დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3067-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 340120000.05.001.018925 |
|
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 1998 წელი, მუხ. 45) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სოფლის მეურნეობაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ლიკვიდაციის მიზნით, ალტერნატიული საშუალებებისა და მეთოდების უქონლობის დროს, საშიში მავნებლების, დაავადებებისა და ინფექციების გადამტანი ორგანიზმების წინააღმდეგ აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების დაყოვნების საშიშროებისას მკაცრად შეზღუდული პესტიციდების შემოტანის ნებართვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“. 3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო მოხმარების პროცესებს თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში აწესრიგებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“. 4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“. 5. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის შესახებ სპეციალურ დებულებებსა და წესებს, რომელთაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“. 6. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე აუქმებს რეგისტრაციას და სახელმწიფო კატალოგიდან იღებს იმ პესტიციდებს, რომელთაც ადამიანისა და გარემოსთვის არახელსაყრელი თვისებები (საშიშროება) გამოავლინეს;“. 7. 23-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პესტიციდების დამამზადებელი უვარგისი ან აკრძალული პესტიციდებისა და მათი ტარის განადგურების მეთოდებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს FAO-ს მითითებების შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდებისა და მათი ტარის გაუვნებლებისა და განთავსების კონტროლს ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ. N3067-რს |
დოკუმენტის კომენტარები