პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

  • Word
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1696
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 24/12/1998
სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.05.001.000.451
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1696
25/11/1998
სსმ, 6, 24/12/1998
340.120.000.05.001.000.451
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/12/2005 - 29/12/2006)

საქართველოს კანონი

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. კანონის მიზანია უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენების და ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლები.

2. კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატების, ბიოლოგიური საშუალებების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში სახელმწიფოებრივი მართვის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემუშავების, რეგისტრაციის, წარმოების, მარკირების, შეფუთვის, რეალიზაციის, შენახვის, ტრანსპორტირების, გამოყენების, გაუვნებელყოფის, განთავსების, ინფორმაციის გაცვლის, რეკლამისა და ექსპორტ-იმპორტის დროს.

    მუხლი 2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლები

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“, „ვეტერინარიის შესახებდასასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებსაქართველოს კანონები, FAO-პესტიციდების განაწილებისა და გამოყენებისას წესების საერთაშორისო კოდექსი“, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატები – ქიმიური ნივთიერებების კატეგორია, რომე-ლიც მოიცავს პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს და გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, აგრეთვე სატყეო, კომუნალურ მეურნეობაში და სხვ.;

) პესტიციდებიქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის;

გ) აგროქიმიკატები – სასუქები, ქიმიური მელიორანტები, აგრომადნეულები, საკვები დანამატები, რომლებიც გათვალისწინებულია მცენარეთა კვებისათვის, ნიადაგის ნაყოფიერების რეგულირებისა და ცხოველთა დამატებითი კვებისათვის;

დ) პესტიციდის მოქმედი ნივთიერება – პესტიციდის ბიოლოგიურად აქტიური ნაწილი, რომლის სხვადასხვა პრეპარატული ფორმით გამოყენება ზემოქმედებას ახდენს მავნე ორგანიზმზე ან მცენარის ზრდა-განვითარებაზე;

ე) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია – პროცესი, რომლის საფუძველზე აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო სარეგისტრაციო გამოცდების ორგანიზაციისა და რეგისტრაციის სფეროში სამეცნიერო მონაცემების კომპლექსური შეფასების შემდეგ იძლევა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საქართველოში წარმოების, შემოტანის, შენახვის, რეალიზაციის, გამოყენებისა და რეკლამის უფლებას;

ვ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხელახალი რეგისტრაცია – სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების განმეორებითი რეგისტრაცია;

ზ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდები – პესტიციდებისა და აგრო-ქიმიკატების ბიოლოგიური და ეკონომიკური ეფექტურობის, ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხოების შესწავლის რეგლამენტირებული სისტემა;

თ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების რეგლამენტი – აუცილებელი მოთხოვნა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესისა და პირობების შესახებ;

ი) შემმუშავებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ქმნის პესტიციდს ან აგროქიმიკატს, შეისწავლის მათ აქტივობას, ტოქსიკოლოგიურ თვისებებს და გარემოზე ზემოქმედებას;

კ) დამამზადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს პესტიციდს ან აგროქიმიკატს;

) აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოებისაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

მ) (ამოღებულია) ;

ნ) ფიტოსანიტარიული მდგომარეობა – სავარგულების, ტყეებისა და მცენარეული საფარის მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია მცენარეთა მავნებლების რიცხოვნობით, მცენარეთა დაავადებების გავრცელებითა და სარეველა მცენარეების არსებობით;

ო) ფიტოსანიტარიული მონიტორინგი – ორგანიზმთა გავრცელების, რიცხოვნობის, განვითარების ინტენსივობისა და მავნეობის მოსალოდნელი დონის დადგენა და პროგნოზი;

პ) კომპლექსური დაცვითი ღონისძიებები – მავნე ორგანიზმებისაგან დაცვითი ღონისძიებების სისტემა, რომლის შესაბამისად გამოიყენება არსებული ურთიერთშემავსებელი ეფექტური ხერხები და მეთოდები მავნე ორგანიზმების რიცხოვნობის ისეთი დონის დასადგენად, როცა გამორიცხულია ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ზარალის მიყენება;

ჟ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო მოხმარება – მოქმედების ნორმები და სტანდარტები, რომლებიც გამორიცხავენ ადამიანის, დასაცავი მცენარეებისა და ცხოველების ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას მათი კონკრეტული სახით გამოყენების, შემუშავების, გამოცდის, ექსპერტიზის, რეგისტრაციის, წარმოების, მარკირების, შეფუთვის, რეალიზაციის, შენახვის, ტრანსპორტირების, გაუვნებელყოფის, განთავსების, რეკლამისა და ექსპორტ-იმპორტის დროს;

რ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენება – მათი რეგლამენტირებული, მეცნიერულად დასაბუთებული, მიზანდასახული მოხმარება სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდის, ადამიანის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის, მცენარეებისა და ცხოველების ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისათვის;

ს) შეფუთვა – ჭურჭელი (ტარა) დამცავი შეხვევით, რომელსაც იყენებენ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ტრანსპორტირებისას;

ტ) საშიშროება – ადამიანსა და გარემოზე უარყოფითი გავლენის ალბათობა;

უ) რისკი – პესტიციდის ან აგროქიმიკატის საშიშროების განხორციელების ალბათობის ხარისხი მისი კონკრეტულ პირობებში გამოყენებისას;

ფ) ნარჩენი რაოდენობა – პესტიციდების მოქმედი ნივთიერება ან წარმოებულნი (გარდაქმნის პროდუქტები, მეტაბოლიტები), მინარევები, ნიტრატები და ა.შ. კვების პროდუქტებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ან ცხოველების საკვებში, რომელთა არსებობა გამოწვეულია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებით;

ქ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ზღვრულად დასაშვები ნარჩენი რაოდენობა (ზდნრ) – ნარჩენი რაოდენობის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია, რომელიც გათვალისწინებულია ნორმატიული აქტებით ან საყოველთაოდ მიღებულია კვების პროდუქტებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ან ცხოველების საკვებში;

ღ) აკრძალული პესტიციდი – პესტიციდი, რომლის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით ნებისმიერ სფეროში აკრძალულია სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილებით;

ყ) მკაცრად შეზღუდული პესტიციდი – პესტიციდი, რომლის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით პრაქტიკულად აკრძალულია სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილებით, თუმცა დასაშვებია მისი ზოგიერთი სახით გამოყენება;

შ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობა – პრინციპი, რომლის თანახმად საერთაშორისო ვაჭრობისას არ შეიძლება აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის შემოტანა სათანადო შეთანხმების გარეშე ან სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის დარღვევით;

ჩ) საკონტროლო ღონისძიება – პესტიციდების გამოყენების აკრძალვის ან მკაცრი შეზღუდვის ღონისძიება;

ც) ანტიდოტები – პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არასწორი ხმარებით გამოწვეული მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალებანი;

ძ) სახელმწიფო კატალოგი – საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ჩამონათვალი;

წ) (ამოღებულია) ;

ჭ) რეგისტრანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეაქვს განაცხადი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციისათვის;

ხ) „FAO“ – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია;

) მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის რეგულატორებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო ორგანოსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

) გაუსნებოვნებადეზინსექციის, დეზინფექციისა და დერატიზაციის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია მავნებლების, მცენარეთა დაავადებებისა და მღრღნელების წინააღმდეგ.

საქართველოს 2003   წლის 7 მაისი ს კანონი № 2182 - სსმ I,  №13 , 02.06.2003 წ., მუხ. 73

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 4. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გავრცელება

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზარზე სავაჭრო არხებით მიწოდების პროცესი და ქვეყნის შიგნით მათი მიმოქცევა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) პესტიციდები და აგროქიმიკატები შეიძლება გასხვისებულ ან მიმოქცეულ იქნეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებით, თუ ისინი არ არის ამოღებული ხმარებიდან ან მათი მიმოქცევა შეუზღუდავია;

ბ) აკრძალულია იმ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანა, მიმოქცევა, რომლებიც არ არის შეტანილი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგში;

) აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდების მიმოქცევა, რომელთაც სარეგისტრაციო გამოცდების შედეგად ადამიანთა ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების მაღალი შესაძლებლობა დაუდგინდათ, ხორციელდება სპეციალური ნებართვის საფუძველზე, ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პრინციპის შესაბამისად, რაზედაც პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად.

2. სოფლის მეურნეობაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ლიკვიდაციის მიზნით, ალტერნატიული საშუალებებისა და მეთოდების უქონლობისა და აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების დაყოვნების საშიშროებისას მკაცრად შეზღუდული პესტიციდების შემოტანაზე ნებართვას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. ნებართვაში მითითებული უნდა იყოს ხერხი, მიზანი, გამოყენების სახე, დრო, ადგილი, რაოდენობა, მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდი.

4. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმოქცევასა და გამოყენებას, კალენდარული წლის ბოლოს ინფორმაციას აწვდიან აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს.

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

თავი II

საქართველოს სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში

    მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში

საქართველოს სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში განეკუთვნება:

ა) ნორმატიული აქტების გამოცემა;

ბ) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;

გ) სახელმწიფო კონტროლი საქართველოს კანონების შესრულებაზე;

დ) ლიცენზირების წესის დადგენა;

ე) სარეგისტრაციო გამოცდებისა და შედეგების ექსპერტიზის ორგანიზება, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია;

ვ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სამუშაოების ორგანიზება;

ზ) არსებული სტანდარტების მიხედვით სამეცნიერო–კვლევით და სხვა სამუშაოთა ორგანიზებისა და დაფინანსებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

თ) საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელება;

ი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა და ქვეყნის შიგნით ინფორმაციის გავრცელება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

თავი III

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენების და უსაფრთხო მოხმარების რეგულირება

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 6. სახელმწიფო მმართველობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო მოხმარების პროცესებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აწესრიგებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურ გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიან გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „FAO“-ს საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით.

3. მაკონტროლებელ ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების მიზნით უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმონ, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, მიწის ნაკვეთები, სასაწყობო, სარეალიზაციო, აგრეთვე სამრეწველო შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებანი.

4. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში, მოთხოვნისთანავე წარუდგინონ მაკონტროლებელ ორგანოებს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

5. (ამოღებულია) .

6. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ვალდებულია კონტროლი გაუწიოს „პესტიციდების გავრცელებისა და გამოყენების წესების საერთაშორისო კოდექსის“ მოთხოვნების შესრულების დაცვას და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს „FAO“-ს.

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 8. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდა, ექსპერტიზა, რეგისტრაცია და კოორდინირება

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომშისარეგისტრაციო ორგანო).

2. სარეგისტრაციო ორგანო:

) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს FAO- საერთაშორისო კოდექსით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით;

) ახორციელებს პესტიციდებსა და აგროქიმიკატებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინირებას;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სპეციალურ დებულებებსა და წესებს საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის შესახებ, რომელთაც ამტკიცებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 9. სარეგისტრაციო ორგანოს ამოცანები და უფლებამოსილებანი

1. სარეგისტრაციო ორგანო განსაზღვრავს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სიას და მათი გამოყენების რეგლამენტებს, კოორდინაციას უწევს სარეგისტრაციო გამოცდებს, ექსპერტიზას, ატარებს სახელმწიფო რეგისტრაციას და გასცემს სარეგისტრაციო მოწმობებს, ადგენს ამკრძალავ სიებს და პერიოდულად აწარმოებს სახელმწიფო კატალოგს, საჭიროებისას აქვეყნებს დამატებით სიებს, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სარეგისტრაციო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების განაცხადს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციის შესახებ;

) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე სახელმწიფო კატალოგიდან იღებს იმ პესტიციდებს, რომელთაც გამოავლინეს ადამიანისა და გარემოსათვის არახელსაყრელი თვისებები;

) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს დებულებებს, ინსტრუქციებს, წესებს, მეთოდურ მითითებებს;

) უზრუნველყოფს კვლევებში სტანდარტიზებული მეთოდების გამოყენებას;

) მონაწილეობს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სწორად გამოყენების პროპაგანდის უზრუნველყოფაში.

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 10. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდები და ექსპერტიზა

1. საქართველოში ახალი პესტიციდი (მოქმედი ნივთიერება), გამონაკლისის გარდა, და აგროქიმიკატი, საჭიროების შემთხვევაში, რომლებსაც ადგენს სარეგისტრაციო ორგანო, ექვემდებარება სარეგისტრაციო გამოცდებს, რომელთა კოორდინაციას ახორციელებს სარეგისტრაციო ორგანო.

2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანობის გამოცდას და შეფასებას ახორციელებენ შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და ლაბორატორიები.

