დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1912 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 03/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 19/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.010.05.001.003.672 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 62) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. თუ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა არ აღემატება 100 000 ლარს, გადაწყვეტილებას თანხის გამოყოფის თაობაზე იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინების საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 3 ნოემბერი.
№1912–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები