„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 482-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 340120000.05.001.016927
482-რს
25/03/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
340120000.05.001.016927
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 1998 წელი, მუხ. 45) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „გ) აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდების მიმოქცევა, რომელთაც სარეგისტრაციო გამოცდების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების მაღალი შესაძლებლობა დაუდგინდათ, ხორციელდება სპეციალური ნებართვის საფუძველზე, ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პრინციპის შესაბამისად, რისთვისაც პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად.“.

     2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო მოხმარების პროცესებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აწესრიგებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“.

    3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სპეციალურ დებულებებსა და წესებს საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის შესახებ, რომელთაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

    4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე აუქმებს რეგისტრაციას და სახელმწიფო კატალოგიდან იღებს იმ პესტიციდებს, რომელთაც ადამიანისა და გარემოსთვის არახელსაყრელი თვისებები (საშიშროება) გამოავლინეს;“.

    5. 23-ე მუხლის:

    ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. პესტიციდების დამამზადებელი უვარგისი ან აკრძალული პესტიციდებისა და მათი ტარის განადგურების მეთოდებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს FAO-ს მითითებების შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“;

    ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4. გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდებისა და მათი ტარის გაუვნებლებისა და განთავსების კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 მარტი 2013 წ.

N482-რს