შეფუთვის, რეალიზაციის, შენახვის, ტრანსპორტირების, გამოყენების, გაუვნებელყოფის, განთავსების, ინფორმაციის გაცვლის, რეკლამისა და ექსპორტ-იმპორტის დროს.

    მუხლი 2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლები

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, FAO-ს „პესტიციდების განაწილებისას და გამოყენებისას წესების საერთაშორისო კოდექსი“, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, „ნიადაგის დაცვის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I, №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.55

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6167 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატები – ქიმიური ნივთიერებების კატეგორია, რომე-ლიც მოიცავს პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს და გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, აგრეთვე სატყეო, კომუნალურ მეურნეობაში და სხვ.;

) პესტიციდები ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები , რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების , მავნებლებისა და სარეველა მცენარეების , შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების , მღრღნელების , ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ , აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის , მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები ) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები ), საცავების , საწყობების , სატრანსპორტო საშუალებების , სათბურების , ნიადაგის , მცენარეული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის ;

გ) აგროქიმიკატები – სასუქები, ქიმიური მელიორანტები, აგრომადნეულები, საკვები დანამატები, რომლებიც გათვალისწინებულია მცენარეთა კვებისათვის, ნიადაგის ნაყოფიერების რეგულირებისა და ცხოველთა დამატებითი კვებისათვის;

დ) პესტიციდის მოქმედი ნივთიერება – პესტიციდის ბიოლოგიურად აქტიური ნაწილი, რომლის სხვადასხვა პრეპარატული ფორმით გამოყენება ზემოქმედებას ახდენს მავნე ორგანიზმზე ან მცენარის ზრდა-განვითარებაზე;

) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია პროცესი , რომლის საფუძველზედაც აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო პესტიციდის/ აგროქიმიკატის გამოცდების შედეგებისა და სამეცნიერო მონაცემების , რეგისტრანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის კომპლექსური შეფასებისა და ანალიზის შემდეგ იძლევა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საქართველოში წარმოების , შემოტანის , შენახვის , რეალიზაციის , გამოყენებისა და რეკლამის უფლებას ;

ვ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხელახალი რეგისტრაცია – სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების განმეორებითი რეგისტრაცია;

ზ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდები – პესტიციდებისა და აგრო-ქიმიკატების ბიოლოგიური და ეკონომიკური ეფექტურობის, ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხოების შესწავლის რეგლამენტირებული სისტემა;

თ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების რეგლამენტი – აუცილებელი მოთხოვნა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესისა და პირობების შესახებ;

ი) შემმუშავებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ქმნის პესტიციდს ან აგროქიმიკატს, შეისწავლის მათ აქტივობას, ტოქსიკოლოგიურ თვისებებს და გარემოზე ზემოქმედებას;

კ) დამამზადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს პესტიციდს ან აგროქიმიკატს;

ლ) აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

მ) (ამოღებულია) ;

ნ) ფიტოსანიტარიული მდგომარეობა – სავარგულების, ტყეებისა და მცენარეული საფარის მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია მცენარეთა მავნებლების რიცხოვნობით, მცენარეთა დაავადებების გავრცელებითა და სარეველა მცენარეების არსებობით;

ო) ფიტოსანიტარიული მონიტორინგი – ორგანიზმთა გავრცელების, რიცხოვნობის, განვითარების ინტენსივობისა და მავნეობის მოსალოდნელი დონის დადგენა და პროგნოზი;

პ) კომპლექსური დაცვითი ღონისძიებები – მავნე ორგანიზმებისაგან დაცვითი ღონისძიებების სისტემა, რომლის შესაბამისად გამოიყენება არსებული ურთიერთშემავსებელი ეფექტური ხერხები და მეთოდები მავნე ორგანიზმების რიცხოვნობის ისეთი დონის დასადგენად, როცა გამორიცხულია ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ზარალის მიყენება;

ჟ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო მოხმარება – მოქმედების ნორმები და სტანდარტები, რომლებიც გამორიცხავენ ადამიანის, დასაცავი მცენარეებისა და ცხოველების ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას მათი კონკრეტული სახით გამოყენების, შემუშავების, გამოცდის, ექსპერტიზის, რეგისტრაციის, წარმოების, მარკირების, შეფუთვის, რეალიზაციის, შენახვის, ტრანსპორტირების, გაუვნებელყოფის, განთავსების, რეკლამისა და ექსპორტ-იმპორტის დროს;

