საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ

  • Word
საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/04/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 21/05/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.05.001.001.238
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2116
24/04/2003
სსმ, 12, 21/05/2003
190.020.000.05.001.001.238
საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზნები

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ფორმირების პრინციპებს და არეგულირებს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის დამტკიცებას, შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

    მუხლი 2. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა

საქართველოს საბიუჯეტო სისტემა არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებათა შესრულების მიზნით ფინანსური რესურსების მობილიზაციისა და გამოყენების მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის, საბიუჯეტო პროცესისა და შესაბამისი ბიუჯეტების ერთობლიობა.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მინისტრი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლება – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები;

გ) ადგილობრივი ხელისუფლება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;

დ) ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შემოსულობების, აგრეთვე მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი ორგანოების მიერ;

ე) სახელმწიფო ბიუჯეტი – საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შემოსულობების, აგრეთვე მისი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;

ვ) ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი, რომლებიც მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს, მათი შემოსულობების, ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობას;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შემოსულობების, აგრეთვე მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ;

თ) მხარჯავი დაწესებულება – ბიუჯეტის ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით პირველი თანრიგის დაწესებულება, რომლისთვისაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასიგნება და რომელიც პასუხისმგებელია მის მართვაზე;

ი) საბიუჯეტო ორგანიზაცია – მხარჯავი დაწესებულება ან მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთეული, რომელიც ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, სტანდარტებისა და წესების შესაბამისად;

კ) საბიუჯეტო (ფისკალური) წელი – კალენდარული წელი;

ლ) სახელმწიფო ხაზინა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური;

მ) წლიური საბიუჯეტო კანონი – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი;

ნ) ბიუჯეტის შემოსავლები – ამ კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოსულობები;

ო) ბიუჯეტის ხარჯები – ამ კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადასახდელები;

პ) ბიუჯეტის არაფინანსური აქტივები, ფინანსური აქტივები და ვალდებულებები – საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული აქტივები და ვალდებულებები;

ჟ) ნაშთი – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრები;

რ) თავისუფალი ნაშთი – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრები აკრედიტივების, მიზნობრივი კრედიტებისა და გრანტების ნაშთის გამოკლებით;

ს) ნაშთის ცვლილება – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრების გამოყენება ან დაგროვება;

ტ) ვალდებულების აღება – მომავალში გადახდაზე პასუხისმგებლობის აღება;

უ) მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდები – ბიუჯეტგარეშე ფონდები, რომელთა შექმნის, მართვის, დაფინანსებისა და განკარგვის წესი განისაზღვრება სპეციალური კანონით.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4238 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.389

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5918 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.38

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 4. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები

1. საბიუჯეტო სისტემის ყველა მონაწილემ საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა დაიცვას შემდეგი პრინციპები:

ა) ყოვლისმომცველობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის, გადასახდელისა და ნაშთის ცვლილების სრულყოფილად ასახვა შესაბამის ბიუჯეტებში;

ბ) გამჭვირვალობა – ბიუჯეტების პროექტების საკანონმდებლო ორგანოებში განხილვის პროცედურების საჯაროობა საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის; დამტკიცებული ბიუჯეტებისა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება; ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის (გარდა საიდუმლო ინფორმაციისა) ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის;

გ) ანგარიშვალდებულება – საბიუჯეტო პროცესის მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და ბიუჯეტის შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაზე;

დ) დამოუკიდებლობა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დამოუკიდებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს საკუთარი შემოსულობები და ნაშთი, აგრეთვე საკუთარი გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებთან, გადასახდელებთან და ნაშთის ცვლილებასთან დაკავშირებული უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით;

ე) ერთიანობა – ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ საერთო საფუძვლებით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციით, ანგარიშთა ერთიანი ჩამონათვალით, საბიუჯეტო დოკუმენტაციით, საქართველოს კონტროლის პალატის ზედამხედველობით სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ერთიანი პრინციპებით ხელმძღვანელობა;

ვ) უნივერსალობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთანავე, არც ერთი შემოსულობა, დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობების გარდა, არ უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. მხარჯავი დაწესებულების მიერ მიღებული შემოსულობების შენარჩუნება მისი მიზნებისათვის დაუშვებელია;

ზ) კონსოლიდირება – ყველა სახელმწიფო შემოსულობის ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა და გადასახდელების გადახდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშების მართვა სახელმწიფო ხაზინის მიერ და მათი განთავსება საქართველოს ეროვნულ ბანკში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრინციპები არ ვრცელდება „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებულ საბიუჯეტო ურთიერთობებზე.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4238 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.389

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5918 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.38

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 5. საბიუჯეტო პროცესი

1. საბიუჯეტო პროცესი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის განუყოფელი ნაწილია. საბიუჯეტო პროცესი არის საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საქმიანობა, რომელიც მოიცავს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს.

2. ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლება:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტისათვის – საქართველოს მთავრობა;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო;

გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.

3. ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე, დამტკიცებასა და კონტროლზე უფლებამოსილია შესაბამისი საკანონმდებლო ხელისუფლება:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტისათვის – საქართველოს პარლამენტი;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო;

გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას. საბიუჯეტო სისტემის ყველა დონეზე საბიუჯეტო პროცესის ერთიანობისა და ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მინისტრი გამოსცემს სათანადო სამართლებრივ აქტებს.

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3361 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.30

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4238 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.389

    მუხლი 6. ბიუჯეტის შემოსულობები

ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა:

ა) შემოსავლები, მათ შორის:

ა.ა) გადასახადები;

ა.ბ) გრანტები;

ა.გ) სხვა შემოსავლები;

ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები);

გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები, ნაშთის გამოყენების გარდა);

დ) ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები).

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3361 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.30

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 61. სხვა პირის მიერ საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების შესრულება

გადასახადის გადამხდელის/პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბიუჯეტში გადასახდელი საგადასახადო, საბაჟო ან/და სხვა ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრული ფორმით, რისთვისაც იგი გადასახადის ან/და გადასახდელის მიმღებ ორგანოში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დამადასტურებელ ან მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილ საბუთს ან/და დოკუმენტს. ამასთანავე, გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დადასტურება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, მინისტრის მიერ დადგენილი წესით. შესრულებული საგადასახადო, საბაჟო ან/და სხვა ვალდებულება მესამე პირისათვის უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1530 - სსმ I, №19, 24.07.2009 წ., მუხ.89

    მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

    მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4238 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.389

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 9. (ამოღებულია)

    მუხლი 10. ბიუჯეტის გადასახდელები

ბიუჯეტის გადასახდელებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი სახსრების ერთობლიობა:

ა) ხარჯები, მათ შორის:

ა.ა) შრომის ანაზღაურება;

ა.ბ) საქონელი და მომსახურება;

ა.გ) სუბსიდიები;

ა.დ) პროცენტი;

ა.ე) გრანტები;

ა.ვ) სოციალური უზრუნველყოფა;

ა.ზ) სხვა ხარჯები;

ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებზე მიმართული სახსრები);

გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებზე მიმართული სახსრები, ნაშთის დაგროვების გარდა);

დ) ვალდებულებები (ვალდებულებების ძირითადი ნაწილის დაფარვაზე მიმართული სახსრები).

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4238 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.389

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 101. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 11. საბიუჯეტო კლასიფიკაცია

1. საბიუჯეტო კლასიფიკაცია მოიცავს შემოსავლების, ხარჯების ეკონომიკურ, ხარჯებისა და არაფინანსური აქტივებით ოპერაციების ფუნქციონალურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციებს, ასევე ორგანიზაციულ კლასიფიკაციას. ორგანიზაციული კლასიფიკაცია, თავის მხრივ, მოიცავს გადასახდელებს ორგანიზაციების, პროგრამებისა და ღონისძიებების მიხედვით, რომელიც განისაზღვრება ბიუჯეტით.

2. (ამოღებულია).

3. საბიუჯეტო კლასიფიკაციას, გარდა ორგანიზაციული კლასიფიკაციისა, საქართველოს კონტროლის პალატასთან კონსულტაციებისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმების საფუძველზე ამტკიცებს მინისტრი.

4. საბიუჯეტო კლასიფიკაცია ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3361 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.30

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4238 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.389

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 12. ასიგნებები

1. ასიგნება არის ფისკალური წლის განმავლობაში ბიუჯეტით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში გადახდის განხორციელების უფლებამოსილება. ასიგნების გარეშე ვალდებულების აღება და გადახდის განხორციელება დაუშვებელია.

2. პროგნოზირებული ასიგნება არის ასიგნება, რომელიც დაკავშირებულია ვალის მომსახურებასა და დაფარვასთან ან/და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხზე გადახდასთან. პროგნოზირებული ასიგნების ზევით ვალდებულების აღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს პროგნოზირებული ასიგნების გადაჭარბების მიზეზის შესახებ და წლის ბოლოს მისაღები შედეგის პროგნოზს, ხოლო პროგნოზირებული ასიგნების კორექტირება გათვალისწინებული იქნება წლიურ საბიუჯეტო კანონში სათანადო ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტში, რომლის მიღების შემდეგაც შეიძლება შესაბამისი გადახდის განხორციელება.

3. ფიქსირებული ასიგნება არის პროგნოზირებულის გარდა ყველა სხვა ასიგნება. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ ფიქსირებული ასიგნების ზევით ვალდებულების აღება დაუშვებელია.

4. (ძალადაკარგულია).

[5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებლის 25%-ს. (ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №202 - სსმ I, №15, 22.07.2008 წ., მუხ.110

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №953 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.327

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1556 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.136

    მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდები

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები. ორივე ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს ფიქსირებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს.

2. საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორებიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო გადასახდელების დასაფინანსებლად. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა, წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მოცულობებისა და პირობების შესაბამისად.

3. საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს შესაბამისად პრეზიდენტის და მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს მინისტრი.

