დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1585 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/06/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 27/06/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 050.020.040.05.001.001.861 |
საქართველოს კანონი
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N28(35), 1999 წელი, მუხ. 147) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი არეგულირებს:
ა) იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები);
ბ) შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (შემდგომში – მომიჯნავე უფლებები);
გ) მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მონაცემთა ბაზაზე, რომლებზედაც უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, მონაცემთა ბაზაზე, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა საქართველოს ტერიტორიაზე. ნაწარმოები, ფონოგრამა და ვიდეოგრამა ასევე ჩაითვლება საქართველოში პირველად გამოქვეყნებულად, თუ უცხო ქვეყანაში პირველი გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში ისინი გამოქვეყნდა საქართველოს ტერიტორიაზე;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) იმ მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემაზე, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო მაუწყებლობის ლიცენზია და გადასცემს გადაცემას საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გადამცემებით, ეთერის, კაბელის ან სხვა ანალოგიური საშუალების გამოყენებით;“.
3. მე-4 მუხლის:
ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საჯარო გაცნობა – ნებისმიერი მოქმედება (გამოქვეყნების გარდა), რომლის შედეგადაც უშუალოდ ან ტექნიკური საშუალებით ნაწარმოები, შესრულება, ფონოგრამა, ვიდეოგრამა, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა ან მონაცემთა ბაზა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა;
ე) გამოცემა – ავტორის, საავტორო ან მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელის, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის თანხმობით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება გაყიდვის ან გაქირავების ანდა ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით იმ რაოდენობით, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების გონივრულ მოთხოვნებს;“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) კაბელით გადაცემა – საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემა სადენით, ოპტიკური ბოჭკოს ან სხვა ანალოგიური საშუალებით;“;
გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) კაბელით ხელახალი გადაცემა – სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე- და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით;“;
დ) „ლ“–„ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ეთერში გადაცემა – საზოგადოების მიერ მიღების მიზნით ხმის ან/და გამოსახულების გადაცემა უსადენო კავშირგაბმულობით, მათ შორის, თანამგზავრის მეშვეობით (თანამგზავრი – ყველა თანამგზავრი, რომელიც მუშაობს ტელესაკომუნიკაციო წესების შესაბამისად საზოგადოებისათვის მისაწოდებელი სამაუწყებლო სიგნალებისათვის განკუთვნილ სიხშირეთა დიაპაზონში; თანამგზავრის მეშვეობით გადაცემა – მაუწყებლობის ორგანიზაციის კონტროლისა და პასუხისმგებლობის პირობებში პროგრამების მატარებელი სიგნალების მიღება; საზოგადოებისათვის განკუთვნილი პროგრამები მიიღება კავშირის უწყვეტი ჯაჭვის სახით – ზევით სატელიტისა და ქვევით დედამიწის მიმართულებით); კოდირებული სიგნალების გადაცემა წარმოადგენს ეთერში გადაცემას, თუ დეკოდირების საშუალებები საზოგადოებას მიეწოდება საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ ან მისი თანხმობით;
მ) მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა – საზოგადოების მიერ მისაღებად განკუთვნილი ხმის ან/და გამოსახულების ერთობლიობა, რომელიც გადაიცემა ეთერში ან კაბელით;
ნ) მონაცემთა ბაზა – სისტემური ან მეთოდური წესით განლაგებული ნაწარმოებების ან/და სხვა მონაცემებისა და მასალის კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით. ტერმინი არ გულისხმობს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საშუალებებით ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნისა და გამოყენების დროს;
ო) რეპროდუცირება – ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან მისი ნაწილის ერთი ან ერთზე მეტი ასლის დამზადება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მათ შორის, ხმისა და ვიდეოჩანაწერის ფორმით. რეპროდუცირებად ასევე ჩაითვლება ჩაწერა დროებითი ან მუდმივი შენახვისათვის, ელექტრონული (ციფრულის ჩათვლით), ოპტიკური ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით;“;
ე) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:
„ო1) დროებითი ასლი – ნაწარმოების, შესრულების ჩანაწერის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის ან მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ჩანაწერის შემთხვევითი ან აუცილებელი დროებითი ასლი, რომელიც წარმოადგენს ტექნიკური პროცესის აუცილებელ და მნიშვნელოვან ნაწილს; დროებითი ასლის შექმნის ერთადერთი მიზანია უზრუნველყოს ობიექტის ქსელში გადაცემა მესამე პირებს შორის ნაწარმოების ან/და მომიჯნავე უფლებების ობიექტების შუალედური ან კანონიერი გამოყენებისას და ასეთ დროებით ასლს არ აქვს დამოუკიდებელი კომერციული მნიშვნელობა;“;
ვ) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) რეპროგრაფიული გამრავლება (ასლის გადაღება) – წერილობითი ან გრაფიკული საშუალებით გამოხატული ნაწარმოების, მონაცემების ან სხვა მასალის ორიგინალის ან ასლის ფაქსიმილური რეპროდუცირება ნებისმიერი ზომით, ფოტოკოპირების ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. რეპროგრაფიულ გამრავლებად არ ჩაითვლება ჩაწერა ელექტრონული (ციფრულის ჩათვლით), ოპტიკური ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით;
ჟ) საჯარო გადაცემა – ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;“;
ზ) „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) საჯარო ჩვენება – ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დემონსტრირება უშუალოდ ან ეკრანზე ფირის, სლაიდის, კადრის ან სხვა ტექნიკური საშუალების მეშვეობით, რასაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. აუდიოვიზუალური ნაწარმოების საჯარო ჩვენებად ჩაითვლება ცალკეული კადრების ჩვენება თანამიმდევრობის გარეშე;
