„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2182
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 02/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.05.001.001.253
  • Word
2182
07/05/2003
სსმ, 13, 02/06/2003
340.120.000.05.001.001.253
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 1998 წელი, მუხ.45) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის:

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) პესტიციდებიქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის;“;

) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

) გაუსნებოვნებადეზინსექციის, დეზინფექციისა და დერატიზაციის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია მავნებლების, მცენარეთა დაავადებებისა და მღრღნელების წინააღმდეგ.“.

2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. პესტიციდებსა და აგროქიმიკატებთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზირება

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა ხორციელდება ლიცენზიისა და ნებართვის საფუძველზე, რომლებსაც გასცემენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.“.

3. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლიცენზიას პესტიციდების წარმოებაზე გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახური, ხოლო ლიცენზიას აგროქიმიკატების წარმოებაზესაქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური.“.

4. მე-17 მუხლის:

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეესტრში მოცემული ძირითადი ინფორმაცია მოიცავს ცნობებს ქიმიური ნივთიერებების, მიკროორგანიზმების მიერ წარმოქმნილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების თვისებების, ეფექტების, ადამიანსა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ, მონაცემებს დამამზადებლების, მიმწოდებლების, გამოყენებული ნივთიერებების კატეგორიების, რაოდენობის, გამოყენების მიზნებისა და სფეროს თაობაზე, უსაფრთხოების წესების, საგანგებო სიტუაციებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ და სხვა.“;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დამამზადებლები, იმპორტიორები, შემნახველები, რეალიზატორები და სხვა პირები ვალდებულნი არიან, სარეგისტრაციო ორგანოში წარადგინონ ინფორმაცია წარმოებული, იმპორტირებული და გამოყენებული პესტიციდების შესახებ დადგენილი ფორმითა და მოცულობით.“;

) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. რეესტრში ცალკე აღირიცხება მონაცემები აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდების შესახებ.“.

5. მე-19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) პესტიციდების ტოქსიკურობის კლასი და საშიშროების ნიშანი;“.

6. 22- მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ლიცენზიას პესტიციდებით ვაჭრობაზე გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახური, ხოლო ლიცენზიას აგროქიმიკატებით ვაჭრობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური.“.

7. 23- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23. პესტიციდების გაუვნებელყოფა და განთავსება

1. უვარგისი და აკრძალული პესტიციდებისა და მათი ჭურჭლის (ტარის) გაუვნებელყოფა და განთავსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პესტიციდების დამამზადებელი უვარგისი ან აკრძალული პესტიციდებისა და მათი ჭურჭლის (ტარის) განადგურების მეთოდებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს „FAO“- მითითებების შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით.

3. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან, თავიანთი სახსრებით განახორციელონ გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდების ჩაბარება გაუვნებელყოფისა და განთავსების მიზნით.

4. გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდებისა და მათი ჭურჭლის (ტარის) გაუვნებელყოფასა და განთავსებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.“.

8. 24- მუხლის:

) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხელშეკრულებას პესტიციდების ან აგროქიმიკატების ყიდვა-გაყიდვის შესახებ უნდა ერთვოდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული პესტიციდის ან აგროქიმიკატის სახელმწიფო სარეგისტრაციო მოწმობა.

3. პესტიციდების ექსპორტ-იმპორტი ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ხოლო აგროქიმიკატების ექსპორტ-იმპორტისაქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.“;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნებართვას აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდების ექსპორტ-იმპორტზე გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახური.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდესსამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებსაქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 7 მაისი.

№2182II