4. თუ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა არ აღემატება 100 000 ლარს, გადაწყვეტილებას თანხის გამოყოფის თაობაზე იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინების საფუძველზე.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2608 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.434

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1912 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.222

    მუხლი 131. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომელსაც განკარგავს საქართველოს მთავრობა მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

    მუხლი 14. ავტონომიური რესპუბლიკების სარეზერვო ფონდები

ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში იქმნება სარეზერვო ფონდები მათთვის დამტკიცებული ფიქსირებული ასიგნებების 2%-ის ფარგლებში, რომელთა განკარგვის მიმართულებებს ადგენს შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლება.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

    მუხლი 141. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სარეზერვო ფონდები

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში იქმნება სარეზერვო ფონდები მათთვის დამტკიცებული ფიქსირებული ასიგნებების 2 პროცენტის ფარგლებში, რომელთა განკარგვის მიმართულებებს განსაზღვრავს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება.

    მუხლი 15. ბიუჯეტის პროფიციტი და დეფიციტი

1. ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, ხოლო საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა – ბიუჯეტის მთლიანი სალდო.

2. დადებითი მთლიანი სალდო არის ბიუჯეტის პროფიციტი, ხოლო უარყოფითი მთლიანი სალდო – დეფიციტი.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 151. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

თავი II

ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება

    მუხლი 16. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

    მუხლი 17. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით, ყოველი წლის 1 მარტს მუშაობას იწყებს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე (საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე, საშუალოვადიან ფისკალურ პროგნოზებზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებზე, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებზე). ამ მიზნით სახელმწიფო დაწესებულებები (სამინისტროები, უწყებები, ორგანიზაციები), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია.

2. საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური პროგნოზები მოიცავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაკროეკონომიკურ მიმოხილვას, მთლიან შიდა პროდუქტს, ინფლაციას, ხელფასის ცვლილებას, უმუშევრობის დონის მაჩვენებლებს, სავაჭრო და საგადამხდელო ბალანსს, ვალუტის კურსს, მონეტარულ და სხვა ძირითად მაჩვენებლებს.

3. საშუალოვადიანი ფისკალური პროგნოზები მოიცავს შემოსავლებისა და ხარჯების, არაფინანსური და ფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების ძირითად ელემენტებს, ითვალისწინებს სახელმწიფოს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს, ასევე ფინანსურ და პოლიტიკურ ვალდებულებებს.

4. სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები მოიცავს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობას, წინადადებებს ბიუჯეტის სტრატეგიის შესახებ, რომელიც გამომდინარეობს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკისა და პრიორიტეტებისაგან, შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს, სხვა მონაცემებს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის, საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.

5. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების პრიორიტეტებს (პროგრამებს/ღონისძიებებს) დასაგეგმი და დასაგეგმისშემდგომი 3 საბიუჯეტო წლისათვის. საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა ინფორმაციული ხასიათისაა.

6. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი მოიცავს:

ა) საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მაჩვენებლებს გასული, მიმდინარე, დასაგეგმი და დასაგეგმისშემდგომი საბიუჯეტო წლებისათვის;

ბ) გასული საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;

გ) დასაგეგმი და არანაკლებ დასაგეგმისშემდგომი საბიუჯეტო წლებისათვის:

გ.ა) ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზებს;

გ.ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო პრიორიტეტებს სექტორების მიხედვით;

გ.გ) სახელმწიფო ფისკალურ პოლიტიკას;

გ.დ) საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მთლიანი შემოსავლების, ხარჯების (ძირითადი ფუნქციებისა და ეკონომიკური მუხლების მიხედვით) და ბიუჯეტის დეფიციტის თანაფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან;

გ.ე) შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს.

7. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 15 აპრილისა.

8. საქართველოს მთავრობის სხდომაზე მოწონებულ ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობა წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტებს არა უგვიანეს 1 მაისისა. ამ კომიტეტებში განხილვების შედეგების გათვალისწინებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამზადებს დასკვნას, რომელიც ეგზავნება საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 1 ივნისისა.

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3361 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.30

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4238 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.389

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4913 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.197

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

    მუხლი 18. საბიუჯეტო ცირკულარის მომზადების ვადები და წესი

1. საბიუჯეტო განაცხადის მომზადებისას ყველა მხარჯავი დაწესებულება ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საფუძველზე იყენებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ, საბიუჯეტო ცირკულარში მითითებულ ძირითად პარამეტრებს. საბიუჯეტო ცირკულარი მოიცავს თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიხედვით ინფორმაციას კადრებისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობების შესახებ. მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა 15 ივნისამდე. საბიუჯეტო ცირკულარს გამოსცემს მინისტრი კადრებისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობების დამტკიცებიდან 5 დღეში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს პარლამენტის კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს პარლამენტის მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. საქართველოს პარლამენტის ასიგნებების ზღვრული მოცულობის დამტკიცებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ იგი არ უნდა იყოს გასულ საბიუჯეტო წელს დამტკიცებულ მოცულობაზე ნაკლები. ამასთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისათვის განკუთვნილი ხარჯების შემცირება წინა წლის შესაბამის ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით.

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3361 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.30

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

    მუხლი 19. მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა

1. მხარჯავი დაწესებულებების ხელმძღვანელები საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არა უგვიანეს 15 აგვისტოსი. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული საბიუჯეტო წლის ფაქტობრივ შემოსულობებსა და გადასახდელებს, მიმდინარე საბიუჯეტო წლის მოსალოდნელ შემოსულობებსა და გადასახდელებს, დასაგეგმი საბიუჯეტო წლის შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზებს, მათ შორის, საბიუჯეტო კლასიფიკაციის ყველაზე დაბალი თანრიგის შესაბამისად;

ბ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით დასაგეგმისშემდგომი 3 საბიუჯეტო წლისათვის გაანგარიშებულ შემოსულობებსა და გადასახდელებს;

გ) მომუშავეთა რიცხოვნობას, მიმდინარე მაჩვენებლიდან გადახრების ჩათვლით;

დ) შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზების დასაბუთებას;

ე) მიღებულ ან მისაღებ არაფულად გრანტებს, საცნობარო მუხლის სახით.

2. ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დაუშვებელია.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

    მუხლი 20. საბიუჯეტო განაცხადების განხილვა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამოწმებს საბიუჯეტო განაცხადებს და მხარჯავ დაწესებულებებთან ერთად იხილავს არა უგვიანეს 30 აგვისტოსი.

2. მხარჯავ დაწესებულებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის შეუთანხმებელი საკითხები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 5 სექტემბრისა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და მას განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 15 სექტემბრისა.

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3361 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.30

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

    მუხლი 201. (ძალადაკარგულია)

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5918 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.38

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №952 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.326

    [მუხლი 202. სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა

1. საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაგეგმოს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მთლიანი სალდო, მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების სახსრების რეპატრიაციის გათვალისწინების გარეშე, იქნება დადებითი. ამასთანავე, რეპატრიირებული სახსრების ხარჯვის მიზნით აღნიშნული სახსრები უნდა აისახოს ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში.

2. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ბოლოსთვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული საპროგნოზო ნაშთი არ უნდა იყოს დასაგეგმი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მოცულობის 0,2%-ზე ნაკლები.

3. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის 1 იანვრისათვის არსებული სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო თავისუფალი ნაშთის არანაკლებ 26%-ისა და არა უმეტეს 33%-ისა ყოველკვარტალურად მიიმართება სტაბილური განვითარების ფონდში მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში. ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1556 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.136

    მუხლი 21. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის წარდგენა

1. საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტს თანდართული მასალებით.

2. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტი მოიცავს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეორე თანრიგის (ორგანიზაციული კლასიფიკაციის გარდა) მიხედვით; საინვესტიციო პროექტების შემთხვევაში – აგრეთვე თითოეული საბიუჯეტო წლისათვის ცალკე სავარაუდო ასიგნებებსა და დეტალურ ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ;

ბ) ინფორმაციას ბიუჯეტის მთლიანი სალდოს შესახებ;

გ) ინფორმაციას სახელმწიფო ვალის, სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების, აგრეთვე გარანტიის ამოქმედების შედეგად გადასახდელი თანხების პროგნოზის შესახებ.

3. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს:

ა) საქართველოს მთავრობის წარდგინებას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ა.ა) ინფორმაციას ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შესაბამისად ეკონომიკისა და ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობის შესახებ;

ა.ბ) ინფორმაციას საბიუჯეტო წინადადებებისა და მათი გაანგარიშების საფუძვლის შესახებ;

ა.გ) ასიგნებებისა და საშემოსავლო პროგნოზების დასაბუთებას;

ა.დ) ინფორმაციას საბიუჯეტო რისკისა და საკრედიტო მდგომარეობის შესახებ;

ა.ე) საინფორმაციო აღწერილობას საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ, საცნობარო მუხლის სახით;

ბ) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში, საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე, დასაგეგმი და დასაგეგმისშემდგომი წლებისათვის. ამასთანავე, დასაგეგმისშემდგომი 3 წლისთვის ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ზოგად მაჩვენებლებში.

5. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტში წარდგენისთანავე.

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3361 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.30

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 22. წლიური საბიუჯეტო კანონის მიღება

1. საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების შემდეგ წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტი განიხილება პლენარულ სხდომაზე.

2. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით. საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს საქართველოს კონტროლის პალატისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.

3. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. კანონის მიღება უნდა მოხდეს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე.

4. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული წლიური საბიუჯეტო კანონი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეორე თანრიგის (ორგანიზაციული კლასიფიკაციის გარდა) მიხედვით;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებებისათვის ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობას;

გ) საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობას;

დ) ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;

ე) პროფიციტის გამოყენების ღონისძიებებს ან დეფიციტის დაფინანსების წყაროებს;

ვ) საშინაო და საგარეო ვალების ძირითადი თანხის დაფარვისათვის საჭირო ასიგნებების მოცულობას;

ზ) სახელმწიფო ვალის, სახელმწიფო სესხებისა და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების ლიმიტებს;

თ) ინფორმაციას საბიუჯეტო წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის არსებული სახელმწიფო ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ.

5. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს წლიურ საბიუჯეტო კანონს, საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით 2 კვირაში წარუდგენს მას კანონპროექტის ახალ ვარიანტს.

51. სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნისას, პრეზიდენტი დეკრეტით ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს და ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან ერთ თვეში წარუდგენს მას დასამტკიცებლად.

6. წლიური საბიუჯეტო კანონი და მისი დანართები უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისათვის.

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3361 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.30

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 23. ასიგნებები ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში

დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტის დამტკიცებამდე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მინისტრი, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოები უფლებამოსილი არიან მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცენ თანხა არა უმეტეს გასული წლის ასიგნებების 1/12-ის ოდენობისა.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4238 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.389

    მუხლი 24. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანა

1. წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებას ვალდებულების აღებამდე და ხარჯის გაწევამდე საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს, რომელიც გავლენას ახდენს წლიური საბიუჯეტო კანონით დადგენილი შემოსულობების ან/და გადასახდელების პროგნოზებზე, საქართველოს პარლამენტი მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ახლავს კანონპროექტი წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, გარდა ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული კანონპროექტები – საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტთან შეთანხმებული სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ფარგლებში. აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ღონისძიება, რომელიც გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობაზე, დაუყოვნებლივ ან სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მომდევნო კვარტალური ანგარიშის განხილვის დროისათვის მაინც უნდა იქნეს ასახული კანონპროექტში წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.

3. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტზე დართული მასალები უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო შედეგის პროგნოზებს, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური პროგნოზის განახლებულ ვერსიასთან და საშუალოვადიან ფისკალურ პროგნოზებთან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი წარდგენა საჭირო არ არის ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე.

4. თუ წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშიდან ნათელია, რომ წლიურად პროგნოზირებული შემოსულობები განიცდის დანაკლისს 10%-ით ან მეტით, საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3361 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.30

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1530 - სსმ I, №19, 24.07.2009 წ., მუხ.89

    მუხლი 25. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა, წარდგენა და დამტკიცება

1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა, წარდგენა და დამტკიცება ხორციელდება ამ კანონისა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადების, განხილვის, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისათვის, საბიუჯეტო ცირკულარის გამოცემისთანავე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას უზრუნველყოფს საბიუჯეტო ცირკულარის შესაბამისი ტექნიკური მითითებებით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია ბიუჯეტის შესახებ.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4238 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.389

    მუხლი 26. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა, წარდგენა და დამტკიცება

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა, წარდგენა და დამტკიცება ხორციელდება ამ კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, განხილვის, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივ ხელისუფლებას უზრუნველყოფს შესაბამისი ტექნიკური მითითებებით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4238 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.389

    მუხლი 27. საგანგებო ბიუჯეტი

1. საქართველოში ან მის ცალკეულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს შეუძლია დაამტკიცოს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებული საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის.

2. საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებითი გადასახდელების დასაფინანსებლად გადასახადებს, მოსაკრებლებსა და სხვა შემოსულობებს აწესებს საქართველოს პარლამენტი. მათ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით პარლამენტში წარადგენს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3361 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.30

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

თავი III

ბიუჯეტის შესრულება

მუხლი 28. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წლიური საბიუჯეტო კანონის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თითოეულ მხარჯავ დაწესებულებას აწვდის ინფორმაციას მისთვის გამოყოფილი ასიგნებების შესახებ.

2. მხარჯავი დაწესებულებები პასუხისმგებელი არიან ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებაზე და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების მოკრებაზე. ამასთანავე, ისინი პასუხისმგებელი არიან ბიუჯეტის, სახელმწიფო აქტივებისა და ვალდებულებების მართვაზე და პროცედურებისა და მოთხოვნების კონტროლზე.

3. მინისტრი ზედამხედველობს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ორგანიზებასა და მართვას, საქართველოს კონტროლის პალატასთან შეთანხმებით კოორდინაციას უწევს სააღრიცხვო კონტროლსა და შიდა აუდიტს და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

    მუხლი 29. ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება

1. შემოსავლების მოკრებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხების სრული და დროული მოკრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული შემოსულობები წარმოადგენს პროგნოზებს და არ ზღუდავს ფაქტობრივ მოკრებას მაჩვენებლების გადამეტებით.

3. საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ყველა შემოსულობა ექვემდებარება დაუყოვნებლივ დეპონირებას ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3361 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.30

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4238 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.389

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 291. ბიუჯეტის შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა

1. ხაზინის ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. საგადასახადო შემოსავლების შესრულების აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე მიმართული სახსრების გარეშე.

3. ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებისას ხდება კორექტირება ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანილი და არასაგადასახადო შემოსავლისა და სხვა შემოსულობის უკან დაბრუნებული ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების ანგარიშში გადატანილი თანხებით.

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3361 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.30

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 30. ფულის მართვისა და გაცემის გეგმები

1. საბიუჯეტო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის პროცესი უნდა შეესაბამებოდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს და ეფუძნებოდეს ყოველთვიურ ოპერატიულ ფინანსურ გეგმას.

2. მინისტრი განსაზღვრავს ყოველთვიურ ოპერატიულ ფინანსურ გეგმას, რომელიც ეფუძნება შესაბამის პერიოდებში შემოსულობების, ნაშთის გამოყენებისა და გადასახდელების მოსალოდნელ პროგნოზებს.

3. მინისტრის მიერ გამოცემული წესების თანახმად, თვის დაწყებამდე სახელმწიფო ხაზინა მხარჯავ დაწესებულებებს აცნობებს ყოველთვიურ ოპერატიულ ფინანსურ გეგმას.

4. საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის თვის დამტკიცებული ოპერატიული ფინანსური გეგმიდან აუთვისებელი თანხის შესაბამისი ასიგნებები მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მიიმართოს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1530 - სსმ I, №19, 24.07.2009 წ., მუხ.89

    მუხლი 31. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება

1. მხარჯავი დაწესებულებების მიერ ვალდებულებების აღებისა და გადახდის განხორციელების უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის მიერ ამ კანონის შესაბამისად გამოცემული წესებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ვალდებულების აღება დაუშვებელია. გადახდის განხორციელება უნდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აღებული და დამტკიცებული ვალდებულების შესასრულებლად, თუ ამ კანონით ან მინისტრის მიერ ამ კანონის შესაბამისად გამოცემული ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

    მუხლი 32. სახელმწიფო ხაზინა

1. სახელმწიფო ხაზინის საქმიანობა ხორციელდება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ყველა სახელმწიფო ფინანსური ოპერაციის გამჭვირვალობა და ანგარიშგება.

2. სახელმწიფო ხაზინა პასუხისმგებელია საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა სრულად და სწორად აღრიცხვისათვის.

21. სახელმწიფო ხაზინა პასუხისმგებელია სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების სრულ და სწორ აღრიცხვაზე.

3. სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშიდან თანხების მოხსნის შესახებ ნებართვის გაცემის უფლება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ სახელმწიფო ხაზინას.

4. სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსები ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე, აგრეთვე სხვა ბანკებში, სახელმწიფო ხაზინის კონტროლით. საოპერაციო მიზნებისათვის სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გახსნას დამატებითი საბანკო ანგარიშები.

5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ყველა შემოსულობა და გადასახდელი სრულდება სახელმწიფო სახაზინო სისტემის მეშვეობით და მინისტრის მიერ გამოცემული წესების შესაბამისად. საქართველოს სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე უზრუნველყოს იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების ადმინისტრირება.

6. სახელმწიფო ხაზინის თანხმობის გარეშე დაუშვებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო დაწესებულების (ორგანიზაციის) საბანკო ანგარიშის გახსნა. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გააუქმოს ნებართვა საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ და გასცეს ბრძანება ამ ანგარიშის დახურვის თაობაზე. მხარჯავი დაწესებულებები უზრუნველყოფენ, რომ მათ მიერ მიღებული ყველა შემოსავალი სრულად და დაუყოვნებლივ აღირიცხოს ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც ბიუჯეტის შემოსულობებს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით ინახავს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის გარეთ, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით სახელმწიფო ხაზინა უწევს მას ტექნიკურ მომსახურებას სახაზინო ოპერაციების, აგრეთვე ანგარიშებისა და მოხსენებების მომზადებისათვის. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს პროცედურებსა და სააღრიცხვო მეთოდოლოგიას, რომლებიც შესაბამისმა ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ფინანსური ოპერაციების წარმოებისას.

71. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელებისას გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა.

8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საბოლოო ანგარიშსა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების პროექტს, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას.

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3361 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.30

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4238 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.389

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1144 - სსმ I, №9, 13.04.2009 წ., მუხ.37

    მუხლი 33. სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო შესრულება

1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება ხორციელდება საკასო მეთოდით.

2. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გაცემის უფლებამოსილება წყდება მიმდინარე საბიუჯეტო წლის 31 დეკემბერს 24 საათზე.

3. მიმდინარე საბიუჯეტო წლის 31 დეკემბრის შემდეგ მიღებული შემოსულობები ითვლება დასაგეგმი საბიუჯეტო წლის შემოსულობებად.

    მუხლი 34. სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა და ანგარიშგება

1. სახელმწიფო ხაზინა ახორციელებს თითოეული მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციაზე გაცემული გადასახდელების აღრიცხვას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის (ვალდებულებები, მოთხოვნა, გადახდა) შესახებ. ამასთანავე, სახელმწიფო ხაზინა აღრიცხვას აწარმოებს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებული შემოსულობებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების მიხედვით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით, ყოველი თვის დასრულებიდან 20 დღის განმავლობაში ამზადებს ანგარიშს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 35. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა

ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს:

ა) მაკროეკონომიკისა და საბიუჯეტო სფეროში მიმდინარე მოვლენებს;

ბ) შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 36. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში

1. რომელიმე მხარჯავი დაწესებულებიდან ერთ ან რამდენიმე მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება შეიძლება მხოლოდ წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის გზით.

2. მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ასეთი გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნების 5%-ის ფარგლებში.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად.

4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მინისტრი უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით განახორციელოს ცვლილებები (ორგანიზაციული კოდის დამატება, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის ან ღონისძიების დასახელების შეცვლა) ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებული ასიგნებების გადანაწილება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 37. ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულება

1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება ხორციელდება ამ კანონის 24-ე, 25-ე და 28-ე–36-ე მუხლების დებულებებისა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4238 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.389

    მუხლი 38. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულება

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულება ხორციელდება ამ კანონის 24-ე, 26-ე და 28-ე–35-ე მუხლების დებულებების, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ადგილობრივი ხელისუფლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4238 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.389

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

თავი IV

სესხები და ვალი

    მუხლი 39. სესხის აღების უფლება

1. სახელმწიფო სესხების აღება და მათზე გარანტიების გაცემა შეიძლება მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივ ხელისუფლებებს უფლება აქვთ სესხი აიღონ მხოლოდ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ნებართვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 40. სახელმწიფო სესხების ლიმიტები და სასესხო გარანტიები

1. წლიური საბიუჯეტო კანონი ადგენს ლიმიტებს წლიურ წმინდა სესხებაზე, აგრეთვე სახელმწიფო ვალის მთლიან ოდენობაზე, რომელიც შეიძლება დაუფარავი იყოს საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის. ლიმიტები ცალ-ცალკე დგინდება საშინაო და საგარეო ვალებისთვის. ცალკე ლიმიტირებას ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკიდან აღებული სესხი.

2. წლიური საბიუჯეტო კანონი ადგენს ლიმიტებს სახელმწიფო გარე და შიდა სასესხო გარანტიებზე, რომლებიც შეიძლება გაიცეს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 41. სესხებისა და გარანტიების გაცემის პროცედურები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წლიური საბიუჯეტო კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ვალის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით აიღოს სესხი მისი მიმღებისა და გამცემისათვის მისაღები ნებისმიერი ფორმით. ფინანსთა სამინისტრო თავისუფალია ფინანსური ინსტრუმენტის სახის არჩევისას, მისი მახასიათებლებისა და პირობების ჩათვლით. მონეტარული პოლიტიკის ინტერესების ფარგლებში სამინისტრო მოქმედებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის საფუძველზე.

3. „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დადებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სახელმწიფო ვალის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების შესრულებას.

    მუხლი 42. სესხის აღების გამჭვირვალობა

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფო ვალებისა და სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვას, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ აღებული და გაცემული სესხების აღრიცხვასა და გადახდას. ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია სახელმწიფო ვალის მართვასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

2. საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშები უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას დაუფარავი ვალის შესახებ.

თავი V

აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი

    მუხლი 43. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგია და პასუხისმგებლობა

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გამოსცემს სათანადო ნორმატიულ აქტებს, რომლებიც უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ სტანდარტული სააღრიცხვო პროცედურებისა და ანგარიშგების მოთხოვნების დაცვას.

2. მხარჯავი დაწესებულებები, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებები პასუხისმგებელი არიან შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ბუღალტრულ აღრიცხვაზე, კონტროლზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებთან მათ შესაბამისობაზე.

3. საკუთარ შემოსულობებთან და გადასახდელებთან ერთად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია სესხებთან და სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვასა და შემოწმებაზე.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 44. შიდა აუდიტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ერთობლივად მიღებული (გამოცემული) შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით მხარჯავი დაწესებულება, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებები ამტკიცებენ შემოსულობებთან, გადასახდელებთან და ნაშთის ცვლილებასთან დაკავშირებული ოპერაციების შიდა აუდიტის განხორციელების პროცედურებს. შიდა აუდიტი ხორციელდება მხარჯავი დაწესებულების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ხელმძღვანელთა უშუალო ზედამხედველობით.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 45. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციების შესაბამისად და დადგენილ ვადებში მხარჯავი დაწესებულებები ამზადებენ საბოლოო ანგარიშებსა და ანგარიშგებებს, რომელთა საფუძველზედაც ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსა და ანგარიშგებას. ეს ანგარიში და ანგარიშგება და საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამისი დასკვნა წარედგინება საქართველოს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

    მუხლი 46. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშგება

წლიური ანგარიშგება მოიცავს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით წლიური საბიუჯეტო კანონის შესრულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ:

ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;

ბ) დამტკიცებულ ბიუჯეტსა და ფაქტობრივ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ აღნიშნული შეუსაბამობა 10%-ს აღემატება;

გ) მოხსენებას სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ, აგრეთვე ფინანსური გარანტიების თაობაზე, რომელთა გაცემაც განხორციელდა სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით;

დ) ანგარიშს საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების სახსრების ხარჯვის შესახებ;

ე) ინფორმაციას გაუთვალისწინებელი ვალდებულებების შესახებ.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

    მუხლი 47. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშგების შემოწმება

საქართველოს კონტროლის პალატა ვალდებულია შეამოწმოს საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების შესრულების საბოლოო ანგარიშგება და შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. საქართველოს კონტროლის პალატის დასკვნებში უნდა აისახოს, თუ რამდენად ზუსტად და სრულად არის წარმოდგენილი ანგარიშგებები.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

    მუხლი 48. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშების დამტკიცება

1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშების განხილვისა და საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენების მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტი არა უგვიანეს 1 ნოემბრისა იღებს დადგენილებას ანგარიშების დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.

2. თუ საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში არ დაამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, საქართველოს პრეზიდენტი განიხილავს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს და პარლამენტს ერთ თვეში აცნობებს თავისი დასაბუთებული გადაწყვეტილების თაობაზე.

3. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია გააკონტროლოს საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით. საბიუჯეტო სახსრების არაკანონიერი ხარჯვის დადასტურების შემთხვევაში პრეზიდენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3361 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.30

    მუხლი 49. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების წლიური ანგარიშების მომზადება, წარდგენა და დამტკიცება

ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების წლიური ანგარიშების მომზადება, წარდგენა და დამტკიცება ხორციელდება ამ თავში განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4238 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.389

თავი VI

პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 50. პასუხისმგებლობა

ამ კანონის დამრღვევი პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VII

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 51. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №938 - სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.209

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1068 - სსმ №1, №11, 29.03.2005 წ., მუხ.67

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

    მუხლი 511 (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2585 - სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.185

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

    მუხლი 512. ხაზინის ერთიანი ანგარიში

ხაზინის ერთიანი ანგარიში სრულად ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან. ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემა 2006 წლის 1 იანვრამდე მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშსა და ბიუჯეტის ხარჯების ძირითად და რეგიონულ ანგარიშებს, დეპოზიტური სახსრებისა და ფულადი გრანტების ანგარიშებს, სავალუტო და სხვა მიზნობრივ ანგარიშებს.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

    მუხლი 513. ასიგნებების გადანაწილების შეზღუდვა

1. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება 2008 წელს განხორციელდეს 15%-ის, ხოლო 2009 წელს – 10%-ის ფარგლებში.

2. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ასიგნებების გადანაწილება 2008 წელს განხორციელდეს 10%-ის, 2009 წელს – 15%-ის, ხოლო 2010 წელს – 10%-ის ფარგლებში.

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

    მუხლი 514. (ძალადაკარგულია)

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №202 - სსმ I, №15, 22.07.2008 წ., მუხ.110

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №953 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.327

    მუხლი 515. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი ოდენობა 2010 წელს არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებლის 29%-ს, ხოლო 2011 წელს – 27,5%-ს.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

    მუხლი 52. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.

თავი VIII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 53. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა 30-ე მუხლისა, ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის 30-ე მუხლი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი          

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 24 აპრილი.

№2116IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2585 - სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.185

2. საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3361 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.30

3. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №938 - სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.209

4. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №901 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.25

5. საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1068 - სსმ №1, №11, 29.03.2005 წ., მუხ.67

6. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2608 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.434

7. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.101

8. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4238 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.389

9. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4913 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.197

10. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5660 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., მუხ.435

11. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5918 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.38

12. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №202 - სსმ I, №15, 22.07.2008 წ., მუხ.110

13. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №946 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.321

14. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №952 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.326

15. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №953 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.327

16. საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1144 - სსმ I, №9, 13.04.2009 წ., მუხ.37

17. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1530 - სსმ I, №19, 24.07.2009 წ., მუხ.89

18. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1556 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.136

19. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1912 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.222

20. ძალადაკარგულია- საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2440-სსმ I,№47,28.12.2009წ., მუხ.361

20. 18/12/2009 - საქართველოს კანონი - 2440 - სსმ, 47, 28/12/2009 19. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1912 - სსმ, 35, 19/11/2009 18. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1556 - სსმ, 24, 13/08/2009 17. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1530 - სსმ, 19, 24/07/2009 16. 27/03/2009 - საქართველოს კანონი - 1144 - სსმ, 9, 13/04/2009 15. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 953 - სსმ, 41, 30/12/2008 14. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 952 - სსმ, 41, 30/12/2008 13. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 946 - სსმ, 41, 30/12/2008 12. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 202 - სსმ, 15, 22/07/2008 11. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5918 - სსმ, 7, 26/03/2008 10. 28/12/2007 - საქართველოს კანონი - 5660 - სსმ, 50, 29/12/2007 9. 08/06/2007 - საქართველოს კანონი - 4913 - სსმ, 22, 19/06/2007 8. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4238 - სსმ, 50, 30/12/2006 7. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2948 - სსმ, 15, 16/05/2006 6. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2608 - სსმ, 56, 28/12/2005 5. 10/03/2005 - საქართველოს კანონი - 1068 - სსმ, 11, 29/03/2005 4. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 901 - სსმ, 5, 17/01/2005 3. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 938 - სსმ, 41, 30/12/2004 2. 24/02/2004 - საქართველოს კანონი - 3361 - სსმ, 7, 16/03/2004 1. 23/07/2003 - საქართველოს კანონი - 2585 - სსმ, 24, 20/08/2003