საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • Word
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28(35), 08/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 050.000.000.05.001.000.593
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2112
22/06/1999
სსმ, 28(35), 08/07/1999
050.000.000.05.001.000.593
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (08/07/1999 - 09/09/1999)

საქართველოს კანონი

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

თავი I

ზო­გა­დი დე­ბუ­ლე­ბანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია, დაიცვას სა­ავ­ტო­რო ქო­ნებ­რივი და პი­რადი არა­ქო­ნებ­რივი უფ­ლე­ბები, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ი­შო­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებ­თა შექ­მნი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბი­ს დროს (სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი), აგ­რეთ­ვე ზო­გი­ერთი მათი მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა, და­კავ­ში­რე­ბული შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან, ფო­ნოგ­რა­მი­ს, ვი­დე­ოგ­რა­მისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლებთან და მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან (მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბი).

    მუხლი 2. აერთაშორისო ხელშეკრულებები

თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებათა წესები.

    მუხ­ლი 3. კანონის მოქ­მე­დე­ბის სფე­რო

ეს კანონი ვრცელ­დე­ბა:

ა) მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე, შეს­რუ­ლე­ბა­ზე, ფო­ნოგ­რა­მა­სა და ვი­დე­ოგ­რა­მა­ზე, რომ­ლებ­ზე­დაც სა­ავ­ტო­რო ან/და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა მფლო­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი ფი­ზი­კუ­რი პი­რი ან სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დადგენილი წესით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი;

ბ) მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე, ფო­ნოგ­რა­მა­სა და ვი­დე­ოგ­რა­მა­ზე, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლად გა­მოი­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ნა­წარ­მო­ე­ბი, ფო­ნოგ­რა­მა და ვი­დე­ოგ­რა­მა ასე­ვე ჩა­ით­ვლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გა­მო­ცე­მუ­ლად, თუ საზ­ღვარ­გა­რეთ პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მი­დან ოც­და­ა­თი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ისინი გა­მო­ი­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე;

გ) შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე; შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ჩა­წე­რი­ლია ფო­ნოგ­რა­მაზე ან ვი­დე­ოგ­რა­მა­ზე, რომ­ლის დაც­ვაც ხდე­ბა ამ მუხ­ლის „ბ” ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად; შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც არ არის ჩა­წე­რი­ლი ფო­ნოგ­რა­მა­ზე ან ვი­დე­ოგ­რა­მა­ზე, მაგ­რამ ჩარ­თუ­ლია მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მა­ში, რომ­ლის დაც­ვაც ხდება ამ მუხ­ლის „დ” ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად;

დ) იმ მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა გადაცემებზე, რომლებიც არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაფუძნებული იურიდიული პირები და პროგრამებს გადასცემენ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გადამცემების მეშვეობით;

ე) არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც განლაგებულია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც ჩართულია შემადგენელ ნაწილად საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ არქიტექტურულ ნაწარმოებში, მი­უ­ხე­და­ვად მა­თი ავ­ტო­რე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა და მუდ­მი­ვი საც­ხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­სა;

ვ) მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე, შეს­რუ­ლე­ბა­ზე, ფო­ნოგ­რა­მა­ზე, ვი­დე­ოგ­რა­მასა და მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა გა­და­ცე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც და­ცუ­ლია იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­თა შესაბამისად, რომ­ელთა მო­ნა­წი­ლეც არის სა­ქარ­თვე­ლო.

    მუხ­ლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „ავტორი” – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები;

ბ) „აუ­დიოვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი” – ნა­წარ­მო­ე­ბი, რომელიც შედგება თანამიმდევრული გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებისაგან ხმის თან­ხლე­ბით ან/და უა­მი­სოდ, ქმნის მოძ­რა­ო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და შე­იძ­ლე­ბა აღ­ქმულ იქ­ნეს მხედ­ვე­ლო­ბი­თ ან/და სმე­ნი­თ. აუ­დიოვი­ზუ­ა­ლუ­რ ნა­წარ­მო­ე­ბს მი­ე­კუთვ­ნე­ბა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი და სხვა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ხა­ტუ­ლია კი­ნემა­ტოგ­რა­ფი­ის ანა­ლო­გი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით (ტე­ლე-, ვი­დეო-, დი­ა­ფილ­მე­ბი და სხვა);

გ) „აუ­დიოვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის და­მამ­ზა­დე­ბელი (პრო­დი­უ­სე­რი)” – ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი, რო­მელ­მაც თა­ვის თავ­ზე აი­ღო ინი­ცი­ა­ტი­ვა და იკის­რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბის დამ­ზა­დე­ბი­სათ­ვის; თუ არ არ­სე­ბობს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­სა­ბუ­თე­ბა, აუ­დიოვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის და­მამ­ზა­დებლად მიიჩნევა ის ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი, რომ­ლის სა­ხე­ლი ან და­სა­ხე­ლე­ბაც სა­თა­ნა­დო წე­სით აღ­ნიშ­ნუ­ლია ნა­წარ­მო­ებ­ზე;

დ) „გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა” – ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბათა სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც პირ­ვე­ლად ხდე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის, შეს­რუ­ლე­ბის, ფო­ნოგ­რა­მის, ვი­დე­ოგ­რა­მისა და მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მის საზოგადოებისათვის გაც­ნო­ბ­ა გა­მო­ცე­მის, სა­ჯა­რო ჩვე­ნე­ბის, საჯარო შესრულების, სა­ჯა­რო გა­და­ცე­მი­სა და სხვა გზით;

ე) „გა­მო­ცე­მა” – ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბათა სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბით ნა­წარ­მო­ე­ბის, ფო­ნოგ­რა­მისა და ვიდეოგრამის ეგ­ზემ­პლა­რების სა­მო­ქა­ლა­ქო ბრუნ­ვა­ში გაშ­ვე­ბა გა­ყიდ­ვის ან გა­ქი­რა­ვე­ბის, ანდა ნა­წარ­მო­ე­ბის, ფო­ნოგ­რა­მი­სა და ვი­დე­ოგ­რა­მის ეგ­ზემ­პლა­რებ­ზე სა­კუთ­რე­ბის ან მფლო­ბე­ლო­ბის სხვა ფორმით გა­და­ცე­მის გზით, იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რომელიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გო­ნივრულ მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბებს. ნა­წარ­მო­ე­ბი, ფო­ნოგ­რა­მა და ვიდეოგრამა ასე­ვე ჩა­ით­ვლე­ბა გა­მო­ცე­მუ­ლად, თუ ისინი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ინ­ფორ­მა­ცი­ის ელექ­ტრო­ნუ­ლ სის­ტე­მა­თა მეშ­ვე­ო­ბით;

ვ) „გაქირავება” – ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ორიგინალის ან ასლის ხელმისაწვდომობა დროის განსაზღვრულ პერიოდში სარგებლობისათვის მოგების მიღების მიზნით;

ზ) „ვიდეოგრამა” – გამოსახულებათა თანამიმდევრობის ჩანაწერი რაიმე ობიექტური ფორმით, ხმის თანხლებით ან უამისოდ;

თ) „ვიდეოგრამის დამამზადებელი (პროდიუსერი)” – ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი, რო­მელ­მაც თა­ვის თავ­ზე აი­ღო ინი­ცი­ა­ტი­ვა და იკისრა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­თა თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბის პირველი ჩა­ნა­წე­რის ხმის თან­ხლე­ბით ან უა­მი­სოდ განხორციელებისათვის; თუ არ არ­სე­ბობს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­სა­ბუ­თე­ბა, ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლად მიიჩნევა ის ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი, რო­მ­ლის სახელი ან/და დასახელებაც სა­თა­ნა­დო წე­სით აღ­ნიშ­ნუ­ლია ვი­დე­ოგ­რა­მა­ზე ან/და მის ფუტ­ლ­არ­ზე;

ი) „კაბელით გადაცემა” – ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გადაცემა კაბელით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ან სხვა ანალოგიური მოწყობილობით. („კაბელით ხელახალი გადაცემა” წარმოადგენს ერთდროულ, შეუცვლელ და შეუკვეცავ ხელახალ გადაცემას მიკროტალღური სისტემის მეშვეობით საზოგადოების მიერ მისთვის განკუთვნილი ტელე- და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის მისაღებად სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით.);

კ) „კომპიუტერული პროგრამა” – ინსტრუქციათა ერთობლიობა სიტყვების, კოდების, სქემების ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით, რომელიც საშუალებას იძლევა აამოქმედოს კომპიუტერი განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. ტერმინი მოიცავს კომპიუტერული პროგრამის დიზაინის მოსამზადებელ მასალას;

ლ) „მაუწყებლობა” – ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გადაცემა უმავთულო კავშირგაბმულობით, მათ შორის, თანამგზავრის მეშვეობით. („თანამგზავრი” ნიშნავს ყველა თანამგზავრს, რომელიც მუშაობს სიხშირეთა იმ დიაპაზონში, რომელიც ტელესაკომუნიკაციო წესების მიხედვით განკუთვნილია საზოგადოებისათვის მისაწოდებელი სამაუწყებლო სიგნალებისათვის. „თანამგზავრის მეშვეობით გადაცემა” გულისხმობს პროგრამების მატარებელი სიგნალების მიღებას მაუწყებლობის ორგანიზაციის კონტროლისა და პასუხისმგებლობის პირობებში. საზოგადოებისათვის განკუთვნილი პროგრამები მიიღება კავშირის უწყვეტი ჯაჭვის სახით – ზევით სატელიტისა და ქვევით დედამიწის მიმართულებით. თუ პროგრამის მატარებელი სიგნალები დაშიფრულია, სატელიტური კავშირი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლობის ორგანიზაცია თანახმაა უზრუნველყოს საზოგადოებისათვის გაშიფვრის საშუალებათა მიწოდება.);

მ) „მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მა” – პროგრამა, რომელიც შექმნილია თვით საეთერო ან საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ, ან მისი შეკვეთითა და მისივე სახსრებით სხვა ორგანიზაციის მიერ. პროგრამა, რომელიც მხოლოდ ხელახლა გადაიცა კაბელით საკაბელო ორგანიზაციის მეშვეობით, არ წარმოადგენს ამ საკაბელო ორგანიზაციის გადაცემას;

ნ) „მონაცემთა ბაზა” – სისტემური ან მეთოდური წესით განლაგებული ნაწარმოებების, დამოუკიდებელი ინფორმაციის, მონაცემებისა და სხვა მასალის კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით. ტერმინი არ მოიცავს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საშუალებებით ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნისა და გამოყენების დროს;

ო) „რეპროდუცირება” – ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ერთი ან ერთზე მეტი ასლის დამზადება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მათ შორის, ხმისა და ვიდეოჩანაწერის ფორმით. რეპროდუცირებად ასევე ჩაითვლება ჩაწერა დროებითი ან მუდმივი შენახვისათვის, ელექტრონული (ციფრულის ჩათვლით), ოპტიკური ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით, გარდა გამოცემისა;

პ) „რეპროგრაფიული გამრავლება (ასლის გადაღება)” – წერილობითი ან გრაფიკული ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის ფაქსიმილური რეპროდუცირება გადიდებული თუ შემცირებული ზომით, ფოტოკოპირების ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. რეპროგრაფიულ გამრავლებად არ ჩაითვლება ჩაწერა ელექტრონული (ციფრულის ჩათვლით), ოპტიკური ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით;

ჟ) „სა­ჯა­რო გა­და­ცე­მა (გა­და­ცე­მა სა­ყო­ველ­თაო გაც­ნო­ბისათვის)” – ნა­წარ­მო­ე­ბის, შეს­რუ­ლე­ბის, ფო­ნოგ­რა­მის, ვი­დე­ოგ­რა­მის, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ან/და ხმის გა­და­ცე­მა ეთერ­ში, კა­ბე­ლით ან სხვა სა­შუ­ა­ლე­ბით ისე, რომ გა­და­ცე­მის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ან/და ხმა შე­იძ­ლე­ბა აღ­ქმუ­ლ იქ­ნეს იმ პირ­თა მი­ერ, რომ­ლე­ბიც არ მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან ოჯა­ხის ან ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­თა წრეს, ად­გილ­ზე (ად­გი­ლებ­ზე), რო­მლის (რომელთა) და­შო­რე­ბაც გა­და­ცე­მის ად­გი­ლი­დან ისე­თია, რომ ასე­თი გა­და­ცე­მის გა­რე­შე გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ან/და ხმა არ შე­იძ­ლე­ბა აღ­ქმუ­ლ იქ­ნეს მი­თი­თე­ბულ ად­გილ­ზე (ად­გი­ლებ­ზე);

რ) „საჯარო შესრულება” – ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკ­ლა­მა­ცი­ის, თა­მა­შო­ბის, სიმ­ღე­რის, ცეკ­ვის ან სხვა სა­ხით, უშუ­ა­ლოდ (ცოც­ხა­ლი შეს­რუ­ლე­ბა) ან ნე­ბის­მი­ე­რი მოწ­ყობ­ილო­ბი­ს მეშ­ვე­ო­ბით, ად­გილ­ზე (ად­გი­ლებ­ზე), სა­დაც საჯარო შეს­რუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა აღ­ქმუ­ლ იქ­ნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გა­რე­შე და სა­დაც ეს­წრე­ბი­ან ან შე­იძ­ლე­ბა ეს­წრე­ბოდ­ნენ პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან ოჯა­ხის ან ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­თა წრეს. აუდიო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ჯა­რო შეს­რუ­ლე­ბად ით­ვლე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის გამოსახულებათა ჩვე­ნე­ბა თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით;

ს) „სა­ჯა­რო ჩვე­ნე­ბა” – ნა­წარ­მო­ე­ბის, შეს­რუ­ლე­ბის, ვი­დე­ოგ­რა­მის, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მის დე­მონ­სტრი­რე­ბა, უშუ­ა­ლოდ ან ეკ­რან­ზე ფი­რის, სლა­ი­დის, კად­რის მეშ­ვე­ო­ბით ან სხვაგ­ვა­რად, ად­გილ­ზე (ად­გი­ლებ­ზე), სა­დაც საჯარო ჩვენება შეიძლება აღქმულ იქნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. აუდიოვიზუალური ნაწარმოების საჯარო ჩვენებად ითვლება ნაწარმოების გამოსახულებათა ჩვენება თანამიმდევრობის გარეშე;

ტ) „ტექნიკური საშუალება” – მოწყობილობა ან მისი კომპონენტი, რომელიც განკუთვნილია საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ნებისმიერი დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან აღსაკვეთად;

უ) „უფლების მართვის ინფორმაცია” – ინფორმაცია, რომელშიც მითითებულია ავტორი, ნაწარმოები, შემსრულებელი, შესრულება, ფონოგრამა, ფონოგრამის დამამზადებელი, ვიდეოგრამა, ვიდეოგრამის დამამზადებელი, მაუწყებლობის ორგანიზაცია, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა, მონაცემთა ბაზა, მონაცემთა ბაზის დამამზადებელი და ამ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების მფლობელი, ანდა ინფორმაცია ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების ვადებისა და პირობების შესახებ, ციფრები და კოდები, რომლებშიც ასახულია ეს ინფორმაცია, როდესაც ამ ინფორმაციის შემადგენელი ნაწილები ერთვის ნაწარმოებს, ჩაწერილ შესრულებას, ფონოგრამას, ვიდეოგრამას ან მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემას ან ჩნდება ნაწარმოების, ჩაწერილი შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის საზოგადოებისათვის გაცნობის დროს;

ფ) „ფონოგრამა” – შესრულების ან სხვა ხმების მხოლოდ ხმოვანი ჩანაწერი. ტერმინი არ მოიცავს გამოსახულებებთან ერთად ჩაწერილი ბგერების ჩანაწერს, როგორიცაა აუდიოვიზუალური ნაწარმოების მუსიკალური ფონი;

ქ) „ფო­ნოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებე­ლი” – ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი, რო­მელ­მაც თა­ვის თავ­ზე აი­ღო ინი­ცი­ა­ტი­ვა და იკისრა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შეს­რუ­ლე­ბის ან სხვა ხმე­ბის პირ­ვე­ლი ხმო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის; თუ არ არ­სე­ბობს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­სა­ბუ­თე­ბა, ფო­ნოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლად მიიჩ­ნე­ვა ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი, რო­მ­ლის სახელი ან/და დასახელებაც სა­თა­ნა­დო წე­სით აღ­ნიშ­ნუ­ლია ფო­ნოგ­რა­მა­ზე ან/და მის ფუტ­ლ­არ­ზე;

ღ) „ჩაწერა” – ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით გამოსახულების ან/და ხმის ფიქსაცია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მათი არაერთჯერადი აღქმის, რეპროდუცირებისა და გადაცემის საშუალებას იძლევა;

ყ) „შემ­სრუ­ლებ­ელი” – მსა­ხი­ო­ბი (თე­ატ­რისა, კი­ნო­სი და ა.შ.), მომ­ღე­რა­ლი, მუ­სი­კო­სი, მო­ცეკ­ვა­ვე ან სხვა პი­რი, რო­მე­ლიც თა­მა­შობს როლს, კით­ხუ­ლობს, მღე­რის, ახ­დენს დეკ­ლა­მი­რე­ბას, უკ­რავს მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენტ­ზე ან სხვაგ­ვა­რად ას­რუ­ლებს ლი­ტე­რა­ტუ­რი­ს ან ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბს, მათ შო­რის, სა­ეს­ტრა­დო, სა­ცირ­კო, თო­ჯი­ნურ ან ფოლკლორულ ნო­მერს.

თა­ვი II

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი

 მუხ­ლი 5. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის ობი­ექ­ტე­ბი

1. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა ვრცელ­დე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებებ­ზე, რო­მ­ლებიც წარ­მო­ად­გენს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ-შე­მოქ­მე­დე­ბითი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დეგს, გა­ნურ­ჩევ­ლად ნა­წარ­მო­ე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა, ავ­კარ­გი­ა­ნო­ბი­სა, ჟან­რი­სა, მო­ცუ­ლო­ბი­სა, გა­მო­ხატ­ვის ფორ­მი­სა და სა­შუ­ა­ლე­ბი­სა.

2. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა ვრცელ­დე­ბა რო­გორც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ, ისე გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბელ ნა­წარ­მო­ებ­ზე, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს რაიმე ობი­ექ­ტუ­რი ფორ­მით.

3. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.

    მუხ­ლი 6. მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რისა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბები

1. მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბია:

ა) ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი (წიგ­ნი, ბრო­შუ­რა, სტა­ტია, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მა და სხვა);

ბ) დრა­მა­ტუ­ლი ან მუ­სი­კა­ლურ-დრა­მა­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ი­ს ან პანტომიმის ნა­წარ­მო­ე­ბი და სხვა სას­ცე­ნო ნა­წარ­მო­ე­ბი;

გ) მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი ტექ­სტით ან უტექ­სტოდ;

დ) აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი (კი­ნო-, ტე­ლე-, ვი­დეოფილ­მი და სხვა);

ე) სკულ­პტუ­რის, ფერ­წე­რის, გრა­ფი­კის, ლი­თოგ­რა­ფი­ის, სახვითი ხელოვნებისა და სხვა მსგავსი ნა­წარ­მო­ე­ბი;

ვ) დე­კო­რა­ტი­ულ-გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ან მო­ნუ­მენ­ტუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი;

ზ) თე­ატ­რა­ლურ-დე­კო­რა­ტი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი;

თ) არ­ქი­ტექ­ტუ­რული, ქა­ლაქმშე­ნებ­ლო­ბი­ს ან სა­ბა­ღე-სა­პარ­კო ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი;

ი) ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი ან ფო­ტოგ­რა­ფი­ის ანა­ლო­გიუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით შექ­მნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი. აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ცალ­კეული გამოსახულება არ ­ით­ვლე­ბა ფო­ტოგ­რა­ფი­ულ ნა­წარ­მო­ე­ბად;

კ) რუ­კა, გეგ­მა, ეს­კი­ზი, ილუს­ტრა­ცია და სხვა მსგავსი ნა­წარ­მო­ე­ბი, რომე­ლიც მი­ე­კუთ­ვნე­ბა გე­ოგ­რა­ფი­ას, კარტოგ­რა­ფი­ას ან სხვა დარგებს;

ლ) გა­და­­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, კერძოდ, თარ­გმა­ნი, მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის პწკა­რე­დი, ადაპ­ტა­ცია, ეკრანიზაცია, მი­მო­ხილ­ვა, ინ­სცე­ნი­რე­ბა, კომ­პი­ლაცია, მუ­სი­კა­ლუ­რი არან­ჟი­რე­ბა და მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებ­თა სხვაგ­ვა­რი გა­და­მუ­შა­ვე­ბა­;

მ) შედ­გე­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, კერძოდ, კრე­ბუ­ლი (ენ­ციკ­ლო­პე­დია, ან­თო­ლო­გია, მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა) და სხვა ნაწარმოები, რო­მე­ლიც მა­სა­ლის შერ­ჩე­ვი­სა და გან­ლა­გე­ბის მი­ხედ­ვით ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ-შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დეგს წარ­მო­ად­გენს;

ნ) სხვა ნაწარმოებები.

2. გა­და­მუ­შა­ვე­ბულ და შედ­გე­ნილ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა ხორციელდე­ბა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, წარ­მო­ად­გე­ნს თუ არა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის ობი­ექ­ტებს ის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რო­მლებსაც ემყარებიან ან შე­ი­ცა­ვენ ისინი.

3. გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლ და შედ­გე­ნი­ლ ნა­წარ­მო­ე­ბთა დაც­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი­ს თა­ნაბ­რად.

4. კომპიუტერული პროგრამის დაცვა ვრცელდება ყველა სახის კომპიუტერულ პროგრამაზე (ოპერაციული სისტემების ჩათვლით), რომელიც შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერი ენით და ფორმით, საწყისი ტექსტისა და ობიექტური კოდის ჩათვლით.

    მუხ­ლი 7. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის­აგან

1. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ობი­ექ­ტის სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­შიც გა­მო­ხა­ტუ­ლია ნა­წარ­მო­ე­ბი.

2. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ობი­ექ­ტის სა­კუთ­რე­ბის ან მფლო­ბე­ლო­ბის გა­და­ცე­მა თა­ვის­თა­ვად არ იწ­ვევს ამ ობი­ექ­ტში გა­მო­ხა­ტულ ნა­წარ­მო­ებ­ზე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მას, გარდა ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

    მუხ­ლი 8. ნა­წარ­მო­ე­ბები, რო­მლებ­ზედაც არ ვრცელ­დე­ბა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა

1. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა არ ვრცელ­დე­ბა შემ­დეგ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე:

ა) ოფი­ცი­ა­ლუ­რ დო­კუ­მენ­ტე­ბზე (კა­ნო­ნე­ბი, სა­სა­მარ­თლოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და ნორ­მა­ტი­უ­ლი ხა­სი­ა­თის სხვა ტექ­სტე­ბი), აგ­რეთ­ვე მა­თ ოფი­ცი­ა­ლუ­რ თარ­გმა­ნე­ბზე;

ბ) სა­ხელ­მწი­ფო­ს ოფი­ცი­ა­ლუ­რ სიმ­ბო­ლო­ე­ბზე (დრო­შა, გერ­ბი, ჰიმ­ნი, ჯილ­დო­ე­ბი, ფუ­ლის ნიშ­ნე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო­ს სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბი და სიმ­ბო­ლო­ე­ბი);

გ) ინფორ­მა­ცი­ებზე ფაქ­ტე­ბისა და მოვ­ლე­ნე­ბი­ს შე­სა­ხებ.

2. ამ მუხლის პირ­ვე­ლი პუნქტის „ბ” ქვეპუნ­ქტში აღნიშნულ ნა­წარ­მო­ებთა სხვი­სი სა­ხე­ლით გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ავ­ტო­რის სა­ხე­ლის უფ­ლე­ბის დაც­ვა.

    მუხ­ლი 9. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბა

1. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებებ­ზე წარ­მო­იშ­ო­ბა მათი შექ­მნის მო­მენ­ტი­დან. ნა­წარ­მო­ე­ბი შექ­მნი­ლად ით­ვლე­ბა, რო­დე­საც იგი გა­მო­ხა­ტუ­ლია რაიმე ობი­ექ­ტუ­რი ფორ­მით, რაც მი­სი აღ­ქმი­სა და რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

2. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის აუცილებელი არ არის ნა­წარ­მო­ე­ბის რე­გის­ტრა­ცია, სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა ან სხვა ფორ­მა­ლო­ბა­თა დაც­ვა.

3. საავტორო უფლების მფლობელს უფლება აქვს ნაწარმოები რეგისტრაციაში გაატაროს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტოს რეესტრში. რეგისტრაციის შემდეგ რეგისტრანტს ეძლევა სერტიფიკატი, რომელიც თავისთავად არ წარმოშობს ავტორობის პრეზუმფციას.

4. განსაკუთრებული სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის მფლო­ბელს თა­ვი­სი უფ­ლე­ბის განცხა­დე­ბისათვის შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის დაც­ვის ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც და­ის­მე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის ყო­ველ ეგ­ზემ­პლარ­ზე და შედ­გე­ბა სა­მი ელე­მენ­ტი­სა­გან:

ა) ლა­თი­ნუ­რი ასო C წრე­წი­რში: ©;

ბ) გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლის სა­ხე­ლი (და­სა­ხე­ლე­ბა);

გ) ნა­წარ­მო­ე­ბის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მის წე­ლი.

    მუხ­ლი 10. ავ­ტო­რო­ბის პრე­ზუმ­ფცია

1. პი­რი, რო­მე­ლიც სა­თა­ნა­დო წე­სით აღ­ნიშ­ნუ­ლია, რო­გორც ავ­ტო­რი, ნა­წარ­მო­ე­ბის ორი­გი­ნალ­ზე ან ასლზე, მი­იჩ­ნე­ვა ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. ეს დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ასე­ვე ნა­წარ­მო­ე­ბის ფსევ­დო­ნი­მით გა­მოქვეყნებისას, თუ ავ­ტო­რი ამ ფსევ­დო­ნი­მით სა­ყო­ველ­თაოდ ცნო­ბი­ლია.

2. რო­დე­საც ნა­წარ­მო­ე­ბი ქვეყ­ნდე­ბა ფსევ­დო­ნი­მით (გარდა იმ შემ­თხვე­ვისა, რო­დე­საც ავ­ტო­რი ამ ფსევ­დო­ნი­მით სა­ყო­ველ­თაოდ ცნო­ბი­ლია) ან ანო­ნი­მუ­რად, გა­მომ­ცე­მე­ლი, რომ­ლის სახე­ლი ან და­სა­ხე­ლე­ბაც სათანადო წესით აღ­ნიშ­ნუ­ლია ნა­წარ­მო­ებ­ზე, ით­ვლე­ბა ავ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. მას, როგორც წარმომადგენელს, უფლება აქვს დაიცვას ავტორის უფლებები და უზრუნველყოს მათი განხორციელება. ეს დე­ბუ­ლე­ბა გამოიყენება მა­ნამ, სა­ნამ ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რი არ გა­ამ­ჟღავ­ნებს თა­ვის ვი­ნა­ო­ბას.

    მუხ­ლი 11. თა­ნა­ავ­ტო­რო­ბა

1. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა ნა­წარ­მო­ებ­ზე, რო­მე­ლიც ერ­თობ­ლი­ვი შრო­მის შე­დე­გად შე­ქ­მნა ორ­მა ან მეტ­მა პირ­მა (თა­ნა­ავ­ტო­რო­ბა), ერ­თობ­ლი­ვად ეკუთ­ვნის თა­ნა­ავ­ტო­რებს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, ეს ნა­წარ­მო­ე­ბი წარ­მო­ად­გენს ერთ გა­ნუ­ყო­ფელ მთლი­ა­ნო­ბას თუ შედ­გე­ბა ნა­წი­ლე­ბი­სა­გან, რო­მელ­თა­გან თი­თო­ე­ულს და­მო­უ­კიდე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თა­ნაავ­ტორ­თა ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­საზ­ღვროს მათ შორის და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით.

2. არც ერთ თა­ნა­ავ­ტორს არა აქვს უფ­ლე­ბა, აკ­რძა­ლოს ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა საამი­სოდ საკ­მაო სა­ფუძ­ვლე­ბის არ­სე­ბო­ბის გა­რე­შე.

3. თა­ნა­ავ­ტო­რებს შე­უძ­ლი­ათ გა­მო­აქ­ვეყ­ნონ ნა­წარ­მო­ე­ბი ერ­თობ­ლი­ვი, სა­ზი­ა­რო ფსევ­დო­ნი­მით.

4. ყო­ველ თა­ნა­ავ­ტორს აქვს უფ­ლე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნოს ნა­წარ­მო­ე­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მის მი­ერ არის შექ­მნი­ლი და რო­მელ­საც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუ მათ შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

5. თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით შექ­მნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ნა­წი­ლი ჩა­ით­ვლე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნედ, თუ იგი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს ნა­წარ­მო­ე­ბის სხვა ნა­წი­ლე­ბის გა­რე­შეც.

    მუხ­ლი 12. შედგენილი ნაწარმოების ავტორის (შემ­დგენ­ლის) უფ­ლე­ბე­ბი

1. შედ­გე­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტორს (შემ­დგე­ნელს) ეკუთ­ვნის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა მა­სა­ლის შერ­ჩე­ვა­სა და გან­ლა­გე­ბა­ზე, რაც მი­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ-შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დეგს წარ­მო­ად­გენს.

2. შემდგენელმა უნდა დაიცვას შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორების საავტორო უფლება.

3. შედ­გე­ნილ ნა­წარ­მო­ებ­ში შე­სულ ნა­წარ­მო­ებ­თა ავ­ტო­რებს უფ­ლე­ბა აქვთ გა­მო­ი­ყე­ნონ თა­ვი­ან­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შედ­გე­ნი­ლი ნა­წარ­მოებისაგან და­მო­უ­კი­დე­ბ­ლად, თუ სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

4. შემ­დგენ­ლის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა ხელს არ უშ­ლის სხვა პი­რებს, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ იმა­ვე მა­სა­ლის შერ­ჩე­ვა და გან­ლა­გე­ბა თა­ვი­ან­თ შედ­გე­ნილ ნა­წარ­მო­ებთა შე­საქ­მნე­ლად.

    მუხ­ლი 13. გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რის უფ­ლე­ბე­ბი

1. გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რს ეკუთვნის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა მის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზე.

2. გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რმა უნ­და და­იც­ვას ამ ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა.

3. გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა ხელს არ უშ­ლის სხვა პი­რებს, გა­და­ა­მუ­შა­ონ იგი­ვე ნა­წარ­მო­ე­ბი.

    მუხ­ლი 14. გა­მომ­ცემ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი

1. ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბის, ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რი ლექ­სი­კო­ნე­ბის, მეც­ნი­ე­რუ­ლი ნაშრო­მე­ბის, პე­რი­ო­დუ­ლი და ერ­თმა­ნე­თის გა­მგ­რძე­ლე­ბე­ლი კრე­ბუ­ლე­ბის, გა­ზე­თე­ბის, ჟურ­ნა­ლე­ბი­სა და სხვა პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის გა­მომ­ცემ­ლებს ეკუთ­ვნით ამ გამოცემებში შესულ ნა­წარ­მო­ე­ბთა გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა. გა­მომ­ცე­მელს უფ­ლე­ბა აქვს, ასე­თ ნა­წარ­მო­ე­ბთა ნე­ბის­მი­ე­რი სახით გა­მო­ყე­ნე­ბისას მი­უ­თი­თოს თა­ვი­სი ­სა­ხე­ლი ან მო­ით­ხო­ვოს მისი მი­თი­თე­ბა.

2. ამ მუხ­ლის პირველ პუნქტში აღ­ნიშ­ნულ გა­მო­ცე­მებ­ში შე­სუ­ლ ნა­წარ­მო­ებთა ავ­ტო­რები ინარ­ჩუნე­ბენ თა­ვი­ან­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლ უფ­ლე­ბას, თუ სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

    მუხ­ლი 15. საავტორო უფლება აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რ ნა­წარ­მო­ე­ბზე

1. აუ­დიოვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რები (თა­ნა­ავ­ტო­რები) არიან: დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი, სცე­ნა­რის ავ­ტო­რი, დიალოგების ავტორი, ავტორი ტექ­სტიანი ან უტექ­სტო მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბისა, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ აუ­დიოვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბისათვის.

2. აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა იწ­ვევს ავტორთა (თანაავტორთა) მი­ერ ამ ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მას აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის და­მამ­ზა­დე­ბლისათვის, ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების პირობით, თუ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ავტორი მუსიკალური ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია სპეციალურად აუდიოვიზუალური ნაწარმოებისათვის, ინარჩუნებს უფლებას, მიიღოს ჰონორარი ასეთი მუსიკალური ნაწარმოების გამოყენებისათვის, აუდიოვიზუალური ნაწარმოების ყოველი საჯარო შესრულებისა და საჯარო ჩვენების დროს. ამ უფლების განხორციელება შესაძლებელია ავტორთა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მეშვეობით.

3. აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის და­მამ­ზა­დე­ბელს უფ­ლე­ბა აქვს, ასე­თი ნა­წარ­მოების ნე­ბის­მი­ე­რი სახით გა­მო­ყე­ნე­ბისას მი­უ­თი­თოს თა­ვი­სი სა­ხე­ლი ან მო­ით­ხო­ვოს მისი მი­თი­თე­ბა.

4. ავ­ტო­რი ად­რე შექ­მნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი­სა, რო­მე­ლიც გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ან ჩარ­თუ­ლია შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლურ ნა­წარ­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე ავ­ტო­რი ნა­წარ­მო­ე­ბი­სა, რომე­ლიც შექ­მნი­ლია აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის შექმნის პრო­ცეს­ში, ინარ­ჩუ­ნე­ბენ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქონე თა­ვი­ანთ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე. მათ უფ­ლე­ბა აქვთ და­მო­უ­კი­დებ­ლად ისარგებლონ ამ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით, თუ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, იმ პი­რო­ბით, რომ ასე­თი სარ­გებ­ლო­ბა ხელს არ შეუშ­ლის აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ნორ­მა­ლურ გა­მო­ყე­ნე­ბას.

    მუხ­ლი 16. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რივ ნა­წარ­მო­ებ­ზე

1. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა ნა­წარ­მო­ებ­ზე, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია სა­მუ­შა­ოს მიმ­ცე­მის უშუ­ა­ლო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის წე­სით (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ნა­წარ­მო­ე­ბი), ეკუთ­ვნის სამ­სა­ხუ­რე­ბ­რი­ვი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტორს.

2. სამ­სა­ხუ­რე­ბ­რი­ვი ნა­წარ­მო­ე­ბის ისეთი გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, რომელიც შე­პი­რო­ბებუ­ლია და­ვა­ლე­ბის ში­ნა­არ­სი­თა და მიზ­ნით, ეკუთ­ვნის პირს, რო­მელ­თა­ნაც ავ­ტორს აქვს შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა (სა­მუ­შა­ოს მიმ­ცემი), თუ მა­ს და ავ­ტორს შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

3. კომპიუტერულ პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაოს მიმცემი სარგებლობს შექმნილი კომპიუტერული პროგრამის გამოყენების განსაკუთრებული ქონებრივი უფლებებით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ავტო­რის მი­ერ სა­მუ­შა­ოს მიმ­ცე­მი­სათ­ვის ნა­წარ­მო­ე­ბის გა­და­ცე­მი­დან 5 წლის შემ­დეგ მისი გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა გა­და­დის ავ­ტორ­ზე, თუ მას და სა­მუ­შა­ოს მიმ­ცემს შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გა­თვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

5. თუ სა­მუ­შა­ოს მიმ­ცე­მი ნა­წარ­მო­ე­ბის გა­და­ცე­მი­დან 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­მო­ი­ყე­ნებს ნა­წარ­მო­ებს, მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა გა­და­დის ავ­ტორ­ზე. ეს დებულება გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც, რო­დე­საც ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­პა­ტიო მი­ზე­ზის გა­რე­შე შეწ­ყვე­ტი­ლია 2 წელ­ზე მე­ტი ხნის განმავლობაში. აღნიშნული ვა­და შე­იძ­ლე­ბა შეიცვალოს მხა­რე­თა შე­თან­ხმე­ბით.

6. სა­მუ­შა­ოს მიმ­ცემს უფ­ლე­ბა აქვს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ნა­წარ­მო­ე­ბის ნებისმიერი სახით გა­მო­ყე­ნე­ბი­სას მი­უ­თი­თოს თა­ვი­სი სა­ხელ­ი (­დასახელება) ან მო­ით­ხო­ვოს ასე­თი მი­თი­თე­ბა.

7. სამ­სა­ხუ­რე­ბ­რი­ვი ნა­წარ­მო­ე­ბის ნებისმიერი სახით გა­მო­ყე­ნე­ბი­სას სა­ავ­ტო­რო გა­სამ­რჯე­ლოს (ჰონორარის) ოდე­ნო­ბა და გა­დახ­დის წე­სი შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­საზ­ღვროს ავ­ტო­რ­სა და სა­მუ­შა­ოს მიმ­ცემს შორ­ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით.

8. ეს მუხლი არ ვრცელდება გადამუშავებულ სამსახურებრივ ნაწარმოებზე.

    მუხ­ლი 17. ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რის პი­რა­დი არა­ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბი

1. ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რის პი­რა­დი არა­ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბია:

ა) აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, ავ­ტო­რის სახელის მითითების მოთხოვნის უფ­ლე­ბის ჩათვლით (ავტორობის უფლება);

ბ) მიუთითოს ფსევდონიმი სახელის ნაცვლად და მოითხოვოს ასეთი მითითება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, აგრეთვე უარი თქვას სახელის აღნიშვნაზე (სა­ხე­ლის უფ­ლე­ბა);

გ) პირველად გა­მოაქ­ვეყ­ნოს ნა­წარ­მო­ე­ბი;

დ) ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის სახელწოდებაში (სათაურში) და ავტორის სახელში, აგრეთვე წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება);

ე) დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება);

ვ) ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა);

ზ) მო­ით­ხო­ვოს ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შეწ­ყვე­ტა (ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მოხმო­ბის უფ­ლე­ბა). ამ შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლია სა­ჯა­როდ გა­ნაც­ხა­დოს გა­მოხ­მო­ბის შე­სა­ხებ. ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მოხ­მო­ბის უფ­ლე­ბა არ ვრცელდება სამ­სა­ხუ­რებ­რივ ნა­წარ­მო­ე­ბზე.

2. ამ მუხ­ლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბული უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხდე­ბა ავ­ტო­რის ხარ­ჯზე. ავტორმა ნაწარმოების მოსარგებლეს უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, მიუღებელი მოგების ჩათვლით. ავ­ტორს აგრეთვე უფ­ლე­ბა აქვს, სამოქალაქო ბრუნვიდან თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბით ამო­ი­ღოს გავ­რცე­ლე­ბი­ს ­მიზ­ნით ად­რე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ეგ­ზემ­პლა­რე­ბი.

3. პი­რა­დი არაქონებრივი უფ­ლე­ბე­ბი ავ­ტორს ეკუთ­ვნის მი­სი­ ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად და უნარ­ჩუნ­დე­ბა ამ უფ­ლე­ბე­ბის დათ­მო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც.

4. დაუშვებელია პირადი არაქონებრივი უფლებების გასხვისება ავტორის სიცოცხლეში. მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ავ­ტო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ხდე­ბა ამ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

    მუხ­ლი 18. ნაწარმოების ავტორის ქონებრივი უფლებები

1. ავ­ტორს ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბელს აქვს ნა­წარ­მო­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სახით გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა.

2. ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა ნიშ­ნავს უფ­ლე­ბას, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, ნე­ბა დარ­თოს ან აკ­რძა­ლოს:

ა) ნა­წარ­მო­ე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა (რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის უფ­ლე­ბა);

ბ) ნა­წარ­მო­ე­ბის ორი­გი­ნა­ლის ან ასლების საზოგადოებაში გავ­რცე­ლე­ბა გა­ყიდ­ვის ან გა­ქი­რა­ვე­ბის, ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავ­რცე­ლე­ბის უფ­ლე­ბა);

გ) ნა­წარ­მო­ე­ბის ეგ­ზემ­პლა­რთა იმ­პორ­ტი­რე­ბა გავ­რცე­ლე­ბის მიზ­ნით, იმ ეგ­ზემ­პლა­რთა ჩათ­ვლით, რო­მ­ლებიც დამ­ზა­დე­ბუ­ლია ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბით (იმ­პორ­ტის უფ­ლე­ბა);

დ) ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ჯა­რო ჩვე­ნე­ბა (სა­ჯა­რო ჩვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი;

ე) ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ჯა­რო შეს­რუ­ლე­ბა (სა­ჯა­რო შეს­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა);

ვ) ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ჯა­რო გა­და­ცე­მა, ეთერ­ში ან კაბელით პირველი ან/და შემდგომი გა­და­ცე­მის ჩათ­ვლით (სა­ჯა­რო გა­და­ცე­მის უფ­ლე­ბა);

ზ) ნა­წარ­მო­ე­ბის თარ­გმნა (თარ­გმნის უფ­ლე­ბა);

თ) ნა­წარ­მო­ე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა (გა­და­მუ­შა­ვე­ბის უფ­ლე­ბა).

3. ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).

4. თუ მარ­თლზო­მი­ე­რად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­ი ნა­წარ­მო­ე­ბის ეგ­ზემ­პლა­რე­ბი იყი­დე­ბა, მა­შინ და­შ­ვე­ბულია მა­თი შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბა ავ­ტო­რის თანხმობისა და მისთვის სა­ავ­ტო­რო ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე.

5. ნო­ტებით გა­მო­ხა­ტუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის, აუდიოვიზუალური ნაწარმოების, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის, მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის, ფო­ნოგ­რა­მა­ზე ან ვი­დე­ოგ­რა­მა­ზე ჩაწერილი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რებს ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა სხვა მფლო­ბე­ლებს ეკუთ­ვნით აღ­ნიშ­ნულ ნა­წარ­მო­ებ­თა ორი­გი­ნა­ლის ან ასლების გა­ქი­რა­ვე­ბით გავ­რცე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, ამ ორი­გი­ნა­ლ­ზე ან ასლებზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

6. არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი, ქა­ლაქ­მშე­ნებ­ლო­ბი­სა და სა­ბა­ღე-სა­პარ­კო პრო­ექ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა მო­ი­ცავს ასე­თი პრო­ექ­ტე­ბის განხორციელების უფ­ლე­ბას.

7. საავტო­რო ჰონორარის ოდე­ნო­ბა, მი­სი გა­მო­ან­გა­რი­შე­ბის წე­სი ეგ­ზემ­პლა­რის ნებისმიერი გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის დგინდება სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, აგ­რეთ­ვე მო­სარ­გებ­ლეებსა და ავ­ტორ­თა ქო­ნებ­რივი უფ­ლე­ბების კო­ლექ­ტიურ სა­ფუძ­ველ­ზე მმართველ ორ­გა­ნი­ზა­ციას შორის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით.

8. პირს, რომელიც საავტორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ პირველად გამოაქვეყნებს ადრე გამოუქვეყნებელ ნაწარმოებს, ამ ნაწარმოებზე წარმოეშობა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონებრივი უფლებები.

9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლ ქო­ნებ­რი­ვ უფ­ლებათა შეზ­ღუდ­ვე­ბი გა­ნი­საზ­ღვრე­ბა ამ კა­ნო­ნის 21–28-ე მუხლებით, იმ პირობით, რომ ასეთი შეზღუდვები ხელს არ შეუშლის ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ შელახავს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის კანონიერ ინტერესებს.

    მუხ­ლი 19. ქონებრივი უფლებები კომპიუტერულ პროგრამებზე და მონაცემთა ბაზებზე

1. კომპიუტერული პროგრამის ავტორი ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ უფლებებთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) კომპიუტერული პროგრამის რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ. თუ ასეთი რეპროდუცირება ესაჭიროება კომპიუტერული პროგრამის ჩატვირთვას, ჩვენებას, მუშაობას, გადაცემას (ტრანსმისიას) ან შენახვას, აუცილებელია ავტორის თანხმობა;

ბ) კომპიუტერული პროგრამის თარგმნა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება იმ პირის უფლებების დაცვით, რომელიც ცვლის კომპიუტერულ პროგრამას;

გ) კომპიუტერული პროგრამის ორიგინალის ან ასლების საზოგადოებაში გავრცელება ნებისმიერი ფორმით, გაქირავების ჩათვლით. საქართველოში ავტორის მიერ ან მისი თანხმობით პროგრამის ასლების პირველი რეალიზაციით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ასეთი ასლების გავრცელების კონტროლის უფლება, გარდა უფლებისა – გააკონტროლოს პროგრამის ორიგინალის ან ასლების შემდგომი გაქირავება.

2. მონაცემთა ბაზის ავტორი ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ უფლებებთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) მონაცემთა ბაზის დროებითი ან მუდმივი რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ;

ბ) მონაცემთა ბაზის თარგმნა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება, საჯარო გადაცემა, ჩვენება ან შესრულება;

გ) მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლების საზოგადოებაში გავრცელება ნებისმიერი ფორმით. საქართველოში ავტორის მიერ ან მისი თანხმობით ბაზის ასლების პირველი რეალიზაციით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ასეთი ასლების გაყიდვის კონტროლის უფლება;

დ) ნებისმიერი გადაცემა, ჩვენება ან შესრულება საზოგადოების წინაშე, დიალოგური, პირდაპირი ტრანსლაციის ჩათვლით.

    მუხ­ლი 20. სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რის უფ­ლე­ბე­ბი

1. სახ­ვი­თი ხელოვნების ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტორს უფ­ლე­ბა აქვს მოს­თხო­ვოს ნა­წარ­მო­ე­ბის მე­სა­კუთ­რეს, მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა (დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა). ამას­თა­ნ, მე­სა­კუთ­რეს არ შე­იძ­ლე­ბა მო­ეთ­ხო­ვოს ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ტა­ნა ავ­ტორ­თან.

2. სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბის ორი­გი­ნა­ლის პირ­ვე­ლად გას­ხვი­სე­ბის შემ­დეგ მისი სა­ჯა­როდ გა­ყიდ­ვის (აუქ­ცი­ო­ნის, სამ­ხატ­ვრო სა­ლო­ნის, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის გა­ლე­რე­ის, მა­ღა­ზი­ის ან სხვა სა­შუ­ა­ლე­ბით) ყო­ველ ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტორს ან მის მემ­კვიდ­რე­ებს უფ­ლე­ბა აქვთ მი­ი­ღონ გამ­ყიდ­ვე­ლი­სა­გან ჰონორარი გა­სა­ყი­დი ფა­სის 5 პრო­ცენ­ტის ოდე­ნო­ბით. ამ უფლების განხორციელება შესაძლებელია ავტორთა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მეშვეობით. გამყიდველები ვალდებულნი არიან აღნიშნულ ორგანიზაციას მისი მოთხოვნით მიაწოდონ ინფორმაცია გაყიდვების შესახებ.

3. დაუშვებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფ­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბა ავ­ტო­რის სი­ცოც­ხლე­ში. იგი კა­ნო­ნით ან ან­დერ­ძით გა­და­დის მხო­ლოდ მემ­კვიდ­რე­ებ­ზე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დით.

თავი III

ქონებრივი უფლებების შეზღუდვა

    მუხ­ლი 21. ნა­წარ­მო­ების რეპროდუცირება ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისათვის

1. დაშ­ვე­ბუ­ლია მარ­თლზო­მი­ე­რად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბული ნა­წარ­მო­ებ­ის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ფი­ზი­კურ პირ­თა მი­ერ მხო­ლოდ პი­რა­დი სარ­გებ­ლო­ბი­სათ­ვის ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბი­სა და მის­თვის ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბისა.

2. ამ მუხლის პირ­ვე­ლი პუნქტი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა:

ა) არ­ქი­ტექ­ტუ­რული ნა­წარ­მო­ებების­ შე­ნო­ბა - ნაგებო­ბა­თა ფორ­მით რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბი­სას;

ბ) ელექტრონული მო­ნა­ცემ­თა ბა­ზებ­ის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბი­სას;

გ) კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბი­სას, გა­რდა ამ კანონის 28-ე და 29-ე მუხ­ლებით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვებისა;

დ) წიგ­ნე­ბის (მთლი­ა­ნად), ნო­ტე­ბისა და სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის რეპ­როგ­რა­ფი­უ­ლი გამრავლებისას;

ე) აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების რეპროდუცირებისას.

3. ფი­ზი­კურ პირ­თა მი­ერ პი­რა­დი სარ­გებ­ლო­ბისათვის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბი­სას აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ან ფო­ნოგ­რა­მა­ზე ჩაწერილი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტორს ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბელს, ამ მუხ­ლის პირ­ვე­ლ პუნქტში აღნიშნული წესისაგან განსხვავებით, უფ­ლე­ბა აქვს მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ჰონორარი.

4. ჰონორარი გა­დაიხ­დება პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწ­ყო­ბი­ლო­ბა­თა (აუ­დიო- და ვი­დე­ო­მაგ­ნი­ტო­ფო­ნე­ბისა და სხვა მოწ­ყო­ბი­ლო­ბათა) და მა­ტე­რი­ა­ლურ მა­ტა­რე­ბელ­თა (ფონო- და ვი­დეო­ფირების, კა­სე­ტე­ბის, ლა­ზე­რუ­ლი ფირ­ფი­ტე­ბის, კომ­პაქტფირ­ფი­ტე­ბისა და სხვა მა­ტე­რი­ა­ლუ­რ მა­ტა­რებე­ლთა) მწარმოებლებისა და იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის მი­ერ.

5. ჰონორარის შეგ­რო­ვე­ბასა და გა­ნა­წი­ლე­ბას ახორ­ცი­ელებს იმ ორ­გა­ნი­ზა­ციათაგან ერთ-ერ­თი, რო­მ­ლებიც კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მარ­თავენ ავ­ტორ­თა, შემს­რუ­ლე­ბელ­თა და ფო­ნოგ­რა­მების და­მამ­ზა­დე­ბელ­თა ქო­ნებ­რივ უფ­ლე­ბებს, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა შო­რის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ჰონორარი ნაწილდება შემდეგნაირად: 40 პროცენტი – ავტორებს, 30 პროცენტი – შემსრულებლებს, 30 პროცენტი – ფონოგრამების დამამზადებლებს. აღნიშნულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, მათ შორის, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან მოითხოვონ ინფორმაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ.

6. ჰონორარის ოდე­ნო­ბა და გა­დახ­დის წესი გა­ნი­საზ­ღვრე­ბა, ერ­თი მხრივ, აღ­ნიშ­ნულ მწარმოებლებსა და იმ­პორ­ტი­ო­რებ­ს და, მე­ო­რე მხრივ, ერთ-ერთ იმ ორ­გა­ნი­ზა­ციას შო­რის შე­თან­ხმე­ბით, რომ­ლე­ბიც კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მარ­თა­ვენ ავ­ტორ­თა, შემ­სრუ­ლე­ბელ­თა და ფო­ნოგ­რა­მე­ბის და­მამ­ზა­დებე­ლთა ქო­ნებ­რივ უფ­ლე­ბებს. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას განსაზღვრავს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტო.

7. ჰონორარი ნაწილდება იმ ნა­წარ­მო­ებ­თა ავ­ტო­რებ­სა და სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბათა სხვა მფლო­ბელებს შო­რის, რომ­ლე­ბიც მი­თი­თე­ბუ­ლია ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებში და რომლებიც, სავარაუდოა, რომ რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბას ახდენდნენ პი­რა­დი სარგებლობისათვის.

8. ჰონორარი არ გა­დაიხ­დე­ვი­ნე­ბა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მოწ­ყო­ბი­ლო­ბებ­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ მა­ტა­რებ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გე­ნს:

ა) ექ­სპორ­ტის სა­განს;

ბ) პრო­ფე­სიულ მოწ­ყო­ბი­ლო­ბას, რო­მე­ლიც არ არის გან­კუთ­ვნი­ლი საშინაო გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის.

9. ჰონორარი აგრეთვე არ გა­დაიხ­დე­ვი­ნე­ბა ფი­ზი­კურ პირ­თა მი­ერ აღ­ნიშ­ნული მოწ­ყო­ბი­ლო­ბებისა და მატერიალური მატარებლების პი­რა­დი მიზ­ნით იმ­პორ­ტირების შემ­თხვე­ვა­ში.

    მუხ­ლი 22. ნა­წარ­მო­ე­ბის რეპ­როგ­რა­ფი­უ­ლი გამრავლება ბიბლიოთეკების, არქივებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ

დაშ­ვე­ბუ­ლია რეპ­როგ­რა­ფი­უ­ლი გამრავლება პირ­და­პი­რი და არა­პირ­და­პი­რი მო­გე­ბის მი­უ­ღებ­ლად, ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბი­სა და მის­თვის სა­ავ­ტო­რო ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე, მაგრამ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რი­სა და და­სეს­ხე­ბის წყა­როს აუ­ცი­ლე­ბე­ლი მი­თი­თე­ბით, ხოლო ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში – იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომელიც გან­საზ­ღვრუ­ლია და­სა­ხუ­ლი მიზ­ნით. ასეთი რეპროგრაფიული გამრავლება დაიშვება:

ა) ერ­თე­ულ ეგ­ზემ­პლა­რად, მარ­თლზო­მი­ე­რად გა­მოცემუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­ს განადგურებულ, და­კარ­გუ­ლ ან სარ­გებ­ლო­ბი­სათ­ვის გა­მო­უ­სა­დე­გარ ეგ­ზემ­პლარ­თა შე­საც­ვლე­ლად ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­სა და არ­ქი­ვე­ბის მი­ერ; სხვა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­ს ფონ­დე­ბი­დან და­კარ­გუ­ლ, განადგურებულ ან სარ­გებ­ლო­ბი­სათ­ვის გა­მო­უ­სა­დე­გა­რ ეგ­ზემ­პლარ­თა შე­საც­ვლე­ლად ამ ბიბლიოთეკებისათვის გა­და­ცე­მის მიზნით, თუ ასე­თი ეგ­ზემ­პლა­რე­ბის მი­ღე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვ პი­რო­ბე­ბში სხვა გზით შე­უძ­ლე­ბე­ლია;

ბ) ერ­თე­ულ ეგ­ზემ­პლა­რად, მარ­თლზო­მი­ე­რად გა­მოცემუ­ლი ცალ­კე­უ­ლი სტა­ტი­ე­ბისა და სხვა მცი­რე მო­ცუ­ლო­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ან წე­რი­ლო­ბი­თი ნა­წარ­მო­ე­ბის მოკლე ნაწ­ყვე­ტე­ბისა (კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გარდა) ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­სა და არ­ქი­ვე­ბის მი­ერ, ფი­ზი­კურ პირ­თა მოთ­ხოვ­ნით, სას­წავ­ლო, სა­მეც­ნი­ე­რო ან პი­რა­დი მიზ­ნით;

გ) მარ­თლზო­მი­ე­რად გა­მოცემული ცალ­კე­უ­ლი სტა­ტი­ე­ბისა და სხვა მცი­რე მო­ცუ­ლო­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ან წე­რი­ლო­ბი­თი ნა­წარ­მო­ე­ბის მოკ­ლე ნაწ­ყვე­ტე­ბისა (კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გარდა) სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბების მი­ერ, მეცადინეობისათვის.

    მუხ­ლი 23. ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ავ­ტო­რის თან­ხმო­ბისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გა­რე­შე

და­შ­ვე­ბუ­ლია ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბი­სა და მის­თვის სა­ავ­ტო­რო ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე, მაგრამ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რისა და და­სეს­ხე­ბის წყა­როს აუ­ცი­ლე­ბე­ლი მი­თი­თე­ბით:

ა) მარ­თლზო­მი­ე­რად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ორი­გი­ნალ­იდან ან თარ­გმანიდან ცი­ტი­რე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო, კვლე­ვი­თი, პო­ლე­მი­კუ­რი, კრი­ტი­კუ­ლი და საინ­ფორ­მა­ციო მიზ­ნე­ბი­სათ­ვის, მხოლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომელიც გა­მარ­თლე­ბუ­ლია ცი­ტი­რე­ბის მიზ­ნით, გა­ზე­თე­ბი­დან და ჟურ­ნა­ლე­ბი­დან მოკ­ლე ნაწ­ყვე­ტე­ბის ბეჭ­დვი­თი მი­მო­ხილ­ვისათვის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის ჩათ­ვლით;

ბ) მარ­თლზო­მი­ე­რად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან მოკ­ლე ნაწ­ყვე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ილუს­ტრა­ცი­ის სა­ხით, გა­მო­ცე­მებ­ში, რა­დიო- და ტე­ლეგა­და­ცე­მებ­ში, სას­წავ­ლო ხა­სი­ა­თის ფონო- და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში, მხოლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომელიც გან­საზ­ღვრუ­ლია და­სა­ხუ­ლი მიზ­ნით;

გ) მიმ­დი­ნა­რე ეკო­ნო­მი­კუ­რ, პო­ლი­ტი­კუ­რ, სო­ცი­ა­ლუ­რ და რე­ლი­გი­უ­რ სა­კით­ხე­ბზე პე­რი­ო­დულ გა­მო­ცე­მებ­ში მარ­თლზო­მი­ე­რად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბის ან ეთერ­ში გა­და­ცე­მუ­ლი მსგავსი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ჟურნალ-გა­ზე­თე­ბი­ს მეშ­ვე­ო­ბით ან სა­ჯა­რო გა­და­ცე­მა, მხოლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ასე­თი რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ან სა­ჯა­რო გა­და­ცე­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად არ არის აკ­რძა­ლუ­ლი ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის მი­ერ. ამას­თა­ნ, ავ­ტორს უნარ­ჩუნ­დე­ბა ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბის კრე­ბულ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის უფ­ლე­ბა;

დ) მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის პრო­ცეს­ში და­ნა­ხუ­ლი ან მოს­მე­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ან სა­ჯა­რო გა­და­ცე­მა მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნა­თა მი­მო­ხილ­ვა­ში ფო­ტოგ­რა­ფირებ­ის, ­ე­თე­რში ან ­კა­ბე­ლით გა­და­ცე­მის გზით, მხოლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომელიც გა­მარ­თლე­ბუ­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო მიზ­ნით;

ე) სა­ჯა­როდ წარ­მოთ­ქმუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოხ­სე­ნე­ბის, სიტ­ყვის, ლექ­ციის, მი­მარ­თვის, ქა­და­გე­ბის და მსგავსი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის, მათ შორის, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე წარ­მოთ­ქმუ­ლი სიტ­ყვე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ჟურნალ-გა­ზე­თე­ბისა და სხვა პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის მეშვეობით ან სა­ჯა­რო გა­და­ცე­მა, მხოლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომელიც გამართლებულია სა­ინ­ფორ­მა­ციო მიზ­ნით. ამას­თა­ნ, ავ­ტორს უნარ­ჩუნ­დე­ბა ასეთ ნა­წარ­მო­ებ­თა ცალ­კე კრე­ბუ­ლად ან წიგ­ნად გა­მო­ცე­მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა;

ვ) მარ­თლზო­მი­ე­რად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, რე­ლი­ე­ფუ­რი წერ­ტი­ლო­ვა­ნი შრიფ­ტით ან სხვა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით უსი­ნათ­ლო­თათ­ვის შექ­მნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა მო­გე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნის გა­რე­შე, გარდა იმ ნა­წარ­მო­ებებისა, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად არის შექ­მნი­ლი გამოყენე­ბის ასე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათვის.

    მუხ­ლი 24. თავისუფალი დასწრებისათვის ღია ადგილებში მუდმივად განლაგებული ნა­წარ­მო­ების გამოყენება

დაშ­ვე­ბუ­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი დას­წრე­ბი­სათ­ვის ღია ად­გი­ლებ­ში მუდ­მი­ვად გან­ლა­გე­ბულ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ, ფო­ტოგ­რა­ფიულ, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებ­თა რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ან სა­ჯა­რო გა­და­ცე­მა ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბი­სა და მის­თვის სა­ავ­ტო­რო ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე, გარ­და იმ შემ­თხვე­ვებისა, რო­ცა ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს ასე­თი რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის ან სა­ჯა­რო გა­და­ცე­მის ძი­რი­თად ობი­ექტს ანდა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მო­გე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით.

    მუხ­ლი 25. მუ­სი­კა­ლური ნა­წარ­მო­ებ­ის სა­ჯა­რო შეს­რუ­ლე­ბა ცერემონიების დროს

დაშ­ვე­ბუ­ლია მარ­თლზო­მი­ე­რად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბული მუ­სი­კა­ლური ნა­წარ­მო­ების სა­ჯა­რო შეს­რუ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი, სამ­გლო­ვი­ა­რო და რე­ლი­გი­უ­რი ცე­რე­მო­ნი­ე­ბის დროს ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბი­სა და მის­თვის სა­ავ­ტო­რო ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე, მხოლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომელიც გამარ­თლებულია ასე­თი ცე­რე­მო­ნი­ის ხა­სი­ა­თით.

    მუხ­ლი 26. ნა­წარ­მო­ე­ბის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა სა­სა­მარ­თლო წარ­მო­ე­ბისა­თვის

დაშ­ვე­ბუ­ლია ნა­წარ­მო­ების რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბი­სა და მის­თვის სა­ავ­ტო­რო ჰონორარის გა­დახ­დის გარეშე, სა­სა­მარ­თლო წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის, მხოლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომელიც გან­საზ­ღვრუ­ლია დასახული მიზ­ნით.

    მუხ­ლი 27. სა­ე­თე­რო მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ ნა­წარ­მო­ე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ჩა­წე­რა

სა­ე­თე­რო მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა უფლებამოსილია ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბი­სა და მის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სარ­გებ­ლო­ბი­სათ­ვის ჩა­წე­როს ის ნა­წარ­მო­ე­ბი, რომ­ლის ეთერ­ში გა­და­ცე­მის უფ­ლე­ბაც მი­ი­ღო ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, შემ­დე­გი პი­რო­ბე­ბის დაც­ვით:

ა) ჩა­ნა­წე­რის დამ­ზა­დე­ბა სა­კუ­თა­რი მოწ­ყო­ბი­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მი­სათ­ვის;

ბ) ჩა­ნა­წე­რის გა­ნად­გუ­რე­ბა დამ­ზა­დე­ბი­დან 6 თვის შემ­დეგ, თუ უფ­რო ხან­გრძლი­ვი ვა­და არ იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი ჩაწერილი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტორ­თან. ავ­ტო­რის თან­ხმო­ბის გა­რე­შე ოფი­ცი­ა­ლურ არ­ქივ­ში შე­იძ­ლე­ბა შე­ნა­ხუ­ლ იქ­ნეს მხო­ლოდ დო­კუ­მენ­ტური ხა­სი­ათის ჩა­ნა­წე­რი.

    მუხ­ლი 28. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მი­სა და მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის მფლობელთა უფლებების შეზღუდვები

1. პი­რი, რო­მე­ლიც მარ­თლზო­მი­ე­რად ფლობს კომ­პი­უ­ტე­რული პროგ­რა­მის ან მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის ეგ­ზემ­პლ­არს, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბი­სა და მის­თვის სა­ავ­ტო­რო ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე:

ა) შეიტანოს კომპიუტერულ პროგრამაში ან მონაცემთა ბაზაში ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია მომხმარებლის ტექნიკურ საშუალებათა ფუნქციონირებისათვის, აგრეთვე განახორციელოს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, ჩაწერა და კომპიუტერის მეხსიერებაში შენახვა (ერთი კომპიუტერისათვის ან ქსელის ერთი მომხმარებლისათვის), აშკარა შეცდომების გასწორება, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) და­ამ­ზა­დოს კომ­პი­უ­ტე­რული პროგ­რა­მის ან მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის სა­რე­ზერ­ვო ეგ­ზემ­პლ­ა­რი იმ პი­რო­ბით, რომ იგი განკუთვნილია მხოლოდ არქივისათვის და მართლზომიერი მფლობელის დაკარგული, განადგურებული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარი ეგზემპლარის შესაცვლელად.

2. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის ან მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის სა­რე­ზერ­ვო ეგ­ზემ­პლ­ა­რი არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს ამ მუხ­ლის პირველი პუნქტით დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიზ­ნით და უნ­და გა­ნად­გუ­რდეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის ან მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის მფლო­ბე­ლო­ბის უფ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტის­თა­ნა­ვე.

    მუხ­ლი 29. კომ­პიუ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის თავისუფალი გამოყენება (დე­კომ­პი­ლი­რე­ბა)

პი­რი, რო­მე­ლიც მარ­თლზო­მი­ე­რად ფლობს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის ეგ­ზემ­პლარს, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბი­სა და მის­თვის სა­ავ­ტო­რო ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე განახორციელოს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის დე­კომ­პი­ლაცია (კვლა­ვა­წარ­მო­ოს და გარ­დაქ­მნას ობი­ექ­ტუ­რი კო­დი საწ­ყის ტექ­სტში), აგრეთვე და­ა­ვა­ლოს დე­კომ­პი­ლი­რე­ბა სხვა პი­რებს იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­ცა ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია მის მი­ერ და­მო­უ­კი­დებ­ლად შექ­მნილ კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მა­სა და სხვა პროგ­რა­მებს შო­რის ურ­თი­ერ­თმოქ­მე­დე­ბის უნა­რის მი­საღ­წე­ვად, შემ­დე­გი პი­რო­ბე­ბის დაც­ვით:

ა) ეს მოქმედებები განახორციელა პირმა, რომელსაც ჰქონდა პროგრამის ეგზემპლარის გამოყენების უფლება, ან მისი სახელით სხვა პირმა, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი ნებართვა;

ბ) ურ­თი­ერ­თმოქ­მე­დე­ბის უნა­რის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია სხვა წყა­რო­ე­ბი­დან ად­რე არ ყო­ფი­ლა ხელ­მი­საწ­ვდო­მი მისთვის;

გ) ეს მოქ­მე­დე­ბე­ბი ეხება დე­კომ­პი­ლი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მის იმ ნა­წი­ლე­ბს, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ურ­თი­ერ­თმოქ­მე­დე­ბის უნა­რის მი­საღ­წე­ვად;

დ) დე­კომ­პი­ლი­რე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხოლოდ და­მო­უ­კი­დებ­ლად შექმნილ კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მა­სა და სხვა პროგ­რა­მებს შო­რის ურ­თი­ერ­თმოქ­მე­დე­ბის უნა­რის მი­საღ­წე­ვად. ეს ინფორმაცია არ შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ცეს სხვა პი­რებს ან გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლ იქ­ნეს ახა­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად მსგავ­სია დე­კომ­პი­ლი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მი­სა, ან სხვა ისე­თი მოქ­მე­დე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რო­მე­ლიც არ­ღვევს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბას.

    მუხლი 30. მონაცემთა ბაზის თავისუფალი გამოყენება

მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის მართლზომიერ მოსარგებლეს შეუძლია მონაცემთა ბაზის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობის გარეშე განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული მოქმედებები, როცა ეს აუცილებელია ბაზაში შეღწევისათვის და მისი ნორმალური გამოყენებისათვის. თუ მართლზომიერ მოსარგებლეს აქვს მონაცემთა ბაზის ნაწილის გამოყენების უფლება, აღნიშნული უფლება ვრცელდება მხოლოდ ამ ნაწილზე.

თავი IV

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის მოქმედების ვადა

    მუხ­ლი 31. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბა და მი­სი მოქ­მე­დე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა

1. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა წარ­მო­იშო­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნის­თა­ნა­ვე და მოქ­მე­დებს ავ­ტო­რის სი­ცოც­ხლე­ში და მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გარდა ამ კანონის 32-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვებისა.

2. ამ მუხლით და ამავე კანონის 32-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვა­დე­ბის ათვლა იწ­ყე­ბა იმ წე­ლი­წა­დის შემ­დგო­მი წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან, რო­დე­საც ­დადგა იუ­რი­დი­ული ფაქტი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­დის ათ­ვლის დაწ­ყე­ბის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენ­და.

    მუხ­ლი 32. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა მოქმედების ვადები

1. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა ნა­წარ­მო­ებ­ზე, რო­მე­ლიც ფსევ­დო­ნი­მით ან ანო­ნი­მუ­რად გა­მოქ­ვეყ­ნდა, მოქ­მე­დებს 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი მარ­თლზო­მი­ე­რად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის თა­რი­ღიდან. თუ ამ ვა­და­ში ავ­ტო­რი გა­ამ­ჟღავ­ნებს თა­ვის ვი­ნა­ო­ბას ან თუ მი­სი ვი­ნა­ო­ბა ეჭვს არ იწ­ვევს, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ამ კანონის 31-ე მუხ­ლის პირველი პუნქტი.

2. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით შექ­მნილ ნა­წარ­მო­ებ­ზე მოქ­მე­დებს თითოეული თანაავტორის სი­ცოც­ხლეში და უკა­ნას­კნე­ლი თანაავ­ტო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

3. თუ ნაწარმოები ქვეყნდება ტომებად, ნაწილებად, გამოშვებებად ან ეპიზოდებად, ხოლო საავტორო უფლების დაცვის ვადა აითვლება მართლზომიერი გამოქვეყნების თარიღიდან, ეს ვადა გამოითვლება თითოეული ასეთი ნაწარმოებისათვის.

4. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა ამ კანონის მე-12 და მე-13 მუხ­ლებში აღ­ნიშ­ნულ ნა­წარ­მო­ებ­ებზე მოქ­მე­დებს 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­თი მართლზომიერი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის თა­რი­ღი­დან, ხო­ლო თუ ნა­წარ­მო­ე­ბი არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა – მი­სი შექ­მნის თა­რი­ღი­დან.

5. საავტორო უფლება აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რ ნა­წარ­მო­ე­ბზე მოქმედებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ავტორთაგან (თანაავტორთაგან) უკანასკნელის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.

6. იმ პირის ქონებრივი საავტორო უფლება, რომელმაც მართლზომიერად გამოაქვეყნა ადრე გამოუქვეყნებელი ნაწარმოები (ამ კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი), მოქმედებს 25 წლის განმავლობაში მისი მართლზომიერი გამოქვეყნების თარიღიდან.

    მუხ­ლი 33. უვადო სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი

1. ნა­წარ­მო­ე­ბთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რო­ბის უფ­ლე­ბის, სა­ხე­ლის უფ­ლე­ბის, ნა­წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფლებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაც­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა უვა­დოდ.

2. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ დაუშ­ვე­ბელია სხვა ავ­ტო­რის მი­ერ ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა იმა­ვე ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის, თუ ასე­თმა გა­მო­ყე­ნე­ბამ შეიძლება გა­მო­იწ­ვიოს ავ­ტორ­თა აღ­რე­ვა, რა­მაც შესაძლოა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

3. დაუშ­ვე­ბელია ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ისე­თი ფსევ­დო­ნი­მით, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ად­რე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სხვა ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტორ­თან გა­ი­გი­ვე­ბა, რამაც შესაძლოა შეც­დო­მა­ში შეიყვანოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

    მუხ­ლი 34. ვადაგასული სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა

1. ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელზედაც სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­და გა­სუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა გა­მოი­ყე­ნოს ნე­ბის­მი­ე­რმა პი­რმა სა­ავ­ტო­რო ჰონორარის გა­და­ხ­დის გარეშე. ამას­თა­ნ, დაცული უნ­და იყოს ავ­ტო­რო­ბის, სა­ხე­ლის, ნა­წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბისა და რეპუტაციის პატივისცემის უფ­ლე­ბები. ეს წესი ვრცელ­დე­ბა იმ ნა­წარ­მო­ებზედაც, რომე­ლიც არ იყო და­ცუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

2. სა­ქართველოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა დად­გინ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ანა­რიც­ხე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ ნა­წარ­მო­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის, რომელზედაც სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­და გა­სუ­ლია. ასე­თი ანა­რიც­ხე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი გა­და­ე­ცე­მა ავ­ტორ­თა პრო­ფე­სი­ულ ფონ­დებ­ს და ორ­გა­ნი­ზა­ციებს, რომლებიც კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მარ­თა­ვენ ავ­ტორ­თა ქო­ნებ­რივ უფ­ლე­ბებს. ანა­რიც­ხე­ბის ოდე­ნო­ბა არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს ნა­წარ­მო­ების გა­მო­ყე­ნე­ბი­ს შედეგად მი­ღე­ბუ­ლი მო­გე­ბის 3 პრო­ცენტს.

თა­ვი V

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა

    მუხ­ლი 35. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის სა­ფუძ­ვლე­ბი

1. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა გა­და­ე­ცე­მა კა­ნო­ნით ან ან­დერ­ძით მემ­კვიდ­რე­ო­ბის წე­სით.

2. კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რე­ებ­ზე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის ფარ­გლებ­ში გა­და­დის ამ კანონის მე-18 მუხ­ლში აღნიშნული ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი, თუ ან­დერ­ძით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

3. ავ­ტო­რო­ბის, სა­ხე­ლისა და ნა­წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბები მემ­კვიდ­რე­ო­ბით არ გა­და­დის. მემ­კვიდ­რე­ებს უფ­ლე­ბა აქვთ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ აღ­ნიშ­ნულ პი­რად უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა. მა­თი ეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ვა­დით არ იზ­ღუ­დე­ბა.

4. თუ ავ­ტო­რის მი­ერ მი­ს სი­ცო­ცხ­ლეში სხვა რამ არ იყო გან­საზ­ღვრუ­ლი, მი­სი პი­რა­დი უფ­ლე­ბე­ბი­დან მემ­კვიდ­რეობით გა­და­დის უფ­ლე­ბა, ნე­ბა დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნა­წარ­მო­ე­ბ­ს სხვა ავ­ტორ­თა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი (ილუს­ტრა­ცია, წი­ნა­სიტ­ყვა­ო­ბა, ბო­ლო­სიტ­ყვა­ო­ბა, კო­მენ­ტა­რი, გან­მარ­ტე­ბა და სხვა). აღ­ნიშ­ნუ­ლი უფ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­ებ­ზე გა­და­დის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დით.

5. ავტორს უფლება აქვს მიუთითოს პირი, რომელსაც ის ნიშნავს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული უფლებების დამცველად. ეს პირი თავის მოვალეობას ასრულებს ავტორის გარდაცვალებამდე.

6. თუ მემკვიდრეები არ არსებობენ ან არაჯეროვნად ახორციელებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ უფლებებს, ამ უფლებების დაცვას აწარმოებს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტო.

    მუხ­ლი 36. ავ­ტო­რის ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა

1. ავ­ტო­რს ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბელს შე­უძ­ლია თა­ვი­სი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბი გა­დას­ცეს უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლეს. უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე­ზე გა­და­დის ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ყვე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ამ კანონის მე-18 მუხ­ლით.

2. გან­საზ­ღვრუ­ლი სახით ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა გა­ი­ცე­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ან ჩვეულებრივი ლი­ცენ­ზი­ის გა­­ცე­მის შე­სა­ხებ სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

    მუხ­ლი 37. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზია

1. გან­სა­კუთ­რე­ბულ უფ­ლე­ბა­თა გა­და­ცე­მის სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზია), ავ­ტო­რი ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ უფ­ლე­ბას, გა­მო­ი­ყე­ნოს ნა­წარ­მო­ე­ბი გან­საზ­ღვრუ­ლი სა­ხით და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით დად­გე­ნილ ფარ­გლებ­ში, გადასცემს მხო­ლოდ ლი­ცენ­ზი­ა­ტს და მასვე აძ­ლევს უფ­ლე­ბას, აკ­რძა­ლოს ნა­წარ­მო­ე­ბის ამ­გვა­რი გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა პირ­თა (მათ შო­რის, ავ­ტო­რის) მი­ერ.

2. ნა­წარ­მო­ე­ბის სხვა პირ­თა მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვის უფ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ავ­ტორ­მა, თუ ლი­ცენ­ზი­ა­ტი არ აწარმოებს ამ უფ­ლე­ბის დაც­ვას.

    მუხ­ლი 38. ჩვეულებრივი ლი­ცენ­ზია

1. ჩვეულებრივ უფ­ლე­ბა­თა გა­და­ცე­მის სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით (ჩვეულებრივი ლი­ცენ­ზია), ავ­ტო­რი ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლი ნე­ბას რთავს ლი­ცენ­ზიატს, გა­მო­ი­ყე­ნოს ნა­წარ­მო­ე­ბი იმ პირთა თა­ნაბ­რად, რომ­ლებ­მაც მი­ი­ღეს ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბის იმავე სახით გა­მო­ყე­ნე­ბი­ს უფლება.

2. სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გა­და­ცე­მუ­ლი უფ­ლე­ბა ჩა­ით­ვლე­ბა ჩვეულებრივ უფლებად, თუ ხელ­შე­კრუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

    მუხ­ლი 39. ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზი­ის გა­და­ცე­მის შემ­დეგ

ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბულ უფ­ლე­ბა­თა გა­და­ცე­მის (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზია) შემ­თხვე­ვა­შიც კი ავ­ტორს ამ ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­ს უფ­ლე­ბა უნარ­ჩუნ­დე­ბა თა­ვი­ს ნა­წარ­მო­ე­ბთა მხო­ლოდ სრუ­ლი კრე­ბუ­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სას, თუ გან­სა­კუთ­რე­ბულ უფ­ლე­ბა­თა გა­და­ცე­მის შე­დე­გად ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან გა­ვი­და 5 წე­ლი. ამას­თა­ნ, ავ­ტორს არა აქვს უფ­ლე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნოს ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბი სრუ­ლი კრე­ბუ­ლი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად.

    მუხ­ლი 40. სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

1. სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უნ­და ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს: გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ზუსტ აღ­წე­რას (მო­ცუ­ლო­ბა, ჟან­რი, სა­ხელ­წო­დე­ბა), ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კონ­კრე­ტულ სახეს, უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის ვა­დას და ტე­რი­ტო­რი­ას,­ ჰონორარის ოდე­ნო­ბის გან­საზ­ღვრის წესს ან ჰონორარის ოდე­ნო­ბას ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ყო­ვე­ლი სახისათვის, მი­სი გა­დახ­დის წეს­სა და ვა­დას, აგ­რეთ­ვე სხვა პი­რო­ბებს, რომ­ლებ­საც მხა­რე­ე­ბი არ­სე­ბი­თად მი­იჩ­ნე­ვენ.

2. ნა­წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა იმ სახით გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა, რო­მელიც საავტორო ხელშეკრულებით პირ­და­პი­რ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ეკუთ­ვნის ავ­ტორს.

3. თუ სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კონკრეტული სახე (სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გა­და­ცე­მუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი), ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ით­ვლე­ბა და­დე­ბუ­ლად ნა­წარ­მო­ე­ბის ისეთ გა­მო­ყე­ნე­ბაზე, რომე­ლ­იც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს აუ­ცი­ლებ­ლად მხა­რე­თა იმ გან­ზრახ­ვის შე­ს­რუ­ლებისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბისას.

4. თუ საავტორო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის ვა­და, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გაა­უქ­მოს ავ­ტო­რმა მი­სი და­­დე­ბი­დან 3 წლის შემ­დეგ. მოსარგებლეს ამის თაობაზე უნ­და ეც­ნო­ბოს წე­რი­ლო­ბით, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბამ­დე 6 თვით ად­რე.

5. თუ სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის ტე­რი­ტო­რი­ა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გა­და­ცე­მუ­ლი უფ­ლე­ბა მოქ­მე­დე­ბს მხოლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რიაზე.

6. სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ჰონორარის ოდე­ნო­ბა და გა­დახ­დის წე­სი გა­ნი­საზ­ღვრე­ბა მხა­რე­თა შე­თან­ხმე­ბით.

7. თუ გა­მო­ცე­მის ან ნა­წარ­მო­ე­ბის სხვაგ­ვა­რი რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ჰონორარი გა­ნი­საზ­ღვრე­ბა ფიქ­სი­რე­ბუ­ლი თან­ხით, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით დად­გე­ნი­ლი უნ­და იყოს ნა­წარ­მო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტი­რა­ჟი.

8. სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გა­და­ცე­მუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მთლი­ა­ნად ან ნა­წი­ლობ­რივ გა­და­ე­ცეს სხვა პი­რებს, თუ ეს პირ­და­პირ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით.

    მუხ­ლი 41. სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ბა­თი­ლო­ბა

1. ბა­თი­ლია სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ის პი­რო­ბა, რო­მე­ლიც ზღუ­დავს ავ­ტო­რის უფ­ლე­ბას, შექ­მნას მო­მა­ვალ­ში ნა­წარ­მო­ე­ბი გან­საზ­ღვრულ თე­მა­ზე ან გან­საზ­ღვრულ დარ­გში.

2. სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­გა­ნი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს იმ ნა­წარ­მო­ებ­ზე უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა, რომე­ლიც შეიძლება მო­მა­ვალ­ში შექმნას ავ­ტორ­მა.

    მუხ­ლი 42. სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფორ­მა

სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უნ­და დაი­დოს წე­რი­ლო­ბი­თ. პე­რი­ო­დულ ბეჭ­დვით გა­მო­ცე­მებ­ში ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ი­დოს ზე­პი­რადაც. ზე­პი­რად შე­იძ­ლე­ბა და­ი­დოს აგ­რეთ­ვე ზე­პი­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ტე­ლე­ვი­ზი­ით ან რა­დი­ო­თი ერ­თჯე­რა­დი გა­და­ცე­მის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა.

    მუხ­ლი 43. ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

1. ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ავ­ტო­რი კის­რუ­ლობს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, შექ­მნას ნა­წარ­მო­ე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბების მიხედვით და გა­დას­ცეს იგი შემ­კვეთს, ხოლო შემ­კვე­თი კის­რუ­ლობს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მი­ი­ღოს ნა­წარ­მო­ე­ბი და გა­და­უ­ხა­დოს ავ­ტორს ჰონორარი.

2. ავ­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლია პი­რა­დად შექ­მნას ნა­წარ­მო­ე­ბი, თუ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნა­ში სხვა პი­რის (პირების) ჩარ­თვა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ შემ­კვე­თის თან­ხმო­ბით.

3. შემ­კვე­თი ვალ­დე­ბუ­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვა­დის დად­გო­მის­თა­ნა­ვე და­ათ­ვა­ლი­ე­როს ნა­წარ­მო­ე­ბი და წერილობით შეატყობინოს ავ­ტორს ნა­წარ­მო­ე­ბის მო­წო­ნე­ბის ანდა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მისი და­წუ­ნე­ბის ან მასში შეს­წო­რე­ბა­თა შე­ტა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

4. თუ ავტორს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით დად­გე­ნილ ვა­და­ში არ გა­ეგ­ზავ­ნა წე­რი­ლო­ბი­თი შეტ­ყო­ბი­ნე­ბა, ნა­წარ­მო­ე­ბი შემ­კვე­თის მი­ერ მო­წო­ნე­ბუ­ლად ­ით­ვლე­ბა.

5. ავ­ტო­რი­სათ­ვის ავან­სის გადახდის წე­სი, ვა­და და ავანსის ოდე­ნო­ბა გა­ნი­საზ­ღვრე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით.

    მუხ­ლი 44. ზი­ა­ნის ანაზ­ღა­უ­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა

მხა­რემ, რო­მელ­მაც არ შე­ას­რუ­ლა ან არა­ჯე­როვ­ნად შე­ას­რუ­ლა სა­ავ­ტო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მე­ო­რე მხა­რეს უნ­და აუ­ნა­ზ­ღა­უ­როს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი, მი­უ­ღე­ბე­ლი შე­მო­სავ­ლის ჩათ­ვლით.

თავი VI

საავტორო უფლებათა მომიჯნავე უფლებები

    მუხ­ლი 45. მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბი

1. ამ თავით გათვალისწინებული სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბათა მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის დაცვა არ აბ­რკო­ლებს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა დაც­ვას.

2. მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბათა პა­ტი­ვის­ცე­მის გზით. ამ თავის არც ერთი დებულება არ განიმარტება, როგორც საავტორო უფლებათა დაცვის შელახვა.

    მუხ­ლი 46. მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა სუ­ბი­ექ­ტე­ბი

1. მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბათა სუ­ბი­ექ­ტები არიან: შემ­სრუ­ლე­ბ­ლე­ბი, ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლე­ბი და მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

2. ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლე­ბი და მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ამ თავით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ უფ­ლე­ბებს ა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ ფო­ნოგ­რა­მა­ზე ან ვი­დე­ოგ­რა­მა­ზე ჩა­წე­რილი ანდა ეთერ­ში ან კა­ბე­ლით გა­და­ცემული ნა­წარ­მო­ე­ბის ავტორსა და შემ­სრუ­ლე­ბელთან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბამოსილების ფარ­გლებ­ში.

3. შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ამ თავით გათვალისწინებულ უფ­ლე­ბებს ა­ხორ­ცი­ე­ლებს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის პი­რო­ბით.

4. მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა წარ­მო­შო­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის აუცილებელი არ არის რა­ი­მე ფორ­მა­ლო­ბა­თა დაც­ვა. ფო­ნოგ­რა­მის და­მამ­ზა­დე­ბელს ან შემ­სრუ­ლე­ბელს თა­ვი­სი უფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბი­სათ­ვის შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბის დაც­ვის ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც დაისმება ფო­ნოგ­რა­მის ყო­ველ ეგ­ზემ­პლარ­ზე ან/და მის ფუტ­ლარ­ზე და შედ­გე­ბა სა­მი ელე­მენ­ტი­სა­გან:

ა) ლა­თი­ნუ­რი ასო P წრე­წი­რში: P  ;

ბ) გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლის სა­ხე­ლი (და­სა­ხე­ლე­ბა);

გ) ფო­ნოგ­რა­მის პირ­ვე­ლი გა­მოცემის წე­ლი.

    მუხ­ლი 47. შემ­სრუ­ლე­ბლის უფლებები

1. შემ­სრუ­ლე­ბელს თა­ვის შეს­რუ­ლე­ბა­ზე აქვს შემ­დე­გი პი­რა­დი და ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბი:

ა) სა­ხელ­ის უფ­ლე­ბა;

ბ) უფ­ლე­ბა, და­იც­ვას შეს­რუ­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი და­მა­ხინ­ჯე­ბი­სა­გან ან სხვა­გვა­რი ხელ­ყო­ფი­სა­გან, რომელმაც შეიძლება შელახოს შემ­სრუ­ლებ­ლის პა­ტივ­ი, ღირსება ან საქმიანი რე­პუ­ტა­ცი­ა (რე­პუ­ტა­ცი­ის პა­ტი­ვის­ცე­მის უფ­ლე­ბა);

გ) უფ­ლე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნოს შეს­რუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით, შეს­რუ­ლე­ბის ყო­ვე­ლი ფორმით გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის ჰონორარის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის ჩათ­ვლით.

2. შეს­რუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა ნიშ­ნავს უფ­ლე­ბას, ნე­ბა დარ­თოს ან აკ­რძა­ლოს:

ა) იმ შეს­რუ­ლე­ბის ჩა­წე­რა, რო­მე­ლიც ად­რე არ იყო ჩა­წე­რი­ლი;

ბ) შეს­რუ­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა, გარდა იმ შემ­თხვე­ვისა, რო­დე­საც შეს­რუ­ლე­ბა ჩა­წე­რი­ლია შემ­სრუ­ლებ­ლის თან­ხმო­ბით და რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ხორციელდება იმა­ვე მიზ­ნით, რის­თვი­საც მოხდა მისი ჩა­წე­რა;

გ) შეს­რუ­ლე­ბის გა­და­ცე­მა ეთერ­ში ან კა­ბე­ლით, ანდა შეს­რუ­ლე­ბის სხვაგ­ვა­რი სა­ჯა­რო გა­და­ცე­მა, გარდა იმ შემ­თხვე­ვე­ბისა, რო­დე­საც ხდე­ბა შემ­სრუ­ლებ­ლის თან­ხმო­ბით ად­რე ჩაწერილი ან ეთერში ადრე გადაცემული შესრულების გადაცემა;

დ) შეს­რუ­ლე­ბის ჩანა­წე­რის გა­და­ცე­მა ეთერ­ში ან კა­ბე­ლით, თუ თავ­და­პირ­ვე­ლად ამ შეს­რუ­ლე­ბის ჩა­წე­რა არ მომხდარა მო­გე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით;

ე) იმ გამოქვეყნებული ფონოგრამის ან ვიდეოგრამის გაქირავება, რომელზედაც ჩაწერილია შესრულება შემსრულებლის მონაწილეობით.

3. ამ მუხ­ლის მე-2 პუნქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ნე­ბარ­თვა გა­ი­ცე­მა შემსრუ­ლებ­ლის მი­ერ, ხო­ლო შემ­სრუ­ლე­ბელ­თა კო­ლექ­ტი­ვის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ნებართვა – ასე­თი კო­ლექ­ტი­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლის მი­ერ, მო­სარ­გებ­ლეს­თან და­დე­ბუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

4. შემ­სრუ­ლე­ბელ­სა და მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა შეს­რუ­ლე­ბის ეთერ­ში ან კა­ბე­ლით გა­და­ცე­მის თა­ო­ბა­ზე იწ­ვევს შემ­სრუ­ლებ­ლის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბის ჩა­წე­რის, მი­სი შემ­დგო­მი გა­და­ცე­მი­სა და ჩანაწერის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მას მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს პირ­და­პირ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით. ასე­თი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის გადასახდელი ჰონორარის ოდე­ნო­ბა განისაზღვრე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით.

5. შემ­სრუ­ლე­ბელ­სა და აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის და­მამ­ზა­დე­ბელს შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე იწ­ვევს შემ­სრუ­ლებ­ლის მი­ერ ამ მუხ­ლის მე-2 პუნქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ უფ­ლე­ბა­თა გა­და­ცე­მას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შემ­სრუ­ლებ­ლის მი­ერ ასე­თი უფ­ლე­ბე­ბის გადაცემა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და, თუ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, არ შე­ი­ცავს აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლურ ნაწარ­მო­ებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ხმი­სა და გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ცალ­-ცალ­კე გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბას.

6. შემ­სრუ­ლე­ბელ­სა და ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დე­ბელს შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა შეს­რუ­ლე­ბის ფო­ნოგ­რა­მა­ზე ან ვი­დე­ოგ­რა­მა­ზე ჩა­წე­რის თა­ო­ბა­ზე იწ­ვევს შემ­სრუ­ლებ­ლის მი­ერ ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის გა­ქი­რა­ვე­ბის უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მას. ამას­თა­ნ, შემ­სრუ­ლე­ბელს უნარ­ჩუნ­დე­ბა ასე­თი ფო­ნოგ­რა­მი­ს ან ვი­დე­ოგ­რა­მის ეგ­ზემ­პლა­რე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბი­სათ­ვის ჰონორარის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა.

7. იმ შეს­რუ­ლე­ბაზე, რო­მე­ლიც შემ­სრუ­ლებ­ლის მი­ერ შექ­მნი­ლია სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის ან სა­მუ­შა­ოს მიმ­ცე­მის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის წე­სით, შემ­სრუ­ლე­ბელს ეკუთ­ვნის სა­ხე­ლის უფ­ლე­ბა. ასე­თი შეს­რუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა ეკუთ­ვნის პირს, რო­მელ­თა­ნაც შემ­სრუ­ლე­ბელს აქვს შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, თუ მათ შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემსრულებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს.

    მუხ­ლი 48. ფო­ნოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი

1. ფო­ნოგ­რა­მის და­მამ­ზა­დე­ბელს ეკუთ­ვნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნოს ფო­ნოგ­რა­მა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით, ფო­ნოგ­რა­მის ყო­ველ­ი ფორმით გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის ჰონორარის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის ჩათ­ვლით.

2. ფო­ნოგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა ნიშ­ნავს უფ­ლე­ბას, განახორციელოს, ნე­ბა დარ­თოს ან აკ­რძა­ლოს:

ა) ფო­ნოგ­რა­მის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა;

ბ) ფო­ნოგ­რა­მის ეგზემპლართა პირველი გავრცელება;

გ) ფო­ნოგ­რა­მის ეგ­ზემ­პლარ­თა გაქირავე­ბა;

დ) ფო­ნოგ­რა­მის ეგზემპლართა გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან გაქირავების, ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ე) ფონოგრამის ეგზემპლართა იმპორტირება გავრცელების მიზნით, იმ ეგზემპლართა ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ფონოგრამის დამამზადებლის თანხმობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფონოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს.

    მუხ­ლი 49. ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი

1. ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დე­ბელს ეკუთ­ვნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნოს ვი­დე­ოგ­რა­მა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით, ვი­დე­ოგ­რა­მის ყო­ველ­ი ფორმით გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის ჰონორარის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის ჩათ­ვლით.