ტ) ტექნოლოგიური საშუალება – ნებისმიერი ტექნოლოგია, მოწყობილობა ან მისი კომპონენტი, რომელთა ნორმალურად ფუნქციონირების დროს აღკვეთილია ან იზღუდება მოქმედებები, რომლებიც არ არის ნებადართული საავტორო ან სხვა უფლებების მფლობელის მიერ; ტექნოლოგიური საშუალება ქმედითად ჩაითვლება, თუ დაცული ნაწარმოების ან სხვა ობიექტის გამოყენებისას უფლებათა მფლობელი მასთან წვდომას აკონტროლებს იმ პროცესების მეშვეობით (დაშიფრვის, კოპირების შეზღუდვისა და სხვა გზით), რომლებიც ემსახურება დაცვის მიზანს;“;
თ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:
„ტ1) ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლა – მოწყობილობის ან მისი კომპონენტის ან/და სხვა საშუალებების გამოყენება ტექნოლოგიური საშუალებების ნეიტრალიზაციისათვის;“;
ი) „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) უფლების მართვის ინფორმაცია – ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის საშუალებით ხორციელდება ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის, ავტორის ან უფლებათა მფლობელის იდენტიფიცირება, ანდა ინფორმაცია ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების პირობების შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი ციფრები და კოდები, რომლებშიც მოცემულია ასეთი ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის ნებისმიერი ელემენტი აღნიშნულია ნაწარმოების ან ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის ასლზე ანდა ჩნდება მათი საჯარო გაცნობის დროს;
ფ) ფონოგრამა – შესრულების ხმის, სხვა ხმის ან ხმის გამომხატველი სიგნალის ჩანაწერი. ტერმინი არ გულისხმობს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში ჩართულ ხმის ჩანაწერს;“;
კ) „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) ჩაწერა – გამოსახულების ან/და ხმის ფიქსირება რაიმე ობიექტური ფორმით, რაც ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით მათი აღქმის, რეპროდუცირებისა და გადაცემის საშუალებას იძლევა;
ყ) შემსრულებელი – მსახიობი (თეატრის, კინოსი და ა.შ.), მომღერალი, მუსიკოსი, მოცეკვავე ან სხვა პირი, რომელიც თამაშობს როლს, კითხულობს, მღერის, ახდენს დეკლამირებას, უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე ან სხვაგვარად ასრულებს ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებს, საესტრადო, საცირკო, თოჯინურ ან ფოლკლორულ ნომერს.“.
4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა.“.
5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) აუდიოვიზუალური ნაწარმოები;“;
ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) შედგენილი ნაწარმოები, კერძოდ, კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა და სხვა ნაწარმოები, რომელიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს;“.
6. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91. ნაწარმოების დეპონირება
1. ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „საქპატენტში“. დეპონირების შედეგად „საქპატენტის“ მიერ გაცემული მოწმობა ადასტურებს მხოლოდ ნაწარმოების დეპონირების ფაქტს და არ წარმოშობს საავტორო უფლებებს.
2. ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის „საქპატენტში“ დეპონირებისას განმცხადებელმა უნდა დაიცვას წარმოდგენილ ნაწარმოებთან დაკავშირებული სხვა პირების საავტორო ან სხვა უფლებები.
3. „საქპატენტში“ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი.
4. თუ „საქპატენტში“ ნაწარმოებს წარადგენს ავტორის მემკვიდრე, უფლებამონაცვლე ან სხვა პირი, რომელიც ფლობს საავტორო უფლებებს, განცხადებას უნდა დაერთოს მემკვიდრეობის, უფლებამონაცვლეობის ან საავტორო უფლებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. „საქპატენტში“ ნაწარმოების წარმომადგენლის მეშვეობით დეპონირებისას განცხადებას უნდა დაერთოს აგრეთვე წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. „საქპატენტის“ მიერ ამ მუხლის თანახმად დეპონირებულ ნაწარმოებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება გახდეს საჯარო თავად ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მოთხოვნით.“.
8. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც ერთობლივი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნა ორმა ან ორზე მეტმა პირმა (თანაავტორობა), ერთობლივად ეკუთვნის თანაავტორებს, იმის მიუხედავად, ეს ნაწარმოები წარმოადგენს ერთ განუყოფელ მთლიანობას, თუ შედგება ნაწილებისაგან, რომელთაგან თითოეულს დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს. თანაავტორთა ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თანაავტორთა შეთანხმებით ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა შეიძლება განხორციელდეს ერთობლივი ფსევდონიმით.“.
9. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე ხელშეკრულების დადება იწვევს ავტორთა (თანაავტორთა) მიერ ამ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლების გადაცემას აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლისათვის, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ ნაწარმოების ავტორებს (თანაავტორებს) უნარჩუნდებათ უფლება მიიღონ ჰონორარი მოსარგებლისაგან (მაუწყებლობის ორგანიზაციისაგან, კინოთეატრისაგან და ა.შ.) ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის და ხელშეკრულებით სხვაგვარი შეთანხმება აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელსა და ავტორებს შორის ბათილია. ამ უფლების განხორციელება ხდება მხოლოდ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარგებლის მიერ ჰონორარი გადახდილია უშუალოდ ავტორისათვის (თანაავტორებისათვის), რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის წარდგენის ვალდებულება ეკისრება მოსარგებლეს.“.
10. მე-16 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქონებრივი უფლებები ნაწარმოებზე, რომელიც შექმნილია სამუშაოს მიმცემის უშუალო სამსახურებრივი დავალების შესრულების წესით (სამსახურებრივი ნაწარმოები), ეკუთვნის სამსახურებრივი ნაწარმოების ავტორს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურებრივი დავალების შედეგად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამაზე ყველა ქონებრივი უფლება ეკუთვნის სამუშაოს მიმცემს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;
დ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
11. მე-17 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გადაწყვიტოს, როდის, სად და რა ფორმით გახადოს ცნობილი ნაწარმოების შექმნის ფაქტი;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების განხორციელება ხდება ავტორის ხარჯზე. ავტორმა ნაწარმოების მოსარგებლეს უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი მიუღებელი მოგების ჩათვლით. ავტორს აგრეთვე უფლება აქვს, სამოქალაქო ბრუნვიდან თავისი ხარჯებით ამოიღოს გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით ადრე დამზადებული ნაწარმოების ასლები.“.
