„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4312
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 12/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.05.001.002.722
  • Word
4312
29/12/2006
სსმ, 4, 12/01/2007
340.120.000.05.001.002.722
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 1998 წელი, მუხ. 45) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლები

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, FAO-პესტიციდების განაწილებისას და გამოყენებისას წესების საერთაშორისო კოდექსი“, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“, „ვეტერინარიის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებდასასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებსაქართველოს კანონები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.“.

2. მე-3 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციაპროცესი, რომლის საფუძველზედაც აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო პესტიციდის/აგროქიმიკატის გამოცდების შედეგებისა და სამეცნიერო მონაცემების, რეგისტრანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის კომპლექსური შეფასებისა და ანალიზის შემდეგ იძლევა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საქართველოში წარმოების, შემოტანის, შენახვის, რეალიზაციის, გამოყენებისა და რეკლამის უფლებას;“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სოფლის მეურნეობაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ლიკვიდაციის მიზნით, ალტერნატიული საშუალებებისა და მეთოდების უქონლობისას, საშიში მავნებლების, დაავადებებისა და ინფექციების გადამტანი ორგანიზმების წინააღმდეგ აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების დაყოვნების საშიშროებისას, მკაცრად შეზღუდული პესტიციდების შემოტანაზე ნებართვასლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით.“.

4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანაზე, ტრანსპორტირებაზე, რეალიზაციაზე, მარკირებაზე, შენახვაზე, გამოყენებაზე, წარმოებაზე (დაფასოებაზე), ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

5. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის:

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს FAO- საერთაშორისო კოდექსით, ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის – EPPO- სტანდარტებით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით;“;

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-9 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სარეგისტრაციო ორგანო განსაზღვრავს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სიას და მათი გამოყენების რეგლამენტებს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს სარეგისტრაციო გამოცდებს, შეისწავლის და აანალიზებს პესტიციდის/აგროქიმიკატის გამოცდების შედეგებსა და სამეცნიერო მონაცემებს, რეგისტრანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და ინფორმაციას, ატარებს სახელმწიფო რეგისტრაციას და გასცემს სარეგისტრაციო მოწმობებს, ადგენს ამკრძალავ სიებს და პერიოდულად აწარმოებს სახელმწიფო კატალოგს, საჭიროებისას აქვეყნებს დამატებით სიებს, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

) მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე აუქმებს რეგისტრაციას და სახელმწიფო კატალოგიდან იღებს იმ პესტიციდებს, რომელთაც გამოავლინეს ადამიანისა და გარემოსათვის არახელსაყრელი თვისებები (საშიშროება);“.

7. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში ახალი პესტიციდი (მოქმედი ნივთიერება), გამონაკლისის გარდა, და აგროქიმიკატი, საჭიროების შემთხვევაში, რომლებსაც ადგენს სარეგისტრაციო ორგანო, რეგისტრაციამდე ექვემდებარება სარეგისტრაციო გამოცდებს, რომელთა შედეგები წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს. ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ რეგისტრირებული პესტიციდი/აგროქიმიკატი საქართველოში რეგისტრაციისათვის არ საჭიროებს სარეგისტრაციო გამოცდებს.“.

8. მე-12 მუხლის:

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეგისტრაცია შეიძლება ვადამდე შეიზღუდოს ან შეწყდეს, თუ მიღებულია ახალი მონაცემები პესტიციდების ან აგროქიმიკატების საშიშროების შესახებ, რომლებიც ადრე არ იყო ცნობილი. ცნობებს შეზღუდვაზე სარეგისტრაციო ორგანო მიუთითებს ყოველწლიური სიის დამატებებში. შეტყობინებას მიღებულ საკონტროლო ღონისძიებებზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დადგენილი წესით უგზავნის სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებს.“;

) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

) ინფორმაცია მოწამვლის შემთხვევაში პირველადი საექიმო დახმარების შესახებ.“.

9. 28- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

1. 2006 წლის 1 ივლისამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა:

) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესი;

) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესები;

) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულება;

) საქართველოში სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების და ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის წესი;

) საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგი.

2. 2007 წლის 1 ივლისამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა:

) პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესი;

) ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლისა და ნიმუშის აღების წესი;

) სურსათში/ცხოველთა საკვებში და გარემოს ობიექტებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების კონტროლისათვის ნიმუშების აღების წესი;

) ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            . სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4312–რს