„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5660
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 29/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.05.001.003.108
  • Word
5660
28/12/2007
სსმ, 50, 29/12/2007
190.020.000.05.001.003.108
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მხარჯავი დაწესებულება – ბიუჯეტის ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით პირველი თანრიგის დაწესებულება, რომლისთვისაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასიგნება და რომელიც პასუხისმგებელია მის მართვაზე;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ბიუჯეტის შემოსულობები – იმ სახსრების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად;“;

გ) „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები – ამ კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოსულობები;

ტ) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები – ამ კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადასახდელები;“;

დ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) ბიუჯეტის არაფინანსური აქტივები, ფინანსური აქტივები და ვალდებულებები – საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული აქტივები და ვალდებულებები.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დამოუკიდებლობა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დამოუკიდებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს საკუთარი შემოსულობების წყაროები და საკუთარი გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებსა და გადასახდელებთან დაკავშირებული უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით;“;

ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უნივერსალობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთანავე, არც ერთი შემოსულობა, დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობების გარდა, არ უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. მხარჯავი დაწესებულების მიერ მიღებული შემოსულობების შენარჩუნება მისი მიზნებისათვის დაუშვებელია;

ზ) კონსოლიდირება – ყველა სახელმწიფო შემოსულობის ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა და გადასახდელების გადახდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშების მართვა სახელმწიფო ხაზინის მიერ და მათი განთავსება საქართველოს ეროვნულ ბანკში.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებია:

ა) შემოსავლები, მათ შორის:

ა.ა) გადასახადები;

ა.ბ) გრანტები;

ა.გ) სხვა შემოსავლები;

ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები);

გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები);

დ) ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები).“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებია:

ა) ხარჯები, მათ შორის:

ა.ა) შრომის ანაზღაურება;

ა.ბ) საქონელი და მომსახურება;

ა.გ) სუბსიდიები;

ა.დ) პროცენტი;

ა.ე) გრანტები;

ა.ვ) სოციალური უზრუნველყოფა;

ა.ზ) სხვა ხარჯები;

ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებზე მიმართული სახსრები);

გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებზე მიმართული სახსრები, მათ შორის, ნაშთის დაგროვება);

დ) ვალდებულებები (ვალდებულებების ძირითადი ნაწილის დაფარვაზე მიმართული სახსრები).“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

     „მუხლი 101. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების გადასახდელები

ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების გადასახდელებია:

ა) ხარჯები, მათ შორის:

ა.ა) მიმდინარე ხარჯები – მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება, დამქირავებლიდან ანარიცხები, მივლინებები, სხვა საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, პროცენტის დაფარვა, სუბსიდიები, სუბვენციები და მიმდინარე ტრანსფერები, აგრეთვე სხვა მიმდინარე ხარჯები;

ა.ბ) კაპიტალური ხარჯები – კაპიტალური აქტივების შეძენა, კაპიტალური ტრანსფერები და საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული სხვა კაპიტალური ხარჯები;

ბ) დაკრედიტება, სააქციო კაპიტალში მონაწილეობა;

გ) ვალის ამორტიზაცია – სესხის ძირითადი თანხის დაფარვა.“.

6. მე-11–მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. საბიუჯეტო კლასიფიკაცია

1. საბიუჯეტო კლასიფიკაცია მოიცავს შემოსავლების, ხარჯების ეკონომიკურ, ხარჯებისა და არაფინანსური აქტივებით ოპერაციების ფუნქციონალურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციებს, ასევე ორგანიზაციულ კლასიფიკაციას. ორგანიზაციული კლასიფიკაცია, თავის მხრივ, მოიცავს გადასახდელებს ორგანიზაციების, პროგრამებისა და ღონისძიებების მიხედვით, რომელიც განისაზღვრება ბიუჯეტით.

2. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის საბიუჯეტო კლასიფიკაცია არის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების სისტემური კლასიფიკაცია, რომელიც მოიცავს: შემოსავლების კლასიფიკაციას შემოსავლების წყაროების მიხედვით, მიმდინარე და კაპიტალური შემოსავლების გამიჯვნით; ხარჯების ეკონომიკურ კლასიფიკაციას ხარჯების სახეების მიხედვით, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების გამიჯვნით; ხარჯების ფუნქციონალურ კლასიფიკაციას ხარჯების მიზნების მსგავსობის მიხედვით; ბიუჯეტით განსაზღვრულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციას, რომელიც მოიცავს გადასახდელებს ორგანიზაციების, პროგრამებისა და ღონისძიებების მიხედვით.

3. საბიუჯეტო კლასიფიკაციას, გარდა ორგანიზაციული კლასიფიკაციისა, საქართველოს კონტროლის პალატასთან კონსულტაციებისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმების საფუძველზე ამტკიცებს მინისტრი.

4. საბიუჯეტო კლასიფიკაცია ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. ასიგნებები

1. ასიგნება არის ფისკალური წლის განმავლობაში ბიუჯეტით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში გადახდის განხორციელების უფლებამოსილება. ასიგნების გარეშე ვალდებულების აღება და გადახდის განხორციელება დაუშვებელია.

2. პროგნოზირებული ასიგნება არის ასიგნება, რომელიც დაკავშირებულია ვალის მომსახურებასა და დაფარვასთან ან/და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხზე გადახდასთან. პროგნოზირებული ასიგნების ზევით ვალდებულების აღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს პროგნოზირებული ასიგნების გადაჭარბების მიზეზის შესახებ და წლის ბოლოს მისაღები შედეგის პროგნოზს, ხოლო პროგნოზირებული ასიგნების კორექტირება გათვალისწინებული იქნება წლიურ საბიუჯეტო კანონში სათანადო ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტში, რომლის მიღების შემდეგაც შეიძლება შესაბამისი გადახდის განხორციელება.

3. ფიქსირებული ასიგნება არის პროგნოზირებულის გარდა ყველა სხვა ასიგნება. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ ფიქსირებული ასიგნების ზევით ვალდებულების აღება დაუშვებელია.

    მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდები

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები. ორივე ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს ფიქსირებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს.

2. საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორებიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო გადასახდელების დასაფინანსებლად. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა, წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მოცულობებისა და პირობების შესაბამისად.

3. საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს შესაბამისად პრეზიდენტის და მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს მინისტრი.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

     „მუხლი 131. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომელსაც განკარგავს საქართველოს მთავრობა მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“.

8. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტი და დეფიციტი

1. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, ხოლო საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებს შორის სხვაობა – ბიუჯეტის მთლიანი სალდო.

2. დადებითი მთლიანი სალდო არის სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტი, ხოლო უარყოფითი მთლიანი სალდო – დეფიციტი.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

     „მუხლი 151. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების პროფიციტი და დეფიციტი

ერთი მხრივ, ბიუჯეტის შემოსავლებსა და ფულად გრანტებს და, მეორე მხრივ, ხარჯებსა და დაკრედიტებას შორის დადებითი სხვაობა არის ბიუჯეტის პროფიციტი, ხოლო უარყოფითი სხვაობა – ბიუჯეტის დეფიციტი.“.

10. მე-17–მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით, ყოველი წლის 1 მარტს მუშაობას იწყებს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე (საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე, საშუალოვადიან ფისკალურ პროგნოზებზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებზე, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებზე). ამ მიზნით სახელმწიფო დაწესებულებები (სამინისტროები, უწყებები, ორგანიზაციები), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია.

2. საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური პროგნოზები მოიცავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაკროეკონომიკურ მიმოხილვას, მთლიან შიდა პროდუქტს, ინფლაციას, ხელფასის ცვლილებას, უმუშევრობის დონის მაჩვენებლებს, სავაჭრო და საგადამხდელო ბალანსს, ვალუტის კურსს, მონეტარულ და სხვა ძირითად მაჩვენებლებს.

3. საშუალოვადიანი ფისკალური პროგნოზები მოიცავს შემოსავლებისა და ხარჯების, არაფინანსური და ფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების ძირითად ელემენტებს, ითვალისწინებს სახელმწიფოს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს, ასევე ფინანსურ და პოლიტიკურ ვალდებულებებს.

4. სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები მოიცავს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობას, წინადადებებს ბიუჯეტის სტრატეგიის შესახებ, რომელიც გამომდინარეობს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკისა და პრიორიტეტებისაგან, შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს, სხვა მონაცემებს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის, საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.

5. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების პრიორიტეტებს (პროგრამებს/ღონისძიებებს) დასაგეგმი და დასაგეგმისშემდგომი 3 საბიუჯეტო წლისათვის. საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა ინფორმაციული ხასიათისაა.

6. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი მოიცავს:

ა) საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მაჩვენებლებს გასული, მიმდინარე, დასაგეგმი და დასაგეგმისშემდგომი საბიუჯეტო წლებისათვის;

ბ) გასული საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;

გ) დასაგეგმი და არანაკლებ დასაგეგმისშემდგომი საბიუჯეტო წლებისათვის:

გ.ა) ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზებს;

გ.ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო პრიორიტეტებს სექტორების მიხედვით;

გ.გ) სახელმწიფო ფისკალურ პოლიტიკას;

გ.დ) საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მთლიანი შემოსავლების, ხარჯების (ძირითადი ფუნქციებისა და ეკონომიკური მუხლების მიხედვით) და ბიუჯეტის დეფიციტის თანაფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან;

გ.ე) შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს.

7. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 15 აპრილისა.

8. საქართველოს მთავრობის სხდომაზე მოწონებულ ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობა წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტებს არა უგვიანეს 1 მაისისა. ამ კომიტეტებში განხილვების შედეგების გათვალისწინებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამზადებს დასკვნას, რომელიც ეგზავნება საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 1 ივნისისა.

    მუხლი 18. საბიუჯეტო ცირკულარის მომზადების ვადები და წესი

1. საბიუჯეტო განაცხადის მომზადებისას ყველა მხარჯავი დაწესებულება ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საფუძველზე იყენებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ, საბიუჯეტო ცირკულარში მითითებულ ძირითად პარამეტრებს. საბიუჯეტო ცირკულარი მოიცავს თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიხედვით ინფორმაციას კადრებისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობების შესახებ. მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა 15 ივნისამდე. საბიუჯეტო ცირკულარს გამოსცემს მინისტრი კადრებისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობების დამტკიცებიდან 5 დღეში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს პარლამენტის კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს პარლამენტის მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. საქართველოს პარლამენტის ასიგნებების ზღვრული მოცულობის დამტკიცებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ იგი არ უნდა იყოს გასულ საბიუჯეტო წელს დამტკიცებულ მოცულობაზე ნაკლები. ამასთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისათვის განკუთვნილი ხარჯების შემცირება წინა წლის შესაბამის ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით.

    მუხლი 19. მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა

1. მხარჯავი დაწესებულებების ხელმძღვანელები საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არა უგვიანეს 15 აგვისტოსი. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული საბიუჯეტო წლის ფაქტობრივ შემოსულობებსა და გადასახდელებს, მიმდინარე საბიუჯეტო წლის მოსალოდნელ შემოსულობებსა და გადასახდელებს, დასაგეგმი საბიუჯეტო წლის შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზებს, მათ შორის, საბიუჯეტო კლასიფიკაციის ყველაზე დაბალი თანრიგის შესაბამისად;

ბ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით დასაგეგმისშემდგომი 3 საბიუჯეტო წლისათვის გაანგარიშებულ შემოსულობებსა და გადასახდელებს;

გ) მომუშავეთა რიცხოვნობას, მიმდინარე მაჩვენებლიდან გადახრების ჩათვლით;

დ) შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზების დასაბუთებას;

ე) მიღებულ ან მისაღებ არაფულად გრანტებს, საცნობარო მუხლის სახით.

2. ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დაუშვებელია.“.

11. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის წარდგენა

1. საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტს თანდართული მასალებით.

2. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტი მოიცავს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეორე თანრიგის (ორგანიზაციული კლასიფიკაციის გარდა) მიხედვით; საინვესტიციო პროექტების შემთხვევაში – აგრეთვე თითოეული საბიუჯეტო წლისათვის ცალკე სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას და დეტალურ ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ;

ბ) ინფორმაციას ბიუჯეტის მთლიანი სალდოს შესახებ;

გ) ინფორმაციას სახელმწიფო ვალის, სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების, აგრეთვე გარანტიის ამოქმედების შედეგად გადასახდელი თანხების პროგნოზის შესახებ.

3. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს:

ა) საქართველოს მთავრობის წარდგინებას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ა.ა) ინფორმაციას ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შესაბამისად ეკონომიკისა და ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობის შესახებ;

ა.ბ) ინფორმაციას საბიუჯეტო წინადადებებისა და მათი გაანგარიშების საფუძვლის შესახებ;

ა.გ) ასიგნებებისა და საშემოსავლო პროგნოზების დასაბუთებას;

ა.დ) ინფორმაციას საბიუჯეტო რისკისა და საკრედიტო მდგომარეობის შესახებ;

ა.ე) საინფორმაციო აღწერილობას საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ, საცნობარო მუხლის სახით;

ბ) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში, საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე, დასაგეგმი და დასაგეგმისშემდგომი წლებისათვის. ამასთანავე, დასაგეგმისშემდგომი 3 წლისთვის ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ზოგად მაჩვენებლებში.

5. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტში წარდგენისთანავე.“.

12. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეორე თანრიგის (ორგანიზაციული კლასიფიკაციის გარდა) მიხედვით;“.

13. 24-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს, რომელიც გავლენას ახდენს წლიური საბიუჯეტო კანონით დადგენილი შემოსულობების ან/და გადასახდელების პროგნოზებზე, საქართველოს პარლამენტი მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ახლავს კანონპროექტი წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, გარდა ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული კანონპროექტები – საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტთან შეთანხმებული სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ფარგლებში. აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ღონისძიება, რომელიც გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობაზე, დაუყოვნებლივ ან სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მომდევნო კვარტალური ანგარიშის განხილვის დროისათვის მაინც უნდა იქნეს ასახული კანონპროექტში წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშიდან ნათელია, რომ წლიურად პროგნოზირებული შემოსულობები განიცდის დანაკლისს 10%-ით ან მეტით, საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.“.

14. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებითი გადასახდელების დასაფინანსებლად გადასახადებს, მოსაკრებლებსა და სხვა შემოსულობებს აწესებს საქართველოს პარლამენტი. მათ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით პარლამენტში წარადგენს საქართველოს მთავრობა.“.

15. 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წლიური საბიუჯეტო კანონის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თითოეულ მხარჯავ დაწესებულებას აწვდის ინფორმაციას მისთვის გამოყოფილი ასიგნებების შესახებ.

2. მხარჯავი დაწესებულებები პასუხისმგებელი არიან ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებაზე და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების მოკრებაზე. ამასთანავე, ისინი პასუხისმგებელი არიან ბიუჯეტის, სახელმწიფო აქტივებისა და ვალდებულებების მართვაზე და პროცედურებისა და მოთხოვნების კონტროლზე.“.

16. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება

1. მხარჯავი დაწესებულებების მიერ ვალდებულებების აღებისა და გადახდის განხორციელების უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის მიერ ამ კანონის შესაბამისად გამოცემული წესებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ვალდებულების აღება დაუშვებელია. გადახდის განხორციელება უნდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აღებული და დამტკიცებული ვალდებულების შესასრულებლად, თუ ამ კანონით ან მინისტრის მიერ ამ კანონის შესაბამისად გამოცემული ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

17. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ხაზინა ახორციელებს თითოეული მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციაზე გაცემული გადასახდელების აღრიცხვას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის (ვალდებულებები, მოთხოვნა, გადახდა) შესახებ, აგრეთვე მხარჯავი დაწესებულების შემოსავლებისა და სხვა შემოსულობების აღრიცხვას. ამასთანავე, სახელმწიფო ხაზინა აღრიცხვას აწარმოებს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებული შემოსულობებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების მიხედვით.“.

18. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში

1. რომელიმე მხარჯავი დაწესებულებიდან ერთ ან რამდენიმე მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება შეიძლება მხოლოდ წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის გზით.

2. მხარჯავი დაწესებულებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხები ერთი ან მეტი ასიგნებიდან ერთ ან მეტ ასიგნებაზე შეიძლება გადანაწილდეს მხოლოდ მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ასეთი გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნების ოდენობის 5%-ის ფარგლებში.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად.

4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მინისტრი უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით განახორციელოს ცვლილებები (ორგანიზაციული კოდის დამატება, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის ან ღონისძიების დასახელების შეცვლა) ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებული ასიგნებების გადანაწილება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“.

19. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულება ხორციელდება ამ კანონის 24-ე, 26-ე და 28-ე–35-ე მუხლების დებულებების, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

20. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკუთარ შემოსულობებთან და გადასახდელებთან ერთად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია სესხებთან და სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვასა და შემოწმებაზე.“.

21. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 44. შიდა აუდიტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ერთობლივად მიღებული (გამოცემული) შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით მხარჯავი დაწესებულება, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებები ამტკიცებენ შემოსულობებთან და გადასახდელებთან დაკავშირებული ოპერაციების შიდა აუდიტის განხორციელების პროცედურებს. შიდა აუდიტი ხორციელდება მხარჯავი დაწესებულების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ხელმძღვანელთა უშუალო ზედამხედველობით.“.

22. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 46. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშგება

წლიური ანგარიშგება მოიცავს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით წლიური საბიუჯეტო კანონის შესრულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ:

ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;

ბ) დამტკიცებულ ბიუჯეტსა და ფაქტობრივ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ აღნიშნული შეუსაბამობა 10%-ს აღემატება;

გ) მოხსენებას სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ, აგრეთვე ფინანსური გარანტიების თაობაზე, რომელთა გაცემაც განხორციელდა სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით;

დ) ანგარიშს საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების სახსრების ხარჯვის შესახებ;

ე) ინფორმაციას გაუთვალისწინებელი ვალდებულებების შესახებ.“.

23. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 513 მუხლი:

     „მუხლი 513. ასიგნებების გადანაწილების შეზღუდვა

1. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება 2008 წელს განხორციელდეს 15%-ის, ხოლო 2009 წელს – 10%-ის ფარგლებში.

2. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ასიგნებების გადანაწილება 2008 წელს განხორციელდეს 10%-ის, 2009 წელს – 15%-ის, ხოლო 2010 წელს – 10%-ის ფარგლებში.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი                       

ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 28 დეკემბერი.

№5660–რს