რ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენება – მათი რეგლამენტირებული, მეცნიერულად დასაბუთებული, მიზანდასახული მოხმარება სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდის, ადამიანის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის, მცენარეებისა და ცხოველების ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისათვის;

ს) შეფუთვა – ჭურჭელი (ტარა) დამცავი შეხვევით, რომელსაც იყენებენ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ტრანსპორტირებისას;

ტ) საშიშროება – ადამიანსა და გარემოზე უარყოფითი გავლენის ალბათობა;

უ) რისკი – პესტიციდის ან აგროქიმიკატის საშიშროების განხორციელების ალბათობის ხარისხი მისი კონკრეტულ პირობებში გამოყენებისას;

ფ) ნარჩენი რაოდენობა – პესტიციდების მოქმედი ნივთიერება ან წარმოებულნი (გარდაქმნის პროდუქტები, მეტაბოლიტები), მინარევები, ნიტრატები და ა.შ. კვების პროდუქტებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ან ცხოველების საკვებში, რომელთა არსებობა გამოწვეულია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებით;

ქ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ზღვრულად დასაშვები ნარჩენი რაოდენობა (ზდნრ) – ნარჩენი რაოდენობის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია, რომელიც გათვალისწინებულია ნორმატიული აქტებით ან საყოველთაოდ მიღებულია კვების პროდუქტებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ან ცხოველების საკვებში;

ღ) აკრძალული პესტიციდი – პესტიციდი, რომლის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით ნებისმიერ სფეროში აკრძალულია სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილებით;

ყ) მკაცრად შეზღუდული პესტიციდი – პესტიციდი, რომლის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით პრაქტიკულად აკრძალულია სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილებით, თუმცა დასაშვებია მისი ზოგიერთი სახით გამოყენება;

შ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობა – პრინციპი, რომლის თანახმად საერთაშორისო ვაჭრობისას არ შეიძლება აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის შემოტანა სათანადო შეთანხმების გარეშე ან სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის დარღვევით;

ჩ) საკონტროლო ღონისძიება – პესტიციდების გამოყენების აკრძალვის ან მკაცრი შეზღუდვის ღონისძიება;

ც) ანტიდოტები – პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არასწორი ხმარებით გამოწვეული მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალებანი;

ძ) სახელმწიფო კატალოგი – საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ჩამონათვალი;

წ) (ამოღებულია) ;

ჭ) რეგისტრანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეაქვს განაცხადი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციისათვის;

ხ) „FAO“ – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია;

ჯ) მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის რეგულატორებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო ორგანო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

) გაუსნებოვნება დეზინსექციის , დეზინფექციისა და დერატიზაციის ღონისძიებები , რომლებიც მიმართულია მავნებლების , მცენარეთა დაავადებებისა და მღრღნელების წინააღმდეგ .

საქართველოს 2003 წლის 7 მაისი ს კანონი № 2182 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ. 73

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.55

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4411 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1694   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 4. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გავრცელება

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზარზე სავაჭრო არხებით მიწოდების პროცესი და ქვეყნის შიგნით მათი მიმოქცევა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) პესტიციდები და აგროქიმიკატები შეიძლება გასხვისებულ ან მიმოქცეულ იქნეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებით, თუ ისინი არ არის ამოღებული ხმარებიდან ან მათი მიმოქცევა შეუზღუდავია;

ბ) აკრძალულია იმ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანა, მიმოქცევა, რომლებიც არ არის შეტანილი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგში;

გ) აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდების მიმოქცევა, რომელთაც სარეგისტრაციო გამოცდების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების მაღალი შესაძლებლობა დაუდგინდათ, ხორციელდება სპეციალური ნებართვის საფუძველზე, ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პრინციპის შესაბამისად, რისთვისაც პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. სოფლის მეურნეობაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ლიკვიდაციის მიზნით, ალტერნატიული საშუალებებისა და მეთოდების უქონლობის დროს, საშიში მავნებლების, დაავადებებისა და ინფექციების გადამტანი ორგანიზმების წინააღმდეგ აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების დაყოვნების საშიშროებისას მკაცრად შეზღუდული პესტიციდების შემოტანის ნებართვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. ნებართვაში მითითებული უნდა იყოს ხერხი, მიზანი, გამოყენების სახე, დრო, ადგილი, რაოდენობა, მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდი.