12. მე-18 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება);
გ) ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება);“;
ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);“;
ა.გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:
„ი) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;
კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოში ავტორის მიერ ან მისი თანხმობით ნაწარმოების ასლის პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ავტორის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე.
5. ნოტებით გამოხატული მუსიკალური ნაწარმოების, აუდიოვიზუალური ნაწარმოების, კომპიუტერული პროგრამის, მონაცემთა ბაზის, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ავტორებს ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელებს ეკუთვნით აღნიშნულ ნაწარმოებთა ორიგინალის ან ასლების გაქირავების და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის განსაკუთრებული უფლება, ამ ორიგინალზე ან ასლებზე საკუთრების უფლების მიუხედავად.“;
გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისათვის დგინდება, ერთი მხრივ, ავტორს, საავტორო უფლების სხვა მფლობელს ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და, მეორე მხრივ, მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. ნაწარმოების კაბელით ხელახალი გადაცემის შემთხვევაში საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დგინდება მხოლოდ ამ ორგანიზაციასა და მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. თუ აღნიშნული ორგანიზაცია და მოსარგებლე ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტი“. „საქპატენტის“ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში.
8. პირს, რომელიც საავტორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით პირველად გახდის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს ნაწარმოებს, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა ადრე არ მომხდარა, ამ ნაწარმოებზე წარმოეშობა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონებრივი უფლებები.“.
13. მე-19 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კომპიუტერული პროგრამის პროგრამირების ერთი ენიდან მეორე ენაზე გადატანა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება იმ პირის უფლებების დაცვით, რომელიც ცვლის კომპიუტერულ პროგრამას;“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მონაცემთა ბაზის თარგმნა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება, გავრცელება, საჯარო გადაცემა, ჩვენება ან შესრულება;“;
ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
14. მე-20 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახვითი ხელოვნებისა და ფოტოგრაფიული ნაწარმოების ორიგინალის პირველად გასხვისების შემდეგ მისი ყოველი მომდევნო გაყიდვის შემთხვევაში, მათ შორის, პროფესიონალი შუამავლების (სამხატვრო სალონის, სახვითი ხელოვნების გალერეის და სხვ.) მეშვეობით, ავტორს ან მის მემკვიდრეებს უფლება აქვთ გამყიდველისაგან მიიღონ ჰონორარი შემდეგი ოდენობით:
ა) თუ გასაყიდი ფასია 500 ლარიდან 100 000 ლარამდე – 4%;
ბ) თუ გასაყიდი ფასია 100 000,01 ლარიდან 400 000 ლარამდე – 4000 ლარს + 100 000,01 ლარს ზემოთ თანხის 3%;
გ) თუ გასაყიდი ფასია 400 000,01 ლარიდან 700 000 ლარამდე – 13000 ლარს + 400 000,01 ლარს ზემოთ თანხის 1%;
დ) თუ გასაყიდი ფასია 700 000,01 ლარიდან 1 000 000 ლარამდე – 16000 ლარს + 700 000,01 ლარს ზემოთ თანხის 0,5%;
ე) თუ გასაყიდი ფასია 1 000 000 ლარზე მეტი – 17500 ლარს + 1 000 000 ლარს ზემოთ თანხის 0,25%.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ჰონორარის შეგროვება ხორციელდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მეშვეობით, რომლის მოთხოვნის საფუძველზედაც სახვითი ხელოვნების ან ფოტოგრაფიული ნაწარმოების გამყიდველი ვალდებულია წარუდგინოს მას გაყიდვების შესახებ ინფორმაცია. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ჰონორარი (გადასახადების გადახდის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. ამ მუხლის მიზნებისათვის მე-2 პუნქტში აღნიშნულ სახვითი ხელოვნებისა და ფოტოგრაფიული ნაწარმოების ორიგინალს უთანაბრდება ავტორის მიერ ან მისი ნებართვით შეზღუდული რაოდენობით დამზადებული ორიგინალის ასლები.
5. აკრძალულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გასხვისება, რომელიც კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით გადადის მხოლოდ ავტორის მემკვიდრეზე საავტორო უფლების მოქმედების ვადით.“.
15. 21-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ელექტრონული მონაცემთა ბაზების რეპროდუცირებისას, გარდა ამ კანონის 28-ე და 30-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;
ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) აუდიოვიზუალური ნაწარმოების, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების რეპროდუცირებისას.“;
გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, აღნიშნულ მწარმოებლებს ან იმპორტიორებს და, მეორე მხრივ, ერთ-ერთ იმ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ავტორთა, შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტი“. „საქპატენტის“ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში.
7. ჰონორარი ნაწილდება იმ ნაწარმოებების ავტორებსა და საავტორო ან მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს შორის, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებში.“;
დ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების ამ კანონით გათვალისწინებული რეპროდუცირების უფლება არ ვრცელდება დროებით ასლზე.“.
16. 22-ე მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ერთეულ ასლად, მართლზომიერად გამოცემული ნაწარმოებების განადგურებული, დაკარგული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარი ასლების შესაცვლელად ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ; სხვა ბიბლიოთეკების ფონდებიდან დაკარგული, განადგურებული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარი ასლების შესაცვლელად ამ ბიბლიოთეკებისათვის გადაცემის მიზნით, თუ ასეთი ასლების მიღება ჩვეულებრივ პირობებში სხვა გზით შეუძლებელია;
ბ) ერთეულ ასლად, მართლზომიერად გამოცემული ცალკეული სტატიებისა და სხვა მცირე მოცულობის ნაწარმოებების ან წერილობითი ნაწარმოების მოკლე ნაწყვეტებისა (კომპიუტერული პროგრამების გარდა) ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ, ფიზიკურ პირთა მოთხოვნით, სასწავლო, სამეცნიერო ან პირადი მიზნით;
გ) მართლზომიერად გამოცემული ცალკეული სტატიებისა და სხვა მცირე მოცულობის ნაწარმოებების ან წერილობითი ნაწარმოების მოკლე ნაწყვეტებისა (კომპიუტერული პროგრამების გარდა) საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მეცადინეობისათვის.“.
17. 23-ე მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან ციტირება სამეცნიერო, კვლევითი პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან მოკლე ნაწყვეტების ბეჭდვითი მიმოხილვისათვის რეპროდუცირების ჩათვლით;
ბ) მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან მოკლე ნაწყვეტების გამოყენება ილუსტრაციის სახით, გამოცემებში, რადიო- და ტელეგადაცემებში, სასწავლო ხასიათის ფონო- და ვიდეოჩანაწერებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით;
გ) მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ საკითხებზე პერიოდული გამოცემების მეშვეობით მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი სტატიების ან საჯაროდ გადაცემული მსგავსი შინაარსის ნაწარმოებების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა სპეციალურად არ არის აკრძალული ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მიერ. ამასთან, ავტორს უნარჩუნდება ასეთი ნაწარმოების კრებულში გამოცემის უფლება;“.
18. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულება ცერემონიების დროს
დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულება ოფიციალური, სამგლოვიარო და რელიგიური ცერემონიების დროს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ასეთი ცერემონიის ხასიათით.“.
19. 32-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა მოხდა ფსევდონიმით ან ანონიმურად, მოქმედებს 70 წლის განმავლობაში ამ ფაქტის მართლზომიერად დადგომის თარიღიდან. თუ ამ ვადაში ავტორი გაამჟღავნებს თავის ვინაობას ან თუ მისი ვინაობა ეჭვს არ იწვევს, გამოიყენება ამ კანონის 31-ე მუხლი.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა ხდება ტომებად, ნაწილებად, გამოშვებებად ან ეპიზოდებად, ხოლო საავტორო უფლების დაცვის ვადა აითვლება ამ ფაქტის მართლზომიერად დადგომის თარიღიდან, ეს ვადა გამოითვლება თითოეული ასეთი ნაწარმოებისათვის.
4. საავტორო უფლება ამ კანონის მე-12 და მე-13 მუხლებში აღნიშნულ ნაწარმოებებზე მოქმედებს 70 წლის განმავლობაში იმ თარიღიდან, როდესაც მოხდა მათი მართლზომიერი გამოცემა ან საჯარო გაცნობა, ხოლო თუ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა არ მომხდარა – მისი შექმნის თარიღიდან.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. იმ პირის ქონებრივი საავტორო უფლება, რომელმაც მართლზომიერად განახორციელა იმ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა ადრე არ მომხდარა (ამ კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი), მოქმედებს 25 წლის განმავლობაში ასეთი ფაქტის დადგომის თარიღიდან.“.
20. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აკრძალულია ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა ისეთი ფსევდონიმით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ადრე ხელმისაწვდომი ნაწარმოების ავტორთან გაიგივება, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.“.
21. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დადგინდეს სპეციალური ანარიცხები საქართველოს ტერიტორიაზე იმ ნაწარმოების გამოყენებისათვის, რომელზედაც საავტორო უფლების მოქმედების ვადა გასულია. ასეთი ანარიცხებიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა ავტორთა პროფესიულ ფონდებს და ორგანიზაციებს, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ავტორთა ქონებრივ უფლებებს. ანარიცხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნაწარმოების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის 3 პროცენტს.“.
22. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საავტორო უფლება გადაიცემა კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით ანდა ხელშეკრულებით.“.
23. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. ავტორის ქონებრივი უფლებების გადაცემა
ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს შეუძლია ყველა ქონებრივი უფლება ან მათი ნაწილი გადასცეს უფლებამონაცვლეს.“.
24. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი მხოლოდ ლიცენზიატს აძლევს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს ნაწარმოები ხელშეკრულებით განსაზღვრული სახითა და ფარგლებში და მასვე ანიჭებს უფლებას, აკრძალოს ნაწარმოების ამგვარი გამოყენება სხვა პირთა (მათ შორის, ავტორის) მიერ.“.
25. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი ლიცენზიატს აძლევს უფლებას გამოიყენოს ნაწარმოები იმ პირთა თანაბრად, რომლებმაც მიიღეს ასეთი ნაწარმოების იმავე სახით გამოყენების უფლება.“.
26. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 39. ნაწარმოების გამოყენება განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემის შემდეგ
განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემის შემთხვევაშიც კი ავტორს ამ ნაწარმოების გამოყენების უფლება უნარჩუნდება თავის ნაწარმოებთა მხოლოდ სრული კრებულის გამოცემისას, თუ განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემის შედეგად თარიღიდან, როდესაც გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით ნაწარმოები საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა, გასულია 5 წელი. ამასთან, ავტორს არა აქვს უფლება, გამოიყენოს ასეთი ნაწარმოები სრული კრებულისაგან დამოუკიდებლად.“.
27. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 40. სალიცენზიო ხელშეკრულება
1. სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს: გამოსაყენებელი ნაწარმოების ზუსტ აღწერას (სახელწოდება, მოცულობა, ჟანრი), ნაწარმოების გამოყენების კონკრეტულ სახეს, ხელშეკრულების მოქმედების ვადას და ტერიტორიას, ჰონორარის ოდენობის განსაზღვრის წესს ან ჰონორარის ოდენობას ნაწარმოების გამოყენების ყოველი სახისათვის, მისი გადახდის წესსა და ვადას, აგრეთვე სხვა პირობებს, რომლებსაც მხარეები არსებითად მიიჩნევენ.
2. ნაწარმოების ყველა იმ სახით გამოყენების უფლება, რომელიც სალიცენზიო ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, ეკუთვნის ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს.
3. თუ სალიცენზიო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული ნაწარმოების გამოყენების კონკრეტული სახე, ხელშეკრულება ითვლება დადებულად ნაწარმოების ისეთ გამოყენებაზე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს აუცილებლად მხარეთა იმ განზრახვის შესრულებისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ ხელშეკრულების დადებისას.
4. თუ სალიცენზიო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხელშეკრულება შეიძლება გააუქმოს ავტორმა ან საავტორო უფლების სხვა მფლობელმა მისი დადებიდან 3 წლის შემდეგ. ლიცენზიატს აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს წერილობით ხელშეკრულების გაუქმებამდე 6 თვით ადრე.
5. თუ სალიცენზიო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ტერიტორია, იგი მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
6. სალიცენზიო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიეცეს სხვა პირებს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
7. თუ ნაწარმოების რეპროდუცირების შესახებ სალიცენზიო ხელშეკრულებაში ჰონორარი განისაზღვრება ფიქსირებული თანხით, სალიცენზიო ხელშეკრულებით უნდა დადგინდეს ნაწარმოების მაქსიმალური ტირაჟი.“.
28. 41-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
29. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42. ხელშეკრულების ფორმა
საავტორო უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, ნაწარმოების შექმნის შესახებ ხელშეკრულება და სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. პერიოდულ ბეჭდვით გამოცემებში ნაწარმოების გამოყენების სალიცენზიო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირადაც.“.
30. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
„6. ბათილია ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ზღუდავს ავტორის უფლებას მომავალში შექმნას ნაწარმოები განსაზღვრულ თემაზე ან განსაზღვრულ დარგში.
7. ხელშეკრულების საგანი არ შეიძლება იყოს იმ ნაწარმოებზე უფლების გადაცემა, რომელიც შეიძლება მომავალში შექმნას ავტორმა.“.
31. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
მხარემ, რომელმაც არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ავტორის ქონებრივი უფლებების გადაცემის, ნაწარმოების შექმნის ან სალიცენზიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მეორე მხარეს უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით.“.
32. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მომიჯნავე უფლებები“.
33. 47-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება;
გ) შესრულების გადაცემა ეთერში ან კაბელით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება შემსრულებლის თანხმობით ადრე ჩაწერილი ან ეთერში ადრე გადაცემული შესრულების გადაცემა;“;
ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;“;
ა.გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„ვ) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების ორიგინალის ან ასლების გავრცელება – გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;
ზ) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს პირისათვის, მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოში შემსრულებლის მიერ ან მისი თანხმობით ფონოგრამის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში შემსრულებლის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე.“.
34. 48-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ფონოგრამის პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება;“;
ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.გ) „გ“–„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ფონოგრამის ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;
დ) ფონოგრამის ორიგინალის ან ასლების გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;
ე) ფონოგრამის ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ფონოგრამის დამამზადებლის თანხმობით;“;
ა.დ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ფონოგრამის გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის, მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საქართველოში ფონოგრამის დამამზადებლის მიერ ან მისი თანხმობით ფონოგრამის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ფონოგრამის დამამზადებლის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე.“.
35. 49-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ვიდეოგრამის პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება;“;
ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.გ) „გ“–„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ვიდეოგრამის ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;
დ) ვიდეოგრამის ორიგინალის ან ასლების გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;
ე) ვიდეოგრამის ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობით;“;
ა.დ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ვიდეოგრამის გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საქართველოში ვიდეოგრამის დამამზადებლის მიერ ან მისი თანხმობით ვიდეოგრამის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე.“.
36. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;“;
გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:
„ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;
თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს.“.
37. 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტის ამ კანონით გათვალისწინებული რეპროდუცირების უფლება არ ვრცელდება დროებით ასლზე.“.
38. 52-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამის გამოყენება“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაშვებულია მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამის დამამზადებლის და ასეთ ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების შემსრულებლის თანხმობის გარეშე, მაგრამ ჰონორარის გადახდით:
ა) ფონოგრამის საჯარო შესრულება;
ბ) ფონოგრამის გადაცემა ეთერში, კაბელით ან კაბელით ხელახალი გადაცემა.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, ფონოგრამებით მოსარგებლეთა და, მეორე მხრივ, ერთ-ერთ იმ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ფონოგრამების დამამზადებელთა და შემსრულებელთა უფლებებს. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტი.“;
დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ამ მუხლის მიზნებისათვის ფონოგრამა, რომელიც ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა სადენებიანი ანდა უსადენო კავშირგაბმულობის საშუალებით მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს, განიხილება, როგორც მოგების მიღების მიზნით გამოცემული.“.
39. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები“.
40. 54-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მონაცემთა ბაზის (რომელიც არ წარმოადგენს ნაწარმოებს) დამამზადებელი, რომელიც ადასტურებს, რომ მან განახორციელა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი ინვესტიცია მონაცემთა ბაზის შემცველობის შეძენის, მოპოვების, დაზუსტების ან წარმოდგენის მხრივ, სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, არ დაუშვას მისი მთლიანი შემცველობის ან ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული მნიშვნელოვანი ნაწილის ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება.
2. ამ თავის მიზნებისათვის, ამოღება გულისხმობს მონაცემთა ბაზის მთლიანი შემცველობის ან მნიშვნელოვანი ნაწილის მუდმივად ან დროებით გადატანას სხვა მატერიალურ მატარებელზე ნებისმიერი საშუალებით თუ ფორმით, ხოლო ხელახალი გამოყენება გულისხმობს აღნიშნული მატარებლის ან მისი ასლების საზოგადოებაში გავრცელებას, გაქირავებას ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემას ანდა მონაცემთა ბაზის მთლიანი შემცველობის ან მნიშვნელოვანი ნაწილის საჯარო გაცნობას. საქართველოში დამამზადებლის მიერ ან მისი თანხმობით მონაცემთა ბაზის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში მათი გავრცელების კონტროლის უფლება.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებები ძალაშია დამოუკიდებლად იმისა, დაცულია თუ არა ამ მონაცემთა ბაზაში შემავალი ნაწარმოებები, მომიჯნავე უფლებების ობიექტები და სხვა მონაცემები, მათი შინაარსის მიუხედავად. მონაცემთა ბაზის დაცვა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლებების შესაბამისად არ უნდა ლახავდეს მის შემადგენელ ნაწილებთან დაკავშირებულ საავტორო ან სხვა უფლებებს.“.
41. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:
„მუხლი 541. მონაცემთა ბაზის დეპონირება
1. მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „საქპატენტში“. დეპონირების შედეგად „საქპატენტის“ მიერ გაცემული მოწმობა ადასტურებს მხოლოდ მონაცემთა ბაზის დეპონირების ფაქტს.
2. მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის „საქპატენტში“ დეპონირებისას განმცხადებლის მიერ დაცული უნდა იქნეს მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული საავტორო და სხვა უფლებები.
3. განმცხადებლის მიერ „საქპატენტში“ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი.
4. თუ „საქპატენტში“ მონაცემთა ბაზის დეპონირებისათვის განცხადებას წარადგენს დამამზადებლის მემკვიდრე, უფლებამონაცვლე ან სხვა პირი, რომელიც ფლობს დამამზადებლის უფლებებს, მას უნდა დაერთოს მემკვიდრეობის, უფლებამონაცვლეობის ან დამამზადებლის უფლებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. „საქპატენტში“ მონაცემთა ბაზის წარმომადგენლის მეშვეობით დეპონირებისას განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამდასტურებელი დოკუმენტი.
6. ამ მუხლის თანახმად დეპონირებულ მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაცია „საქპატენტის“ მიერ შეიძლება გახდეს საჯარო თავად მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მოთხოვნით.“.
42. 55-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ მონაცემთა ბაზა გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის, დამამზადებელს უფლება არა აქვს აუკრძალოს მონაცემთა ბაზის კანონიერ მოსარგებლეს მონაცემთა ბაზის შემცველობის ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული უმნიშვნელო ნაწილების ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება ნებისმიერი მიზნით. თუ კანონიერ მოსარგებლეს აქვს მონაცემთა ბაზის ნაწილის ამოღების ან/და ხელახალი გამოყენების უფლება, ეს პუნქტი ვრცელდება მხოლოდ ამ ნაწილზე.
2. გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლის მოქმედება არ უნდა ლახავდეს მონაცემთა ბაზის დამამზადებლის კანონიერ ინტერესებს.
3. გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის კანონიერმა მოსარგებლემ არ უნდა შელახოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელის უფლებები მონაცემთა ბაზაში არსებულ ნაწარმოებთან ან მომიჯნავე უფლების ობიექტთან დაკავშირებით.“.
43. VIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მომიჯნავე უფლებებისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების მოქმედების ვადა“.
44. 57-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული შემსრულებლის უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში პირველი შესრულებიდან. თუ ამ ვადაში შესრულების ჩანაწერი გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს ვადა გრძელდება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 50 წლის განმავლობაში.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის 48-ე და 49-ე მუხლებით გათვალისწინებული ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში ფონოგრამის ან ვიდეოგრამის პირველი ჩაწერიდან. თუ ამ ვადაში ფონოგრამა ან ვიდეოგრამა გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს ვადა გრძელდება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 50 წლის განმავლობაში.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება მოქმედებს მონაცემთა ბაზის დამზადებიდან 15 წლის განმავლობაში. თუ ამ ვადაში მონაცემთა ბაზა გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, 15 წელი აითვლება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან.“;
დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ თავში აღნიშნული უფლებები ამ მუხლის პირველ, მე-2 – მე-5 პუნქტებში მითითებული ვადების მოქმედების დროს გადადის შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის, მაუწყებლობის ორგანიზაციის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მემკვიდრეებზე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მის უფლებამონაცვლეებზე.“.
45. IX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დაცვა“.
46. 58-ე–61-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 58. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა
1. ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად.
3. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება:
ა) ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება;
ბ) უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე;
გ) თუ ნაწარმოები, მომიჯნავე უფლების ობიექტი ან მონაცემთა ბაზა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა (საჯარო გაცნობის, მათი ჩანაწერის ასლების გავრცელების, გაქირავების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით), როდესაც აღნიშნულის განმახორციელებელმა პირმა იცოდა ან სათანადო საფუძველი ჰქონდა სცოდნოდა, რომ უფლების მართვის ინფორმაცია შეცვლილი ან წაშლილი იქნა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე;
დ) ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლა;
ე) ნებისმიერი ისეთი ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის წარმოება, იმპორტი, გავრცელება, გაყიდვა, გაქირავება ან რეკლამირება:
ე.ა) რომლის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ემსახურება ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლას;
ე.ბ) რომელსაც აქვს შეზღუდული კომერციული მნიშვნელობა და ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლის გარდა შესაძლებელია მისი სხვა მიზნით გამოყენება;
ე.გ) რომელიც თავიდანვე შექმნილია, განკუთვნილია, წარმოებულია ან გადაკეთებულია იმისთვის, რომ შესაძლებელი გახადოს ან ხელი შეუწყოს ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლას;
ვ) ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის გამოყენებით ტექნოლოგიური საშუალებების ნეიტრალიზაციის მიზნით მომსახურების შეთავაზება და გაწევა.
მუხლი 59. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დაცვა
1. საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვთ დამრღვევისაგან მოითხოვონ:
ა) უფლების აღიარება;
ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს;
გ) ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით;
დ) ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა მიიღო მათი უფლებების დარღვევის შედეგად;
ე) ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები;
ვ) მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების მიღება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები გამოიყენება უფლების მფლობელის არჩევით.
3. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის არსი, უფლების მფლობელისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო უფლების მფლობელს ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერად გამოყენების შედეგად.
მუხლი 60. კონტრაფაქციული ასლები
1. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომელთა დამზადება, გავრცელება, გაქირავება ან სხვაგვარი გამოყენება იწვევს საავტორო და მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევას, ითვლება კონტრაფაქციულ ასლებად.
2. კონტრაფაქციულად ითვლება აგრეთვე იმ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომლებიც დაცულია საქართველოში ამ კანონის შესაბამისად და რომლებიც უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე იმპორტირებულია საქართველოში იმ სახელმწიფოდან, სადაც ისინი არასდროს ყოფილა დაცული ან სადაც მათი დაცვა შეწყვეტილია.
3. სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის ჩამორთმევის შესახებ. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით.
4. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, რომლებიც არ იქნა გამოთხოვილი უფლების მფლობელთა მიერ, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ასავლელად საჭირო მასალა, მოწყობილობა ან მისი კომპონენტი ექვემდებარება განადგურებას სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
5. ჩამორთმევას არ ექვემდებარება მესამე პირის მიერ მართლზომიერად შეძენილი ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონტრაფაქციული ასლები შეძენილია კომერციული გამოყენების მიზნით.
მუხლი 61. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დაცვის საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის საშუალებები
1. საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს ან მოსამართლეს ერთპიროვნულად შეუძლია გამოიტანოს განჩინება, რომელიც უკრძალავს მოპასუხეს ან პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია საავტორო, მომიჯნავე ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები, ისეთი მოქმედებების შესრულებას, როგორიც არის საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტების, მონაცემთა ბაზის ან მათი ასლების დამზადება, რეპროდუცირება, გავრცელება, გაყიდვა, გაქირავება, იმპორტი, საჯარო შესრულება, საჯარო გადაცემა, საჯარო ჩვენება ან სხვაგვარი გამოყენება, აგრეთვე ასეთი მოქმედებების შესრულების მიზნით მათი ტრანსპორტირება, შენახვა და ფლობა.
2. საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს ან მოსამართლეს ერთპიროვნულად შეუძლია გამოიტანოს განჩინება ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის ყველა იმ ასლზე ყადაღის დადებისა და ამოღების შესახებ, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის კონტრაფაქციული ასლია, აგრეთვე იმ მასალის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის მიმართ, რომელიც განკუთვნილია მისი დამზადების, რეპროდუცირებისა და ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლისათვის.
3. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევის შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას, რომლებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, გამომძიებელი ან სასამართლო ვალდებულია მიიღოს ზომები წაყენებული ან შემდგომში შესაძლო სამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად, შემდეგი ნივთების ძიების და მათზე ყადაღის დადების გზით:
ა) ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი კონტრაფაქციული ასლებია;
ბ) მასალა, მოწყობილობა ან მისი კომპონენტი და სხვა ტექნიკური საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია კონტრაფაქციული ასლების დამზადებისა და რეპროდუცირებისათვის, აგრეთვე ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლისათვის;
გ) დოკუმენტები, ანგარიშები და სხვა ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად სასამართლო განხილვისას.“.
47. 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განახორციელოს ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირება ამ კანონით დადგენილი წესით;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:
„დ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ე) თავისი წარმომადგენლის მეშვეობით სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის საერთო კრებისა და სამეთვალყურეო ორგანოების სხდომებში, ხოლო თუ ორგანიზაცია არღვევს საქართველოს კანონმდებლობისა და წესდების მოთხოვნებს, ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი და უცხოელი უფლების მფლობელთა ქონებრივი უფლებების ეფექტიანად მართვასა და განხორციელებას, აგრეთვე აღნიშნული უფლებების გამოყენების პროცესში არღვევს მოსარგებლეთა კანონიერ ინტერესებს, ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებაზე განსახილველად დააყენოს შესაბამისი საკითხები.“.
48. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 63. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნა
1. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან.
2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია იქმნება ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ. იგი არ წარმოადგენს შემოქმედებით კავშირს და მასზე არ ვრცელდება „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ორგანიზაცია იქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირის – რეგისტრირებული კავშირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. თუ ორგანიზაციის წესდება შეესაბამება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოაქვს გადაწყვეტილება მისი რეგისტრაციის შესახებ და გასცემს შესაბამის ამონაწერს რეესტრიდან. ორგანიზაცია უფლებამოსილია ქონებრივი უფლებების მართვა განახორციელოს მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მისი რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების ფორმა და წესი, ასევე რეგისტრაციის შესახებ ამონაწერის ფორმა მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება არა აქვს განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა და ამ მიზნით გამოიყენოს ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელზედაც უფლებები მას გადაცემული აქვს სამართავად კოლექტიურ საფუძველზე. აღნიშნული ორგანიზაცია მოქმედებს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით და რომელიც მას წესდების საფუძველზე მიენიჭა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისაგან.
5. იმ ორგანიზაციის წესდება, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უნდა შეიცავდეს დებულებებს, რომლებიც შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს. ორგანიზაციის საქმიანობაზე ხელმძღვანელობას ახორციელებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელები, რომელთა ქონებრივ უფლებებსაც მართავს ეს ორგანიზაცია. გადაწყვეტილებებს ჰონორარის ოდენობისა და მოსარგებლეებისათვის ლიცენზიების გაცემის პირობების, შეგროვებული ჰონორარის განაწილებისა და გადახდის წესის, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე იღებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელები კოლეგიურად, საერთო კრებაზე.
6. დაშვებულია შექმნა ცალკეული ორგანიზაციებისა უფლებების ან უფლებათა მფლობელების სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით ანდა ორგანიზაციებისა, რომლებიც მართავენ უფლებათა ერთი კატეგორიის მფლობელთა სხვადასხვა უფლებას.
7. იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, არ გამოიყენება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები.“.
49. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 631 მუხლი:
„მუხლი 631. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობის საჯაროობა
1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია თავის საქმიანობას ახორციელებს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით. ორგანიზაცია ვალდებულია გამოაქვეყნოს საკუთარი საქმიანობის წლიური ანგარიში, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ა) წლიური შემოსავალი;
ბ) ადგილობრივი და უცხოელი უფლების მფლობელებისათვის შეგროვილი და განაწილებული ჰონორარების ოდენობა;
გ) სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) „საქპატენტს“ წარუდგინოს: წესდება და ინფორმაცია მასში ცვლილების შეტანის შესახებ; ინფორმაცია საზოგადოების მართვის ორგანოებში შემავალი პირების შესახებ და აღნიშნულ ორგანოებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ; სხვა ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადებული ხელშეკრულებები; საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტების გამოყენებისათვის დადგენილი ტარიფები და ინფორმაცია ტარიფებში ცვლილების შეტანის თაობაზე; ხელმძღვანელობისა და მართვის ორგანოების სხდომის ოქმი; წლიური ანგარიში; სასამართლოს გადაწყვეტილება იმ საქმეზე, რომელშიც ის მონაწილეობდა;
ბ) ორგანიზაციის წევრთა საერთო კრების მოწვევის შესახებ „საქპატენტის“ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 3 თვის ვადაში მოიწვიოს ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ „საქპატენტისათვის“ წარდგენილი ინფორმაცია არის საჯარო.“.
50. 64-ე მუხლის:
ა) მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ავტორს, მომიჯნავე უფლების მფლობელს, მათ მემკვიდრეებს, უფლებამონაცვლეებს, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს უფლება აქვთ თავიანთი ქონებრივი უფლებები სამართავად გადასცენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას, ხოლო იგი ვალდებულია იკისროს ამ უფლებათა მართვა კოლექტიურ საფუძველზე, თუ ასეთი კატეგორიის უფლებათა მართვა, მათი გამოყენების კონკრეტული ფორმების გათვალისწინებით განეკუთვნება ამ ორგანიზაციის საქმიანობას.
3. ამ კანონის თანახმად მიღებული უფლებების შესაბამისად ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის შესაბამისი ფორმით გამოყენებისათვის მოსარგებლეებზე გასცემს ლიცენზიებს. ლიცენზიების პირობები ანალოგიური უნდა იყოს ერთი კატეგორიის ყველა მოსარგებლისათვის. ორგანიზაციას უფლება არა აქვს უარი უთხრას მოსარგებლეებს ლიცენზიის გაცემაზე საამისოდ საკმარისი საფუძველის არსებობის გარეშე.
4. საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტით მოსარგებლე ვალდებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტით მოსარგებლე ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელშიც აისახება ინფორმაცია საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტის გამოყენების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან შეთანხმების შესაბამისად აღნიშნული აუცილებელი არ არის ჰონორარის გამოანგარიშებისა და განაწილებისათვის.
6. თუ ადგილი აქვს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის საჯარო შესრულებას, ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის კანონიერ გამოყენებაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას (მოედანი, სცენა, დარბაზი და სხვა), სადაც სრულდება საჯარო შესრულება. აღნიშნული წერილობითი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის კანონიერ გამოყენებაზე სოლიდარულად ეკისრებათ მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას (მოედანი, სცენა, დარბაზი და სხვა), სადაც სრულდება საჯარო შესრულება.“.
51. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 65. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის უფლებები
1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს:
ა) მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა და ლიცენზიის სხვა პირობები;
ბ) გასცეს ლიცენზია იმ უფლების გამოყენების შესახებ, რომელსაც ის მართავს;
გ) მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა, როდესაც ის ჰონორარს აგროვებს ლიცენზიის გაცემის გარეშე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) შეაგროვოს ლიცენზიით გათვალისწინებული ჰონორარი ან/და ჰონორარი, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით;
ე) გაანაწილოს და გადაუხადოს შესაბამისი ჰონორარი საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს;
ვ) შეასრულოს ქმედება, რომელიც საჭიროა მისთვის სამართავად გადაცემული უფლებების დასაცავად ან განსახორციელებლად, მათ შორის, წარმოადგინოს უფლების მფლობელი სასამართლოში და ისარგებლოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით;
ზ) განახორციელოს სხვა საქმიანობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
2. ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უფლებამოსილია აგრეთვე წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან ფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით.
3. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით.
4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტით მოსარგებლის მიერ ამ ობიექტის გამოყენებასთან დაკავშირებულ შესაძლო ქონებრივ პრეტენზიაზე, უფლების მფლობელთა მხრიდან პასუხისმგებელია აღნიშნული ორგანიზაცია, რომელმაც გასცა გამოყენების ნებართვა მოსარგებლეზე.
5. თუ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაუდგენელი მფლობელების ნაწარმოებების ან დაცვის სხვა ობიექტების გამოყენებიდან გასულია 3 წელი და ისინი არ გამოითხოვენ კუთვნილ საავტორო ჰონორარს ამ კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს გადაანაწილოს დაგროვილი თანხა სხვა ავტორებზე პროპორციულად, ან გადაიტანოს ეს თანხა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა შექმნილ ფონდებში.“.
52. 66-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს, რომლებსაც ჰონორარის შეგროვებასთან დაკავშირებული უფლებები არ გადაუციათ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის, უფლება აქვთ:
ა) მოსთხოვონ ორგანიზაციას ჰონორარის გადახდა განხორციელებული განაწილების შესაბამისად;
ბ) მოსთხოვონ ორგანიზაციას მათი ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამორიცხვა იმ ლიცენზიებიდან, რომლებსაც ეს ორგანიზაცია გასცემს მოსარგებლეებზე 3 წლის ვადით მათი ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის მოსარგებლის მიერ გამოყენების დღიდან.“.
53. 67-ე მუხლის:
ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იმ ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, რომელთა შექმნიდან, გამოცემიდან ან საჯარო გაცნობიდან ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 70 წელი, თუ აღნიშნულ ვადაში ისინი არ ყოფილა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადა.
5. მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემებზე, რომელთა შექმნიდან, პირველი გამოცემიდან ან საჯარო გაცნობიდან ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 70 წელი, თუ აღნიშნულ ვადაში ისინი არ ყოფილა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადა.“.
54. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 671 მუხლი:
„მუხლი 671. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შეიმუშავოს და დაამტკიცოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის რეესტრის წარმოების ფორმა და წესი, ასევე რეგისტრაციის შესახებ ამონაწერის ფორმა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განახორციელოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელახალი რეგისტრაცია ამავე კანონით დადგენილი ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 3 ივნისი.
№1585-Iს
დოკუმენტის კომენტარები