„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 651
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 14/12/2000
სარეგისტრაციო კოდი 050.000.000.05.001.000.857
  • Word
651
05/12/2000
სსმ, 47, 14/12/2000
050.000.000.05.001.000.857
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28 (35), 1999 წელი, მუხ.147) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საავტორო უფლების მფლობელს უფლება აქვს ნაწარმოები რეგისტრაციაში გაატაროს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ რეესტრში. რეგისტრაციის შემდეგ რეგისტრანტს ეძლევა სერტიფიკატი, რომელიც თავისთავად არ წარმოშობს ავტორობის პრეზუმფციას.“

2. 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, აღნიშნულ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს და, მეორე მხრივ, ერთ-ერთ იმ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ავტორთა, შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.

3. 35-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ მემკვიდრეები არ არსებობენ ან არაჯეროვნად ახორციელებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ უფლებებს, ამ უფლებების დაცვას აწარმოებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.

4. 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, ფონოგრამებით მოსარგებლეთა და, მეორე მხრივ, ერთ-ერთ იმ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ფონოგრამების დამამზადებელთა და შემსრულებელთა უფლებებს. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“. ჰონორარის ოდენობა დგინდება ფონოგრამის გამოყენების ყოველი ფორმისათვის“.

5. 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 62. სახელმწიფო პოლიტიკა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში

1. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და კანონით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“. მისი სტატუსი და უფლებამოსილება დგინდება საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი დებულების საფუძველზე.

2. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ უფლებამოსილია:

ა) უზრუნველყოს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონმდებლობის სფეროში და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები მისი განვითარების შესახებ;

ბ) წარმოადგინოს საქართველო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებში;

გ) რეგისტრაციაში გაატაროს ნაწარმოებები ამ კანონით დადგენილი წესით.“

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანვე.

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 5 დეკემბერი.

№651–Iს