დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1186-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 300010000.05.001.018541 |
|
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ. 125) დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
„მუხლი 131. საკადრო უფლებამოსილება 1. მხოლოდ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოა უფლებამოსილი: ა) დაამტკიცოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა; ბ) განსაზღვროს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის შრომითი გასამრჯელო; გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში პირის დასაქმებისათვის დაადგინოს ძირითადი მოთხოვნები, სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასანიშნად შეარჩიოს და დანიშნოს პირი; დააწინაუროს, გადაიყვანოს და გაათავისუფლოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირი. 2. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში საჯარო კონკურსი ცხადდება ყველა იერარქიული რანგის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. პირის დასაქმებისათვის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული კონკურსის ჩატარების დებულებით. 3. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის დაწინაურების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების და შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების დასადგენად ეროვნული მარეგულირებელი ორგანო თავის მიერ განსაზღვრული წესით აფასებს ამ პირს და მის მიერ შესრულებულ სამუშაოს და ადგენს აღნიშნული პირის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამას. 4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის დაწინაურების, გადაყვანის, წახალისებისა და პრემირების წესი განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 30 ივნისი 2017 წ. N1186-IIს |
დოკუმენტის კომენტარები