3. სარეგისტრაციო გამოცდები და ექსპერტიზა ტარდება რეგისტრანტის ხარჯზე.

4. სარეგისტრაციო გამოცდები მოიცავს:

) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების ბიოლოგიურ, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკური ეფექტიანობის დადგენასა და მათი გამოყენების რეგლამენტების შემუშავებას;

) ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების შეფასებას, ჰიგიენური ნორმატივების, სანიტარიული ნორმებისა და წესების შემუშავებას;

) გამოყენების რეგლამენტების ეკოლოგიურ შეფასებას.

5. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი პესტიციდების ან აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციაზე, ვალდებულია უფასოდ წარმოადგინოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშები.

6. სარეგისტრაციო გამოცდების დროს მკვლევრები ვალდებული არიან მინიმუმამდე დაიყვანონ ცხოველებზე ექსპერიმენტები.

7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეკოლოგიურ და ჰიგიენურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას ახორციელებენ შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და ლაბორატორიები.

8. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო ექსპერტიზის წესს განსაზღვრავს სარეგისტრაციო ორგანო.

9. ექსპერტიზის ვადები არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

10. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდის და ექსპერტიზის შედეგები წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს, რომელიც წყვეტს საკითხს მათი რეგისტრაციაში გატარების შესახებ და გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ერთი თვის ვადაში.

11. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი პესტიციდების ან აგროქიმიკატების რეგისტრაციაზე, აგრეთვე მათ შემმუშავებლებს, უფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპერტიზაში.

12. საექსპერტო დასკვნა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

13. თუ სარეგისტრაციო გამოცდების მონაცემები ადასტურებენ პესტიციდის ან აგროქიმიკატის ადამიანისათვის ან გარემოსათვის არახელსაყრელი თვისებების გამოვლენას, სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია არ გაატაროს ისინი რეგისტრაციაში.

14. მოპოვებული სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის თვალსაზრისით პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აკრძალვის ან მკაცრი შეზღუდვის და საკონტროლო ღონისძიებების შესახებ სავალდებულოა გაეგზავნოს FAO-, რაზედაც პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 12. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია

1. სახელმწიფო რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ ის პესტიციდები და აგროქიმიკატები, რომლებიც სარეგისტრაციო გამოცდის პროცესში დადებითად შეფასდა. „FAO“-ს საერთაშორისო ჰარმონიზაციის პრინციპების შესაბამისად დგინდება საერთო სტანდარტი „რისკი/სარგებელი“, რომლის თანახმად პესტიციდის ან აგროქიმიკატის რეგისტრაციისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სარგებელი და მისი გამოყენებით გამოწვეული ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური შედეგები.

2. სახელმწიფო რეგისტრაციის ვადას ადგენს სარეგისტრაციო ორგანო. პესტიციდის მოქმედი ნივთიერების რეგისტრაციის ვადა, როგორც წესი, განისაზღვრება 10 წლით, ხოლო მისგან წარმოებული პროდუქტის – 5 წლით. სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება პესტიციდების განმეორებითი რეგისტრაცია.

3. ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს რეგისტრაციის შემოკლებული ვადა – 3 წელი, თუ წარმოდგენილია რეგლამენტაციის არასრული მონაცემების პაკეტი, წარმოიშვა დამატებითი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა, მოსალოდნელია პესტიციდების მიმოქცევიდან ამოღება, წარმოების შეწყვეტა.

4. რეგისტრაცია შეიძლება ვადამდე შეიზღუდოს ან შეწყდეს, თუ მიღებულია ახალი მონაცემები პესტიციდების ან აგროქიმიკატების საშიშროების შესახებ, რომელიც ადრე არ იყო ცნობილი. ცნობებს შეზღუდვაზე სარეგისტრაციო ორგანო მიუთითებს ყოველწლიური სიის დამატებებში. შეტყობინებას მიღებულ საკონტროლო ღონისძიებებზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო დადგენილი წესით უგზავნის სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებს.

5. განაცხადი რეგისტრაციაზე შეიძლება წარადგინოს:

ა) შემმუშავებელმა;

ბ) დამამზადებელმა;

გ) ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელიც ახორციელებს პესტიციდის ან აგროქიმიკატის რეალიზაციას.

6. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრანტები ვალდებულნი არიან რეგისტრაციისათვის წარადგინონ:

ა) ცნობები განმცხადებლის შესახებ;

ბ) პესტიციდის ან აგროქიმიკატის დასახელება;

გ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის შემადგენლობის შესახებ;

დ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის გამოყენების სფეროსა და მისი ეფექტურობის შესახებ;

ე) მონაცემები პესტიციდით ან აგროქიმიკატით ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოსა და ბუნებრივი ბალანსისათვის შესაძლო ზიანის მიყენების შესახებ;

ვ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის ლიკვიდაციის ან ნეიტრალიზაციის ხერხების შესახებ;

ზ) პესტიციდის ან აგროქიმიკატის გამოყენების ინსტრუქცია;

თ) მონაცემები მარკირებისა და შეფუთვის სახის შესახებ;

ი) მონაცემები ანალიზის იმ მეთოდების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საიმედოდ განისაზღვროს პესტიციდის ან აგროქიმიკატის შემადგენლობა და ნარჩენი რაოდენობა.

7. თუ გამოცდა აჩვენებს, რომ პესტიციდი და აგროქიმიკატი შეესაბამება მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნებს და გამოირჩევა ეფექტურობით, არ ეწინააღმდეგება ადამიანის, მცენარეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პრინციპებს, არ ახდენს ბუნების ბალანსზე მავნე ზეგავლენას, რომლის აღმოფხვრა არსებული მეცნიერული დონის გათვალისწინებით შეუძლებელია, ისინი გატარდებიან სახელმწიფო რეგისტრაციაში.

8. სარეგისტრაციო ორგანო ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას რეგისტრირებული პესტიციდის ან აგროქიმიკატის შესახებ.

9. პესტიციდი ან აგროქიმიკატი, რომლის მოხმარება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე (სოფლის, სატყეო და კომუნალურ მეურნეობებში, სამკურნალო მცენარეებზე და ეთერზეთოვან კულტურებზე), შეაქვთ სახელმწიფო კატალოგში, რომელიც მოიცავს მათი გამოყენების რეგლამენტებს (სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ცხოველების მიხედვით), ჰიგიენურ ნორმატივებს და გარემოსდაცვით ნორმებს.

10. საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგს აწარმოებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

11. რეგისტრაციას არ ექვემდებარება პესტიციდი და აგროქიმიკატი, რომლებიც შემოტანილია სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ან/და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების დაყოვნების საშიშროების შემთხვევაში.

12. სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ ინახება სარეგისტრაციო ორგანოში.

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 13. ბიოლოგიურ პესტიციდებთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზირება

ბიოლოგიური პესტიციდების წარმოებაზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

საქართველოს 2003   წლის 7 მაისი ს კანონი № 2182 - სსმ I,  №13 , 02.06.2003 წ., მუხ. 73

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

თავი IV

საერთო მოთხოვნები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურ გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე

    მუხლი 15. ახალი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემუშავება

1. ახალი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემუშავებისას გამოიყენება ისეთი მეთოდები, რომლებიც გამორიცხავენ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების საშიშროებას.

2. შემმუშავებელი ვალდებულია სრულად შეისწავლოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტურობა, ტოქსიკოლოგიური თვისებები და მათი გავლენა გარემოზე.

    მუხლი 16. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებისას დამამზადებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება საქართველოს კანონმდებლობისა და „FAO“-ს ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) დაიცვას ტექნოლოგიური დისციპლინა და ტექნიკური უსაფრთხოების წესები;

გ) უზრუნველყოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო ვაჭრობისათვის და მოხმარებლისათვის მოსახერხებელი დაფასოება;

დ) დაიცვას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შეფუთვის, მარკირებისა და შენახვის საერთაშორისო მოთხოვნები;

ე) სისტემატურად შეამოწმოს სარეალიზაციოდ გამიზნული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სისუფთავე და ხარისხი;

ვ) უზრუნველყოს ანალიტიკური სტანდარტების გამოშვება სოფლის მეურნეობის პროდუქციაში, კვების პროდუქტებში, სამკურნალო ნედლეულში და გარემოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რაოდენობის კონტროლისათვის;

ზ) შეწყვიტოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია და საკუთარი სახსრებით მოახდინოს მათი უტილიზაცია, თუ შეუძლებელი ხდება აღნიშნული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო გამოყენება, ტრანსპორტირება და შენახვა, მიუხედავად ყველა რეკომენდაციისა და წესის შესრულებისა;

თ) (ამოღებულია) ;

ი) აწარმოოს პესტიციდები და აგროქიმიკატები რეალური საჭიროების მიხედვით.

2. აკრძალულია იმ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოება, რომელთაც არა აქვთ გავლილი სახელმწიფო რეგისტრაცია.

3. (ამოღებულია).

4. თუ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებისას დამამზადებელი ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეაჩერონ, შეზღუდონ ან აკრძალონ პესტიციდების ან აგროქიმიკატების წარმოება.

საქართველოს 2003   წლის 7 მაისი ს კანონი № 2182 - სსმ I,  №13 , 02.06.2003 წ., მუხ. 73

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს 2003   წლის 7 მაისი ს კანონი № 2182 - სსმ I,  №13 , 02.06.2003 წ., მუხ. 73

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 18. აუცილებელი ინფორმაცია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმოქცევაში გაშვება დასაშვებია, თუ პროდუქციას მოჰყვება რეკომენდაციები მისი ტრანსპორტირების, შენახვის, უტილიზაციისა და გამოყენების შესახებ და პროდუქცია მარკირებულია დადგენილი საერთაშორისო წესების მიხედვით.

2. პესტიციდების რეგისტრაციის შედეგად მათი გამოყენების რეკომენდაციებსა და ეტიკეტს ითანხმებს სარეგისტრაციო ორგანო.

3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმოქცევის ტარაზე მარკირება უნდა უპასუხებდეს FAO- საერთაშორისო ინსტრუქციებს და მოცემული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს 2003   წლის 7 მაისი ს კანონი № 2182 - სსმ I,  №13 , 02.06.2003 წ., მუხ. 73

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 20. (ამოღებულია)

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 21. (ამოღებულია)

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 22. (ამოღებულია)

საქართველოს 2003   წლის 7 მაისი ს კანონი № 2182 - სსმ I,  №13 , 02.06.2003 წ., მუხ. 73

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 23. პესტიციდების გაუვნებელყოფა და განთავსება

1. უვარგისი და აკრძალული პესტიციდებისა და მათი ჭურჭლის (ტარის) გაუვნებელყოფა და განთავსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პესტიციდების დამამზადებელი უვარგისი ან აკრძალული პესტიციდებისა და მათი ტარის განადგურების მეთოდებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს FAO- მითითებების შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან, თავიანთი სახსრებით განახორციელონ გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდების ჩაბარება გაუვნებელყოფისა და განთავსების მიზნით.

4. გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდებისა და მათი ტარის გაუვნებელყოფასა და განთავსებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

საქართველოს 2003   წლის 7 მაისი ს კანონი № 2182 - სსმ I,  №13 , 02.06.2003 წ., მუხ. 73

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 24. (ამოღებულია)

საქართველოს 2003   წლის 7 მაისი ს კანონი № 2182 - სსმ I,  №13 , 02.06.2003 წ., მუხ. 73

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 25. (ამოღებულია)

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

    მუხლი 26. (ამოღებულია)

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

თავი V

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 27. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 28. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

2006 წლის 1 ივლისამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა:

) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესი;

) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესები;

) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულება;

) საქართველოში სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდების და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების და ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის წესი;

) საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგი.

საქართველოს 2005   წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I,  №59 , 31.12.2005 წ., მუხ. 460

თავი VII

დასკვნითი დებულება

    მუხლი 29. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 25 ნოემბერი

№1696-Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999  წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

2. საქართველოს 2000  წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I,  №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

3. საქართველოს 2003  წლის 7 მაისის კანონი №2182 - სსმ I,  №13, 02.06.2003 წ., მუხ.73

4. საქართველოს 2005  წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I,  №59, 31.12.2005 წ., მუხ.460

 

12. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3067-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 11. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1921-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 10. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1694-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 9. 13/04/2016 - საქართველოს კანონი - 4957-IIს - ვებგვერდი, 26/04/2016 8. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 482-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 7. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6167-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 6. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4411-Iს - ვებგვერდი, 110317041, 17/03/2011 5. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4312 - სსმ, 4, 12/01/2007 4. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2581 - სსმ, 59, 31/12/2005 3. 07/05/2003 - საქართველოს კანონი - 2182 - სსმ, 13, 02/06/2003 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას