საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28(35), 08/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 050.000.000.05.001.000.593
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2112
22/06/1999
სსმ, 28(35), 08/07/1999
050.000.000.05.001.000.593
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (12/06/2015 - 23/12/2017)

 

საქართველოს კანონი

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

თავი I

ზო­გა­დი დე­ბუ­ლე­ბანი

     მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი არეგულირებს:

ა) იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები);

ბ) შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (შემდგომში – მომიჯნავე უფლებები);

გ) მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

საქართველოს 2005   წლის 3 ივნისი ს კანონი № 1585 - სსმ I, № 31, 27.06.2005 წ., მუხ. 198

    მუხლი 2. აერთაშორისო ხელშეკრულებები

თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებათა წესები.

     მუხ­ლი 3. კანონის მოქ­მე­დე­ბის სფე­რო

ეს კანონი ვრცელ­დე­ბა:

ა) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მონაცემთა ბაზაზე, რომლებზედაც უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, მონაცემთა ბაზაზე, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა საქართველოს ტერიტორიაზე. ნაწარმოები, ფონოგრამა და ვიდეოგრამა ასევე ჩაითვლება საქართველოში პირველად გამოქვეყნებულად, თუ უცხო ქვეყანაში პირველი გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში ისინი გამოქვეყნდა საქართველოს ტერიტორიაზე;

გ) შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე; შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ჩა­წე­რი­ლია ფო­ნოგ­რა­მაზე ან ვი­დე­ოგ­რა­მა­ზე, რომ­ლის დაც­ვაც ხდე­ბა ამ მუხ­ლის „ბ” ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად; შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც არ არის ჩა­წე­რი­ლი ფო­ნოგ­რა­მა­ზე ან ვი­დე­ოგ­რა­მა­ზე, მაგ­რამ ჩარ­თუ­ლია მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მა­ში, რომ­ლის დაც­ვაც ხდება ამ მუხ­ლის „დ” ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად;

დ) საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემებზე, აგრეთვე სხვა მაუწყებლის გადაცემაზე, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო მაუწყებლობის ლიცენზია ან გაიარა ავტორიზაცია და რომელიც გადასცემს გადაცემას საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გადამცემებით, ეთერის, კაბელის ან სხვა, ანალოგიური საშუალების გამოყენებით;

ე) არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც განლაგებულია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც ჩართულია შემადგენელ ნაწილად საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ არქიტექტურულ ნაწარმოებში, მი­უ­ხე­და­ვად მა­თი ავ­ტო­რე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა და მუდ­მი­ვი საც­ხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­სა;

ვ) მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე, შეს­რუ­ლე­ბა­ზე, ფო­ნოგ­რა­მა­ზე, ვი­დე­ოგ­რა­მასა და მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა გა­და­ცე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც და­ცუ­ლია იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­თა შესაბამისად, რომ­ელთა მო­ნა­წი­ლეც არის სა­ქარ­თვე­ლო.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი  №3694  - ვებგვერდი, 15.06.2015წ.

     მუხ­ლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „ავტორი” – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები;

ბ) „აუ­დიოვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი” – ნა­წარ­მო­ე­ბი, რომელიც შედგება თანამიმდევრული გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებისაგან ხმის თან­ხლე­ბით ან/და უა­მი­სოდ, ქმნის მოძ­რა­ო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და შე­იძ­ლე­ბა აღ­ქმულ იქ­ნეს მხედ­ვე­ლო­ბი­თ ან/და სმე­ნი­თ. აუ­დიოვი­ზუ­ა­ლუ­რ ნა­წარ­მო­ე­ბს მი­ე­კუთვ­ნე­ბა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი და სხვა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ხა­ტუ­ლია კი­ნემა­ტოგ­რა­ფი­ის ანა­ლო­გი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით (ტე­ლე-, ვი­დეო-, დი­ა­ფილ­მე­ბი და სხვა);

გ) „აუ­დიოვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის და­მამ­ზა­დე­ბელი (პრო­დი­უ­სე­რი)” – ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი, რო­მელ­მაც თა­ვის თავ­ზე აი­ღო ინი­ცი­ა­ტი­ვა და იკის­რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბის დამ­ზა­დე­ბი­სათ­ვის; თუ არ არ­სე­ბობს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­სა­ბუ­თე­ბა, აუ­დიოვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის და­მამ­ზა­დებლად მიიჩნევა ის ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი, რომ­ლის სა­ხე­ლი ან და­სა­ხე­ლე­ბაც სა­თა­ნა­დო წე­სით აღ­ნიშ­ნუ­ლია ნა­წარ­მო­ებ­ზე;

დ) საჯარო გაცნობა – ნებისმიერი მოქმედება (გამოქვეყნების გარდა), რომლის შედეგადაც უშუალოდ ან ტექნიკური საშუალებით ნაწარმოები, შესრულება, ფონოგრამა, ვიდეოგრამა, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა ან მონაცემთა ბაზა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა;

ე) გამოცემა – ავტორის, საავტორო ან მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელის, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის თანხმობით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება გაყიდვის ან გაქირავების ანდა ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით იმ რაოდენობით, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების გონივრულ მოთხოვნებს;

ვ) „გაქირავება” – ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ორიგინალის ან ასლის ხელმისაწვდომობა დროის განსაზღვრულ პერიოდში სარგებლობისათვის მოგების მიღების მიზნით;

ზ) „ვიდეოგრამა” – გამოსახულებათა თანამიმდევრობის ჩანაწერი რაიმე ობიექტური ფორმით, ხმის თანხლებით ან უამისოდ;

თ) „ვიდეოგრამის დამამზადებელი (პროდიუსერი)” – ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი, რო­მელ­მაც თა­ვის თავ­ზე აი­ღო ინი­ცი­ა­ტი­ვა და იკისრა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­თა თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბის პირველი ჩა­ნა­წე­რის ხმის თან­ხლე­ბით ან უა­მი­სოდ განხორციელებისათვის; თუ არ არ­სე­ბობს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­სა­ბუ­თე­ბა, ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლად მიიჩნევა ის ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი, რო­მ­ლის სახელი ან/და დასახელებაც სა­თა­ნა­დო წე­სით აღ­ნიშ­ნუ­ლია ვი­დე­ოგ­რა­მა­ზე ან/და მის ფუტ­ლ­არ­ზე;

ი) კაბელით გადაცემა – საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემა სადენით, ოპტიკური ბოჭკოს ან სხვა ანალოგიური საშუალებით;

1) კაბელით ხელახალი გადაცემა – სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე- და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით;

კ) „კომპიუტერული პროგრამა” – ინსტრუქციათა ერთობლიობა სიტყვების, კოდების, სქემების ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით, რომელიც საშუალებას იძლევა აამოქმედოს კომპიუტერი განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. ტერმინი მოიცავს კომპიუტერული პროგრამის დიზაინის მოსამზადებელ მასალას;

ლ) ეთერში გადაცემა – საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემა უსადენო კავშირგაბმულობით, მათ შორის, თანამგზავრის მეშვეობით (თანამგზავრი – ყველა თანამგზავრი, რომელიც მუშაობს ტელესაკომუნიკაციო წესების შესაბამისად საზოგადოებისათვის მისაწოდებელი სამაუწყებლო სიგნალებისათვის განკუთვნილ სიხშირეთა დიაპაზონში; თანამგზავრის მეშვეობით გადაცემა – მაუწყებლობის ორგანიზაციის კონტროლისა და პასუხისმგებლობის პირობებში პროგრამების მატარებელი სიგნალების მიღება; საზოგადოებისათვის განკუთვნილი პროგრამები მიიღება კავშირის უწყვეტი ჯაჭვის სახით – ზევით სატელიტისა და ქვევით დედამიწის მიმართულებით); კოდირებული სიგნალების გადაცემა წარმოადგენს ეთერში გადაცემას, თუ დეკოდირების საშუალებები საზოგადოებას მიეწოდება საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ ან მისი თანხმობით;

მ) მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა – საზოგადოების მიერ მისაღებად განკუთვნილი ხმის ან/და გამოსახულების ერთობლიობა, რომელიც გადაიცემა ეთერში ან კაბელით;

ნ) მონაცემთა ბაზა – სისტემური ან მეთოდური წესით განლაგებული ნაწარმოებების ან/და სხვა მონაცემებისა და მასალის კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით. ტერმინი არ გულისხმობს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საშუალებებით ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნისა და გამოყენების დროს;

ო) რეპროდუცირება – ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან მისი ნაწილის ერთი ან ერთზე მეტი ასლის დამზადება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მათ შორის, ხმისა და ვიდეოჩანაწერის ფორმით. რეპროდუცირებად ასევე ჩაითვლება ჩაწერა დროებითი ან მუდმივი შენახვისათვის, ელექტრონული (ციფრულის ჩათვლით), ოპტიკური ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით;

1) დროებითი ასლი – ნაწარმოების, შესრულების ჩანაწერის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის ან მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ჩანაწერის შემთხვევითი ან აუცილებელი დროებითი ასლი, რომელიც წარმოადგენს ტექნიკური პროცესის აუცილებელ და მნიშვნელოვან ნაწილს; დროებითი ასლის შექმნის ერთადერთი მიზანია უზრუნველყოს ობიექტის ქსელში გადაცემა მესამე პირებს შორის ნაწარმოების ან/და მომიჯნავე უფლებების ობიექტების შუალედური ან კანონიერი გამოყენებისას და ასეთ დროებით ასლს არ აქვს დამოუკიდებელი კომერციული მნიშვნელობა;

პ) რეპროგრაფიული გამრავლება (ასლის გადაღება) – წერილობითი ან გრაფიკული საშუალებით გამოხატული ნაწარმოების, მონაცემების ან სხვა მასალის ორიგინალის ან ასლის ფაქსიმილური რეპროდუცირება ნებისმიერი ზომით, ფოტოკოპირების ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. რეპროგრაფიულ გამრავლებად არ ჩაითვლება ჩაწერა ელექტრონული (ციფრულის ჩათვლით), ოპტიკური ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით;

ჟ) საჯარო გადაცემა – ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

რ) „საჯარო შესრულება” – ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკ­ლა­მა­ცი­ის, თა­მა­შო­ბის, სიმ­ღე­რის, ცეკ­ვის ან სხვა სა­ხით, უშუ­ა­ლოდ (ცოც­ხა­ლი შეს­რუ­ლე­ბა) ან ნე­ბის­მი­ე­რი მოწ­ყობ­ილო­ბი­ს მეშ­ვე­ო­ბით, ად­გილ­ზე (ად­გი­ლებ­ზე), სა­დაც საჯარო შეს­რუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა აღ­ქმუ­ლ იქ­ნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გა­რე­შე და სა­დაც ეს­წრე­ბი­ან ან შე­იძ­ლე­ბა ეს­წრე­ბოდ­ნენ პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან ოჯა­ხის ან ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­თა წრეს. აუდიო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ჯა­რო შეს­რუ­ლე­ბად ით­ვლე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის გამოსახულებათა ჩვე­ნე­ბა თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით;

ს) საჯარო ჩვენება – ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დემონსტრირება უშუალოდ ან ეკრანზე ფირის, სლაიდის, კადრის ან სხვა ტექნიკური საშუალების მეშვეობით, რასაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. აუდიოვიზუალური ნაწარმოების საჯარო ჩვენებად ჩაითვლება ცალკეული კადრების ჩვენება თანამიმდევრობის გარეშე;

ტ) ტექნოლოგიური საშუალება – ნებისმიერი ტექნოლოგია, მოწყობილობა ან მისი კომპონენტი, რომელთა ნორმალურად ფუნქციონირების დროს აღკვეთილია ან იზღუდება მოქმედებები, რომლებიც არ არის ნებადართული საავტორო ან სხვა უფლებების მფლობელის მიერ; ტექნოლოგიური საშუალება ქმედითად ჩაითვლება, თუ დაცული ნაწარმოების ან სხვა ობიექტის გამოყენებისას უფლებათა მფლობელი მასთან წვდომას აკონტროლებს იმ პროცესების მეშვეობით (დაშიფრვის, კოპირების შეზღუდვისა და სხვა გზით), რომლებიც ემსახურება დაცვის მიზანს;

1) ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლა – მოწყობილობის ან მისი კომპონენტის ან/და სხვა საშუალებების გამოყენება ტექნოლოგიური საშუალებების ნეიტრალიზაციისათვის;

უ) უფლების მართვის ინფორმაცია – ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის საშუალებით ხორციელდება ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის, ავტორის ან უფლებათა მფლობელის იდენტიფიცირება, ანდა ინფორმაცია ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების პირობების შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი ციფრები და კოდები, რომლებშიც მოცემულია ასეთი ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის ნებისმიერი ელემენტი აღნიშნულია ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის ასლზე ანდა ჩნდება მათი საჯარო გაცნობის დროს;

ფ) ფონოგრამა – შესრულების ხმის, სხვა ხმის ან ხმის გამომხატველი სიგნალის ჩანაწერი. ტერმინი არ გულისხმობს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში ჩართულ ხმის ჩანაწერს;

ქ) „ფო­ნოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებე­ლი” – ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი, რო­მელ­მაც თა­ვის თავ­ზე აი­ღო ინი­ცი­ა­ტი­ვა და იკისრა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შეს­რუ­ლე­ბის ან სხვა ხმე­ბის პირ­ვე­ლი ხმო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის; თუ არ არ­სე­ბობს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­სა­ბუ­თე­ბა, ფო­ნოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლად მიიჩ­ნე­ვა ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი, რო­მ­ლის სახელი ან/და დასახელებაც სა­თა­ნა­დო წე­სით აღ­ნიშ­ნუ­ლია ფო­ნოგ­რა­მა­ზე ან/და მის ფუტ­ლ­არ­ზე;

ღ) ჩაწერა – გამოსახულების ან/და ხმის ფიქსირება რაიმე ობიექტური ფორმით, რაც ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით მათი აღქმის, რეპროდუცირებისა და გადაცემის საშუალებას იძლევა;

ყ) შემსრულებელი – მსახიობი (თეატრის, კინოსი და ა.შ.), მომღერალი, მუსიკოსი, მოცეკვავე ან სხვა პირი, რომელიც თამაშობს როლს, კითხულობს, მღერის, ახდენს დეკლამირებას, უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე ან სხვაგვარად ასრულებს ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებს, საესტრადო, საცირკო, თოჯინურ ან ფოლკლორულ ნომერს.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

თა­ვი II

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი

მუხ­ლი 5. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის ობი­ექ­ტე­ბი

1. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა ვრცელ­დე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებებ­ზე, რო­მ­ლებიც წარ­მო­ად­გენს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ-შე­მოქ­მე­დე­ბითი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დეგს, გა­ნურ­ჩევ­ლად ნა­წარ­მო­ე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა, ავ­კარ­გი­ა­ნო­ბი­სა, ჟან­რი­სა, მო­ცუ­ლო­ბი­სა, გა­მო­ხატ­ვის ფორ­მი­სა და სა­შუ­ა­ლე­ბი­სა.

2. საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა.

3. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

    მუხ­ლი 6. მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რისა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბები

1. მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბია:

ა) ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი (წიგ­ნი, ბრო­შუ­რა, სტა­ტია, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მა და სხვა);

ბ) დრა­მა­ტუ­ლი ან მუ­სი­კა­ლურ-დრა­მა­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ი­ს ან პანტომიმის ნა­წარ­მო­ე­ბი და სხვა სას­ცე­ნო ნა­წარ­მო­ე­ბი;

გ) მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი ტექ­სტით ან უტექ­სტოდ;

დ) აუდიოვიზუალური ნაწარმოები;

ე) სკულ­პტუ­რის, ფერ­წე­რის, გრა­ფი­კის, ლი­თოგ­რა­ფი­ის, სახვითი ხელოვნებისა და სხვა მსგავსი ნა­წარ­მო­ე­ბი;

ვ) დე­კო­რა­ტი­ულ-გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ან მო­ნუ­მენ­ტუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი;

ზ) თე­ატ­რა­ლურ-დე­კო­რა­ტი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი;

თ) არ­ქი­ტექ­ტუ­რული, ქა­ლაქმშე­ნებ­ლო­ბი­ს ან სა­ბა­ღე-სა­პარ­კო ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი;

ი) ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი ან ფო­ტოგ­რა­ფი­ის ანა­ლო­გიუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით შექ­მნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი. აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ცალ­კეული გამოსახულება არ ­ით­ვლე­ბა ფო­ტოგ­რა­ფი­ულ ნა­წარ­მო­ე­ბად;

კ) რუ­კა, გეგ­მა, ეს­კი­ზი, ილუს­ტრა­ცია და სხვა მსგავსი ნა­წარ­მო­ე­ბი, რომე­ლიც მი­ე­კუთ­ვნე­ბა გეოლოგიას, გე­ოგ­რა­ფი­ას, კარტოგ­რა­ფი­ას ან სხვა დარგებს;

ლ) გა­და­­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, კერძოდ, თარ­გმა­ნი, მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის პწკა­რე­დი, ადაპ­ტა­ცია, ეკრანიზაცია, მი­მო­ხილ­ვა, ინ­სცე­ნი­რე­ბა, კომ­პი­ლაცია, მუ­სი­კა­ლუ­რი არან­ჟი­რე­ბა და მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებ­თა სხვაგ­ვა­რი გა­და­მუ­შა­ვე­ბა­;

მ) შედგენილი ნაწარმოები, კერძოდ, კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა და სხვა ნაწარმოები, რომელიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს;

ნ) სხვა ნაწარმოებები.

2. გა­და­მუ­შა­ვე­ბულ და შედ­გე­ნილ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა ხორციელდე­ბა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, წარ­მო­ად­გე­ნს თუ არა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის ობი­ექ­ტებს ის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რო­მლებსაც ემყარებიან ან შე­ი­ცა­ვენ ისინი.

3. გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლ და შედ­გე­ნი­ლ ნა­წარ­მო­ე­ბთა დაც­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი­ს თა­ნაბ­რად.

4. კომპიუტერული პროგრამის დაცვა ვრცელდება ყველა სახის კომპიუტერულ პროგრამაზე (ოპერაციული სისტემების ჩათვლით), რომელიც შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერი ენით და ფორმით, საწყისი ტექსტისა და ობიექტური კოდის ჩათვლით.

საქართველოს 2002   წლის 10 ოქტომბრი ს კანონი № 1693 - სსმ I, № 28 , 28.10.2002 წ., მუხ. 129

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 7. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის­აგან

1. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ობი­ექ­ტის სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­შიც გა­მო­ხა­ტუ­ლია ნა­წარ­მო­ე­ბი.

2. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ობი­ექ­ტის სა­კუთ­რე­ბის ან მფლო­ბე­ლო­ბის გა­და­ცე­მა თა­ვის­თა­ვად არ იწ­ვევს ამ ობი­ექ­ტში გა­მო­ხა­ტულ ნა­წარ­მო­ებ­ზე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მას, გარდა ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

     მუხ­ლი 8. ნა­წარ­მო­ე­ბები, რო­მლებ­ზედაც არ ვრცელ­დე­ბა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა

1. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა არ ვრცელ­დე­ბა შემ­დეგ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე:

ა) ოფი­ცი­ა­ლუ­რ დო­კუ­მენ­ტე­ბზე (კა­ნო­ნე­ბი, სა­სა­მარ­თლოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და ნორ­მა­ტი­უ­ლი ხა­სი­ა­თის სხვა ტექ­სტე­ბი), აგ­რეთ­ვე მა­თ ოფი­ცი­ა­ლუ­რ თარ­გმა­ნე­ბზე;

ბ) სა­ხელ­მწი­ფო­ს ოფი­ცი­ა­ლუ­რ სიმ­ბო­ლო­ე­ბზე (დრო­შა, გერ­ბი, ჰიმ­ნი, ჯილ­დო­ე­ბი, ფუ­ლის ნიშ­ნე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო­ს სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბი და სიმ­ბო­ლო­ე­ბი);

გ) ინფორ­მა­ცი­ებზე ფაქ­ტე­ბისა და მოვ­ლე­ნე­ბი­ს შე­სა­ხებ.

2. ამ მუხლის პირ­ვე­ლი პუნქტის „ბ” ქვეპუნ­ქტში აღნიშნულ ნა­წარ­მო­ებთა სხვი­სი სა­ხე­ლით გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ავ­ტო­რის სა­ხე­ლის უფ­ლე­ბის დაც­ვა.

     მუხ­ლი 9. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბა

1. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებებ­ზე წარ­მო­იშ­ო­ბა მათი შექ­მნის მო­მენ­ტი­დან. ნა­წარ­მო­ე­ბი შექ­მნი­ლად ით­ვლე­ბა, რო­დე­საც იგი გა­მო­ხა­ტუ­ლია რაიმე ობი­ექ­ტუ­რი ფორ­მით, რაც მი­სი აღ­ქმი­სა და რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

2. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის აუცილებელი არ არის ნა­წარ­მო­ე­ბის რე­გის­ტრა­ცია, სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა ან სხვა ფორ­მა­ლო­ბა­თა დაც­ვა.

3. (ამოღებულია) .

4. განსაკუთრებული სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის მფლო­ბელს თა­ვი­სი უფ­ლე­ბის განცხა­დე­ბისათვის შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის დაც­ვის ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც და­ის­მე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის ყო­ველ ეგ­ზემ­პლარ­ზე და შედ­გე­ბა სა­მი ელე­მენ­ტი­სა­გან:

ა) ლა­თი­ნუ­რი ასო C წრე­წი­რში: ©;

ბ) გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლის სა­ხე­ლი (და­სა­ხე­ლე­ბა);

გ) ნა­წარ­მო­ე­ბის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მის წე­ლი.

საქართველოს 2000   წლის 5 დეკემბრი ს კანონი № 651 - სსმ I, № 47 , 14.12.2000 წ., მუხ. 135

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხლი 91. ნაწარმოების დეპონირება

1. ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს , ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოსსაქპატენტში “. დეპონირების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული პირი მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად /საავტორო უფლების მფლობელად , თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება .

2. ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის „საქპატენტში“ დეპონირებისას განმცხადებელმა უნდა დაიცვას წარმოდგენილ ნაწარმოებთან დაკავშირებული სხვა პირების საავტორო ან სხვა უფლებები.

3. „საქპატენტში“ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი.

4. თუ „საქპატენტში“ ნაწარმოებს წარადგენს ავტორის მემკვიდრე, უფლებამონაცვლე ან სხვა პირი, რომელიც ფლობს საავტორო უფლებებს, განცხადებას უნდა დაერთოს მემკვიდრეობის, უფლებამონაცვლეობის ან საავტორო უფლებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. „საქპატენტში“ ნაწარმოების წარმომადგენლის მეშვეობით დეპონირებისას განცხადებას უნდა დაერთოს აგრეთვე წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. „საქპატენტის“ მიერ ამ მუხლის თანახმად დეპონირებულ ნაწარმოებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება გახდეს საჯარო თავად ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მოთხოვნით.

7. ნაწარმოების დეპონირებისათვის გადაიხდება საფასური , რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით .

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

საქართველოს 2010  წლის 4 მაისის კანონი №3032 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.184

     მუხ­ლი 10. ავ­ტო­რო­ბის პრე­ზუმ­ფცია

1. პი­რი, რო­მე­ლიც სა­თა­ნა­დო წე­სით აღ­ნიშ­ნუ­ლია, რო­გორც ავ­ტო­რი, ნა­წარ­მო­ე­ბის ორი­გი­ნალ­ზე ან ასლზე, მი­იჩ­ნე­ვა ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. ეს დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ასე­ვე ნა­წარ­მო­ე­ბის ფსევ­დო­ნი­მით გა­მოქვეყნებისას, თუ ავ­ტო­რი ამ ფსევ­დო­ნი­მით სა­ყო­ველ­თაოდ ცნო­ბი­ლია.

2. რო­დე­საც ნა­წარ­მო­ე­ბი ქვეყ­ნდე­ბა ფსევ­დო­ნი­მით (გარდა იმ შემ­თხვე­ვისა, რო­დე­საც ავ­ტო­რი ამ ფსევ­დო­ნი­მით სა­ყო­ველ­თაოდ ცნო­ბი­ლია) ან ანო­ნი­მუ­რად, გა­მომ­ცე­მე­ლი, რომ­ლის სახე­ლი ან და­სა­ხე­ლე­ბაც სათანადო წესით აღ­ნიშ­ნუ­ლია ნა­წარ­მო­ებ­ზე, ით­ვლე­ბა ავ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. მას, როგორც წარმომადგენელს, უფლება აქვს დაიცვას ავტორის უფლებები და უზრუნველყოს მათი განხორციელება. ეს დე­ბუ­ლე­ბა გამოიყენება მა­ნამ, სა­ნამ ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რი არ გა­ამ­ჟღავ­ნებს თა­ვის ვი­ნა­ო­ბას.

     მუხ­ლი 11. თა­ნა­ავ­ტო­რო­ბა

1. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც ერთობლივი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნა ორმა ან ორზე მეტმა პირმა (თანაავტორობა), ერთობლივად ეკუთვნის თანაავტორებს, იმის მიუხედავად, ეს ნაწარმოები წარმოადგენს ერთ განუყოფელ მთლიანობას, თუ შედგება ნაწილებისაგან, რომელთაგან თითოეულს დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს. თანაავტორთა ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

2. არც ერთ თა­ნა­ავ­ტორს არა აქვს უფ­ლე­ბა, აკ­რძა­ლოს ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა საამი­სოდ საკ­მაო სა­ფუძ­ვლე­ბის არ­სე­ბო­ბის გა­რე­შე.

3. თანაავტორთა შეთანხმებით ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა შეიძლება განხორციელდეს ერთობლივი ფსევდონიმით.

4. ყო­ველ თა­ნა­ავ­ტორს აქვს უფ­ლე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნოს ნა­წარ­მო­ე­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მის მი­ერ არის შექ­მნი­ლი და რო­მელ­საც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუ მათ შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

5. თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით შექ­მნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ნა­წი­ლი ჩა­ით­ვლე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნედ, თუ იგი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს ნა­წარ­მო­ე­ბის სხვა ნა­წი­ლე­ბის გა­რე­შეც.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

    მუხ­ლი 12. შედგენილი ნაწარმოების ავტორის (შემ­დგენ­ლის) უფ­ლე­ბე­ბი

1. შედ­გე­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტორს (შემ­დგე­ნელს) ეკუთ­ვნის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა მა­სა­ლის შერ­ჩე­ვა­სა და გან­ლა­გე­ბა­ზე, რაც მი­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ-შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დეგს წარ­მო­ად­გენს.

2. შემდგენელმა უნდა დაიცვას შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორების საავტორო უფლება.

3. შედ­გე­ნილ ნა­წარ­მო­ებ­ში შე­სულ ნა­წარ­მო­ებ­თა ავ­ტო­რებს უფ­ლე­ბა აქვთ გა­მო­ი­ყე­ნონ თა­ვი­ან­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შედ­გე­ნი­ლი ნა­წარ­მოებისაგან და­მო­უ­კი­დე­ბ­ლად, თუ სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

4. შემ­დგენ­ლის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა ხელს არ უშ­ლის სხვა პი­რებს, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ იმა­ვე მა­სა­ლის შერ­ჩე­ვა და გან­ლა­გე­ბა თა­ვი­ან­თ შედ­გე­ნილ ნა­წარ­მო­ებთა შე­საქ­მნე­ლად.

     მუხ­ლი 13. გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რის უფ­ლე­ბე­ბი

1. გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რს ეკუთვნის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა მის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზე.

2. გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რმა უნ­და და­იც­ვას ამ ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა.

3. გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა ხელს არ უშ­ლის სხვა პი­რებს, გა­და­ა­მუ­შა­ონ იგი­ვე ნა­წარ­მო­ე­ბი.

     მუხ­ლი 14. გა­მომ­ცემ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი

1. ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბის, ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რი ლექ­სი­კო­ნე­ბის, მეც­ნი­ე­რუ­ლი ნაშრო­მე­ბის, პე­რი­ო­დუ­ლი და ერ­თმა­ნე­თის გა­მგ­რძე­ლე­ბე­ლი კრე­ბუ­ლე­ბის, გა­ზე­თე­ბის, ჟურ­ნა­ლე­ბი­სა და სხვა პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის გა­მომ­ცემ­ლებს ეკუთ­ვნით ამ გამოცემებში შესულ ნა­წარ­მო­ე­ბთა გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა. გა­მომ­ცე­მელს უფ­ლე­ბა აქვს, ასე­თ ნა­წარ­მო­ე­ბთა ნე­ბის­მი­ე­რი სახით გა­მო­ყე­ნე­ბისას მი­უ­თი­თოს თა­ვი­სი ­სა­ხე­ლი ან მო­ით­ხო­ვოს მისი მი­თი­თე­ბა. დაუშვებელია გაზეთში, ჟურნალში ან სხვა პერიოდულ გამოცემაში შესული ნაწარმოების გამოყენება სხვა პირის მიერ ამ გაზეთის, ჟურნალის ან პერიოდული გამოცემის გამომცემლის ან ასეთი ნაწარმოების ავტორის თანხმობის გარეშე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში გამოქვეყნებული ექსკლუზიური მასალის სხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია იმ საინფორმაციო საშუალების დამოწმება, რომელშიც ეს მასალა პირველად გამოქვეყნდა.

2. ამ მუხ­ლის პირველ პუნქტში აღ­ნიშ­ნულ გა­მო­ცე­მებ­ში შე­სუ­ლ ნა­წარ­მო­ებთა ავ­ტო­რები ინარ­ჩუნე­ბენ თა­ვი­ან­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლ უფ­ლე­ბას, თუ სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

საქართველოს 1999  წლის 9 სექტემბრი ს კანონი № 2388 - სსმ I, № 43(50) , 21.09.1999 წ., მუხ. 223

     მუხ­ლი 15. საავტორო უფლება აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რ ნა­წარ­მო­ე­ბზე

1. აუ­დიოვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რები (თა­ნა­ავ­ტო­რები) არიან: დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი, სცე­ნა­რის ავ­ტო­რი, დიალოგების ავტორი, ავტორი ტექ­სტიანი ან უტექ­სტო მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბისა, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ აუ­დიოვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბისათვის.

2. აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე ხელშეკრულების დადება იწვევს ავტორთა (თანაავტორთა) მიერ ამ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლების გადაცემას აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლისათვის, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ ნაწარმოების ავტორებს (თანაავტორებს) უნარჩუნდებათ უფლება მიიღონ ჰონორარი მოსარგებლისაგან (მაუწყებლობის ორგანიზაციისაგან, კინოთეატრისაგან და ა.შ.) ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის და ხელშეკრულებით სხვაგვარი შეთანხმება აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელსა და ავტორებს შორის ბათილია. ამ უფლების განხორციელება ხდება მხოლოდ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარგებლის მიერ ჰონორარი გადახდილია უშუალოდ ავტორისათვის (თანაავტორებისათვის), რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის წარდგენის ვალდებულება ეკისრება მოსარგებლეს.

3. აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის და­მამ­ზა­დე­ბელს უფ­ლე­ბა აქვს, ასე­თი ნა­წარ­მოების ნე­ბის­მი­ე­რი სახით გა­მო­ყე­ნე­ბისას მი­უ­თი­თოს თა­ვი­სი სა­ხე­ლი ან მო­ით­ხო­ვოს მისი მი­თი­თე­ბა.

4. ავ­ტო­რი ად­რე შექ­მნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი­სა, რო­მე­ლიც გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ან ჩარ­თუ­ლია შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლურ ნა­წარ­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე ავ­ტო­რი ნა­წარ­მო­ე­ბი­სა, რომე­ლიც შექ­მნი­ლია აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის შექმნის პრო­ცეს­ში, ინარ­ჩუ­ნე­ბენ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქონე თა­ვი­ანთ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე. მათ უფ­ლე­ბა აქვთ და­მო­უ­კი­დებ­ლად ისარგებლონ ამ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით, თუ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, იმ პი­რო­ბით, რომ ასე­თი სარ­გებ­ლო­ბა ხელს არ შეუშ­ლის აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ნორ­მა­ლურ გა­მო­ყე­ნე­ბას.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 16. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რივ ნა­წარ­მო­ებ­ზე

1. ქონებრივი უფლებები დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე , რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებასთან (სამსახურებრივი ნაწარმოები ), ეკუთვნის შესაბამისად დამსაქმებელს ან შემკვეთს , თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული .

2. (ამოღებულია) .

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. დამსაქმებელს უფლება აქვს , სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი (დასახელება ) ან მოითხოვოს ასეთი მითითება .

7. სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას საავტორო გასამრჯელოს (ჰონორარის  ) ოდენობა და გადახდის წესი შეიძლება განისაზღვროს ავტორსა და დამსაქმებელს შორის ხელშეკრულებით .

8. (ამოღებულია) .

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

საქართველოს 2010  წლის 4 მაისის კანონი №3032 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.184

    მუხ­ლი 17. ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რის პი­რა­დი არა­ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბი

1. ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რის პი­რა­დი არა­ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბია:

ა) აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, ავ­ტო­რის სახელის მითითების მოთხოვნის უფ­ლე­ბის ჩათვლით (ავტორობის უფლება);

ბ) მიუთითოს ფსევდონიმი სახელის ნაცვლად და მოითხოვოს ასეთი მითითება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, აგრეთვე უარი თქვას სახელის აღნიშვნაზე (სა­ხე­ლის უფ­ლე­ბა);

გ) გადაწყვიტოს, როდის, სად და რა ფორმით გახადოს ცნობილი ნაწარმოების შექმნის ფაქტი;

დ) ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის სახელწოდებაში (სათაურში) და ავტორის სახელში, აგრეთვე წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება);

ე) დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება);

ვ) ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა);

ზ) მო­ით­ხო­ვოს ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შეწ­ყვე­ტა (ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მოხმო­ბის უფ­ლე­ბა). ამ შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლია სა­ჯა­როდ გა­ნაც­ხა­დოს გა­მოხ­მო­ბის შე­სა­ხებ. ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მოხ­მო­ბის უფ­ლე­ბა არ ვრცელდება სამ­სა­ხუ­რებ­რივ ნა­წარ­მო­ე­ბზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების განხორციელება ხდება ავტორის ხარჯზე. ავტორმა ნაწარმოების მოსარგებლეს უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი მიუღებელი მოგების ჩათვლით. ავტორს აგრეთვე უფლება აქვს, სამოქალაქო ბრუნვიდან თავისი ხარჯებით ამოიღოს გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით ადრე დამზადებული ნაწარმოების ასლები.

3. პი­რა­დი არაქონებრივი უფ­ლე­ბე­ბი ავ­ტორს ეკუთ­ვნის მი­სი­ ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად და უნარ­ჩუნ­დე­ბა ამ უფ­ლე­ბე­ბის დათ­მო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც.

4. დაუშვებელია პირადი არაქონებრივი უფლებების გასხვისება ავტორის სიცოცხლეში. მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ავ­ტო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ხდე­ბა ამ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

 

    მუხ­ლი 18. ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რის ­ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბი

1. ავ­ტორს ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბელს აქვს ნა­წარ­მო­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სახით გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა.

2. ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა ნიშ­ნავს უფ­ლე­ბას, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, ნე­ბა დარ­თოს ან აკ­რძა­ლოს:

ა) ნა­წარ­მო­ე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა (რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის უფ­ლე­ბა);

ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება);

გ) ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება);

დ) ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ჯა­რო ჩვე­ნე­ბა (სა­ჯა­რო ჩვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი;

ე) ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ჯა­რო შეს­რუ­ლე­ბა (სა­ჯა­რო შეს­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა);

ვ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

ზ) ნა­წარ­მო­ე­ბის თარ­გმნა (თარ­გმნის უფ­ლე­ბა);

თ) ნა­წარ­მო­ე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა (გა­და­მუ­შა­ვე­ბის უფ­ლე­ბა);

ი) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება.

3. ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).

4. საქართველოში ავტორის მიერ ან მისი თანხმობით ნაწარმოების ასლის პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ავტორის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე.

5. ნოტებით გამოხატული მუსიკალური ნაწარმოების, აუდიოვიზუალური ნაწარმოების, კომპიუტერული პროგრამის, მონაცემთა ბაზის, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ავტორებს ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელებს ეკუთვნით აღნიშნულ ნაწარმოებთა ორიგინალის ან ასლების გაქირავების და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის განსაკუთრებული უფლება, ამ ორიგინალზე ან ასლებზე საკუთრების უფლების მიუხედავად.

6. არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი, ქა­ლაქ­მშე­ნებ­ლო­ბი­სა და სა­ბა­ღე-სა­პარ­კო პრო­ექ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა მო­ი­ცავს ასე­თი პრო­ექ­ტე­ბის განხორციელების უფ­ლე­ბას.

7. საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისათვის დგინდება, ერთი მხრივ, ავტორს, საავტორო უფლების სხვა მფლობელს ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და, მეორე მხრივ, მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. ნაწარმოების კაბელით ხელახალი გადაცემის შემთხვევაში საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დგინდება მხოლოდ ამ ორგანიზაციასა და მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. თუ აღნიშნული ორგანიზაცია და მოსარგებლე ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტი“. „საქპატენტის“ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში.

   8. პირს, რომელიც საავტორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით პირველად გახდის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს ნაწარმოებს, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა ადრე არ მომხდარა, ამ ნაწარმოებზე წარმოეშობა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონებრივი უფლებები.
   9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლ ქო­ნებ­რი­ვ უფ­ლებათა შეზ­ღუდ­ვე­ბი გა­ნი­საზ­ღვრე­ბა ამ კა­ნო­ნის 21–28-ე მუხლებით, იმ პირობით, რომ ასეთი შეზღუდვები ხელს არ შეუშლის ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ შელახავს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის კანონიერ ინტერესებს.

საქართველოს 2005   წლის 3 ივნისის კანონი № 1585 - სსმ I, № 31, 27.06.2005 წ., მუხ. 198

     მუხ­ლი 19. ქონებრივი უფლებები კომპიუტერულ პროგრამებზე და მონაცემთა ბაზებზე

1. კომპიუტერული პროგრამის ავტორი ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ უფლებებთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) კომპიუტერული პროგრამის რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ. თუ ასეთი რეპროდუცირება ესაჭიროება კომპიუტერული პროგრამის ჩატვირთვას, ჩვენებას, მუშაობას, გადაცემას (ტრანსმისიას) ან შენახვას, აუცილებელია ავტორის თანხმობა;

ბ) კომპიუტერული პროგრამის პროგრამირების ერთი ენიდან მეორე ენაზე გადატანა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება იმ პირის უფლებების დაცვით, რომელიც ცვლის კომპიუტერულ პროგრამას;

გ) (ამოღებულია).

2. მონაცემთა ბაზის ავტორი ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ უფლებებთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) მონაცემთა ბაზის დროებითი ან მუდმივი რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ;

ბ) მონაცემთა ბაზის თარგმნა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება, გავრცელება, საჯარო გადაცემა, ჩვენება ან შესრულება;

გ) (ამოღებულია).

დ) ნებისმიერი გადაცემა, ჩვენება ან შესრულება საზოგადოების წინაშე, დიალოგური, პირდაპირი ტრანსლაციის ჩათვლით.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 20. სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რის უფ­ლე­ბე­ბი

1. სახ­ვი­თი ხელოვნების ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტორს უფ­ლე­ბა აქვს მოს­თხო­ვოს ნა­წარ­მო­ე­ბის მე­სა­კუთ­რეს, მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა (დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა). ამას­თა­ნ, მე­სა­კუთ­რეს არ შე­იძ­ლე­ბა მო­ეთ­ხო­ვოს ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ტა­ნა ავ­ტორ­თან.

2. სახვითი ხელოვნებისა და ფოტოგრაფიული ნაწარმოების ორიგინალის პირველად გასხვისების შემდეგ მისი ყოველი მომდევნო გაყიდვის შემთხვევაში, მათ შორის, პროფესიონალი შუამავლების (სამხატვრო სალონის, სახვითი ხელოვნების გალერეის და სხვ.) მეშვეობით, ავტორს ან მის მემკვიდრეებს უფლება აქვთ გამყიდველისაგან მიიღონ ჰონორარი შემდეგი ოდენობით:

ა) თუ გასაყიდი ფასია 500 ლარიდან 100 000 ლარამდე – 4%;

ბ) თუ გასაყიდი ფასია 100 000,01 ლარიდან 400 000 ლარამდე – 4000 ლარს + 100 000,01 ლარს ზემოთ თანხის 3%;

გ) თუ გასაყიდი ფასია 400 000,01 ლარიდან 700 000 ლარამდე – 13000 ლარს + 400 000,01 ლარს ზემოთ თანხის 1%;

დ) თუ გასაყიდი ფასია 700 000,01 ლარიდან 1 000 000 ლარამდე – 16000 ლარს + 700 000,01 ლარს ზემოთ თანხის 0,5%;

ე) თუ გასაყიდი ფასია 1 000 000 ლარზე მეტი – 17500 ლარს + 1 000 000 ლარს ზემოთ თანხის 0,25%.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ჰონორარის შეგროვება ხორციელდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მეშვეობით, რომლის მოთხოვნის საფუძველზედაც სახვითი ხელოვნების ან ფოტოგრაფიული ნაწარმოების გამყიდველი ვალდებულია წარუდგინოს მას გაყიდვების შესახებ ინფორმაცია. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ჰონორარი (გადასახადების გადახდის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის მე-2 პუნქტში აღნიშნულ სახვითი ხელოვნებისა და ფოტოგრაფიული ნაწარმოების ორიგინალს უთანაბრდება ავტორის მიერ ან მისი ნებართვით შეზღუდული რაოდენობით დამზადებული ორიგინალის ასლები.

5. აკრძალულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გასხვისება, რომელიც კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით გადადის მხოლოდ ავტორის მემკვიდრეზე საავტორო უფლების მოქმედების ვადით.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

თავი III

ქონებრივი უფლებების შეზღუდვა

     მუხ­ლი 21. ნა­წარ­მო­ების რეპროდუცირება ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისათვის

1. დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირ­ვე­ლი პუნქტი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა:

ა) არ­ქი­ტექ­ტუ­რული ნა­წარ­მო­ებების­ შე­ნო­ბა - ნაგებო­ბა­თა ფორ­მით რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბი­სას;

ბ) ელექტრონული მონაცემთა ბაზების რეპროდუცირებისას, გარდა ამ კანონის 28-ე და 30-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბი­სას, გა­რდა ამ კანონის 28-ე და 29-ე მუხ­ლებით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვებისა;

დ) წიგ­ნე­ბის (მთლი­ა­ნად), ნო­ტე­ბისა და სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის რეპ­როგ­რა­ფი­უ­ლი გამრავლებისას;

ე) აუდიოვიზუალური ნაწარმოების, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების რეპროდუცირებისას.

3. ფი­ზი­კურ პირ­თა მი­ერ პი­რა­დი სარ­გებ­ლო­ბისათვის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბი­სას აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ან ფო­ნოგ­რა­მა­ზე ჩაწერილი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტორს ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბელს, ამ მუხ­ლის პირ­ვე­ლ პუნქტში აღნიშნული წესისაგან განსხვავებით, უფ­ლე­ბა აქვს მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ჰონორარი.

4. ჰონორარი გა­დაიხ­დება პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწ­ყო­ბი­ლო­ბა­თა (აუ­დიო- და ვი­დე­ო­მაგ­ნი­ტო­ფო­ნე­ბისა და სხვა მოწ­ყო­ბი­ლო­ბათა) და მა­ტე­რი­ა­ლურ მა­ტა­რე­ბელ­თა (ფონო- და ვი­დეო­ფირების, კა­სე­ტე­ბის, ლა­ზე­რუ­ლი ფირ­ფი­ტე­ბის, კომ­პაქტფირ­ფი­ტე­ბისა და სხვა მა­ტე­რი­ა­ლუ­რ მა­ტა­რებე­ლთა) მწარმოებლებისა და იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის მი­ერ.

5. ჰონორარის შეგ­რო­ვე­ბასა და გა­ნა­წი­ლე­ბას ახორ­ცი­ელებს იმ ორ­გა­ნი­ზა­ციათაგან ერთ-ერ­თი, რო­მ­ლებიც კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მარ­თავენ ავ­ტორ­თა, შემს­რუ­ლე­ბელ­თა და ფო­ნოგ­რა­მების და­მამ­ზა­დე­ბელ­თა ქო­ნებ­რივ უფ­ლე­ბებს, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა შო­რის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ჰონორარი ნაწილდება შემდეგნაირად: 40 პროცენტი – ავტორებს, 30 პროცენტი – შემსრულებლებს, 30 პროცენტი – ფონოგრამების დამამზადებლებს. აღნიშნულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, მათ შორის, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან მოითხოვონ ინფორმაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ.

6. ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, აღნიშნულ მწარმოებლებს ან იმპორტიორებს და, მეორე მხრივ, ერთ-ერთ იმ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ავტორთა, შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტი“. „საქპატენტის“ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში.

7. ჰონორარი ნაწილდება იმ ნაწარმოებების ავტორებსა და საავტორო ან მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს შორის, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებში.

8. ჰონორარი არ გა­დაიხ­დე­ვი­ნე­ბა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მოწ­ყო­ბი­ლო­ბებ­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ მა­ტა­რებ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გე­ნს:

ა) ექ­სპორ­ტის სა­განს;

ბ) პრო­ფე­სიულ მოწ­ყო­ბი­ლო­ბას, რო­მე­ლიც არ არის გან­კუთ­ვნი­ლი საშინაო გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის.

9. ჰონორარი აგრეთვე არ გა­დაიხ­დე­ვი­ნე­ბა ფი­ზი­კურ პირ­თა მი­ერ აღ­ნიშ­ნული მოწ­ყო­ბი­ლო­ბებისა და მატერიალური მატარებლების პი­რა­დი მიზ­ნით იმ­პორ­ტირების შემ­თხვე­ვა­ში.

10. საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების ამ კანონით გათვალისწინებული რეპროდუცირების უფლება არ ვრცელდება დროებით ასლზე.

საქართველოს 2000  წლის 5 დეკემბრის კანონი №651 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.135

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 22. ნა­წარ­მო­ე­ბის რეპ­როგ­რა­ფი­უ­ლი გამრავლება ბიბლიოთეკების, არქივებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ

დაშ­ვე­ბუ­ლია რეპ­როგ­რა­ფი­უ­ლი გამრავლება პირ­და­პი­რი და არა­პირ­და­პი­რი მო­გე­ბის მი­უ­ღებ­ლად, ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბი­სა და მის­თვის სა­ავ­ტო­რო ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე, მაგრამ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რი­სა და და­სეს­ხე­ბის წყა­როს აუ­ცი­ლე­ბე­ლი მი­თი­თე­ბით, ხოლო ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში – იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომელიც გან­საზ­ღვრუ­ლია და­სა­ხუ­ლი მიზ­ნით. ასეთი რეპროგრაფიული გამრავლება დაიშვება:

ა) ერთეულ ასლად, მართლზომიერად გამოცემული ნაწარმოებების განადგურებული, დაკარგული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარი ასლების შესაცვლელად ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ; სხვა ბიბლიოთეკების ფონდებიდან დაკარგული, განადგურებული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარი ასლების შესაცვლელად ამ ბიბლიოთეკებისათვის გადაცემის მიზნით, თუ ასეთი ასლების მიღება ჩვეულებრივ პირობებში სხვა გზით შეუძლებელია;

ბ) ერთეულ ასლად, მართლზომიერად გამოცემული ცალკეული სტატიებისა და სხვა მცირე მოცულობის ნაწარმოებების ან წერილობითი ნაწარმოების მოკლე ნაწყვეტებისა (კომპიუტერული პროგრამების გარდა) ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ, ფიზიკურ პირთა მოთხოვნით, სასწავლო, სამეცნიერო ან პირადი მიზნით;

გ) მართლზომიერად გამოცემული ცალკეული სტატიებისა და სხვა მცირე მოცულობის ნაწარმოებების ან წერილობითი ნაწარმოების მოკლე ნაწყვეტებისა (კომპიუტერული პროგრამების გარდა) საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მეცადინეობისათვის.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 23. ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ავ­ტო­რის თან­ხმო­ბისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გა­რე­შე

და­შ­ვე­ბუ­ლია ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბი­სა და მის­თვის სა­ავ­ტო­რო ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე, მაგრამ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რისა და და­სეს­ხე­ბის წყა­როს აუ­ცი­ლე­ბე­ლი მი­თი­თე­ბით:

ა) მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან ციტირება სამეცნიერო, კვლევითი პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან მოკლე ნაწყვეტების ბეჭდვითი მიმოხილვისათვის რეპროდუცირების ჩათვლით;

ბ) მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან მოკლე ნაწყვეტების გამოყენება ილუსტრაციის სახით, გამოცემებში, რადიო- და ტელეგადაცემებში, სასწავლო ხასიათის ფონო- და ვიდეოჩანაწერებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით;

გ) მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ საკითხებზე პერიოდული გამოცემების მეშვეობით მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი სტატიების ან საჯაროდ გადაცემული მსგავსი შინაარსის ნაწარმოებების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა სპეციალურად არ არის აკრძალული ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მიერ. ამასთან, ავტორს უნარჩუნდება ასეთი ნაწარმოების კრებულში გამოცემის უფლება;

დ) მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის პრო­ცეს­ში და­ნა­ხუ­ლი ან მოს­მე­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ან სა­ჯა­რო გა­და­ცე­მა მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნა­თა მი­მო­ხილ­ვა­ში ფო­ტოგ­რა­ფირებ­ის, ­ე­თე­რში ან ­კა­ბე­ლით გა­და­ცე­მის გზით, მხოლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომელიც გა­მარ­თლე­ბუ­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო მიზ­ნით;

ე) სა­ჯა­როდ წარ­მოთ­ქმუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოხ­სე­ნე­ბის, სიტ­ყვის, ლექ­ციის, მი­მარ­თვის, ქა­და­გე­ბის და მსგავსი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის, მათ შორის, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე წარ­მოთ­ქმუ­ლი სიტ­ყვე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ჟურნალ-გა­ზე­თე­ბისა და სხვა პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის მეშვეობით ან სა­ჯა­რო გა­და­ცე­მა, მხოლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომელიც გამართლებულია სა­ინ­ფორ­მა­ციო მიზ­ნით. ამას­თა­ნ, ავ­ტორს უნარ­ჩუნ­დე­ბა ასეთ ნა­წარ­მო­ებ­თა ცალ­კე კრე­ბუ­ლად ან წიგ­ნად გა­მო­ცე­მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა;

ვ) მარ­თლზო­მი­ე­რად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, რე­ლი­ე­ფუ­რი წერ­ტი­ლო­ვა­ნი შრიფ­ტით ან სხვა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით უსი­ნათ­ლო­თათ­ვის შექ­მნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა მო­გე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნის გა­რე­შე, გარდა იმ ნა­წარ­მო­ებებისა, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად არის შექ­მნი­ლი გამოყენე­ბის ასე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათვის.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

    მუხ­ლი 24. თავისუფალი დასწრებისათვის ღია ადგილებში მუდმივად განლაგებული ნა­წარ­მო­ების გამოყენება

დაშ­ვე­ბუ­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი დას­წრე­ბი­სათ­ვის ღია ად­გი­ლებ­ში მუდ­მი­ვად გან­ლა­გე­ბულ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ, ფო­ტოგ­რა­ფიულ, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებ­თა რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ან სა­ჯა­რო გა­და­ცე­მა ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბი­სა და მის­თვის სა­ავ­ტო­რო ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე, გარ­და იმ შემ­თხვე­ვებისა, რო­ცა ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს ასე­თი რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის ან სა­ჯა­რო გა­და­ცე­მის ძი­რი­თად ობი­ექტს ანდა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მო­გე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით.

    მუხ­ლი 25. მუ­სი­კა­ლური ნა­წარ­მო­ებ­ის სა­ჯა­რო შეს­რუ­ლე­ბა ცერემონიების დროს

დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულება ოფიციალური, სამგლოვიარო და რელიგიური ცერემონიების დროს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ასეთი ცერემონიის ხასიათით.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

    მუხ­ლი 26. ნა­წარ­მო­ე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა სა­სა­მარ­თლო წარ­მო­ე­ბისა­თვის

დაშ­ვე­ბუ­ლია ნა­წარ­მო­ების რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბი­სა და მის­თვის სა­ავ­ტო­რო ჰონორარის გა­დახ­დის გარეშე, სა­სა­მარ­თლო წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის, მხოლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომელიც გან­საზ­ღვრუ­ლია დასახული მიზ­ნით.

     მუხ­ლი 27. სა­ე­თე­რო მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ ნა­წარ­მო­ე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ჩა­წე­რა

სა­ე­თე­რო მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა უფლებამოსილია ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბი­სა და მის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სარ­გებ­ლო­ბი­სათ­ვის ჩა­წე­როს ის ნა­წარ­მო­ე­ბი, რომ­ლის ეთერ­ში გა­და­ცე­მის უფ­ლე­ბაც მი­ი­ღო ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, შემ­დე­გი პი­რო­ბე­ბის დაც­ვით:

ა) ჩა­ნა­წე­რის დამ­ზა­დე­ბა სა­კუ­თა­რი მოწ­ყო­ბი­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მი­სათ­ვის;

ბ) ჩა­ნა­წე­რის გა­ნად­გუ­რე­ბა დამ­ზა­დე­ბი­დან 6 თვის შემ­დეგ, თუ უფ­რო ხან­გრძლი­ვი ვა­და არ იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი ჩაწერილი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტორ­თან. ავ­ტო­რის თან­ხმო­ბის გა­რე­შე ოფი­ცი­ა­ლურ არ­ქივ­ში შე­იძ­ლე­ბა შე­ნა­ხუ­ლ იქ­ნეს მხო­ლოდ დო­კუ­მენ­ტური ხა­სი­ათის ჩა­ნა­წე­რი.

    მუხ­ლი 28. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მი­სა და მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის მფლობელთა უფლებების შეზღუდვები

1. პი­რი, რო­მე­ლიც მარ­თლზო­მი­ე­რად ფლობს კომ­პი­უ­ტე­რული პროგ­რა­მის ან მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის ეგ­ზემ­პლ­არს, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბი­სა და მის­თვის სა­ავ­ტო­რო ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე:

ა) შეიტანოს კომპიუტერულ პროგრამაში ან მონაცემთა ბაზაში ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია მომხმარებლის ტექნიკურ საშუალებათა ფუნქციონირებისათვის, აგრეთვე განახორციელოს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, ჩაწერა და კომპიუტერის მეხსიერებაში შენახვა (ერთი კომპიუტერისათვის ან ქსელის ერთი მომხმარებლისათვის), აშკარა შეცდომების გასწორება, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) და­ამ­ზა­დოს კომ­პი­უ­ტე­რული პროგ­რა­მის ან მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის სა­რე­ზერ­ვო ეგ­ზემ­პლ­ა­რი იმ პი­რო­ბით, რომ იგი განკუთვნილია მხოლოდ არქივისათვის და მართლზომიერი მფლობელის დაკარგული, განადგურებული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარი ეგზემპლარის შესაცვლელად.

2. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის ან მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის სა­რე­ზერ­ვო ეგ­ზემ­პლ­ა­რი არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს ამ მუხ­ლის პირველი პუნქტით დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიზ­ნით და უნ­და გა­ნად­გუ­რდეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის ან მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის მფლო­ბე­ლო­ბის უფ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტის­თა­ნა­ვე.

     მუხ­ლი 29. კომ­პიუ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის თავისუფალი გამოყენება (დე­კომ­პი­ლი­რე­ბა)

პი­რი, რო­მე­ლიც მარ­თლზო­მი­ე­რად ფლობს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის ეგ­ზემ­პლარს, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბი­სა და მის­თვის სა­ავ­ტო­რო ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე განახორციელოს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის დე­კომ­პი­ლაცია (კვლა­ვა­წარ­მო­ოს და გარ­დაქ­მნას ობი­ექ­ტუ­რი კო­დი საწ­ყის ტექ­სტში), აგრეთვე და­ა­ვა­ლოს დე­კომ­პი­ლი­რე­ბა სხვა პი­რებს იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­ცა ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია მის მი­ერ და­მო­უ­კი­დებ­ლად შექ­მნილ კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მა­სა და სხვა პროგ­რა­მებს შო­რის ურ­თი­ერ­თმოქ­მე­დე­ბის უნა­რის მი­საღ­წე­ვად, შემ­დე­გი პი­რო­ბე­ბის დაც­ვით:

ა) ეს მოქმედებები განახორციელა პირმა, რომელსაც ჰქონდა პროგრამის ეგზემპლარის გამოყენების უფლება, ან მისი სახელით სხვა პირმა, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი ნებართვა;

ბ) ურ­თი­ერ­თმოქ­მე­დე­ბის უნა­რის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია სხვა წყა­რო­ე­ბი­დან ად­რე არ ყო­ფი­ლა ხელ­მი­საწ­ვდო­მი მისთვის;

გ) ეს მოქ­მე­დე­ბე­ბი ეხება დე­კომ­პი­ლი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მის იმ ნა­წი­ლე­ბს, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ურ­თი­ერ­თმოქ­მე­დე­ბის უნა­რის მი­საღ­წე­ვად;

დ) დე­კომ­პი­ლი­რე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხოლოდ და­მო­უ­კი­დებ­ლად შექმნილ კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მა­სა და სხვა პროგ­რა­მებს შო­რის ურ­თი­ერ­თმოქ­მე­დე­ბის უნა­რის მი­საღ­წე­ვად. ეს ინფორმაცია არ შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ცეს სხვა პი­რებს ან გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლ იქ­ნეს ახა­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად მსგავ­სია დე­კომ­პი­ლი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მი­სა, ან სხვა ისე­თი მოქ­მე­დე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რო­მე­ლიც არ­ღვევს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბას.

     მუხლი 30. მონაცემთა ბაზის თავისუფალი გამოყენება

მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის მართლზომიერ მოსარგებლეს შეუძლია მონაცემთა ბაზის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობის გარეშე განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული მოქმედებები, როცა ეს აუცილებელია ბაზაში შეღწევისათვის და მისი ნორმალური გამოყენებისათვის. თუ მართლზომიერ მოსარგებლეს აქვს მონაცემთა ბაზის ნაწილის გამოყენების უფლება, აღნიშნული უფლება ვრცელდება მხოლოდ ამ ნაწილზე.

თავი IV

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის მოქმედების ვადა

     მუხ­ლი 31. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბა და მი­სი მოქ­მე­დე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა

1. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა წარ­მო­იშო­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნის­თა­ნა­ვე და მოქ­მე­დებს ავ­ტო­რის სი­ცოც­ხლე­ში და მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გარდა ამ კანონის 32-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვებისა.

2. ამ მუხლით და ამავე კანონის 32-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვა­დე­ბის ათვლა იწ­ყე­ბა იმ წე­ლი­წა­დის შემ­დგო­მი წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან, რო­დე­საც ­დადგა იუ­რი­დი­ული ფაქტი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­დის ათ­ვლის დაწ­ყე­ბის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენ­და.

     მუხ­ლი 32. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა მოქმედების ვადები

1. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა მოხდა ფსევდონიმით ან ანონიმურად, მოქმედებს 70 წლის განმავლობაში ამ ფაქტის მართლზომიერად დადგომის თარიღიდან. თუ ამ ვადაში ავტორი გაამჟღავნებს თავის ვინაობას ან თუ მისი ვინაობა ეჭვს არ იწვევს, გამოიყენება ამ კანონის 31-ე მუხლი.

2. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით შექ­მნილ ნა­წარ­მო­ებ­ზე მოქ­მე­დებს თითოეული თანაავტორის სი­ცოც­ხლეში და უკა­ნას­კნე­ლი თანაავ­ტო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

3. თუ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა ხდება ტომებად, ნაწილებად, გამოშვებებად ან ეპიზოდებად, ხოლო საავტორო უფლების დაცვის ვადა აითვლება ამ ფაქტის მართლზომიერად დადგომის თარიღიდან, ეს ვადა გამოითვლება თითოეული ასეთი ნაწარმოებისათვის.

4. საავტორო უფლება ამ კანონის მე-12 და მე-13 მუხლებში აღნიშნულ ნაწარმოებებზე მოქმედებს 70 წლის განმავლობაში იმ თარიღიდან, როდესაც მოხდა მათი მართლზომიერი გამოცემა ან საჯარო გაცნობა, ხოლო თუ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა არ მომხდარა – მისი შექმნის თარიღიდან.

5. საავტორო უფლება აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რ ნა­წარ­მო­ე­ბზე მოქმედებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ავტორთაგან (თანაავტორთაგან) უკანასკნელის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.

6. იმ პირის ქონებრივი საავტორო უფლება, რომელმაც მართლზომიერად განახორციელა იმ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა ადრე არ მომხდარა (ამ კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი), მოქმედებს 25 წლის განმავლობაში ასეთი ფაქტის დადგომის თარიღიდან.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 33. უვადო სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი

1. ნა­წარ­მო­ე­ბთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რო­ბის უფ­ლე­ბის, სა­ხე­ლის უფ­ლე­ბის, ნა­წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფლებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაც­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა უვა­დოდ.

2. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ დაუშ­ვე­ბელია სხვა ავ­ტო­რის მი­ერ ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა იმა­ვე ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის, თუ ასე­თმა გა­მო­ყე­ნე­ბამ შეიძლება გა­მო­იწ­ვიოს ავ­ტორ­თა აღ­რე­ვა, რა­მაც შესაძლოა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

3. აკრძალულია ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა ისეთი ფსევდონიმით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ადრე ხელმისაწვდომი ნაწარმოების ავტორთან გაიგივება, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 34. ვადაგასული სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა

1. ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელზედაც სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­და გა­სუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა გა­მოი­ყე­ნოს ნე­ბის­მი­ე­რმა პი­რმა სა­ავ­ტო­რო ჰონორარის გა­და­ხ­დის გარეშე. ამას­თა­ნ, დაცული უნ­და იყოს ავ­ტო­რო­ბის, სა­ხე­ლის, ნა­წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბისა და რეპუტაციის პატივისცემის უფ­ლე­ბები. ეს წესი ვრცელ­დე­ბა იმ ნა­წარ­მო­ებზედაც, რომე­ლიც არ იყო და­ცუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

2. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დადგინდეს სპეციალური ანარიცხები საქართველოს ტერიტორიაზე იმ ნაწარმოების გამოყენებისათვის, რომელზედაც საავტორო უფლების მოქმედების ვადა გასულია. ასეთი ანარიცხებიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა ავტორთა პროფესიულ ფონდებს და ორგანიზაციებს, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ავტორთა ქონებრივ უფლებებს. ანარიცხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნაწარმოების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის 3 პროცენტს.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

თა­ვი V

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა

     მუხ­ლი 35. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის სა­ფუძ­ვლე­ბი

1. საავტორო უფლება გადაიცემა კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით ანდა ხელშეკრულებით.

2. კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რე­ებ­ზე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის ფარ­გლებ­ში გა­და­დის ამ კანონის მე-18 მუხ­ლში აღნიშნული ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი, თუ ან­დერ­ძით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

3. ავ­ტო­რო­ბის, სა­ხე­ლისა და ნა­წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბები მემ­კვიდ­რე­ო­ბით არ გა­და­დის. მემ­კვიდ­რე­ებს უფ­ლე­ბა აქვთ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ აღ­ნიშ­ნულ პი­რად უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა. მა­თი ეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ვა­დით არ იზ­ღუ­დე­ბა.

4. თუ ავ­ტო­რის მი­ერ მი­ს სი­ცო­ცხ­ლეში სხვა რამ არ იყო გან­საზ­ღვრუ­ლი, მი­სი პი­რა­დი უფ­ლე­ბე­ბი­დან მემ­კვიდ­რეობით გა­და­დის უფ­ლე­ბა, ნე­ბა დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნა­წარ­მო­ე­ბ­ს სხვა ავ­ტორ­თა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი (ილუს­ტრა­ცია, წი­ნა­სიტ­ყვა­ო­ბა, ბო­ლო­სიტ­ყვა­ო­ბა, კო­მენ­ტა­რი, გან­მარ­ტე­ბა და სხვა). აღ­ნიშ­ნუ­ლი უფ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­ებ­ზე გა­და­დის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დით.

5. ავტორს უფლება აქვს მიუთითოს პირი, რომელსაც ის ნიშნავს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული უფლებების დამცველად. ეს პირი თავის მოვალეობას ასრულებს ავტორის გარდაცვალებამდე.

6. თუ მემკვიდრეები არ არსებობენ ან არაჯეროვნად ახორციელებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ უფლებებს, ამ უფლებების დაცვას აწარმოებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.

საქართველოს 2000  წლის 5 დეკემბრის კანონი №651 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.135

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 36. ავტორის ქონებრივი უფლებების გადაცემა

ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს შეუძლია ყველა ქონებრივი უფლება ან მათი ნაწილი გადასცეს უფლებამონაცვლეს.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 37. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზია

1. განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი მხოლოდ ლიცენზიატს აძლევს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს ნაწარმოები ხელშეკრულებით განსაზღვრული სახითა და ფარგლებში და მასვე ანიჭებს უფლებას, აკრძალოს ნაწარმოების ამგვარი გამოყენება სხვა პირთა (მათ შორის, ავტორის) მიერ.

2. ნა­წარ­მო­ე­ბის სხვა პირ­თა მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვის უფ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ავ­ტორ­მა, თუ ლი­ცენ­ზი­ა­ტი არ აწარმოებს ამ უფ­ლე­ბის დაც­ვას.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 38. ჩვეულებრივი ლი­ცენ­ზია

1. ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი ლიცენზიატს აძლევს უფლებას გამოიყენოს ნაწარმოები იმ პირთა თანაბრად, რომლებმაც მიიღეს ასეთი ნაწარმოების იმავე სახით გამოყენების უფლება.

2. სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გა­და­ცე­მუ­ლი უფ­ლე­ბა ჩა­ით­ვლე­ბა ჩვეულებრივ უფლებად, თუ ხელ­შე­კრუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 39. ნაწარმოების გამოყენება განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემის შემდეგ

განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემის შემთხვევაშიც კი ავტორს ამ ნაწარმოების გამოყენების უფლება უნარჩუნდება თავის ნაწარმოებთა მხოლოდ სრული კრებულის გამოცემისას, თუ განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემის შედეგად თარიღიდან, როდესაც გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით ნაწარმოები საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა, გასულია 5 წელი. ამასთან, ავტორს არა აქვს უფლება, გამოიყენოს ასეთი ნაწარმოები სრული კრებულისაგან დამოუკიდებლად.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 40. სალიცენზიო ხელშეკრულება

1. სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს: გამოსაყენებელი ნაწარმოების ზუსტ აღწერას (სახელწოდება, მოცულობა, ჟანრი), ნაწარმოების გამოყენების კონკრეტულ სახეს, ხელშეკრულების მოქმედების ვადას და ტერიტორიას, ჰონორარის ოდენობის განსაზღვრის წესს ან ჰონორარის ოდენობას ნაწარმოების გამოყენების ყოველი სახისათვის, მისი გადახდის წესსა და ვადას, აგრეთვე სხვა პირობებს, რომლებსაც მხარეები არსებითად მიიჩნევენ.

2. ნაწარმოების ყველა იმ სახით გამოყენების უფლება, რომელიც სალიცენზიო ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, ეკუთვნის ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს.

3. თუ სალიცენზიო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული ნაწარმოების გამოყენების კონკრეტული სახე, ხელშეკრულება ითვლება დადებულად ნაწარმოების ისეთ გამოყენებაზე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს აუცილებლად მხარეთა იმ განზრახვის შესრულებისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ ხელშეკრულების დადებისას.

4. თუ სალიცენზიო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხელშეკრულება შეიძლება გააუქმოს ავტორმა ან საავტორო უფლების სხვა მფლობელმა მისი დადებიდან 3 წლის შემდეგ. ლიცენზიატს აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს წერილობით ხელშეკრულების გაუქმებამდე 6 თვით ადრე.

5. თუ სალიცენზიო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ტერიტორია, იგი მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

6. სალიცენზიო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიეცეს სხვა პირებს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

7. თუ ნაწარმოების რეპროდუცირების შესახებ სალიცენზიო ხელშეკრულებაში ჰონორარი განისაზღვრება ფიქსირებული თანხით, სალიცენზიო ხელშეკრულებით უნდა დადგინდეს ნაწარმოების მაქსიმალური ტირაჟი.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 41. (ამოღებულია)

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 42. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფორ­მა

საავტორო უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, ნაწარმოების შექმნის შესახებ ხელშეკრულება და სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. პერიოდულ ბეჭდვით გამოცემებში ნაწარმოების გამოყენების სალიცენზიო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირადაც.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 43. ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

1. ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ავ­ტო­რი კის­რუ­ლობს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, შექ­მნას ნა­წარ­მო­ე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბების მიხედვით და გა­დას­ცეს იგი შემ­კვეთს, ხოლო შემ­კვე­თი კის­რუ­ლობს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მი­ი­ღოს ნა­წარ­მო­ე­ბი და გა­და­უ­ხა­დოს ავ­ტორს ჰონორარი.

2. ავ­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლია პი­რა­დად შექ­მნას ნა­წარ­მო­ე­ბი, თუ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნა­ში სხვა პი­რის (პირების) ჩარ­თვა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ შემ­კვე­თის თან­ხმო­ბით.

3. შემ­კვე­თი ვალ­დე­ბუ­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვა­დის დად­გო­მის­თა­ნა­ვე და­ათ­ვა­ლი­ე­როს ნა­წარ­მო­ე­ბი და წერილობით შეატყობინოს ავ­ტორს ნა­წარ­მო­ე­ბის მო­წო­ნე­ბის ანდა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მისი და­წუ­ნე­ბის ან მასში შეს­წო­რე­ბა­თა შე­ტა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

4. თუ ავტორს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით დად­გე­ნილ ვა­და­ში არ გა­ეგ­ზავ­ნა წე­რი­ლო­ბი­თი შეტ­ყო­ბი­ნე­ბა, ნა­წარ­მო­ე­ბი შემ­კვე­თის მი­ერ მო­წო­ნე­ბუ­ლად ­ით­ვლე­ბა.

5. ავ­ტო­რი­სათ­ვის ავან­სის გადახდის წე­სი, ვა­და და ავანსის ოდე­ნო­ბა გა­ნი­საზ­ღვრე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით.

6. ბათილია ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ზღუდავს ავტორის უფლებას მომავალში შექმნას ნაწარმოები განსაზღვრულ თემაზე ან განსაზღვრულ დარგში.

7. ხელშეკრულების საგანი არ შეიძლება იყოს იმ ნაწარმოებზე უფლების გადაცემა, რომელიც შეიძლება მომავალში შექმნას ავტორმა.

8. შეკვეთის შედეგად შექმნილ ნაწარმოებზე ქონებრივი საავტორო უფლებები ეკუთვნის შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

საქართველოს 2010  წლის 4 მაისის კანონი №3032 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.184

     მუხ­ლი 44. ზი­ა­ნის ანაზ­ღა­უ­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა

მხარემ, რომელმაც არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ავტორის ქონებრივი უფლებების გადაცემის, ნაწარმოების შექმნის ან სალიცენზიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მეორე მხარეს უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

თავი VI

მომიჯნავე უფლებები

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 45. მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბი

1. ამ თავით გათვალისწინებული სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბათა მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის დაცვა არ აბ­რკო­ლებს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა დაც­ვას.

2. მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბათა პა­ტი­ვის­ცე­მის გზით. ამ თავის არც ერთი დებულება არ განიმარტება, როგორც საავტორო უფლებათა დაცვის შელახვა.

     მუხ­ლი 46. მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა სუ­ბი­ექ­ტე­ბი

1. მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბათა სუ­ბი­ექ­ტები არიან: შემ­სრუ­ლე­ბ­ლე­ბი, ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლე­ბი და მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

2. ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლე­ბი და მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ამ თავით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ უფ­ლე­ბებს ა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ ფო­ნოგ­რა­მა­ზე ან ვი­დე­ოგ­რა­მა­ზე ჩა­წე­რილი ანდა ეთერ­ში ან კა­ბე­ლით გა­და­ცემული ნა­წარ­მო­ე­ბის ავტორსა და შემ­სრუ­ლე­ბელთან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბამოსილების ფარ­გლებ­ში.

3. შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ამ თავით გათვალისწინებულ უფ­ლე­ბებს ა­ხორ­ცი­ე­ლებს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის პი­რო­ბით.

4. მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა წარ­მო­შო­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის აუცილებელი არ არის რა­ი­მე ფორ­მა­ლო­ბა­თა დაც­ვა. ფო­ნოგ­რა­მის და­მამ­ზა­დე­ბელს ან შემ­სრუ­ლე­ბელს თა­ვი­სი უფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბი­სათ­ვის შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბის დაც­ვის ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც დაისმება ფო­ნოგ­რა­მის ყო­ველ ეგ­ზემ­პლარ­ზე ან/და მის ფუტ­ლარ­ზე და შედ­გე­ბა სა­მი ელე­მენ­ტი­სა­გან:

ა) ლა­თი­ნუ­რი ასო P წრე­წი­რში: P  ;

ბ) გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლის სა­ხე­ლი (და­სა­ხე­ლე­ბა);

გ) ფო­ნოგ­რა­მის პირ­ვე­ლი გა­მოცემის წე­ლი.

     მუხ­ლი 47. შემ­სრუ­ლე­ბლის უფლებები

1. შემ­სრუ­ლე­ბელს თა­ვის შეს­რუ­ლე­ბა­ზე აქვს შემ­დე­გი პი­რა­დი და ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბი:

ა) სა­ხელ­ის უფ­ლე­ბა;

ბ) უფ­ლე­ბა, და­იც­ვას შეს­რუ­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი და­მა­ხინ­ჯე­ბი­სა­გან ან სხვა­გვა­რი ხელ­ყო­ფი­სა­გან, რომელმაც შეიძლება შელახოს შემ­სრუ­ლებ­ლის პა­ტივ­ი, ღირსება ან საქმიანი რე­პუ­ტა­ცი­ა (რე­პუ­ტა­ცი­ის პა­ტი­ვის­ცე­მის უფ­ლე­ბა);

გ) უფ­ლე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნოს შეს­რუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით, შეს­რუ­ლე­ბის ყო­ვე­ლი ფორმით გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის ჰონორარის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის ჩათ­ვლით.

2. შეს­რუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა ნიშ­ნავს უფ­ლე­ბას, ნე­ბა დარ­თოს ან აკ­რძა­ლოს:

ა) იმ შეს­რუ­ლე­ბის ჩა­წე­რა, რო­მე­ლიც ად­რე არ იყო ჩა­წე­რი­ლი;

ბ) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება;

გ) შესრულების გადაცემა ეთერში ან კაბელით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება შემსრულებლის თანხმობით ადრე ჩაწერილი ან ეთერში ადრე გადაცემული შესრულების გადაცემა;

დ) შეს­რუ­ლე­ბის ჩანა­წე­რის გა­და­ცე­მა ეთერ­ში ან კა­ბე­ლით, თუ თავ­და­პირ­ვე­ლად ამ შეს­რუ­ლე­ბის ჩა­წე­რა არ მომხდარა მო­გე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით;

ე) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

ვ) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების ორიგინალის ან ასლების გავრცელება – გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ზ) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს პირისათვის, მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

3. ამ მუხ­ლის მე-2 პუნქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ნე­ბარ­თვა გა­ი­ცე­მა შემსრუ­ლებ­ლის მი­ერ, ხო­ლო შემ­სრუ­ლე­ბელ­თა კო­ლექ­ტი­ვის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ნებართვა – ასე­თი კო­ლექ­ტი­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლის მი­ერ, მო­სარ­გებ­ლეს­თან და­დე­ბუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

4. შემ­სრუ­ლე­ბელ­სა და მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა შეს­რუ­ლე­ბის ეთერ­ში ან კა­ბე­ლით გა­და­ცე­მის თა­ო­ბა­ზე იწ­ვევს შემ­სრუ­ლებ­ლის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბის ჩა­წე­რის, მი­სი შემ­დგო­მი გა­და­ცე­მი­სა და ჩანაწერის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მას მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს პირ­და­პირ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით. ასე­თი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის გადასახდელი ჰონორარის ოდე­ნო­ბა განისაზღვრე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით.

5. შემ­სრუ­ლე­ბელ­სა და აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის და­მამ­ზა­დე­ბელს შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე იწ­ვევს შემ­სრუ­ლებ­ლის მი­ერ ამ მუხ­ლის მე-2 პუნქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ უფ­ლე­ბა­თა გა­და­ცე­მას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შემ­სრუ­ლებ­ლის მი­ერ ასე­თი უფ­ლე­ბე­ბის გადაცემა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და, თუ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, არ შე­ი­ცავს აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლურ ნაწარ­მო­ებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ხმი­სა და გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ცალ­-ცალ­კე გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბას.

6. საქართველოში შემსრულებლის მიერ ან მისი თანხმობით ფონოგრამის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში შემსრულებლის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე.

7. იმ შესრულებაზე, რომელიც შემსრულებლის მიერ შექმნილია სამსახურებრივი მოვალეობის ან დამსაქმებლის დავალების შესრულების წესით, შემსრულებელს ეკუთვნის სახელის უფლება. ასეთი შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ეკუთვნის პირს, რომელთანაც შემსრულებელს აქვს შრომითი ურთიერთობა, თუ მათ შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ  არის გათვალისწინებული.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემსრულებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

საქართველოს 2010  წლის 4 მაისის კანონი №3032 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.184

     მუხ­ლი 48. ფო­ნოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი

1. ფო­ნოგ­რა­მის და­მამ­ზა­დე­ბელს ეკუთ­ვნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნოს ფო­ნოგ­რა­მა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით, ფო­ნოგ­რა­მის ყო­ველ­ი ფორმით გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის ჰონორარის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის ჩათ­ვლით.

2. ფო­ნოგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა ნიშ­ნავს უფ­ლე­ბას, განახორციელოს, ნე­ბა დარ­თოს ან აკ­რძა­ლოს:

ა) ფონოგრამის პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება;

ბ) (ამოღებულია).

გ) ფონოგრამის ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

დ) ფონოგრამის ორიგინალის ან ასლების გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ე) ფონოგრამის ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ფონოგრამის დამამზადებლის თანხმობით;

ვ) ფონოგრამის გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის, მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფონოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს.

4. საქართველოში ფონოგრამის დამამზადებლის მიერ ან მისი თანხმობით ფონოგრამის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ფონოგრამის დამამზადებლის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 49. ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი

1. ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დე­ბელს ეკუთ­ვნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნოს ვი­დე­ოგ­რა­მა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით, ვი­დე­ოგ­რა­მის ყო­ველ­ი ფორმით გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის ჰონორარის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის ჩათ­ვლით.

2. ვი­დე­ოგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა ნიშ­ნავს უფ­ლე­ბას, ნე­ბა დარ­თოს ან აკ­რძა­ლოს:

ა) ვიდეოგრამის პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება;

ბ) (ამოღებულია).

გ) ვიდეოგრამის ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

დ) ვიდეოგრამის ორიგინალის ან ასლების გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ე) ვიდეოგრამის ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობით;

ვ) ვიდეოგრამის გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვიდეოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს.

4. საქართველოში ვიდეოგრამის დამამზადებლის მიერ ან მისი თანხმობით ვიდეოგრამის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 50. მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი

1. მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ეკუთ­ვნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, გამო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი გა­და­ცე­მა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით, გა­და­ცე­მის ყო­ვე­ლი ფორმით გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის ანაზღაურების მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის ჩათ­ვლით.

2. გა­და­ცე­მის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა ნიშ­ნავს უფლე­ბას, ნე­ბა დარ­თოს ან აკ­რძა­ლოს:

ა) გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა;

ბ) გა­და­ცე­მის ჩანა­წე­რის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა, გარდა იმ შემ­თხვე­ვისა, რო­დე­საც გა­და­ცე­მა ჩა­წე­რი­ლია მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თან­ხმო­ბით და რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა იმა­ვე მიზ­ნით, რის­თვი­საც მოხ­და მი­სი ჩა­წე­რა;

გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;

დ) გა­და­ცე­მის გა­და­ცე­მა ეთერ­ში ან კა­ბე­ლით;

ე) გა­და­ცე­მის სა­ჯა­რო გა­და­ცე­მა ად­გი­ლებ­ში, სა­დაც შეს­ვლა ფა­სი­ა­ნია.

ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 51. მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა ობი­ექ­ტე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა

1. ამ კანონით გათვალისწინებულ მომიჯნავე უფლებათა შეზღუდვები ხელს არ უშლის შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ ლახავს შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებს.

2. დაშ­ვე­ბუ­ლია შეს­რუ­ლე­ბის, ფო­ნოგ­რა­მის, ვი­დე­ოგ­რა­მის, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მისა და მა­თი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შემ­სრუ­ლებ­ლის, ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლისა და მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თან­ხმო­ბი­სა და მათ­თვის ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე, შემ­დეგ შემ­თხვე­ვებ­ში:

ა) შეს­რუ­ლე­ბი­დან, ფო­ნოგ­რა­მი­დან, ვი­დე­ოგ­რა­მი­დან, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მი­დან ცი­ტი­რე­ბისას, სა­მეც­ნი­ე­რო, კვლე­ვი­თი, პო­ლე­მი­კუ­რი, კრი­ტი­კუ­ლი და სა­ინ­ფორ­მა­ციო მიზ­ნე­ბი­სათ­ვის – მხოლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზ­ნით;

ბ) შე რულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკ­ლე ნაწ­ყვე­ტე­ბის ილუს­ტრა­ცი­ის სა­ხით გამოყენებისას სწავ­ლე­ბი­სათვის ან მეც­ნი­ე­რუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი­სათვის – მხოლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომელიც განსაზღვრულია და­სა­ხუ­ლი მიზ­ნით;

გ) შეს­რუ­ლე­ბი­დან, ფო­ნოგ­რა­მი­დან, ვი­დე­ოგ­რა­მი­დან, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მი­დან მოკ­ლე ნაწ­ყვე­ტე­ბის ჩარ­თვი­სას მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნა­თა მი­მო­ხილ­ვა­ში.

3. დაშ­ვე­ბუ­ლია ფი­ზი­კურ პირ­თა მი­ერ შეს­რუ­ლე­ბის, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მისა და მა­თი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, აგ­რეთ­ვე პი­რა­დი სარ­გებ­ლო­ბისათვის ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა შემ­სრუ­ლებ­ლის, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლის თან­ხმო­ბის გა­რე­შე. ასე­თი რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ამ კანონის 21-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჰონორარის გა­დახ­დის პი­რო­ბით.

4. მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტის ამ კანონით გათვალისწინებული რეპროდუცირების უფლება არ ვრცელდება დროებით ასლზე.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 52. მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამის გამოყენება

1. დაშვებულია მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამის დამამზადებლის და ასეთ ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების შემსრულებლის თანხმობის გარეშე, მაგრამ ჰონორარის გადახდით:

ა) ფონოგრამის საჯარო შესრულება;

ბ) ფონოგრამის გადაცემა ეთერში, კაბელით ან კაბელით ხელახალი გადაცემა.

2. ამ მუხ­ლის პირვე­ლი პუნქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბული ჰონორარის შეგ­რო­ვე­ბასა და გა­ნა­წი­ლე­ბას ახორ­ცი­ელე­ბს იმ ორ­გა­ნი­ზა­ციათაგან ერთ-ერ­თი, რომ­ლე­ბიც კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მარ­თა­ვენ შემ­სრუ­ლებ­ელთა და ფო­ნოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ელთა უფლე­ბებს, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა შო­რის შე­თან­ხმე­ბის შესაბამისად.

3. ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, ფონოგრამებით მოსარგებლეთა და, მეორე მხრივ, ერთ-ერთ იმ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ფონოგრამების დამამზადებელთა და შემსრულებელთა უფლებებს. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტი“.

4. ფო­ნოგ­რა­მე­ბით მო­სარ­გებ­ლე­ებ­მა ამ მუხლის მე-2 პუნქტ­ში აღ­ნიშ­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს უნ­და წა­რუდ­გი­ნონ პროგ­რა­მე­ბი (გეგ­მე­ბი), რომ­ლე­ბიც შე­ი­ცა­ვს ზუსტ ცნო­ბებს ფო­ნოგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ოდე­ნო­ბის შე­სა­ხებ, აგ­რეთ­ვე სხვა ცნო­ბე­ბი და სა­ბუ­თე­ბი, რომლებიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰონორარის შეგროვებისა და გა­ნა­წი­ლე­ბი­სათ­ვის.

5. ამ მუხლის მიზნებისათვის ფონოგრამა, რომელიც ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა სადენებიანი ანდა უსადენო კავშირგაბმულობის საშუალებით მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს, განიხილება, როგორც მოგების მიღების მიზნით გამოცემული.

საქართველოს 2000  წლის 5 დეკემბრის კანონი №651 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.135

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხ­ლი 53. საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ შესრულების ან გადაცემის ჩაწერა მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სარ­გებ­ლო­ბისათვის

სა­ე­თე­რო მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უფლე­ბა აქვს შემ­სრუ­ლებ­ლის, ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლისა და მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს შეს­რუ­ლე­ბი­ს ან გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სარ­გებ­ლო­ბი­სათ­ვის და ასე­თი ჩა­ნა­წე­რის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა შემ­დე­გი პი­რო­ბე­ბის დაცვით:

ა) წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბის მი­ღე­ბა ამ შესრუ­ლებ­ის ან პროგრამის გა­და­ცე­მა­ზე;

ბ) მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ჩანა­წე­რის დამ­ზა­დე­ბა და რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა სა­კუ­თა­რი მოწ­ყო­ბი­ლო­ბით, სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მი­სათ­ვის;

გ) მოკლევადიანი ჩა­ნა­წე­რის გა­ნად­გუ­რე­ბა იმ პი­რო­ბით, რომელიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რისა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბთა მოკ­ლე­ვა­დი­ანი ჩა­ნა­წე­რებისათვის.

თავი VII

მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხლი 54. მონაცემთა ბაზის დამამზადებელი

1. მონაცემთა ბაზის (რომელიც არ წარმოადგენს ნაწარმოებს) დამამზადებელი, რომელიც ადასტურებს, რომ მან განახორციელა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი ინვესტიცია მონაცემთა ბაზის შემცველობის შეძენის, მოპოვების, დაზუსტების ან წარმოდგენის მხრივ, სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, არ დაუშვას მისი მთლიანი შემცველობის ან ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული მნიშვნელოვანი ნაწილის ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება.

2. ამ თავის მიზნებისათვის, ამოღება გულისხმობს მონაცემთა ბაზის მთლიანი შემცველობის ან მნიშვნელოვანი ნაწილის მუდმივად ან დროებით გადატანას სხვა მატერიალურ მატარებელზე ნებისმიერი საშუალებით თუ ფორმით, ხოლო ხელახალი გამოყენება გულისხმობს აღნიშნული მატარებლის ან მისი ასლების საზოგადოებაში გავრცელებას, გაქირავებას ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემას ანდა მონაცემთა ბაზის მთლიანი შემცველობის ან მნიშვნელოვანი ნაწილის საჯარო გაცნობას. საქართველოში დამამზადებლის მიერ ან მისი თანხმობით მონაცემთა ბაზის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში მათი გავრცელების კონტროლის უფლება.

3. დაუშვებელია მონაცემთა ბაზის შემცველობის უმნიშვნელო ნაწილების განმეორებითი ან სისტემატური ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება, თუ ასეთი მოქმედება ხელს უშლის მის ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ ლახავს მონაცემთა ბაზის დამამზადებლის კანონიერ ინტერესებს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს.

5. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებები ძალაშია დამოუკიდებლად იმისა, დაცულია თუ არა ამ მონაცემთა ბაზაში შემავალი ნაწარმოებები, მომიჯნავე უფლებების ობიექტები და სხვა მონაცემები, მათი შინაარსის მიუხედავად. მონაცემთა ბაზის დაცვა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლებების შესაბამისად არ უნდა ლახავდეს მის შემადგენელ ნაწილებთან დაკავშირებულ საავტორო ან სხვა უფლებებს.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხლი 541. მონაცემთა ბაზის დეპონირება

1. მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „საქპატენტში“. დეპონირების შედეგად „საქპატენტის“ მიერ გაცემული მოწმობა ადასტურებს მხოლოდ მონაცემთა ბაზის დეპონირების ფაქტს.

2. მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის „საქპატენტში“ დეპონირებისას განმცხადებლის მიერ დაცული უნდა იქნეს მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული საავტორო და სხვა უფლებები.

3. განმცხადებლის მიერ „საქპატენტში“ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი.

4. თუ „საქპატენტში“ მონაცემთა ბაზის დეპონირებისათვის განცხადებას წარადგენს დამამზადებლის მემკვიდრე, უფლებამონაცვლე ან სხვა პირი, რომელიც ფლობს დამამზადებლის უფლებებს, მას უნდა დაერთოს მემკვიდრეობის, უფლებამონაცვლეობის ან დამამზადებლის უფლებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. „საქპატენტში“ მონაცემთა ბაზის წარმომადგენლის მეშვეობით დეპონირებისას განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამდასტურებელი დოკუმენტი.

6. ამ მუხლის თანახმად დეპონირებულ მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაცია „საქპატენტის“ მიერ შეიძლება გახდეს საჯარო თავად მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მოთხოვნით.

7. მონაცემთა ბაზის დეპონირებისათვის გადაიხდება საფასური, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

საქართველოს 2010  წლის 4 მაისის კანონი №3032 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.184

    მუხლი 55. მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლის უფლებები და მოვალეობები

1. თუ მონაცემთა ბაზა გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის, დამამზადებელს უფლება არა აქვს აუკრძალოს მონაცემთა ბაზის კანონიერ მოსარგებლეს მონაცემთა ბაზის შემცველობის ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული უმნიშვნელო ნაწილების ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება ნებისმიერი მიზნით. თუ კანონიერ მოსარგებლეს აქვს მონაცემთა ბაზის ნაწილის ამოღების ან/და ხელახალი გამოყენების უფლება, ეს პუნქტი ვრცელდება მხოლოდ ამ ნაწილზე.

2. გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლის მოქმედება არ უნდა ლახავდეს მონაცემთა ბაზის დამამზადებლის კანონიერ ინტერესებს.

3. გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის კანონიერმა მოსარგებლემ არ უნდა შელახოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელის უფლებები მონაცემთა ბაზაში არსებულ ნაწარმოებთან ან მომიჯნავე უფლების ობიექტთან დაკავშირებით.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხლი 56. მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების შეზღუდვა

მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლე უფლებამოსილია მისი დამამზადებლის ნებართვის გარეშე:

ა) ამოიღოს პირადი სარგებლობისათვის არაელექტრონული მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი;

ბ) ამოიღოს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მასალის საილუსტრაციოდ მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი, წყაროს მითითებით და დასახული არაკომერციული მიზნით განსაზღვრული მოცულობით;

გ) ამოიღოს და ხელახლა გამოიყენოს მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის და ადმინისტრაციული თუ სასამართლო-საპროცესო მიზნებისათვის.

თა­ვი VIII

მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბებისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების მოქმედების ვადა

     მუხ­ლი 57. მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა მოქმედების ვა­დები

1. ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული შემსრულებლის უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში პირველი შესრულებიდან. თუ ამ ვადაში შესრულების ჩანაწერი გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს ვადა გრძელდება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 50 წლის განმავლობაში.

2. შემ­სრუ­ლებ­ლის სა­ხე­ლის უფ­ლე­ბა და რე­პუ­ტა­ცი­ის პა­ტი­ვის­ცე­მის უფ­ლე­ბა და­ცუ­ლია უვა­დოდ. ეს უფლებები მემკვიდრეობით არ გადადის. შემ­სრუ­ლებ­ლის პი­რა­დ უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ხორ­ცი­ელ­დე­ბა იმ წე­სით, რომელიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებ­თა ავ­ტო­რების პი­რა­დი არა­ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბების დაც­ვისათვის.

3. ამ კანონის 48-ე და 49-ე მუხლებით გათვალისწინებული ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში ფონოგრამის ან ვიდეოგრამის პირველი ჩაწერიდან. თუ ამ ვადაში ფონოგრამა ან ვიდეოგრამა გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს ვადა გრძელდება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 50 წლის განმავლობაში.

4. ამ კანონის 50-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი საეთერო (საკაბელო) მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბა მოქ­მე­დებს 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ­მი­ერ ეთერ­ში (კა­ბე­ლით) პროგრამის პირ­ვე­ლად გა­და­ცე­მის შემ­დეგ.

5. ამ კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება მოქმედებს მონაცემთა ბაზის დამზადებიდან 15 წლის განმავლობაში. თუ ამ ვადაში მონაცემთა ბაზა გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, 15 წელი აითვლება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან.

6. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული მონაცემთა ბაზის შემცველობის ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული ცვლილება, კერძოდ, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება, გამომდინარე გაუქმებიდან ან შესწორებიდან, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს, რომ განხორციელდა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი კაპიტალ-დაბანდება, შესაძლებლობას იძლევა ასეთი დაბანდების შედეგად შეცვლილ მონაცემთა ბაზას მიეცეს დაცვის საკუთარი ვადა.

7. ამ მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვა­დე­ბის ათვლა იწ­ყე­ბა იმ წე­ლი­წა­დის შემ­დგო­მი წლის პირველი იან­ვრი­დან, რო­დე­საც დადგა იუ­რი­დი­ული ფაქტი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­დის ათ­ვლის დაწ­ყე­ბის სა­ფუძ­ველია.

8. ამ თავში აღნიშნული უფლებები ამ მუხლის პირველ, მე-2–მე-5 პუნქტებში მითითებული ვადების მოქმედების დროს გადადის შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის, მაუწყებლობის ორგანიზაციის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მემკვიდრეებზე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მის უფლებამონაცვლეებზე.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

თა­ვი IX

სა­ავ­ტო­რო, მო­მიჯ­ნა­ვე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფ­ლე­ბების დაც­ვა

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხლი 58. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა

1. ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად.

3. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება:

ა) ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება;

ბ) უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე;

გ) თუ ნაწარმოები, მომიჯნავე უფლების ობიექტი ან მონაცემთა ბაზა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა (საჯარო გაცნობის, მათი ჩანაწერის ასლების გავრცელების, გაქირავების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით), როდესაც აღნიშნულის განმახორციელებელმა პირმა იცოდა ან სათანადო საფუძველი ჰქონდა სცოდნოდა, რომ უფლების მართვის ინფორმაცია შეცვლილი ან წაშლილი იქნა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე;

დ) ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლა;

ე) ნებისმიერი ისეთი ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის წარმოება, იმპორტი, გავრცელება, გაყიდვა, გაქირავება ან რეკლამირება:

ე.ა) რომლის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ემსახურება ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლას;

ე.ბ) რომელსაც აქვს შეზღუდული კომერციული მნიშვნელობა და ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლის გარდა შესაძლებელია მისი სხვა მიზნით გამოყენება;

ე.გ) რომელიც თავიდანვე შექმნილია, განკუთვნილია, წარმოებულია ან გადაკეთებულია იმისთვის, რომ შესაძლებელი გახადოს ან ხელი შეუწყოს ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლას;

ვ) ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის გამოყენებით ტექნოლოგიური საშუალებების ნეიტრალიზაციის მიზნით მომსახურების შეთავაზება და გაწევა.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხლი 59. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დაცვა

1. საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვთ დამრღვევისაგან მოითხოვონ:

ა) უფლების აღიარება;

ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს;

გ) ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით;

დ) ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა მიიღო მათი უფლებების დარღვევის შედეგად;

ე) ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები;

ვ) მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების მიღება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები გამოიყენება უფლების მფლობელის არჩევით.

3. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის არსი, უფლების მფლობელისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო უფლების მფლობელს ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერად გამოყენების შედეგად.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხლი 60. კონტრაფაქციული ასლები

1. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომელთა დამზადება, გავრცელება, გაქირავება ან სხვაგვარი გამოყენება იწვევს საავტორო და მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევას, ითვლება კონტრაფაქციულ ასლებად.

2. კონტრაფაქციულად ითვლება აგრეთვე იმ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომლებიც დაცულია საქართველოში ამ კანონის შესაბამისად და რომლებიც უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე იმპორტირებულია საქართველოში იმ სახელმწიფოდან, სადაც ისინი არასდროს ყოფილა დაცული ან სადაც მათი დაცვა შეწყვეტილია.

3. სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის ჩამორთმევის შესახებ. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით.

4. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, რომლებიც არ იქნა გამოთხოვილი უფლების მფლობელთა მიერ, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ასავლელად საჭირო მასალა, მოწყობილობა ან მისი კომპონენტი ექვემდებარება განადგურებას სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

5. ჩამორთმევას არ ექვემდებარება მესამე პირის მიერ მართლზომიერად შეძენილი ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონტრაფაქციული ასლები შეძენილია კომერციული გამოყენების მიზნით.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხლი 61. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დაცვის საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის საშუალებები

1. საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს ან მოსამართლეს ერთპიროვნულად შეუძლია გამოიტანოს განჩინება, რომელიც უკრძალავს მოპასუხეს ან პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია საავტორო, მომიჯნავე ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები, ისეთი მოქმედებების შესრულებას, როგორიც არის საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტების, მონაცემთა ბაზის ან მათი ასლების დამზადება, რეპროდუცირება, გავრცელება, გაყიდვა, გაქირავება, იმპორტი, საჯარო შესრულება, საჯარო გადაცემა, საჯარო ჩვენება ან სხვაგვარი გამოყენება, აგრეთვე ასეთი მოქმედებების შესრულების მიზნით მათი ტრანსპორტირება, შენახვა და ფლობა.

2. საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს ან მოსამართლეს ერთპიროვნულად შეუძლია გამოიტანოს განჩინება ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის ყველა იმ ასლზე ყადაღის დადებისა და ამოღების შესახებ, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის კონტრაფაქციული ასლია, აგრეთვე იმ მასალის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის მიმართ, რომელიც განკუთვნილია მისი დამზადების, რეპროდუცირებისა და ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლისათვის.

3. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევის შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას, რომლებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, გამომძიებელი ან სასამართლო ვალდებულია მიიღოს ზომები წაყენებული ან შემდგომში შესაძლო სამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად, შემდეგი ნივთების ძიების და მათზე ყადაღის დადების გზით:

ა) ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი კონტრაფაქციული ასლებია;

ბ) მასალა, მოწყობილობა ან მისი კომპონენტი და სხვა ტექნიკური საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია კონტრაფაქციული ასლების დამზადებისა და რეპროდუცირებისათვის, აგრეთვე ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლისათვის;

გ) დოკუმენტები, ანგარიშები და სხვა ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად სასამართლო განხილვისას.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხლი 62. სახელმწიფო პოლიტიკა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში

1. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და კანონით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“. მისი სტატუსი და უფლებამოსილება დგინდება საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი დებულების საფუძველზე.

2. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ უფლებამოსილია:

ა) უზრუნველყოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონმდებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს წინადადებები მისი განვითარების თაობაზე;

ბ) წარმოადგინოს საქართველო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებში; 

გ) განახორციელოს ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირება ამ კანონით დადგენილი წესით;

დ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ე) თავისი წარმომადგენლის მეშვეობით სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის საერთო კრებისა და სამეთვალყურეო ორგანოების სხდომებში, ხოლო თუ ორგანიზაცია არღვევს საქართველოს კანონმდებლობისა და წესდების მოთხოვნებს, ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი და უცხოელი უფლების მფლობელთა ქონებრივი უფლებების ეფექტიანად მართვასა და განხორციელებას, აგრეთვე აღნიშნული უფლებების გამოყენების პროცესში არღვევს მოსარგებლეთა კანონიერ ინტერესებს, ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებაზე განსახილველად დააყენოს შესაბამისი საკითხები.

საქართველოს 2000  წლის 5 დეკემბრის კანონი №651 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.135

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

თა­ვი X

ქო­ნებ­რი­ვ უფ­ლე­ბათა მარ­თვა კოლექტიურ საფუძველზე

     მუხლი 63. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნა

1. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან.

2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია იქმნება ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ. იგი არ არის შემოქმედებითი კავშირი და მასზე არ ვრცელდება „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ორგანიზაცია იქმნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. თუ ორგანიზაციის წესდება შეესაბამება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მისი რეგისტრაციის შესახებ და გასცემს რეესტრიდან ამონაწერს. ორგანიზაცია უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების მართვა განახორციელოს მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მისი რეგისტრაციის შემდეგ.

3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესი, რეესტრის ფორმულარი, ასევე რეესტრიდან ამონაწერის ფორმა მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება არა აქვს განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა და ამ მიზნით გამოიყენოს ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელზედაც უფლებები მას გადაცემული აქვს სამართავად კოლექტიურ საფუძველზე. აღნიშნული ორგანიზაცია მოქმედებს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით და რომელიც მას წესდების საფუძველზე მიენიჭა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისაგან.

5. იმ ორგანიზაციის წესდება, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უნდა შეიცავდეს დებულებებს, რომლებიც შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს. ორგანიზაციის საქმიანობაზე ხელმძღვანელობას ახორციელებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელები, რომელთა ქონებრივ უფლებებსაც მართავს ეს ორგანიზაცია. გადაწყვეტილებებს ჰონორარის ოდენობისა და მოსარგებლეებისათვის ლიცენზიების გაცემის პირობების, შეგროვებული ჰონორარის განაწილებისა და გადახდის წესის, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე იღებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელები კოლეგიურად, საერთო კრებაზე.

6. დაშვებულია შექმნა ცალკეული ორგანიზაციებისა უფლებების ან უფლებათა მფლობელების სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით ანდა ორგანიზაციებისა, რომლებიც მართავენ უფლებათა ერთი კატეგორიის მფლობელთა სხვადასხვა უფლებას.

7. იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, არ გამოიყენება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

საქართველოს 2007  წლის 26 ოქტომბრის კანონი №5423 - სსმ I, №38, 14.11.2007 წ., მუხ.365

საქართველოს 2009  წლის 3 ნოემბრის კანონი №1975 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.263

    მუხლი 631. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის საჯაროობა

1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია თავის საქმიანობას ახორციელებს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით. ორგანიზაცია ვალდებულია გამოაქვეყნოს საკუთარი საქმიანობის წლიური ანგარიში, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) წლიური შემოსავალი;

ბ) ადგილობრივი და უცხოელი უფლების მფლობელებისათვის შეგროვილი და განაწილებული ჰონორარების ოდენობა;

გ) სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) „საქპატენტს“ წარუდგინოს: წესდება და ინფორმაცია მასში ცვლილების შეტანის შესახებ; ინფორმაცია საზოგადოების მართვის ორგანოებში შემავალი პირების შესახებ და აღნიშნულ ორგანოებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ; სხვა ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადებული ხელშეკრულებები; საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტების გამოყენებისათვის დადგენილი ტარიფები და ინფორმაცია ტარიფებში ცვლილების შეტანის თაობაზე; ხელმძღვანელობისა და მართვის ორგანოების სხდომის ოქმი; წლიური ანგარიში; სასამართლოს გადაწყვეტილება იმ საქმეზე, რომელშიც ის მონაწილეობდა;

ბ) ორგანიზაციის წევრთა საერთო კრების მოწვევის შესახებ „საქპატენტის“ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 3 თვის ვადაში მოიწვიოს ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ „საქპატენტისათვის“ წარდგენილი ინფორმაცია არის საჯარო.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხლი 64. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობა

1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის უფლებამოსილება ორგანიზაციას გადაეცემა ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების მიერ, ამ ორგანიზაციაში მათი წევრობის შესახებ წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე ანალოგიურ უცხოურ ორგანიზაციასთან ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულება არ წარმოადგენს საავტორო ხელშეკრულებას და ამ კანონის მე-40 მუხლი მასზე არ ვრცელდება.

2. ავტორს, მომიჯნავე უფლების მფლობელს, მათ მემკვიდრეებს, უფლებამონაცვლეებს, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს უფლება აქვთ თავიანთი ქონებრივი უფლებები სამართავად გადასცენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას, ხოლო იგი ვალდებულია იკისროს ამ უფლებათა მართვა კოლექტიურ საფუძველზე, თუ ასეთი კატეგორიის უფლებათა მართვა, მათი გამოყენების კონკრეტული ფორმების გათვალისწინებით განეკუთვნება ამ ორგანიზაციის საქმიანობას.

3. ამ კანონის თანახმად მიღებული უფლებების შესაბამისად ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის შესაბამისი ფორმით გამოყენებისათვის მოსარგებლეებზე გასცემს ლიცენზიებს. ლიცენზიების პირობები ანალოგიური უნდა იყოს ერთი კატეგორიის ყველა მოსარგებლისათვის. ორგანიზაციას უფლება არა აქვს უარი უთხრას მოსარგებლეებს ლიცენზიის გაცემაზე საამისოდ საკმარისი საფუძველის არსებობის გარეშე.

4. საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტით მოსარგებლე ვალდებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის.

5. საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტით მოსარგებლე ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელშიც აისახება ინფორმაცია საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტის გამოყენების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან შეთანხმების შესაბამისად აღნიშნული აუცილებელი არ არის ჰონორარის გამოანგარიშებისა და განაწილებისათვის.

6. თუ ადგილი აქვს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის საჯარო შესრულებას, ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის კანონიერ გამოყენებაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას (მოედანი, სცენა, დარბაზი და სხვა), სადაც სრულდება საჯარო შესრულება. აღნიშნული წერილობითი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის კანონიერ გამოყენებაზე სოლიდარულად ეკისრებათ მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას (მოედანი, სცენა, დარბაზი და სხვა), სადაც სრულდება საჯარო შესრულება.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხლი 65. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის უფლებები

1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს:

ა) მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა და ლიცენზიის სხვა პირობები;

ბ) გასცეს ლიცენზია იმ უფლების გამოყენების შესახებ, რომელსაც ის მართავს;

გ) მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა, როდესაც ის ჰონორარს აგროვებს ლიცენზიის გაცემის გარეშე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

დ) შეაგროვოს ლიცენზიით გათვალისწინებული ჰონორარი ან/და ჰონორარი, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით;

ე) გაანაწილოს და გადაუხადოს შესაბამისი ჰონორარი საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს;

ვ) შეასრულოს ქმედება, რომელიც საჭიროა მისთვის სამართავად გადაცემული უფლებების დასაცავად ან განსახორციელებლად, მათ შორის, წარმოადგინოს უფლების მფლობელი სასამართლოში და ისარგებლოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით;

ზ) განახორციელოს სხვა საქმიანობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უფლებამოსილია აგრეთვე წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან ფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით.

3. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით.

4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტით მოსარგებლის მიერ ამ ობიექტის გამოყენებასთან დაკავშირებულ შესაძლო ქონებრივ პრეტენზიაზე, უფლების მფლობელთა მხრიდან პასუხისმგებელია აღნიშნული ორგანიზაცია, რომელმაც გასცა გამოყენების ნებართვა მოსარგებლეზე.

5. თუ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაუდგენელი მფლობელების ნაწარმოებების ან დაცვის სხვა ობიექტების გამოყენებიდან გასულია 3 წელი და ისინი არ გამოითხოვენ კუთვნილ საავტორო ჰონორარს ამ კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს გადაანაწილოს დაგროვილი თანხა სხვა ავტორებზე პროპორციულად, ან გადაიტანოს ეს თანხა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა შექმნილ ფონდებში.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხლი 66. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მოვალეობები

1. იმ ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უნდა განხორციელდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა იმ მფლობელების ინტერესების შესაბამისად, რომლებსაც ეს ორგანიზაცია წარმოადგენს. ამ მიზნით ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) შეგროვებული ჰონორარი გამოიყენოს მხოლოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისათვის გასანაწილებლად და გადასახდელად. ამასთან, ორგანიზაციას უფლება აქვს ჰონორარიდან გამოქვითოს მის შეგროვებაზე, განაწილებასა და გადახდაზე დახარჯული თანხები და მის მიერ ამ უფლებების მფლობელთა გადაწყვეტილებით შექმნილ სპეციალურ ფონდებში გადარიცხული თანხები;

ბ) გაანაწილოს და გადაიხადოს ჰონორარი ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტში აღნიშნული თანხების გამოქვითვის შემდეგ, ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ფაქტობრივი გამოყენების პროპორციულად;

გ) ჰონორარის გადახდის დროს წარუდგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს ანგარიშები, რომლებიც უნდა შეიცავდეს ცნობებს მათი უფლებების გამოყენების შესახებ.

2. საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს, რომლებსაც ჰონორარის შეგროვებასთან დაკავშირებული უფლებები არ გადაუციათ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის, უფლება აქვთ:

ა) მოსთხოვონ ორგანიზაციას ჰონორარის გადახდა განხორციელებული განაწილების შესაბამისად;

ბ) მოსთხოვონ ორგანიზაციას მათი ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამორიცხვა იმ ლიცენზიებიდან, რომლებსაც ეს ორგანიზაცია გასცემს მოსარგებლეებზე 3 წლის ვადით მათი ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის მოსარგებლის მიერ გამოყენების დღიდან.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

თავი XI

გარდამავალი დებულებანი

     მუხლი 67. ამ კანონის ნორმათა გავრცელება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე

1. ეს კანონი ვრცელდება იმ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ობიექტების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ.

2. იმ ნაწარმოებზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული საავტორო უფლების დაცვის 70-წლიანი ვადა, ვრცელდება ამ კანონის 31-32-ე მუხლებით გათვალისწინებული საავტორო უფლების მოქმედების ვადები.

3. იმ შესრულებაზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 50 წელი მისი პირველი შესრულებიდან, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემსრულებლის უფლების მოქმედების ვადა.

4. იმ ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, რომელთა შექმნიდან, გამოცემიდან ან საჯარო გაცნობიდან ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 70 წელი, თუ აღნიშნულ ვადაში ისინი არ ყოფილა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადა.

5. მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემებზე, რომელთა შექმნიდან, პირველი გამოცემიდან ან საჯარო გაცნობიდან ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 70 წელი, თუ აღნიშნულ ვადაში ისინი არ ყოფილა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადა.

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

     მუხლი 671. (ამოღებულია)

საქართველოს  2005    წლის  3  ივნისი  ს კანონი №  1585  - სსმ I, №  31, 27.06.2005  წ., მუხ.  198

საქართველოს 2007  წლის 26 ოქტომბრის კანონი №5423 - სსმ I, №38, 14.11.2007 წ., მუხ.365

თავი XII

დასკვნითი დებულებანი

     მუხლი 68. ძალადაკარგული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

  ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს.

     მუხლი 69. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                   ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი.

№2112-IIს

15. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3966-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3878-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 13. 03/07/2023 - საქართველოს კანონი - 3450-XIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 25/07/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 16/12/2022 - საქართველოს კანონი - 2442-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2022 11. 25/12/2020 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/1/877 - ვებგვერდი, 30/12/2020 10. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1917-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 9. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3694-IIს - ვებგვერდი, 15/06/2015 8. 25/09/2013 - საქართველოს კანონი - 1328-რს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3032 - სსმ, 27, 24/05/2010 6. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1975 - სსმ, 35, 19/11/2009 5. 26/10/2007 - საქართველოს კანონი - 5423 - სსმ, 38, 14/11/2007 4. 03/06/2005 - საქართველოს კანონი - 1585 - სსმ, 31, 27/06/2005 3. 10/10/2002 - საქართველოს კანონი - 1693 - სსმ, 28, 28/10/2002 2. 05/12/2000 - საქართველოს კანონი - 651 - სსმ, 47, 14/12/2000 1. 09/09/1999 - საქართველოს კანონი - 2388 - სსმ, 43(50), 21/09/1999