დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4864 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/06/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 19/06/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 310.150.000.05.001.002.862 |
საქართველოს კანონი
�დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების �
�� შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
��� �� მუხლი 1
�დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ� საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ.125) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ ორგანოზე, რომელიც ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო.�;
ბ) მე-2 პუნქტის �გ� ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის �ე� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ე) კომისიონერი � პირი, რომელიც ამ კანონითა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით დადგენილი წესით, სათანადო აქტის საფუძველზე დანიშნულია ამ მარეგულირებელი ორგანოს წევრად;�.
��� მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი �მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 5 ივნისი.
№4864�Iს
დოკუმენტის კომენტარები