4. ფიზიკური და იურიდიული პირები , რომელთა საქმიანობაც უკავშირდება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმოქცევასა და გამოყენებას , კალენდარული წლის ბოლოს ინფორმაციას აწვდიან აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს .

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.55

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4411 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №482 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1694   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

თავი II. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში

    მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში

საქართველოს სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში განეკუთვნება:

ა) ნორმატიული აქტების გამოცემა;

ბ) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;

გ) სახელმწიფო კონტროლი საქართველოს კანონების შესრულებაზე;

დ) ლიცენზირების წესის დადგენა;

ე) სარეგისტრაციო გამოცდებისა და შედეგების ექსპერტიზის ორგანიზება, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია;

ვ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სამუშაოების ორგანიზება;

ზ) არსებული სტანდარტების მიხედვით სამეცნიერო–კვლევით და სხვა სამუშაოთა ორგანიზებისა და დაფინანსებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

თ) საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელება;

ი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა და ქვეყნის შიგნით ინფორმაციის გავრცელება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

 

თავი III. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენების და უსაფრთხო მოხმარების რეგულირება

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

    მუხლი 6. სახელმწიფო მმართველობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში 

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო მოხმარების პროცესებს თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში აწესრიგებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4411 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №482 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1694   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურ გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, FAO -ს საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით.

3. მაკონტროლებელ ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების მიზნით უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმონ, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, მიწის ნაკვეთები, სასაწყობო, სარეალიზაციო, აგრეთვე სამრეწველო შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებანი.

4. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში, მოთხოვნისთანავე წარუდგინონ მაკონტროლებელ ორგანოებს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

5. (ამოღებულია) .

6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებულია განახორციელოს „პესტიციდების გავრცელებისა და გამოყენების წესების საერთაშორისო კოდექსის“ მოთხოვნების შესრულების დაცვის კონტროლი და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს FAO-ს.

7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, მარკირების, შენახვის, გამოყენების, წარმოების (დაფასოების), ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.55

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4411 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1694   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 8. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდა , ექსპერტიზა , რეგისტრაცია და კოორდინირება

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომ – სარეგისტრაციო ორგანო).“;

2. სარეგისტრაციო ორგანო :

) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს FAO- საერთაშორისო კოდექსით , ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის – EPPO- სტანდარტებით , ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ;

) (ამოღებულია);

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის შესახებ სპეციალურ დებულებებსა და წესებს, რომელთაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.55

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4411 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №482 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1694   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 9. სარეგისტრაციო ორგანოს ამოცანები და უფლებამოსილებანი

1. სარეგისტრაციო ორგანო განსაზღვრავს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სიას და მათი გამოყენების რეგლამენტებს , ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს სარეგისტრაციო გამოცდებს , შეისწავლის და აანალიზებს პესტიციდის/ აგროქიმიკატის გამოცდების შედეგებსა და სამეცნიერო მონაცემებს , რეგისტრანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და ინფორმაციას , ატარებს სახელმწიფო რეგისტრაციას და გასცემს სარეგისტრაციო მოწმობებს , ადგენს ამკრძალავ სიებს და პერიოდულად აწარმოებს სახელმწიფო კატალოგს , საჭიროებისას აქვეყნებს დამატებით სიებს , ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს .

2. სარეგისტრაციო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში :

) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების განაცხადს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციის შესახებ ;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე აუქმებს რეგისტრაციას და სახელმწიფო კატალოგიდან იღებს იმ პესტიციდებს, რომელთაც ადამიანისა და გარემოსთვის არახელსაყრელი თვისებები (საშიშროება) გამოავლინეს;

) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს დებულებებს , ინსტრუქციებს , წესებს , მეთოდურ მითითებებს ;

) უზრუნველყოფს კვლევებში სტანდარტიზებული მეთოდების გამოყენებას ;

) მონაწილეობს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სწორად გამოყენების პროპაგანდის უზრუნველყოფაში .

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.55

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4411 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №482 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1694   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 10. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდები და ექსპერტიზა

1. საქართველოში ახალი პესტიციდი (მოქმედი ნივთიერება ), გამონაკლისის გარდა , და აგროქიმიკატი , საჭიროების შემთხვევაში , რომლებსაც ადგენს სარეგისტრაციო ორგანო , რეგისტრაციამდე ექვემდებარება სარეგისტრაციო გამოცდებს , რომელთა შედეგები წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს . ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ რეგისტრირებული პესტიციდი/აგროქიმიკატი საქართველოში რეგისტრაციისათვის არ საჭიროებს სარეგისტრაციო გამოცდებს .

2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანობის გამოცდას და შეფასებას ახორციელებენ შესაბამისი პროფილის სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებები და ლაბორატორიები .

3. სარეგისტრაციო გამოცდები და ექსპერტიზა ტარდება რეგისტრანტის ხარჯზე .

4. სარეგისტრაციო გამოცდები მოიცავს :

) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების ბიოლოგიურ , სასოფლო - სამეურნეო და ეკონომიკური ეფექტიანობის დადგენასა და მათი გამოყენების რეგლამენტების შემუშავებას ;

) ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების შეფასებას , ჰიგიენური ნორმატივების , სანიტარიული ნორმებისა და წესების შემუშავებას ;

) გამოყენების რეგლამენტების ეკოლოგიურ შეფასებას .

5. ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი პესტიციდების ან აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციაზე , ვალდებულია უფასოდ წარმოადგინოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშები .

6. სარეგისტრაციო გამოცდების დროს მკვლევრები ვალდებული არიან მინიმუმამდე დაიყვანონ ცხოველებზე ექსპერიმენტები .

7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეკოლოგიურ და ჰიგიენურ - ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას ახორციელებენ შესაბამისი პროფილის სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებები და ლაბორატორიები .

8. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო ექსპერტიზის წესს განსაზღვრავს სარეგისტრაციო ორგანო .

9. ექსპერტიზის ვადები არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს .

10. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდის და ექსპერტიზის შედეგები წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს , რომელიც წყვეტს საკითხს მათი რეგისტრაციაში გატარების შესახებ და გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ერთი თვის ვადაში .

11. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს , რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი პესტიციდების ან აგროქიმიკატების რეგისტრაციაზე , აგრეთვე მათ შემმუშავებლებს , უფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპერტიზაში .

12. საექსპერტო დასკვნა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

13. თუ სარეგისტრაციო გამოცდების მონაცემები ადასტურებენ პესტიციდის ან აგროქიმიკატის ადამიანისათვის ან გარემოსათვის არახელსაყრელი თვისებების გამოვლენას , სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია არ გაატაროს ისინი რეგისტრაციაში .

14. სავალდებულოა, მოპოვებული სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის თვალსაზრისით პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აკრძალვის ან მკაცრი შეზღუდვის და საკონტროლო ღონისძიებების შესახებ გაეგზავნოს FAO-ს, რისთვისაც პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.55

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1694   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

    მუხლი 12. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია

1. სახელმწიფო რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ ის პესტიციდები და აგროქიმიკატები, რომლებიც სარეგისტრაციო გამოცდის პროცესში დადებითად შეფასდა. FAO -ს საერთაშორისო ჰარმონიზაციის პრინციპების შესაბამისად დგინდება საერთო სტანდარტი რისკი/სარგებელი , რომლის თანახმად პესტიციდის ან აგროქიმიკატის რეგისტრაციისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სარგებელი და მისი გამოყენებით გამოწვეული ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური შედეგები.

2. სახელმწიფო რეგისტრაციის ვადას ადგენს სარეგისტრაციო ორგანო . პესტიციდის მოქმედი ნივთიერების რეგისტრაციის ვადა , როგორც წესი , განისაზღვრება 10 წლით , ხოლო მისგან წარმოებული პროდუქტის – 5 წლით . სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება პესტიციდების განმეორებითი რეგისტრაცია .

3. ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს რეგისტრაციის შემოკლებული ვადა – 3 წელი , თუ წარმოდგენილია რეგლამენტაციის არასრული მონაცემების პაკეტი , წარმოიშვა დამატებითი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა , მოსალოდნელია პესტიციდების მიმოქცევიდან ამოღება , წარმოების შეწყვეტა .

4. რეგისტრაცია შეიძლება ვადამდე შეიზღუდოს ან შეწყდეს, თუ მიღებულია პესტიციდების ან აგროქიმიკატების საშიშროების შესახებ ახალი მონაცემები, რომლებიც ადრე არ იყო ცნობილი. შეზღუდვის შესახებ ცნობებს სარეგისტრაციო ორგანო მიუთითებს ყოველწლიური სიის დამატებებში. გატარებული საკონტროლო ღონისძიებების შესახებ შეტყობინებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დადგენილი წესით უგზავნის სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებს.

5. განაცხადი რეგისტრაციაზე შეიძლება წარადგინოს:

ა) შემმუშავებელმა;

ბ) დამამზადებელმა;

გ) ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელიც ახორციელებს პესტიციდის ან აგროქიმიკატის რეალიზაციას.

6. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრანტები ვალდებულნი არიან რეგისტრაციისათვის წარადგინონ:

ა) ცნობები განმცხადებლის შესახებ;

ბ) პესტიციდის ან აგროქიმიკატის დასახელება;

გ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის შემადგენლობის შესახებ;

დ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის გამოყენების სფეროსა და მისი ეფექტურობის შესახებ;

ე) მონაცემები პესტიციდით ან აგროქიმიკატით ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოსა და ბუნებრივი ბალანსისათვის შესაძლო ზიანის მიყენების შესახებ;

ვ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის ლიკვიდაციის ან ნეიტრალიზაციის ხერხების შესახებ;

ზ) პესტიციდის ან აგროქიმიკატის გამოყენების ინსტრუქცია;

თ) მონაცემები მარკირებისა და შეფუთვის სახის შესახებ;

ი) მონაცემები ანალიზის იმ მეთოდების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საიმედოდ განისაზღვროს პესტიციდის ან აგროქიმიკატის შემადგენლობა და ნარჩენი რაოდენობა;

) ინფორმაცია მოწამვლის შემთხვევაში პირველადი საექიმო დახმარების შესახებ .

7. თუ გამოცდა აჩვენებს, რომ პესტიციდი და აგროქიმიკატი შეესაბამება მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნებს და გამოირჩევა ეფექტურობით, არ ეწინააღმდეგება ადამიანის, მცენარეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პრინციპებს, არ ახდენს ბუნების ბალანსზე მავნე ზეგავლენას, რომლის აღმოფხვრა არსებული მეცნიერული დონის გათვალისწინებით შეუძლებელია, ისინი გატარდებიან სახელმწიფო რეგისტრაციაში.

8. სარეგისტრაციო ორგანო ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას რეგისტრირებული პესტიციდის ან აგროქიმიკატის შესახებ .

9. პესტიციდი ან აგროქიმიკატი, რომლის მოხმარება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე (სოფლის, სატყეო და კომუნალურ მეურნეობებში, სამკურნალო მცენარეებზე და ეთერზეთოვან კულტურებზე), შეაქვთ სახელმწიფო კატალოგში, რომელიც მოიცავს მათი გამოყენების რეგლამენტებს (სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ცხოველების მიხედვით), ჰიგიენურ ნორმატივებს და გარემოსდაცვით ნორმებს.

10. საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგს აწარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

11. რეგისტრაციას არ ექვემდებარება პესტიციდი და აგროქიმიკატი , რომლებიც შემოტანილია სამეცნიერო - კვლევითი მიზნებისათვის ან/და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების დაყოვნების საშიშროების შემთხვევაში .

12. სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაცია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ ინახება სარეგისტრაციო ორგანოში .

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრი კანონი 2581 - სსმ I, №59 , 31.12.2005 ., მუხ . 460

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 ., მუხ .55

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1694   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

     მუხლი 13. ბიოლოგიურ პესტიციდებთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზირება

ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისი კანონი 2182 - სსმ I, №13 , 02.06.2003 ., მუხ . 73

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრი კანონი 2581 - სსმ I, №59 , 31.12.2005 ., მუხ . 460

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4411 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1694   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 131. პესტიციდების რეგისტრაციისთვის წარდგენილი მონაცემების დაცვა 

1. სარეგისტრაციო ორგანო ვალდებულია რეგისტრანტის მიერ პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების) რეგისტრაციისთვის პირველად წარდგენილი მონაცემები წარდგენის დღიდან შეინახოს საიდუმლოდ და დაიცვას არაკეთილსინდისიერი კომერციული გამოყენებისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების რეგისტრაციის მსურველი პირის სასარგებლოდ გამოყენება დაუშვებელია, თუ წარდგენილი არ იქნება პირველი რეგისტრანტის ოფიციალური თანხმობა აღნიშნული მონაცემების გამოყენებაზე („წვდომის წერილი“).

3. მონაცემების დაცვის პერიოდი საქართველოს ტერიტორიაზე შეადგენს 10 წელს პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების) პირველი რეგისტრაციის თარიღიდან.

4. პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების) პირველი რეგისტრაციისათვის, აგრეთვე პესტიციდების გამოყენების სფეროს გაფართოების მიზნით სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილების შესატანად აუცილებელია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარედგინოს ცდის ან კვლევის ანგარიში შემდგომ მის სხვა მცენარეული კულტურების მიმართ გამოსაყენებლად.

5. ცდის ან კვლევის ანგარიში უნდა აკმაყოფილებდეს კარგი ლაბორატორიული პრაქტიკის ან კარგი ექსპერიმენტული პრაქტიკის პრინციპებს.

6. ამ მუხლის მიზნებისთვის:

ა) კარგი ლაბორატორიული პრაქტიკა გულისხმობს მაღალი ხარისხის სისტემას, რომელიც ეხება ორგანიზაციულ პროცესს და პირობებს, რომელთა ფარგლებშიც ხდება ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაკლინიკური კვლევების დაგეგმვა, ჩატარება და მონიტორინგი, ჩანაწერების გაკეთება და დაარქივება, ანგარიშის მომზადება და შემოწმება ქიმიურ ნივთიერებებზე ცდებთან დაკავშირებით;

ბ) კარგი ექსპერიმენტული პრაქტიკა მოიცავს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) №181 და №152 სახელმძღვანელოებით გათვალისწინებულ პრინციპებს;

გ) პესტიციდი მხოლოდ მცენარეთა დაცვის საშუალებებს მოიცავს.

საქართველოს 2017 წლის 23  დეკემბრის   კანონი №1921   ვებგვერდი, 11.01.2018წ.

    მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრი კანონი 2581 - სსმ I, №59 , 31.12.2005 ., მუხ . 460

 

თავი IV. საერთო მოთხოვნები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურ გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე

    მუხლი 15. ახალი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემუშავება

1. ახალი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემუშავებისას გამოიყენება ისეთი მეთოდები, რომლებიც გამორიცხავენ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების საშიშროებას.

2. შემმუშავებელი ვალდებულია სრულად შეისწავლოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურობა, ტოქსიკოლოგიური თვისებები და მათი გავლენა გარემოზე.

    მუხლი 16. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებისას დამამზადებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება საქართველოს კანონმდებლობისა და „FAO“-ს ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) დაიცვას ტექნოლოგიური დისციპლინა და ტექნიკური უსაფრთხოების წესები;

გ) უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო ვაჭრობისათვის და მოხმარებლისათვის მოსახერხებელი დაფასოება;

დ) დაიცვას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შეფუთვის, მარკირებისა და შენახვის საერთაშორისო მოთხოვნები;

ე) სისტემატურად შეამოწმოს სარეალიზაციოდ გამიზნული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სისუფთავე და ხარისხი;

ვ) უზრუნველყოს ანალიტიკური სტანდარტების გამოშვება სოფლის მეურნეობის პროდუქციაში, კვების პროდუქტებში, სამკურნალო ნედლეულში და გარემოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რაოდენობის კონტროლისათვის;

ზ) შეწყვიტოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია და საკუთარი სახსრებით მოახდინოს მათი უტილიზაცია, თუ შეუძლებელი ხდება აღნიშნული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო გამოყენება, ტრანსპორტირება და შენახვა, მიუხედავად ყველა რეკომენდაციისა და წესის შესრულებისა;

თ) (ამოღებულია) ;

ი) აწარმოოს პესტიციდები და აგროქიმიკატები რეალური საჭიროების მიხედვით.

2. აკრძალულია იმ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება, რომელთაც არა აქვთ გავლილი სახელმწიფო რეგისტრაცია.

3. (ამოღებულია) .

4. თუ პესტიციდების ან აგროქიმიკატების წარმოებისას დამამზადებელი ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მათი უსაფრთხო მოხმარებისათვის პასუხისმგებელ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩერონ, შეზღუდონ ან აკრძალონ პესტიციდების ან აგროქიმიკატების წარმოება.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისი კანონი 2182 - სსმ I, №13 , 02.06.2003 . , მუხ . 73

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრი კანონი 2581 - სსმ I, №59 , 31.12.2005 ., მუხ . 460

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1694   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 7 მაისი კანონი 2182 - სსმ I, №13 , 02.06.2003 ., მუხ . 73

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრი კანონი 2581 - სსმ I, №59 , 31.12.2005 ., მუხ . 460

    მუხლი 18. აუცილებელი ინფორმაცია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმოქცევაში გაშვება დასაშვებია , თუ პროდუქციას მოჰყვება რეკომენდაციები მისი ტრანსპორტირების , შენახვის , უტილიზაციისა და გამოყენების შესახებ და პროდუქცია მარკირებულია დადგენილი საერთაშორისო წესების მიხედვით .

2. პესტიციდების რეგისტრაციის შედეგად მათი გამოყენების რეკომენდაციებსა და ეტიკეტს ითანხმებს სარეგისტრაციო ორგანო .

3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმოქცევის ტარაზე მარკირება უნდა უპასუხებდეს FAO- საერთაშორისო ინსტრუქციებს და მოცემული უნდა იყოს ქართულ ენაზე .

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრი კანონი 2581 - სსმ I, №59 , 31.12.2005 ., მუხ . 460

    მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 7 მაისი კანონი 2182 - სსმ I, №13 , 02.06.2003 ., მუხ . 73

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრი კანონი 2581 - სსმ I, №59 , 31.12.2005 ., მუხ . 460

    მუხლი 20. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

    მუხლი 21. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

    მუხლი 22. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2182 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.73

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

    მუხლი 23. პესტიციდების გაუვნებელყოფა და განთავსება

1. უვარგისი და აკრძალული პესტიციდებისა და მათი ჭურჭლის (ტარის ) გაუვნებელყოფა და განთავსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

2. პესტიციდების დამამზადებელი უვარგისი ან აკრძალული პესტიციდებისა და მათი ტარის განადგურების მეთოდებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს FAO-ს მითითებების შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან , თავიანთი სახსრებით განახორციელონ გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდების ჩაბარება გაუვნებელყოფისა და განთავსების მიზნით .

4. გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდებისა და მათი ტარის გაუვნებლებისა და განთავსების კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2182 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.73

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4411 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №482 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1694   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 24. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2182 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.73

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

    მუხლი 25. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

    მუხლი 26. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

 

თავი V. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 27. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი VI. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 28. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

1. 2006 წლის 1 ივლისამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა :

) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესი ;

) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის , ტრანსპორტირების , რეალიზაციისა და გამოყენების წესები ;

) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების , ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულება ;

) საქართველოში სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების , ეტალონური პრეპარატების და ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის წესი ;

) საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგი .

2. 2007 წლის 1 ივლისამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა :

) პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესი ;

) ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლისა და ნიმუშის აღების წესი ;

) სურსათში/ცხოველთა საკვებში და გარემოს ობიექტებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების კონტროლისათვის ნიმუშების აღების წესი ;

) ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ .

3. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ დადგენილების მიღება.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.55

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4957 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

 

თავი VII. დასკვნითი დებულება

    მუხლი 29. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 25 ნოემბერი

№1696-Iს

12. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3067-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 11. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1921-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 10. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1694-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 9. 13/04/2016 - საქართველოს კანონი - 4957-IIს - ვებგვერდი, 26/04/2016 8. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 482-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 7. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6167-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 6. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4411-Iს - ვებგვერდი, 110317041, 17/03/2011 5. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4312 - სსმ, 4, 12/01/2007 4. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2581 - სსმ, 59, 31/12/2005 3. 07/05/2003 - საქართველოს კანონი - 2182 - სსმ, 13, 02/06/2003 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას