"დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4528-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110502026, 02/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 300010000.05.001.016282
  • Word
4528-Iს
08/04/2011
ვებგვერდი, 110502026, 02/05/2011
300010000.05.001.016282
"დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის აობაზე

მუხლი 1. „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ. 125) 152 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 152. საზოგადოებრივ დამცველის დანიშვნა და  უფლებამოსილების ვადა

1. საზოგადოებრივი დამცველი შეირჩევ ღია კონკურსის წესით. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, 10 დღის ვადაში შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე გამოსცემს საზოგადოებრივი დამცველის დანიშვნის  ბრძანებას.

2. საქართველოს სახალხო დამცველი არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით ქმნის საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას, რომელშიც შედიან შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისა და საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ იღებს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით.

3. საკონკურსო პირობებს ადგენს საქართველოს სახალხო დამცველი  შესაბამის დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

4. საზოგადოებრივი დამცველი ინიშნება 2 წლის ვადით.

5. საზოგადოებრივი დამცველის ვადამდე გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ამ კანონის 153 და 154 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში ან ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას მისი ქმედუუნაროდ ცნობის ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ანდა გარდაცვლილად გამოცხადების საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 8 აპრილი.

№4528I