დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3361 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/02/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 16/03/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.05.001.001.452 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ.62) საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლება:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტისათვის – საქართველოს მთავრობა;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი ორგანოები;
გ) საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება.“.
2. მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გრანტები – საშინაო და საგარეო წყაროებიდან ფულადი ფორმით მიღებული გრანტები ან სასაქონლო ფორმით მიღებული მონეტიზებული გრანტები;“.
3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბიუჯეტო კლასიფიკაცია არის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების სისტემური კლასიფიკაცია, რომელიც მოიცავს: შემოსავლების კლასიფიკაციას შემოსავლების წყაროების მიხედვით, მიმდინარე და კაპიტალური შემოსავლების გამიჯვნით; ხარჯების ეკონომიკურ კლასიფიკაციას ხარჯების სახეების მიხედვით, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების გამიჯვნით; ხარჯების ფუნქციონალურ კლასიფიკაციას ხარჯების მიზნების მსგავსობის მიხედვით; ხარჯების ორგანიზაციულ კლასიფიკაციას მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით; ხარჯების ღონისძიებების კლასიფიკაციას ხარჯების ღონისძიებების მსგავსობის მიხედვით.“.
4. მე-17 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა სამინისტროებთან კოორდინაციით, ყოველი წლის 1 მარტს იწყებს მუშაობას ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტებზე (საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ პროგნოზზე, საშუალოვადიან ფისკალურ პროგნოზებზე და საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე). ამ მიზნით სახელმწიფო დაწესებულებები (სამინისტროები, უწყებები, დაწესებულებები, ორგანიზაციები), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია.“;
ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დასაგეგმი და არანაკლებ დასაგეგმის შემდგომი საბიუჯეტო წლებისათვის:
გ.ა) ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზებს;
გ.ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო პრიორიტეტებს სექტორების მიხედვით, ფისკალური საფუძვლების პროგნოზებით;
გ.გ) სახელმწიფო ფისკალურ პოლიტიკას, ძირითადი ფისკალური მიზნებისა და ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად საჭირო მოთხოვნებს;
გ.დ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების მთლიანი შემოსავლების, ხარჯებისა (ძირითადი ფუნქციებისა და ეკონომიკური მუხლების მიხედვით) და ბიუჯეტის დეფიციტის თანაფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან;
გ.ე) შემოსავლების, ხარჯების, გრანტებისა და სესხების აგრეგირებულ მაჩვენებლებს.“;
გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 15 აპრილისა.
7. ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტებს საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტებს არა უგვიანეს 1 მაისისა. ამ კომიტეტებში განხილვების შედეგების გათვალისწინებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამზადებს დასკვნას, რომელიც ეგზავნება საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 1 ივნისისა.“.
5. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. საბიუჯეტო ცირკულარის მომზადების ვადები და წესი
1. საბიუჯეტო განაცხადის მომზადების დროს ყველა მხარჯავი დაწესებულება და სპეციალური სახელმწიფო ფონდი იყენებს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საბიუჯეტო ცირკულარში მითითებულ ძირითად პარამეტრებს. საბიუჯეტო ცირკულარი მოიცავს თითოეული მხარჯავი დაწესებულებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდის მიხედვით ინფორმაციას კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების შესახებ. საბიუჯეტო ცირკულარს გამოსცემს მინისტრი საქართველოს მთავრობის მიერ მხარჯავი დაწესებულებებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების 15 ივნისამდე დამტკიცებიდან 5 დღეში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის კადრებისა და ხარჯების ზღვრულ მოცულობებს პარლამენტის მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. საქართველოს პარლამენტის ხარჯების ზღვრული მოცულობის დამტკიცებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ იგი არ უნდა იყოს გასულ საბიუჯეტო წელს დამტკიცებულ მოცულობაზე ნაკლები. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით.“.
6. მე-20 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მხარჯავ დაწესებულებას ან სპეციალურ სახელმწიფო ფონდს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის შეუთანხმებელი საკითხები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 5 სექტემბრისა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და მას განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 15 სექტემბრისა.“.
7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტს თანდართული მასალებით, რომლებიც მოიცავს:
ა) საქართველოს მთავრობის წარდგინებას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა.ა) ინფორმაციას ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების შესაბამისად ეკონომიკისა და ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობის შესახებ;
ა.ბ) ინფორმაციას საბიუჯეტო წინადადებებისა და მათი გაანგარიშების საფუძვლის შესახებ;
ა.გ) საბიუჯეტო რისკისა და საკრედიტო მდგომარეობის შესახებ;“.
8. 22-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით. საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს საქართველოს კონტროლის პალატისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.
3. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. კანონის მიღება უნდა მოხდეს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს წლიურ საბიუჯეტო კანონს, საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით 2 კვირაში წარუდგენს მას კანონპროექტის ახალ ვარიანტს.“.
9. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნისას, პრეზიდენტი დეკრეტით ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს და ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან ერთ თვეში წარუდგენს მას დასამტკიცებლად.“.
10. 24-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებას ვალდებულების აღებამდე და ხარჯის გაწევამდე საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, გარდა ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს, რომელიც გავლენას ახდენს წლიური საბიუჯეტო კანონით დადგენილი შემოსავლების ან/და ხარჯების პროგნოზებზე, საქართველოს პარლამენტი მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ახლავს კანონპროექტი წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, გარდა ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული კანონპროექტები – საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტთან შეთანხმებული სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ფარგლებში. აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ღონისძიება, რომელიც გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მოცულობაზე, დაუყოვნებლივ ან სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მომდევნო კვარტალური ანგარიშის განხილვის დროისათვის მაინც უნდა იქნეს ასახული კანონპროექტში წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშიდან ნათელია, რომ წლიურად პროგნოზირებული შემოსავლები და გრანტები განიცდის 10%-ით ან მეტ დანაკლისს, საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს.“.
11. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. საგანგებო ბიუჯეტი
1. საქართველოში ან მის ცალკეულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს შეუძლია დაამტკიცოს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებული საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის.
2. საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებითი ხარჯების დასაფინანსებლად გადასახადებს, მოსაკრებლებსა და სხვა სავალდებულო გადასახდელებს აწესებს საქართველოს პარლამენტი, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით პარლამენტში წარადგენს საქართველოს მთავრობა.“.
12. 29-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ყველა შემოსულობა ექვემდებარება დაუყოვნებლივ დეპონირებას ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე.“;
გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი:
„მუხლი 291. ბიუჯეტის შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანა
1. ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. საგადასახადო შემოსავლების შესრულების აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე მიმართული სახსრების გარეშე.
3. ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებისას ხდება კორექტირება ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანილი და არასაგადასახადო შემოსავლისა და სხვა შემოსულობის უკან დაბრუნებული ან სხვა არასაგადასახადო შემოსავლების ანგარიშში გადატანილი თანხებით.“.
14. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ხაზინა პასუხისმგებელია სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა სრულ და სწორ აღრიცხვაზე.“;
15. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სახელმწიფო ხაზინა პასუხისმგებელია სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების სრულ და სწორ აღრიცხვაზე.“;
16. 32-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სახელმწიფო ხაზინის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო დაწესებულების (ორგანიზაციის) საბანკო ანგარიშის გახსნა. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გააუქმოს ნებართვა საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ და გასცეს ბრძანება ამ ანგარიშის დახურვის თაობაზე. მხარჯავი დაწესებულებები უზრუნველყოფენ, რომ მათ მიერ მიღებული ყველა შემოსავალი სრულად და დაუყოვნებლივ აღირიცხოს სახელმწიფო კონსოლიდირებულ ფონდში. ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც ბიუჯეტის შემოსულობებს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით ინახავს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის გარეთ, პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საბოლოო ანგარიშსა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების პროექტს, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას.“.
17. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 48. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშების დამტკიცება
1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშების განხილვისა და საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენების მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტი არა უგვიანეს 1 ნოემბრისა იღებს დადგენილებას ანგარიშების დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.
2. თუ საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში არ დაამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, საქართველოს პრეზიდენტი განიხილავს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს და პარლამენტს ერთ თვეში აცნობებს თავისი დასაბუთებული გადაწყვეტილების თაობაზე.
3. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია გააკონტროლოს საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით. საბიუჯეტო სახსრების არაკანონიერი ხარჯვის დადასტურების შემთხვევაში პრეზიდენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები ამოქმედდეს 2004 წლის 5 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 თებერვალი.
№3361-რს
დოკუმენტის კომენტარები