დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 266-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 050000000.05.001.102489 |
266-IIმს-XIმპ
06/02/2025
ვებგვერდი, 06/02/2025
050000000.05.001.102489
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 147) მე-4 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) ავტორიზებული პირი − „საქპატენტის“ მიერ ავტორიზებულ პირად აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, მუნიციპალიტეტების საბიბლიოთეკო ქსელში გაერთიანებული მასობრივი (საჯარო) ბიბლიოთეკა, ის საგანმანათლებლო დაწესებულება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო მომსახურების არაკომერციული მიზნით მიწოდებაა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 10 მარტიდან. |
თბილისი, 6 თებერვალი 2025 წ. N266-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები