ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • Word
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1666
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/09/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 30/09/2002
სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.05.001.001.135
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1666
13/09/2002
სსმ, 26, 30/09/2002
300.010.000.05.001.001.135
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (14/12/2006 - 29/12/2006)

საქართველოს კანონი

დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

     მუხლი 1. კანონის მიზნები

1. ამ კანონის მიზანია შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება.

2. ეს კანონი აწესებს: საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობას ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ხელყოს მათი დამოუკიდებლობა; კონკრეტული სფეროს სრულყოფილი რეგულირების განხორციელების უფლებამოსილებას; პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურის გამჭვირვალეობისა და საიმედოობის უზრუნველყოფაზე; დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შექმნის, საქმიანობისა და ორგანიზების ძირითად პრინციპებს.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისი ს კანონი № 1859 - სსმ I,  № 38 , 15 .0 7 .200 5 წ., მუხ. 259

            მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ ორგანოზე, რომელიც ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენს დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს.

2. საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოებია:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

ბ) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

გ) საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

დ) საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტო ს კანონი № 2951 - სსმ I,  № 27 , 10 .0 9 .200 3 წ., მუხ. 197

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისი ს კანონი № 1859 - სსმ I,  № 38 , 15 .0 7 .200 5 წ., მუხ. 259

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა – პირის ქმედება, კერძოდ, ზემოქმედება, ჩარევა, ხელის შეშლა ან სხვაგვარი ზეგავლენა დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოში მიმდინარე განხილვების შედეგებზე ან მის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე ან კომისიონერის თავისუფალ და დამოუკიდებელ მსჯელობებზე ან აპარატის თანამშრომელთა საქმიანობაზე, იმ გზით, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონს და საქართველოს კანონმდებლობას, იმ მიზნით, რომ მიიღოს სარგებელი ან განსაკუთრებული მოპყრობა;

ბ) გადაწყვეტილება – დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტი (დადგენილება, გადაწყვეტილება და ა.შ.);

გ) დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო – სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;

დ) დამოუკიდებლობა – როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, ისე კომისიონერის შესაძლებლობა, არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის გარეშე განახორციელოს მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება, მათ შორის, განიხილოს, გამოიკვლიოს და გადაწყვიტოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხები; დაუშვებელია ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს ჩარევა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით;

ე) კომისიონერი – პირი, რომელიც ამ კანონითა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით დადგენილი წესით, სათანადო აქტის საფუძველზე დანიშნულია ამ მარეგულირებელი ორგანოს წევრად;

ვ) ოჯახის წევრი – კომისიონერის მამა, დედა, მეუღლე და შვილი;

ზ) პოლიტიკური ზეწოლა – არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის განხორციელება, რომელიც მოტივირებულია პოლიტიკური მოსაზრებებით, ან პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ პოლიტიკური მიზნების მიღწევის სურვილით;

თ) უფლებამოსილება – დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით განსაზღვრული და ამ მარეგულირებელ ორგანოზე სპეციალურად დელეგირებული უფლებები და მოვალეობები;

ი) უფლებაუნარიანობა – პირის შესაძლებლობა, იქონიოს უფლებები და მოვალეობები;

კ) შესაბამისი კანონი – საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ძირითად ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს;

ლ) პირი – ფიზიკური პირები და ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, სხვა სახელმწიფო ორგანოები;

მ) რეგულირება – შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღება, ლიცენზიების/ნებართვების გაცემა, მონიტორინგის, კოორდინაციის, ზედამხედველობისა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.

     ნ) მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი (საზოგადოებრივი დამცველი) – შესაბამისი მომსახურების სფეროს მომხმარებელთა ინტერესების დამცველი.

საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2535 - სსმ I,  № 22 , 08 .0 8 .200 3 წ., მუხ. 164

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისი ს კანონი № 1859 - სსმ I,  № 38 , 15 .0 7 .200 5 წ., მუხ. 259

     მუხლი 4. კანონის პრინციპები

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით.

2. დაუშვებელია დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი ან აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით.

3. დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპებია:

ა) დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ნებისმიერი სახის კონტროლის დაუშვებლობა; ანგარიშის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენა შესაბამისი კანონით დადგენილი წესით;

ბ) დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს და კომისიონერთა პასუხისმგებლობის განსაზღვრა მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) კომისიონერთა დანიშვნა მხოლოდ შესაბამისი კანონით დადგენილი წესით;

დ) შესაბამისი კანონით მინიჭებული საჯარო ფუნქციების (მათ შორის, ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსების ფუნქციის) სხვა ორგანოებისა და კერძო სამართლის პირებისათვის გადაცემის დაუშვებლობა.

4. თუ ორგანო, შესაბამისი კანონის თანახმად, არ მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა პრინციპით ერთდროულად ან მოქმედებს განსხვავებული წესებითა თუ პროცედურებით, იგი არ ჩაითვლება დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოდ.

5. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო განხილვები სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე. ასეთი პროცედურის გარეშე გადაწყვეტილების მიღება იწვევს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობას.

6. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების გადასინჯვის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

თავი II

უფლებამოსილებათა ძირითადი მახასიათებლები

     მუხლი 5. უფლებამოსილება

1. შესაბამისი კანონი განსაზღვრავს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებს. ეს უფლებამოსილება თავისუფალია არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან.

2. დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს და კომისიონერს მინიჭებული აქვთ სრული დამოუკიდებლობა შესაბამისი კანონის ფარგლებში მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღებისას და კანონიერი ქმედებების განხორციელებისას. კომისიონერის მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულებისას დაუშვებელია მის მიმართ არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა.

3. არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა ან ამგვარი ზემოქმედების და ჩარევის მცდელობა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, კომისიონერის ან აპარატის თანამშრომლის გეგმის, რწმენის, გადაწყვეტილების, მოქმედების ან უმოქმედობის მიმართ უკანონოა, ხოლო არასათანადო ზემოქმედებით და არასამართლებრივი ჩარევით გადაწყვეტილების მიღება იწვევს ასეთი გადაწყვეტილების ბათილობას.

4. კომისიონერი უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს მის მიმართ არასათანადო ზემოქმედების და არასამართლებრივი ჩარევის თავიდან აცილების ან/და აღკვეთის მიზნით.

     მუხლი 6. დამოუკიდებლობა

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო და კომისიონერი თავისი საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. მხოლოდ დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს აქვს უფლება, განახორციელოს სრული უფლებამოსილება იმ საკითხებზე, რომლებიც მასზე დელეგირებულია შესაბამისი კანონით.

2. ორმაგი, თანხვდენილი მარეგულირებელი უფლებამოსილება დაუშვებელია.

3. ნებისმიერი პირის მცდელობა, განახორციელოს იურისდიქცია დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროზე, უკანონოა, ხოლო შედეგებს არა აქვს იურიდიული ძალა.

4. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო შეიძლება გაწევრიანდეს, ითანამშრომლოს, კონსულტაციები მიიღოს ან სხვაგვარი ურთიერთობა ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ასოციაციებთან) და ფონდებთან და ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომელთაც აქვთ იგივე ან მსგავსი უფლებამოსილების სფერო, როგორიც ამ მარეგულირებელ ორგანოს.

5. დაუშვებელია, დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრი ს კანონი № 3970 - სსმ I,  № 48 , 22 . 12 .200 6 წ., მუხ. 337

     მუხლი 7. ფინანსური დამოუკიდებლობა

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ხარჯები ფინანსდება რეგულირების საფასურიდან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან.

2. ყველა პირი, რომელიც ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს საქმიანობა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროში, ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური.

3. რეგულირების საფასური ისე უნდა დადგინდეს, რომ საკმარისი იყოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად. იგი გადაირიცხება ცალკე საბანკო ანგარიშზე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს სარგებლობისათვის, რომელსაც ექნება მისი მიზნობრივი გამოყენების სრული უფლებამოსილება.

4. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას.

5. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგულირების საფასურის მიღება არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისი ს კანონი № 1859 - სსმ I,  № 38 , 15 .0 7 .200 5 წ., მუხ. 259

     მუხლი 8. ბიუჯეტი

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად, შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში შეიმუშავებს საკუთარ ბიუჯეტს.

2. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა შედგებოდეს შესაბამისი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ყოველწლიურად აუცილებელი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯებისაგან, აგრეთვე ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისაგან.

3. დაუშვებელია, დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ საკუთარი ბიუჯეტიდან შექმნას საქველმოქმედო თუ სხვა მსგავსი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და გაიღოს ისეთი ხარჯები (მათ შორის, სხვადასხვა სახის დახმარების, სპონსორობის გაწევის მიზნით), რომლებიც არ შეესაბამება მისთვის შესაბამისი კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებსა (ასოციაციებსა) და ფონდებში და ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადახდილ საწევრო შენატანებზე.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრი ს კანონი № 3970 - სსმ I,  № 48 , 22 . 12 .200 6 წ., მუხ. 337

     მუხლი 9. ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილება

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს სამართლებრივი ხასიათის ზოგადსავალდებულო ქცევის წესები (ნორმატიული აქტები) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

11 . დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება.

2. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისი ს კანონი № 1859 - სსმ I,  № 38 , 15 .0 7 .200 5 წ., მუხ. 259

     მუხლი 10. სალიცენზიო და სანებართვო უფლებამოსილება

1. დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს აქვს სრული უფლებამოსილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ლიცენზიები და ნებართვები, შეაჩეროს მათი მოქმედება, გააგრძელოს მათი მოქმედების ვადა, მოახდინოს მათი მოდიფიცირება, გააუქმოს ისინი.

2. დაუშვებელია დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს სალიცენზიო და სანებართვო უფლებამოსილებაში ჩარევა და ამ უფლებამოსილებაზე კონტროლის განხორციელება.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

საქართველოს 200 5 წლის 2 4 ივნის ის კანონი № 1796 - სსმ I, № 38 , 15 .0 7 .200 5 წ., მუხ. 254

     მუხლი 11. სატარიფო უფლებამოსილება

1. დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს აქვს სრული უფლებამოსილება, დაადგინოს და არეგულიროს ტარიფები თავისი კომპეტენციის სფეროში, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

2. დაუშვებელია დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს სატარიფო უფლებამოსილებაში ჩარევა და ამ უფლებამოსილებაზე კონტროლის განხორციელება.

     მუხლი 12. დავების გადაწყვეტის უფლებამოსილება

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

2. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.

     მუხლი 13. მომხმარებელთა უფლებების დაცვა

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა. განცხადებები და საჩივრები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს.

2. მომხმარებლის განცხადება და საჩივარი განიხილება საჯარო მოსმენის წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია მოიწვიოს დაინტერესებული მხარეები საჯარო მოსმენის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. მოწვევის შესახებ ცნობის გამოქვეყნება შეიძლება ნებისმიერი საშუალებით, სადაც უნდა მიეთითოს საკითხი, მოსმენის ჩატარების თარიღი, ადგილი და დრო.

3. საჯარო მოსმენას თავმჯდომარეობს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა და დამსწრე პირთა მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლების განხორციელება. საჯარო მოსმენის შესახებ დგება ოქმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საჯარო მოსმენის ძირითადი მიზანი უნდა იყოს მხარეთა შორის სადავო საკითხის მორიგებით გადაწყვეტა.

5. საჯარო მოსმენის შესახებ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მხარეებისათვის სავალდებულოა შესასრულებლად. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში.

6. განცხადებებისა და საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტის სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით.

7. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან მარეგულირებელი კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ყალიბდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის  სამსახური.

საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2535 - სსმ I,  № 22 , 08 .0 8 .200 3 წ., მუხ. 164

     მუხლი 14. კომისიონერი

1. კომისიონერი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება შესაბამისი კანონით დადგენილი წესით.

2. თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისიონერი დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდება ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:

ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ბ) ეთიკის ნორმების დარღვევა;

გ) პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობა შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში;

დ) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა კომისიონერის ქმედუუნაროდ ცნობის ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე;

ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

ვ) გადადგომა;

ზ) გარდაცვალება.

3. კომისიონერს უფლება აქვს გაასაჩივროს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     მუხლი 15. ეთიკის ნორმები

1. ეთიკასთან და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით კომისიონერზე ვრცელდება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესი.

2. კომისიონერი ვალდებულია შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა კომისიონერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. დაუშვებელია დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოში და მის აპარატში პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.

3. კომისიონერს და მისი ოჯახის წევრს, აგრეთვე დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი ლიცენზიის მფლობელის მიმართ, ან ეკავოთ თანამდებობა ლიცენზიის მფლობელ საწარმოში.

4. კომისიონერს და აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ მიიღონ საჩუქარი იმ პირისაგან ან ორგანიზაციისაგან, რომელიც ექვემდებარება შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებას, ან ისარგებლონ ამავე პირის ან ორგანიზაციის შეღავათიანი ან უფასო მომსახურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ყველასთვის ხელმისაწვდომია.

5. კომისიონერს და აპარატის თანამშრომელს უფლება აქვთ იყვნენ იმ პირის მომხმარებელნი, რომელიც ექვემდებარება შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებას.

6. კომისიონერი ვალებულია ყოველწლიურად შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

                                                                               თავი II1

  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი

საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2535 - სსმ I,  № 22 , 08 .0 8 .200 3 წ., მუხ. 164

    მუხლი 151. საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებანი

1. საზოგადოებრივ დამცველს უფლება აქვს:

ა) დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები;

ბ) შეაფასოს მომხმარებლებზე სატარიფო და სხვა სახის სარეგულაციო ცვლილებათა გავლენის შედეგები;

გ) მარეგულირებელ ორგანოში მომხმარებელთა სახელით გამოვიდეს მხარედ;

დ) გაეცნოს ყველა იმ დოკუმენტაციასა თუ მასალას, რომელიც კანონმდებლობით ნებადართულია მარეგულირებელი კომისიის მიერ გასაცნობად;

ე) წარმოადგინოს ინდივიდუალური მომხმარებელი მომსახურე კომპანიასთან დავაში;

ვ) მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე.

2. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოებრივ დამცველს ჰყავს შესაბამისი სპეციალობის თანაშემწეები, რომელთა შერჩევა ხდება ღია კონკურსის წესით.

3. საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი საქმიანობაა, ფინანსდება შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში გადახდილი რეგულირების საფასურიდან და აისახება მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში.

4. საზოგადოებრივი დამცველისა და მის თანაშემწეთა ხელფასი განისაზღვრება  საზოგადოებრივი დამცველისა და მის თანაშემწეთა შესარჩევი საკონკურსო პირობებით.

5. საზოგადოებრივ დამცველს და მის თანაშემწეებს არა აქვთ უფლება, მომხმარებელთაგან მიიღონ რაიმე ანაზღაურება.

6. საზოგადოებრივი დამცველის მონაწილეობა საქმისწარმოებაში არ ზღუდავს სხვა მხარეებს, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ მომხმარებლებს.

7. ეს თავი არ ზღუდავს მარეგულირებელი კომისიისა და მისი აპარატის უფლება-მოვალეობას, დაიცვან მომხმარებლები კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2535 - სსმ I,  № 22 , 08 .0 8 .200 3 წ., მუხ. 164

         მუხლი 152. საზოგადოებრივ დამცველთა დანიშვნა და უფლებამოსილების ვადა

1. საზოგადოებრივი დამცველი ინიშნება ღია კონკურსის წესით. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში ფორმდება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის ბრძანებით.

2. საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას ქმნის საქართველოს სახალხო დამცველი არანაკლებ 15 წევრის შემადგენლობით, რომელშიც შედიან სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს კომისიის თავმჯდომარის, საკონკურსო პირობებისა და საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ იღებს ხმათა უმრავლესობით.

3. საზოგადოებრივი დამცველი ინიშნება 2 წლის ვადით.

4. საზოგადოებრივი დამცველის ვადამდე გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ამ კანონის 153, 154 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში ან ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ტუსაღობას ან თავისუფლების აღკვეთას;

გ) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას მისი ქმედუუნაროდ ცნობის ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ანდა გარდაცვლილად გამოცხადების საფუძველზე.

საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2535 - სსმ I,  № 22 , 08 .0 8 .200 3 წ., მუხ. 164

        მუხლი 153. საზოგადოებრივი დამცველის კვალიფიკაცია და სამსახურებრივი შეუთავსებლობა

1. საზოგადოებრივ დამცველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, ბუნებრივი მონოპოლიების შესაბამისი სფეროსა და მომხმარებელთა უფლებების კვალიფიციური ცოდნა და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.

2. საზოგადოებრივი დამცველი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი.

3. საზოგადოებრივ დამცველზე ვრცელდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვრცელდება თანამდებობის პირზე ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2535 - სსმ I,  № 22 , 08 .0 8 .200 3 წ., მუხ. 164

    მუხლი 154. საჯაროობა

     საზოგადოებრივი დამცველი შესაბამის მარეგულირებელ კომისიას არა უგვიანეს ყოველი წლის მარტისა წარუდგენს წინა წლის ფინანსურ ანგარიშგებასა და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, აგრეთვე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მიაწვდის მათ საზოგადოებრიობას. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები ცალკე მუხლად უნდა აისახოს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში.

საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2535 - სსმ I,  № 22 , 08 .0 8 .200 3 წ., მუხ. 164

თავი III

საჯაროობა

     მუხლი 16. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს სხდომები. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს სხდომები საჯაროა, გარდა შესაბამისი კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ქვეყნდება დადგენილი წესით.

2. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია შეინახოს სხდომის ოქმები და სხვა სათანადო დოკუმენტაცია არანაკლებ 7 წლით. კომისიონერს და დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ დაუბრკოლებლად მიიღონ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში არსებული ყველა ჩანაწერი და სხვა დოკუმენტაცია.

3. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ყველა გადაწყვეტილება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესს განსაზღვრავს ეს მარეგულირებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, აგრეთვე ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით. ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

    მუხლი 17. ანგარიშის წარდგენა

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და ბუღალტერიის ანგარიშების ფინანსურ აუდიტს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია გადაწყვიტოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს აუდიტს ახორციელებენ დამოუკიდებელი აუდიტორები, რომელთაც შეარჩევს სატენდერო კომისია, რომლის შემადგენლობას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი. ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს ყველა შემთხვევაში გაიღებს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო საჯაროდ აქვეყნებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისი ს კანონი № 1859 - სსმ I,  № 38 , 15 .0 7 .200 5 წ., მუხ. 259

     მუხლი 18. გასაჩივრება

დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება განსჯადობის შესაბამისად შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და საქართველოს საერთო სასამართლოებში. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებას საერთო სასამართლოების სისტემაში პირველი ინსტანციით განიხილავენ მხოლოდ საოლქო სასამართლოები.

    მუხლი 19. პასუხისმგებლობა

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი IV

გარდამავალი დებულებანი

     მუხლი 20. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 5 თვის ვადაში საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაონ და მიიღონ შემდეგი მარეგულირებელი წესები:

ა) კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების პროფესიული და ეთიკური ქცევის შესახებ, მათ შორის, ექს პარტე შეტყობინების წესები და კომისიის ყოფილი წევრებისა და აპარატის ყოფილი თანამშრომლების ქცევის წესები კომისიასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის პროცედურების შესახებ;

გ) კომისიის გადაწყვეტილებების, ჩანაწერებისა და სხვა დოკუმენტაციის, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის და განხილვების დროს მიღებული ინფორმაციის შენახვისა და ხელმისაწვდომობის შესახებ;

დ) რეგულირების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვების ჩატარების პროცედურების შესახებ;

ე) ლიცენზიების, ტარიფებისა და კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების თაობაზე განცხადებების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ;

ვ) კომისიის გადაწყვეტილებების მომზადებისა და გამოქვეყნების პროცედურების შესახებ;

ზ) კომისიის გადაწყვეტილებების შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების შესახებ;

თ) ლიცენზიის მფლობელებს შორის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის დავების განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ;

ი) მომხმარებელთა საჩივრების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ.