2. ვი­დე­ოგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა ნიშ­ნავს უფ­ლე­ბას, ნე­ბა დარ­თოს ან აკ­რძა­ლოს:

ა) ვი­დე­ოგ­რა­მის რეპ­რო­დუ­ცირება;

ბ) ვიდეოგრამის ეგზემპლართა პირველი გავრცელება;

გ) ვიდეოგრამის ეგზემპლართა გაქირავება;

დ) ვი­დე­ოგ­რა­მის ეგზემპლართა გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან გაქირავების, ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ე) ვი­დე­ოგ­რა­მის ეგ­ზემ­პლ­არ­თა იმ­პორ­ტი­რე­ბა გავ­რცე­ლე­ბის მიზ­ნით, იმ ეგ­ზემ­პლ­არ­თა ჩათ­ვლით, რომ­ლე­ბიც დამ­ზა­დე­ბუ­ლია ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლის თან­ხმო­ბით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვიდეოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს.

    მუხ­ლი 50. მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი

1. მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ეკუთ­ვნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, გამო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი გა­და­ცე­მა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით, გა­და­ცე­მის ყო­ვე­ლი ფორმით გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის ანაზღაურების მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის ჩათ­ვლით.

2. გა­და­ცე­მის გა­მო­ყე­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა ნიშ­ნავს უფლე­ბას, ნე­ბა დარ­თოს ან აკ­რძა­ლოს:

ა) გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა;

ბ) გა­და­ცე­მის ჩანა­წე­რის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა, გარდა იმ შემ­თხვე­ვისა, რო­დე­საც გა­და­ცე­მა ჩა­წე­რი­ლია მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თან­ხმო­ბით და რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა იმა­ვე მიზ­ნით, რის­თვი­საც მოხ­და მი­სი ჩა­წე­რა;

გ) გა­და­ცე­მის ერ­თდრო­უ­ლად გა­და­ცე­მა ეთერ­ში და კა­ბე­ლით შესაბამისად სა­ე­თე­რო და სა­კა­ბე­ლო მა­უწ­ყებ­ლო­ბის სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ;

დ) გა­და­ცე­მის გა­და­ცე­მა ეთერ­ში ან კა­ბე­ლით;

ე) გა­და­ცე­მის სა­ჯა­რო გა­და­ცე­მა ად­გი­ლებ­ში, სა­დაც შეს­ვლა ფა­სი­ა­ნია.

ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან გაქირავების, ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით.

    მუხ­ლი 51. მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა ობი­ექ­ტე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა

1. ამ კანონით გათვალისწინებულ მომიჯნავე უფლებათა შეზღუდვები ხელს არ უშლის შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ ლახავს შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებს.

2. დაშ­ვე­ბუ­ლია შეს­რუ­ლე­ბის, ფო­ნოგ­რა­მის, ვი­დე­ოგ­რა­მის, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მისა და მა­თი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შემ­სრუ­ლებ­ლის, ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლისა და მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თან­ხმო­ბი­სა და მათ­თვის ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე, შემ­დეგ შემ­თხვე­ვებ­ში:

ა) შეს­რუ­ლე­ბი­დან, ფო­ნოგ­რა­მი­დან, ვი­დე­ოგ­რა­მი­დან, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მი­დან ცი­ტი­რე­ბისას, სა­მეც­ნი­ე­რო, კვლე­ვი­თი, პო­ლე­მი­კუ­რი, კრი­ტი­კუ­ლი და სა­ინ­ფორ­მა­ციო მიზ­ნე­ბი­სათ­ვის – მხოლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზ­ნით;

ბ) შერულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკ­ლე ნაწ­ყვე­ტე­ბის ილუს­ტრა­ცი­ის სა­ხით გამოყენებისას სწავ­ლე­ბი­სათვის ან მეც­ნი­ე­რუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი­სათვის – მხოლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომელიც განსაზღვრულია და­სა­ხუ­ლი მიზ­ნით;

გ) შეს­რუ­ლე­ბი­დან, ფო­ნოგ­რა­მი­დან, ვი­დე­ოგ­რა­მი­დან, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მი­დან მოკ­ლე ნაწ­ყვე­ტე­ბის ჩარ­თვი­სას მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნა­თა მი­მო­ხილ­ვა­ში.

3. დაშ­ვე­ბუ­ლია ფი­ზი­კურ პირ­თა მი­ერ შეს­რუ­ლე­ბის, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მისა და მა­თი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, აგ­რეთ­ვე პი­რა­დი სარ­გებ­ლო­ბისათვის ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა შემ­სრუ­ლებ­ლის, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლის თან­ხმო­ბის გა­რე­შე. ასე­თი რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ამ კანონის 21-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჰონორარის გა­დახ­დის პი­რო­ბით.

    მუხ­ლი 52. მოგების მიღების მიზ­ნე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ფო­ნოგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბა

1. დაშ­ვე­ბულია მო­გე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით დამზადებული ფო­ნოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლის და ასეთ ფო­ნოგ­რა­მა­ზე ჩა­წე­რი­ლი ნაწარმოების შემ­სრუ­ლებ­ლის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, მაგრამ ჰონორარის გა­დახ­დით:

ა) ფო­ნოგ­რა­მის სა­ჯა­რო შეს­რუ­ლე­ბა;

ბ) ფო­ნოგ­რა­მის გადაცემა ეთერ­ში ან კაბელით.

2. ამ მუხ­ლის პირვე­ლი პუნქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბული ჰონორარის შეგ­რო­ვე­ბასა და გა­ნა­წი­ლე­ბას ახორ­ცი­ელე­ბს იმ ორ­გა­ნი­ზა­ციათაგან ერთ-ერ­თი, რომ­ლე­ბიც კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მარ­თა­ვენ შემ­სრუ­ლებ­ელთა და ფო­ნოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ელთა უფლე­ბებს, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა შო­რის შე­თან­ხმე­ბის შესაბამისად.

3. ჰონორარის ოდე­ნო­ბა და გა­დახ­დის წესი გა­ნი­საზ­ღვრე­ბა, ერ­თი მხრივ, ფო­ნოგ­რა­მე­ბით მო­სარ­გებ­ლე­თა და, მეორე მხრივ, ერთ-ერ­თ იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შო­რის შე­თან­ხმე­ბით, რომ­ლე­ბიც კოლექტიურ საფუძველზე მარ­თა­ვენ ფო­ნოგ­რა­მების და­მამ­ზა­დე­ბელ­თა და შემ­სრუ­ლე­ბელ­თა უფ­ლე­ბებს. თუ მხა­რე­ე­ბი ვერ მი­აღ­წე­ვენ შე­თან­ხმე­ბას, ჰონორარის ოდენობას განსაზღვრავს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტო. ჰონორარის ოდე­ნო­ბა დგინ­დე­ბა ფო­ნოგ­რა­მის გა­მო­ყე­ნე­ბის ყო­ვე­ლი ფორმისათვის.

4. ფო­ნოგ­რა­მე­ბით მო­სარ­გებ­ლე­ებ­მა ამ მუხლის მე-2 პუნქტ­ში აღ­ნიშ­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს უნ­და წა­რუდ­გი­ნონ პროგ­რა­მე­ბი (გეგ­მე­ბი), რომ­ლე­ბიც შე­ი­ცა­ვს ზუსტ ცნო­ბებს ფო­ნოგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ოდე­ნო­ბის შე­სა­ხებ, აგ­რეთ­ვე სხვა ცნო­ბე­ბი და სა­ბუ­თე­ბი, რომლებიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰონორარის შეგროვებისა და გა­ნა­წი­ლე­ბი­სათ­ვის.

    მუხ­ლი 53. საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ შესრულების ან გადაცემის ჩაწერა მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სარ­გებ­ლო­ბისათვის

სა­ე­თე­რო მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უფლე­ბა აქვს შემ­სრუ­ლებ­ლის, ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლისა და მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს შეს­რუ­ლე­ბი­ს ან გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სარ­გებ­ლო­ბი­სათ­ვის და ასე­თი ჩა­ნა­წე­რის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა შემ­დე­გი პი­რო­ბე­ბის დაცვით:

ა) წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბის მი­ღე­ბა ამ შესრუ­ლებ­ის ან პროგრამის გა­და­ცე­მა­ზე;

ბ) მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ჩანა­წე­რის დამ­ზა­დე­ბა და რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა სა­კუ­თა­რი მოწ­ყო­ბი­ლო­ბით, სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მი­სათ­ვის;

გ) მოკლევადიანი ჩა­ნა­წე­რის გა­ნად­გუ­რე­ბა იმ პი­რო­ბით, რომელიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რისა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბთა მოკ­ლე­ვა­დი­ანი ჩა­ნა­წე­რებისათვის.

თავი VII

სპეციალური დებულებები მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების შესახებ

    მუხლი 54. მონაცემთა ბაზის დამამზადებელი

1. მონაცემთა ბაზის დამამზადებელი, რომელიც ადასტურებს, რომ მან განახორციელა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი კაპიტალდაბანდება მონაცემთა ბაზის შემცველობის შეძენის, დაზუსტების ან წარმოდგენის მხრივ, სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, არ დაუშვას მისი მთლიანი შემცველობის ან ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული მნიშვნელოვანი ნაწილის ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება.

2. ამ თავის მიზნებისათვის, ამოღება გულისხმობს მონაცემთა ბაზის მთლიანი შემცველობის ან მნიშვნელოვანი ნაწილის მუდმივად ან დროებით გადატანას სხვა მატერიალურ მატარებელზე ნებისმიერი საშუალებითა თუ ფორმით, ხოლო ხელახალი გამოყენება გულისხმობს მონაცემთა ბაზის მთლიანი შემცველობის ან მნიშვნელოვანი ნაწილის გაცნობას საზოგადოებისათვის ასლების გაქირავებით, დიალოგური ანდა გადაცემის პირდაპირი ან სხვა ფორმით. მონაცემთა ბაზის ეგზემპლარების გაყიდვის შემდეგ დაშვებულია მათი შემდგომი გაყიდვა მონაცემთა ბაზის დამამზადებლის თანხმობის გარეშე.

3. დაუშვებელია მონაცემთა ბაზის შემცველობის უმნიშვნელო ნაწილების განმეორებითი ან სისტემატური ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება, თუ ასეთი მოქმედება ხელს უშლის მის ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ ლახავს მონაცემთა ბაზის დამამზადებლის კანონიერ ინტერესებს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს.

5. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებები ძალაშია, მიუხედავად იმისა, დაცულია თუ არა საავტორო უფლებით ეს მონაცემთა ბაზა და მისაღებია თუ არა მისი შინაარსი. მონაცემთა ბაზის დაცვა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლებების შესაბამისად არ უნდა ლახავდეს მასთან დაკავშირებულ საავტორო უფლებებს.

    მუხლი 55. მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლის უფლებები და მოვალეობები

1. გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება არ აქვს აუკრძალოს მონაცემთა ბაზის კანონიერ მოსარგებლეს მონაცემთა ბაზის შემცველობის ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული უმნიშვნელო ნაწილების ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება ნებისმიერი მიზნით. თუ კანონიერ მომხმარებელს აქვს მონაცემთა ბაზის ნაწილის ამოღების ან/და ხელახალი გამოყენების უფლება, ეს პუნქტი ვრცელდება მხოლოდ ამ ნაწილზე.

2. გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლის მოქმედება უსაფუძვლოდ არ უნდა ლახავდეს მონაცემთა ბაზის დამამზადებლის კანონიერ ინტერესებს.

3. გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზის კანონიერმა მოსარგებლემ არ უნდა შელახოს საავტორო ან მომიჯნავე უფლებათა მფლობელის უფლებები მონაცემთა ბაზაში არსებულ ნაწარმოებთან ან მომიჯნავე უფლების ობიექტთან დაკავშირებით.

    მუხლი 56. მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების შეზღუდვა

მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლე უფლებამოსილია მისი დამამზადებლის ნებართვის გარეშე:

ა) ამოიღოს პირადი სარგებლობისათვის არაელექტრონული მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი;

ბ) ამოიღოს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მასალის საილუსტრაციოდ მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი, წყაროს მითითებით და დასახული არაკომერციული მიზნით განსაზღვრული მოცულობით;

გ) ამოიღოს და ხელახლა გამოიყენოს მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის და ადმინისტრაციული თუ სასამართლო-საპროცესო მიზნებისათვის.

თა­ვი VIII

მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა მოქ­მე­დე­ბის ვა­და

    მუხ­ლი 57. მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა მოქმედების ვა­დები

1. ამ კანონის 47-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის უფ­ლე­ბა მოქ­მე­დებს 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი შეს­რუ­ლე­ბი­დან. თუ ამ ვადაში შესრულების ჩანაწერი მართლზომიერად გამოიცა ან საჯაროდ გადაიცა, ეს ვადა გრძელდება პირველი ასეთი გამოცემიდან ან საჯარო გადაცემიდან 50 წლის განმავლობაში.

2. შემ­სრუ­ლებ­ლის სა­ხე­ლის უფ­ლე­ბა და რე­პუ­ტა­ცი­ის პა­ტი­ვის­ცე­მის უფ­ლე­ბა და­ცუ­ლია უვა­დოდ. ეს უფლებები მემკვიდრეობით არ გადადის. შემ­სრუ­ლებ­ლის პი­რა­დ უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ხორ­ცი­ელ­დე­ბა იმ წე­სით, რომელიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებ­თა ავ­ტო­რების პი­რა­დი არა­ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბების დაც­ვისათვის.

3. ამ კანონის 48-49-ე მუხ­ლებით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლის უფ­ლე­ბა მოქ­მე­დებს 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის პირ­ვე­ლი ჩა­წე­რი­დან. თუ ამ ვადაში ფონოგრამა ან ვიდეოგრამა მართლზომიერად გამოიცა ან საჯაროდ გადაიცა, ეს ვადა გრძელდება პირველი ასეთი გამოცემიდან ან საჯარო გადაცემიდან 50 წლის განმავლობაში.

4. ამ კანონის 50-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი საეთერო (საკაბელო) მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბა მოქ­მე­დებს 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ­მი­ერ ეთერ­ში (კა­ბე­ლით) პროგრამის პირ­ვე­ლად გა­და­ცე­მის შემ­დეგ.

5. ამ კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება მოქმედებს 15 წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზის დამზადებიდან. თუ ამ ვადაში მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა, თხუთმეტი წელი აითვლება გამოქვეყნებიდან.

6. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული მონაცემთა ბაზის შემცველობის ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული ცვლილება, კერძოდ, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება, გამომდინარე გაუქმებიდან ან შესწორებიდან, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს, რომ განხორციელდა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი კაპიტალ-დაბანდება, შესაძლებლობას იძლევა ასეთი დაბანდების შედეგად შეცვლილ მონაცემთა ბაზას მიეცეს დაცვის საკუთარი ვადა.

7. ამ მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვა­დე­ბის ათვლა იწ­ყე­ბა იმ წე­ლი­წა­დის შემ­დგო­მი წლის პირველი იან­ვრი­დან, რო­დე­საც დადგა იუ­რი­დი­ული ფაქტი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­დის ათ­ვლის დაწ­ყე­ბის სა­ფუძ­ველია.

8. ამ თავით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი იმ ვა­დე­ბის დარ­ჩე­ნი­ლი დრო­ის ფარ­გლებ­ში, რომლებიც მი­თი­თე­ბუ­ლია ამ მუხ­ლის პირველ, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, გა­და­დის შემ­სრუ­ლებ­ლის, ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლისა და მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მემ­კვიდ­რე­ებ­ზე, ხოლო იუ­რი­დი­ული პი­რის შემ­თხვე­ვა­ში მის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე­ებ­ზე.

თა­ვი IX

სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა

    მუხ­ლი 58. სა­ავ­ტო­რო და მომიჯნავე უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვა

1. ამ კანონით გათვალისწინებულ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევა იწვევს სამოქალაქო, სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევისათვის იურიდიული პირი პასუხს აგებს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი, რო­მე­ლიც არ ას­რუ­ლებს ამ კა­ნონის მოთ­ხოვ­ნებს, ­ით­ვლე­ბა სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა დამ­რღვე­ვად.

3. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევად ჩაითვლება აგრეთვე:

ა) უფლების მართვის ელექტრონული ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე;

ბ) ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოქვეყნება ნებისმიერი საშუალებით, როდესაც პირმა იცოდა ან სათანადო საფუძველი ჰქონდა სცოდნოდა, რომ უფლების მართვის შესახებ ელექტრონული ინფორმაცია შეცვლილი ან წაშლილი იქნა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე.

    მუხლი 59. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვა

1. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლ სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბათა მფლო­ბე­ლებს უფ­ლე­ბა აქვთ მო­ით­ხო­ვონ დამ­რღვე­ვი­სა­გან:

ა) უფ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა;

ბ) უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვამ­დე არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის აღ­დგე­ნა და იმ მოქ­მე­დე­ბა­თა აღ­კვე­თა, რომ­ლე­ბიც არ­ღვევს უფ­ლე­ბას ან ქმნის მი­სი დარ­ღვე­ვის საფ­რთხეს;

გ) ზი­ა­ნის ანაზ­ღა­უ­რე­ბა, მი­უ­ღე­ბე­ლი შე­მო­სავ­ლის ჩათ­ვლით;

დ) ზია­ნის ანაზ­ღა­უ­რე­ბის ნაც­ვლად იმ შე­მო­სავ­ლის ჩამორთმევა, რომელიც დამ­რღვევ­მა მი­ი­ღო სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვის შე­დე­გად;

ე) ზი­ა­ნის ანაზღა­უ­რე­ბი­სა და შე­მო­სავ­ლის ჩა­მორ­თმე­ვის ­ნაც­ვლად კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და, რომ­ლის ოდე­ნო­ბას გა­ნსაზ­ღვრავს სა­სა­მარ­თლო;

ვ) მა­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა ზო­მე­ბის მი­ღე­ბა, რომლებიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბათა მფლო­ბე­ლების არ­ჩე­ვით.

3. ზიანის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დარღვევის არსი, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო ავტორს ან საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სხვა მფლობელს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის მართლზომიერად გამოყენების შედეგად. ზიანის ანაზღაურებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასამართლო ხარჯები, წარმომადგენლისა და ადვოკატისათვის გადასახდელი თანხის ჩათვლით.

    მუხლი 60. კონტრაფაქციული ეგზემპლარები

1. ნა­წარ­მო­ებ­ის, ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის ეგ­ზემ­პლა­რე­ბი, რო­მელ­თა დამ­ზა­დე­ბა ან გავ­რცე­ლე­ბა იწ­ვევს სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფლე­ბა­თა დარ­ღვე­ვას, ით­ვლე­ბა კონ­ტრა­ფაქციულ ეგ­ზემ­პლა­რე­ბად.

2. კონ­ტრა­ფაქ­ციულად ­ით­ვლე­ბა აგრეთვე იმ ნა­წარ­მო­ებ­ის, ფო­ნოგ­რა­მისა და ვიდეოგრამის ეგ­ზემ­პლა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოში ამ კანონის­ შესაბამისად და რომ­ლე­ბიც სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა მფლო­ბე­ლების თან­ხმო­ბის გა­რე­შე იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოში იმ სა­ხელ­მწი­ფო­დან, სა­დაც ისინი არა­ს­დროს ყო­ფი­ლა და­ცუ­ლი ან სადაც მათი დაცვა შეწ­ყვე­ტილია.

3. სა­სა­მარ­თლოს შე­უძ­ლია გა­მო­ი­ტა­ნოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის, ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის კონ­ტრა­ფაქ­ციული ეგ­ზემ­პლა­რე­ბის, აგ­რეთ­ვე მა­თი რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი­სა და მოწ­ყო­ბი­ლო­ბე­ბის ჩამორთმევის შე­სა­ხებ. ნა­წარ­მო­ე­ბის, ფო­ნოგ­რა­მის ან ვიდეოგრამის კონ­ტრა­ფაქ­ციული ეგ­ზემ­პლა­რე­ბი შეიძ­ლე­ბა გა­და­ე­ცეს სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა მფლო­ბე­ლებს მათი მოთ­ხოვ­ნით.

4. ნა­წარ­მო­ე­ბის, ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის კონ­ტრა­ფაქციული ეგ­ზემ­პლა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არ იქ­ნა გა­მოთ­ხო­ვი­ლი სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა მფლო­ბე­ლების მი­ერ, აგ­რეთ­ვე მა­თი რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი და მოწ­ყო­ბი­ლო­ბე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­ნად­გუ­რე­ბას სა­სა­მარ­თლოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის შესაბამისად.

5. ჩა­მორ­თმე­ვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მე­სა­მე პი­რე­ბის მი­ერ მართლზომიერად შე­ძე­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის, ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის კონ­ტრა­ფაქ­ციული ეგ­ზემ­პლა­რე­ბი.

    მუხლი 61. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის საშუალებები

1. საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს ან მოსამართლეს ერთპიროვნულად შეუძლია გამოიტანოს განჩინება, რომელიც უკრძალავს მოპასუხეს ან პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია საავტორო და მომიჯნავე უფლებები, განსაზღვრულ მოქმედებათა შესრულებას, როგორიცაა დამზადება, რეპროდუცირება, გაყიდვა, გაქირავება, იმპორტი და ამ კანონით გათვალისწინებული ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება, აგრეთვე იმ ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ტრანსპორტირება, შენახვა და ფლობა გავრცელების მიზნით, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის კონტრაფაქციული ეგზემპლარია.

2. საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს ან მოსამართლეს ერთპიროვნულად შეუძლია გამოიტანოს განჩინება ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ყველა იმ ეგზემპლარზე ყადაღის დადებისა და ამოღების შესახებ, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის კონტრაფაქციული ეგზემპლარია, აგრეთვე იმ მასალებისა და მოწყობილობების შესახებ, რომლებიც განკუთვნილია მათი დამზადებისა და რეპროდუცირები-სათვის.

3. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევის შესახებ საკმაო მონაცემების არსებობისას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მოკვლევის ორგანო, გამომძიებელი ან სასამართლო ვალდებულია მიიღოს ზომები წაყენებული ან შემდგომში შესაძლო სამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად, შემდეგი ნივთების ძიების და მათზე ყადაღის დადების გზით:

ა) ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ეგზემპლარები, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი კონტრაფაქციული ეგზემპლარებია;

ბ) მასალები და მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია კონტრაფაქციული ეგზემპლარების დამზადებისა და რეპროდუცირებისათვის;

გ) დოკუმენტები, ანგარიშები და სხვა ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად სასამართლო განხილვისას.

    მუხლი 62. სახელმწიფო პოლიტიკა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში

1. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და კანონით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტო. მისი სტატუსი და უფლებამოსილება დგინდება ამ კანონისა და შესაბამისი დებულების საფუძველზე.

2. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტო უფლებამოსილია:

ა) უზრუნველყოს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონმდებლობის სფეროში და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები მისი განვითარების შესახებ;

ბ) წარმოადგინოს საქართველო საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებში;

გ) რეგისტრაციაში გაატაროს ნაწარმოებები ამ კანონით დადგენილი წესით.

თა­ვი X

ქო­ნებ­რი­ვ უფ­ლე­ბათა მარ­თვა კოლექტიურ საფუძველზე

    მუხ­ლი 63. ­ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმარ­თველი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნა

1. მეც­ნი­ე­რე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებ­თა ავ­ტო­რებს, შემ­სრუ­ლებ­ლებს, ფო­ნოგ­რა­მებისა და ვიდეოგრამების და­მამ­ზა­დე­ბლებ­ს და სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა სხვა მფლო­ბე­ლებს უფლება აქვთ თავიანთი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით შექ­მნან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მარ­თა­ვენ ქო­ნებ­რივ უფ­ლე­ბებს.

2. ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, იქმნება ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების მიერ, არასამეწარმეო იურიდიული პირის – კავშირის (ასოციაციის) ფორმით. დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელსაც შეაქვს იგი საავტორო უფლებათა მართვის ორგანიზაციების რეესტრში. ორგანიზაციას უფლება არა აქვს განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა და გამოიყენოს ის ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც მას გადაცემული აქვს სამართავად კოლექტიურ საფუძველზე. აღნიშნული ორგანიზაცია მოქმედებს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც მას მინიჭებული აქვს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისაგან, წესდების საფუძველზე.

3. იმ ორგანიზაციის წესდება, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უნდა შეიცავდეს დებულებებს, რომლებიც შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს. ორგანიზაციის საქმიანობაზე ხელმძღვანელობას ახორციელებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელები, რომელთა ქონებრივ უფლებებსაც მართავს ეს ორგანიზაცია. გადაწყვეტილებებს ჰონორარის ოდენობისა და მოსარგებლეებისათვის ლიცენზიების გაცემის პირობების, შეგროვებული ჰონორარის განაწილებისა და გადახდის წესის, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე იღებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელები კოლეგიურად, საერთო კრებაზე.

4. დაშვებულია შექმნა ცალკეული ორგანიზაციებისა უფლებების ან უფლებათა მფლობელების სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით, ანდა ორგანიზაციებისა, რომლებიც მართავენ უფლებათა ერთი კატეგორიის მფლობელთა სხვადასხვა უფლებებს.

5. იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, არ გამოიყენება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები.

    მუხლი 64. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობა

1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის უფლებამოსილება ორგანიზაციას გადაეცემა ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების მიერ, ამ ორგანიზაციაში მათი წევრობის შესახებ წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე ანალოგიურ უცხოურ ორგანიზაციასთან ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულება არ წარმოადგენს საავტორო ხელშეკრულებას და ამ კანონის მე-40 მუხლი მასზე არ ვრცელდება.

2. ნებისმიერ ავტორს, მომიჯნავე უფლების მფლობელს, მათ მემკვიდრეებს, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სხვა მფლობელებს უფლება აქვთ სამართავად გადასცენ თავიანთი ქონებრივი უფლებები ასეთ ორგანიზაციას, ხოლო ორგანიზაცია ვალდებულია იკისროს ამ უფლებათა მართვა კოლექტიურ საფუძველზე, თუ ასეთი კატეგორიის უფლებათა მართვა განეკუთვნება ამ ორგანიზაციის საწესდებო საქმიანობას.

3. ამ მუხლის თანახმად მიღებული უფლებების შესაბამისად, ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, მოსარგებლეებზე გასცემს ლიცენზიებს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის შესაბამისი ფორმით გამოყენებისათვის. ლიცენზიების პირობები ანალოგიური უნდა იყოს ერთი კატეგორიის ყველა მოსარგებლისათვის. ორგანიზაციას უფლება არა აქვს უარი უთხრას მოსარგებლეებს ლიცენზიის გაცემაზე საამისოდ საკმარისი საფუძვლის არსებობის გარეშე.

4. ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უფლებამოსილია ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის მოსარგებლეებისაგან მოითხოვოს ყველა იმ დოკუმენტის წარდგენა, რომელიც შეიცავს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რომლებიც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის.

    მუხლი 65. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის უფლებები

ორგანიზაციას, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების სახელით და მათ მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უფლება აქვს:

ა) მოსარგებლეებთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა და ლიცენზიის სხვა პირობები;

ბ) გასცეს ლიცენზიები იმ უფლებათა გამოყენების შესახებ, რომლებსაც ის მართავს;

გ) მოსარგებლეებთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა, როდესაც იგი ჰონორარს აგროვებს ლიცენზიის გაცემის გარეშე ამ კანონის 51-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებითა და 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

დ) შეაგროვოს ლიცენზიით გათვალისწინებული ჰონორარი ან/და ჰონორარი, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის “გ” ქვეპუნქტით;

ე) გაანაწილოს და გადაუხადოს შესაბამისი ჰონორარი საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს;

ვ) განახორციელოს იურიდიული ქმედებანი, რომლებიც საჭიროა მისთვის სამართავად გადაცემული უფლებების დასაცავად;

ზ) განახორციელოს სხვა საქმიანობა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

    მუხლი 66. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მოვალეობები

1. იმ ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უნდა განხორციელდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა იმ მფლობელების ინტერესების შესაბამისად, რომლებსაც ეს ორგანიზაცია წარმოადგენს. ამ მიზნით ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) შეგროვებული ჰონორარი გამოიყენოს მხოლოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისათვის გასანაწილებლად და გადასახდელად. ამასთან, ორგანიზაციას უფლება აქვს ჰონორარიდან გამოქვითოს მის შეგროვებაზე, განაწილებასა და გადახდაზე დახარჯული თანხები და მის მიერ ამ უფლებების მფლობელთა გადაწყვეტილებით შექმნილ სპეციალურ ფონდებში გადარიცხული თანხები;

ბ) გაანაწილოს და გადაიხადოს ჰონორარი ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტში აღნიშნული თანხების გამოქვითვის შემდეგ, ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ფაქტობრივი გამოყენების პროპორციულად;

გ) ჰონორარის გადახდის დროს წარუდგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს ანგარიშები, რომლებიც უნდა შეიცავდეს ცნობებს მათი უფლებების გამოყენების შესახებ.

2. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს, რომლებმაც არ გადასცეს ორგანიზაციას ჰონორარის შეგროვებასთან დაკავშირებული უფლებები, უფლება აქვთ მოსთხოვონ ორგანიზაციას ჰონორარის გადახდა განხორციელებული განაწილების შესაბამისად და მათი ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამორიცხვა იმ ლიცენზიებიდან, რომლებსაც ეს ორგანიზაცია გასცემს მოსარგებლეებზე.

თავი XI

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 67. ამ კანონის ნორმათა გავრცელება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე

1. ეს კანონი ვრცელდება იმ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ობიექტების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ.

2. იმ ნაწარმოებზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული საავტორო უფლების დაცვის 70-წლიანი ვადა, ვრცელდება ამ კანონის 31-32-ე მუხლებით გათვალისწინებული საავტორო უფლების მოქმედების ვადები.

3. იმ შესრულებაზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 50 წელი მისი პირველი შესრულებიდან, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემსრულებლის უფლების მოქმედების ვადა.

4. იმ ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, რომლებზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 50 წელი მათი პირველი მართლზომიერი გამოქვეყნებიდან ან შექმნიდან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში ისინი არ ყოფილა გამოქვეყნებული, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადა.

5. მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემებზე, რომლებზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 50 წელი მათი პირველი მართლზომიერი გამოქვეყნებიდან ან შექმნიდან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში ისინი არ ყოფილა გამოქვეყნებული, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადა.

თავი XII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 68. ძალადაკარგული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

  ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს.

    მუხლი 69. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                   ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი.

№2112-IIს

15. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3966-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3878-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 13. 03/07/2023 - საქართველოს კანონი - 3450-XIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 25/07/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 16/12/2022 - საქართველოს კანონი - 2442-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2022 11. 25/12/2020 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/1/877 - ვებგვერდი, 30/12/2020 10. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1917-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 9. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3694-IIს - ვებგვერდი, 15/06/2015 8. 25/09/2013 - საქართველოს კანონი - 1328-რს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3032 - სსმ, 27, 24/05/2010 6. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1975 - სსმ, 35, 19/11/2009 5. 26/10/2007 - საქართველოს კანონი - 5423 - სსმ, 38, 14/11/2007 4. 03/06/2005 - საქართველოს კანონი - 1585 - სსმ, 31, 27/06/2005 3. 10/10/2002 - საქართველოს კანონი - 1693 - სსმ, 28, 28/10/2002 2. 05/12/2000 - საქართველოს კანონი - 651 - სსმ, 47, 14/12/2000 1. 09/09/1999 - საქართველოს კანონი - 2388 - სსმ, 43(50), 21/09/1999