„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4913
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 19/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.05.001.002.871
  • Word
4913
08/06/2007
სსმ, 22, 19/06/2007
190.020.000.05.001.002.871
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 62) მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით, ყოველი წლის 1 მარტს მუშაობას იწყებს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე (საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე, საშუალოვადიან ფისკალურ პროგნოზებზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებზე). ამ მიზნით სახელმწიფო დაწესებულებები (სამინისტროები, უწყებები, ორგანიზაციები), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                      

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 8 ივნისი.

№4913–Iს