2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, ამ კანონით განსაზღვრული დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების მიერ რეგულირებად სფეროებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით.

3. ამ კანონის მიღებამდე ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში ღია კონკურსის წესით შერჩეულ მომხმარებელთა უფლებების დამცველზე გავრცელდეს ამ კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებანი.

საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2535 - სსმ I,  № 22 , 08 .0 8 .200 3 წ., მუხ. 164

     მუხლი 201. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ცალკეული ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება

1. 2006 წლის 1 ივნისამდე საავტომობილო ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციის და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციებმა უზრუნველყონ საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის რეორგანიზება და მათ ბაზაზე დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შექმნა. საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის რეგულირება. საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ჩაითვალოს რეორგანიზებული საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრედ.

    2. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2006 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების მომზადება.

    3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილმა დამოუკიდებელმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2006 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს აქტი სარკინიგზო ტრანსპორტის რეგულირების შესახებ, ხოლო ამ აქტის მიღებამდე სარკინიგზო ტრანსპორტის რეგულირება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 17 თებერვლის კანონი № 2673 - სსმ I,  № 6 , 24 .0 2 .200 6 წ., მუხ. 51

საქართველოს 2006 წლის 31 მარტ ის კანონი № 2829 - სსმ I,  № 9 , 31 .0 3 .200 6 წ., მუხ. 70

თავი V

დასკვნითი დებულება

     მუხლი 21. კანონის ამოქმედება

 ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 15 ოქტომბრიდან.

 

 საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

 თბილისი,

 2002 წლის 13 სექტემბერი.

 №1666–Iს

შეტანილი ცვლილებები:

     1. საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2535 - სსმ I,  №22, 08.08.2003 წ., მუხ.164

     2. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2951 - სსმ I,  №27, 10.09.2003 წ., მუხ.197

     3. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1796 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.254

     4. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1859 - სსმ I,  №38, 15.07.2005 წ., მუხ.259

     5. საქართველოს 2006 წლის 17 თებერვლის კანონი №2673 - სსმ I,  №6, 24.02.2006 წ., მუხ.51

     6. საქართველოს 2006 წლის 31 მარტის კანონი №2829 - სსმ I,  №9, 31.03.2006 წ., მუხ.70

     7. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3970 - სსმ I,  №48, 22.12.2006 წ., მუხ.337

 

26. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2221-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 25. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6969-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 24. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5649-რს - ვებგვერდი, 27/12/2019 23. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3884-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 22. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3458-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 21. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1932-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 20. 30/06/2017 - საქართველოს კანონი - 1186-IIს - ვებგვერდი, 10/07/2017 19. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 132-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 18. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4385-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 17. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3377-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 16. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1584-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 15. 28/06/2012 - საქართველოს კანონი - 6566-რს - ვებგვერდი, 09/07/2012 14. 08/04/2011 - საქართველოს კანონი - 4528-Iს - ვებგვერდი, 110502026, 02/05/2011 13. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1693 - სსმ, 29, 12/10/2009 12. 02/10/2008 - საქართველოს კანონი - 310 - სსმ, 24, 20/10/2008 11. 20/11/2007 - საქართველოს კანონი - 5468 - სსმ, 40, 03/12/2007 10. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4864 - სსმ, 22, 19/06/2007 9. 30/03/2007 - საქართველოს კანონი - 4595 - სსმ, 11, 10/04/2007 8. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4297 - სსმ, 1, 03/01/2007 7. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3970 - სსმ, 48, 22/12/2006 6. 31/03/2006 - საქართველოს კანონი - 2829 - სსმ, 9, 31/03/2006 5. 17/02/2006 - საქართველოს კანონი - 2673 - სსმ, 51, 24/02/2006 4. 01/07/2005 - საქართველოს კანონი - 1859 - სსმ, 38, 15/07/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1796 - სსმ, 38, 15/07/2005 2. 14/08/2003 - საქართველოს კანონი - 2951 - სსმ, 27, 10/09/2003 1. 22/07/2003 - საქართველოს კანონი - 2535 - სსმ, 22, 08/08/2003