ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1666
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/09/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 30/09/2002
სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.05.001.001.135
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1666
13/09/2002
სსმ, 26, 30/09/2002
300.010.000.05.001.001.135
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (30/06/2017 - 23/12/2017)

საქართველოს კანონი

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1584 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზნები

1. ამ კანონის მიზანია, შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება.

2. ეს კანონი აწესებს: საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობას ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ხელყოს მათი დამოუკიდებლობა; კონკრეტული სფეროს სრულყოფილი რეგულირების განხორციელების უფლებამოსილებას; პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურის გამჭვირვალობისა და საიმედოობის უზრუნველყოფისათვის; ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შექმნის, საქმიანობისა და ორგანიზების ძირითად პრინციპებს.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისი ს კანონი № 1859 - სსმ I,  № 38 , 15 .0 7 .200 5 წ., მუხ. 259

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა ორგანოზე, რომლებიც, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები არიან.

2. საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებია:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

ბ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტო ს კანონი № 2951 - სსმ I,  № 27 , 10 .0 9 .200 3 წ., მუხ. 197

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისი ს კანონი № 1859 - სსმ I,  № 38 , 15 .0 7 .200 5 წ., მუხ. 259

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ს კანონი № 4297 - სსმ I,  № 1 , 03 .0 1 .200 7 წ., მუხ. 9

საქართველოს 200 7 წლის 30 მარტი ს კანონი № 4595 - სსმ I,  № 11 , 10 .0 4 .200 7 წ., მუხ. 99

საქართველოს 200 7 წლის 5 ივნისი ს კანონი № 4864 - სსმ I,  № 22 , 19 .0 6 .200 7 წ., მუხ. 193

საქართველოს 200 7 წლის 20 ნოემბრი ს კანონი № 5468 - სსმ I,  № 40 , 03 .12 .200 7 წ., მუხ. 379

საქართველოს 2013 წლის  20  ნოემბრის კანონი №15 84  - ვებგვერდი,  03 .1 2 .2013წ.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა – პირის ქმედება, კერძოდ, ზემოქმედება, ჩარევა, ხელის შეშლა ან სხვაგვარი ზეგავლენა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში მიმდინარე განხილვების შედეგებზე ან მის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე ან კომისიის წევრის თავისუფალ და დამოუკიდებელ მსჯელობებზე ან აპარატის თანამშრომელთა საქმიანობაზე, იმ გზით, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, იმ მიზნით, რომ მიიღოს სარგებელი ან განსაკუთრებული მოპყრობა;

ბ) გადაწყვეტილება – ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტი (დადგენილება, გადაწყვეტილება და ა. შ.);

გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანო – სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;

დ) დამოუკიდებლობა – როგორც ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, ისე კომისიის წევრის შესაძლებლობა, არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის გარეშე განახორციელოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება, მათ შორის, განიხილოს, გამოიკვლიოს და გადაწყვიტოს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხები; დაუშვებელია ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს ჩარევა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით;

ე) კომისიის წევრი – პირი, რომელიც ამ კანონითა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით დადგენილი წესით, სათანადო აქტის საფუძველზე დანიშნულია ამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრად;

ვ) ოჯახის წევრი – კომისიის წევრის მამა, დედა, მეუღლე, შვილი;

ზ) პოლიტიკური ზეწოლა – არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის განხორციელება, რომელიც მოტივირებულია პოლიტიკური მოსაზრებებით, ან პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ პოლიტიკური მიზნების მიღწევის სურვილით;

თ) უფლებამოსილება – ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით განსაზღვრული და ამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსთვის სპეციალურად დელეგირებული უფლებები და მოვალეობები;

ი) უფლებაუნარიანობა – პირის შესაძლებლობა, იქონიოს უფლებები და მოვალეობები;

კ) შესაბამისი კანონი – საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ძირითად ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს;

) პირი ფიზიკური პირები და ნებისმიერი ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, სხვა სახელმწიფო ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

მ) რეგულირება – შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღება, ლიცენზიების/ნებართვების გაცემა, მონიტორინგის, კოორდინაციის, ზედამხედველობისა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

  ნ) მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი (საზოგადოებრივი დამცველი) – შესაბამისი მომსახურების სფეროს მომხმარებელთა ინტერესების დამცველი.

საქართველოს 2003 წლის 22 ივლის ის კანონი № 2535 - სსმ I,  № 22 , 08 .0 8 .200 3 წ., მუხ. 164

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისი ს კანონი № 1859 - სსმ I,  № 38 , 15 .0 7 .200 5 წ., მუხ. 259

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრ ს კანონი № 4297 - სსმ I,  № 1 , 03 .0 1 .200 7 წ., მუხ. 9

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4864 - სსმ I,  №22, 19.06.2007 წ., მუხ.193

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1693 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.176

საქართველოს 2013 წლის  20  ნოემბრის კანონი №15 84  - ვებგვერდი,  03 .1 2 .2013წ.

     მუხლი 4. კანონის პრინციპები

1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით.

2. დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით.

3. დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპებია:

ა) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ნებისმიერი სახის კონტროლის დაუშვებლობა; ანგარიშის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა შესაბამისი კანონით დადგენილი წესით;

ბ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს და კომისიის წევრის პასუხისმგებლობის განსაზღვრა სასამართლოს მეშვეობით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

გ) კომისიის წევრთა დანიშვნა მხოლოდ შესაბამისი კანონით დადგენილი წესით;

დ) შესაბამისი კანონით მინიჭებული საჯარო ფუნქციების (მათ შორის, ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსების ფუნქციის) სხვა ორგანოებისა და კერძო სამართლის პირებისათვის გადაცემის დაუშვებლობა.

4. თუ ორგანო, შესაბამისი კანონის თანახმად, არ მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა პრინციპით ერთდროულად ან მოქმედებს განსხვავებული წესებითა თუ პროცედურებით, იგი არ ჩაითვლება ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოდ.

5. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო განხილვები სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე. ასეთი პროცედურის გარეშე გადაწყვეტილების მიღება იწვევს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობას.

6. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.   

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

 

თავი II. უფლებამოსილებათა ძირითადი მახასიათებლები  

    მუხლი 5. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესი და უფლებამოსილება

1. საქართველოს პარლამენტი ირჩევს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრებს, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

2. შესაბამისი კანონით განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხები. ეს უფლებამოსილება თავისუფალია არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან.

3. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს და კომისიის წევრს მინიჭებული აქვთ სრული დამოუკიდებლობა შესაბამისი კანონის ფარგლებში მათი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღებისას და კანონიერი ქმედებების განხორციელებისას. კომისიის წევრის მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულებისას დაუშვებელია მის მიმართ არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა.

4. არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა ან ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის ცდა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, კომისიის წევრის ან აპარატის თანამშრომლის გეგმის, რწმენის, გადაწყვეტილების, მოქმედების ან უმოქმედობის მიმართ უკანონოა, ხოლო არასათანადო ზემოქმედებითა და არასამართლებრივი ჩარევით გადაწყვეტილების მიღება იწვევს ასეთი გადაწყვეტილების ბათილობას.

5. კომისიის წევრი უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს მის მიმართ არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის თავიდან აცილების ან/და აღკვეთის მიზნით.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

     მუხლი 6. დამოუკიდებლობა

1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო და კომისიის წევრი თავიანთი საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებელი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. მხოლოდ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს აქვს უფლება, განახორციელოს სრული უფლებამოსილება იმ საკითხებზე, რომლებიც მისთვის დელეგირებულია შესაბამისი კანონით.

2. ორმაგი, თანხვდენილი მარეგულირებელი უფლებამოსილება დაუშვებელია.

3. ნებისმიერი პირის ცდა, განახორციელოს იურისდიქცია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროზე, უკანონოა, ხოლო შედეგებს არა აქვს იურიდიული ძალა.

4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო შეიძლება გაწევრდეს, ითანამშრომლოს, კონსულტაციები მიიღოს ან სხვაგვარი ურთიერთობა ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ასოციაციებთან) და ფონდებთან და ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომელთაც აქვთ იგივე ან მსგავსი უფლებამოსილების სფერო, როგორიც ამ მარეგულირებელ ორგანოს.

5. დაუშვებელია, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3970 - სსმ I,  №48, 22.12.2006 წ., მუხ.337

საქართველოს 2013 წლის  20  ნოემბრის კანონი №15 84  - ვებგვერდი,  03 .1 2 .2013წ.

     მუხლი 7. ფინანსური დამოუკიდებლობა

1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ხარჯები ფინანსდება რეგულირების საფასურიდან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან.

2. ყველა პირი, რომლებიც ახორციელებენ ან აპირებენ განახორციელონ საქმიანობა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროში, ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური.

3. რეგულირების საფასური ისე უნდა დადგინდეს, რომ საკმარისი იყოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად. იგი გადაირიცხება ცალკე საბანკო ანგარიშზე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს სარგებლობისათვის, რომელსაც ექნება მისი მიზნობრივი გამოყენების სრული უფლებამოსილება.

4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას.

5. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგულირების საფასურის მიღება არ არის ეკონომიკური საქმიანობა.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1859 - სსმ I,  №38, 15.07.2005 წ., მუხ.259

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

    მუხლი 8. ბიუჯეტი

1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად, შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში შეიმუშავებს საკუთარ ბიუჯეტს.

2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა შედგებოდეს შესაბამისი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ყოველწლიურად აუცილებელი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯებისაგან, აგრეთვე ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისაგან.

3. დაუშვებელია, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ საკუთარი ბიუჯეტიდან შექმნას საქველმოქმედო თუ სხვა მსგავსი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და გაიღოს ისეთი ხარჯები (მათ შორის, სხვადასხვა სახის დახმარების, სპონსორობის გაწევის მიზნით), რომლებიც არ შეესაბამება მისთვის შესაბამისი კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებსა (ასოციაციებსა) და ფონდებში და ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში გაწევრებასთან დაკავშირებით გადახდილ საწევრო შენატანებზე.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3970 - სსმ I,  №48, 22.12.2006 წ., მუხ.337

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

    მუხლი 9. ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილება

1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს სამართლებრივი ხასიათის ზოგადსავალდებულო ქცევის წესები (ნორმატიული აქტები) თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება.

3. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1859 - სსმ I,  №38, 15.07.2005 წ., მუხ.259

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

     მუხლი 10. სალიცენზიო და სანებართვო უფლებამოსილება

1. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს აქვს სრული უფლებამოსილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ლიცენზიები და ნებართვები, შეაჩეროს მათი მოქმედება, გააგრძელოს მათი მოქმედების ვადა, მოახდინოს მათი მოდიფიცირება, გააუქმოს ისინი.

2. დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სალიცენზიო და სანებართვო უფლებამოსილებაში ჩარევა და ამ უფლებამოსილების კონტროლი.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1796 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.254

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

    მუხლი 11. სატარიფო უფლებამოსილება

1. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს აქვს სრული უფლებამოსილება, დაადგინოს და არეგულიროს ტარიფები თავისი კომპეტენციის სფეროში, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

2. დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სატარიფო უფლებამოსილებაში ჩარევა და ამ უფლებამოსილების კონტროლი.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

     მუხლი 12. დავების გადაწყვეტის უფლებამოსილება

1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

     მუხლი 13. მომხმარებელთა უფლებების დაცვა

1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა. განცხადებები და საჩივრები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს.

2. მომხმარებლის განცხადება და საჩივარი განიხილება საჯარო მოსმენის წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია მოიწვიოს დაინტერესებული მხარეები საჯარო მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. მოწვევის შესახებ ცნობის გამოქვეყნება შეიძლება ნებისმიერი საშუალებით. ცნობაში უნდა მიეთითოს საჯარო მოსმენაზე განსახილველი საკითხი, მოსმენის გამართვის თარიღი, ადგილი და დრო.

3. საჯარო მოსმენას თავმჯდომარეობს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა და დამსწრე პირთა მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლების განხორციელება. საჯარო მოსმენის შესახებ დგება ოქმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საჯარო მოსმენის ძირითადი მიზანი უნდა იყოს მხარეთა შორის სადავო საკითხის მორიგებით გადაწყვეტა.

5. საჯარო მოსმენის შესახებ ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, რომლის შესრულება მხარეებისათვის სავალდებულოა. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში.

6. მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტის სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით.

7. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან მარეგულირებელი კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ყალიბდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის  სამსახური.

საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2535 - სსმ I,  №22, 08.08.2003 წ., მუხ.164

საქართველოს 2013 წლის  20  ნოემბრის კანონი №15 84  - ვებგვერდი,  03 .1 2 .2013წ.

    მუხლი 131. საკადრო უფლებამოსილება 

1. მხოლოდ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოა უფლებამოსილი:

ა) დაამტკიცოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა;

ბ) განსაზღვროს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის შრომითი გასამრჯელო;

გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში პირის დასაქმებისათვის დაადგინოს ძირითადი მოთხოვნები, სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასანიშნად შეარჩიოს და დანიშნოს პირი; დააწინაუროს, გადაიყვანოს და გაათავისუფლოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირი.

2. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში საჯარო კონკურსი ცხადდება ყველა იერარქიული რანგის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. პირის დასაქმებისათვის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული კონკურსის ჩატარების დებულებით.

3. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის დაწინაურების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების და შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების დასადგენად ეროვნული მარეგულირებელი ორგანო თავის მიერ განსაზღვრული წესით აფასებს ამ პირს და მის მიერ შესრულებულ სამუშაოს და ადგენს აღნიშნული პირის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამას.

4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის დაწინაურების, გადაყვანის, წახალისებისა და პრემირების წესი განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებით.

საქართველოს 2017 წლის 30  ივნისის   კანონი №1186 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.

     მუხლი 14. კომისიის წევრი

1. კომისიის წევრი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება შესაბამისი კანონით დადგენილი წესით.

2. თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისიის წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:

ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ბ) ეთიკის ნორმების დარღვევა;

გ) პროფესიული მოვალეობების შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;

დ) სასამართლოს მიერ კომისიის წევრის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

ვ) გადადგომა;

ზ) გარდაცვალება.

3. კომისიის წევრს უფლება აქვს, გაასაჩივროს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3377 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

     მუხლი 15. ეთიკის ნორმები

1. ეთიკასთან და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით კომისიის წევრზე ვრცელდება ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი წესი.

2. კომისიის წევრი ვალდებულია შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა კომისიის წევრად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. დაუშვებელია ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსა და მის აპარატში პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.

3. კომისიის წევრსა და მისი ოჯახის წევრს, აგრეთვე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ, ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი ლიცენზიის მფლობელის მიმართ, ან ეკავოთ თანამდებობა ლიცენზიის მფლობელ საწარმოში.

4. კომისიის წევრსა და აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ, მიიღონ საჩუქარი იმ პირისაგან ან ორგანიზაციისაგან, რომელზედაც ვრცელდება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილება, ან ისარგებლონ ამავე პირის ან ორგანიზაციის შეღავათიანი ან უფასო მომსახურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ყველასთვის ხელმისაწვდომია.

5. კომისიის წევრსა და აპარატის თანამშრომელს უფლება აქვთ, იყვნენ იმ პირის მომხმარებლები, რომელზედაც ვრცელდება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილება.

6. კომისიის წევრი ვალდებულია შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №310 - სსმ I,  №24, 20.10.2008 წ., მუხ.156  

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის კანონი  №4385  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.

საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი  №132  - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

                       თავი II1. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი

საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2535 - სსმ I,  №22, 08.08.2003 წ., მუხ.164

    მუხლი 151. საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებანი

1. საზოგადოებრივ დამცველს უფლება აქვს:

ა) დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები;

ბ) შეაფასოს მომხმარებლებზე სატარიფო და სხვა სახის სარეგულაციო ცვლილებათა გავლენის შედეგები;

გ) ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში მომხმარებელთა სახელით გამოვიდეს მხარედ;

დ) გაეცნოს ყველა დოკუმენტსა და მასალას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ გასაცნობად;

ე) წარმოადგინოს ინდივიდუალური მომხმარებელი მომსახურე კომპანიასთან დავაში;

ვ) მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე.

2. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოებრივ დამცველს ჰყავს შესაბამისი სპეციალობის თანაშემწეები.

3. საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი საქმიანობაა, ფინანსდება შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში გადახდილი რეგულირების საფასურიდან და აისახება ამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში.

4. საზოგადოებრივი დამცველის ხელფასი განისაზღვრება საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო პირობებით.

5. საზოგადოებრივ დამცველს და მის თანაშემწეებს არა აქვთ უფლება, მომხმარებელთაგან მიიღონ რაიმე ანაზღაურება.

6. საზოგადოებრივი დამცველის მონაწილეობა საქმისწარმოებაში არ ზღუდავს სხვა მხარეებს, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ მომხმარებლებს.

7. ეს თავი არ ზღუდავს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსა და მისი აპარატის უფლება-მოვალეობას, დაიცვან მომხმარებლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2535 - სსმ I,  №22, 08.08.2003 წ., მუხ.164

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.    

   მუხლი 152. საზოგადოებრივი დამცველისა და საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნა და უფლებამოსილების ვადა

1. საზოგადოებრივი დამცველი შეირჩევა ღია კონკურსით. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, 10 დღის ვადაში შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას საზოგადოებრივი დამცველის დანიშვნის შესახებ.

2. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ქმნის საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების წარმომადგენლები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების, საქართველოს სახალხო დამცველისა და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისა და საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3. საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწეს შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე ნიშნავს საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილების ვადით, საზოგადოებრივი დამცველის წარდგინების საფუძველზე.

4. საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნის წესზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 32-ე მუხლების მოქმედება.

5. საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის ხელფასს ადგენს შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე საზოგადოებრივი დამცველის წარდგინების საფუძველზე.

6. საზოგადოებრივი დამცველი ინიშნება 5 წლის ვადით.

7. საზოგადოებრივი დამცველის ვადამდე გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ამ კანონის 153 და 154 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში ან ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას, გარდაცვლილად გამოცხადებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2535 - სსმ I,  №22, 08.08.2003 წ., მუხ.164

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4528 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6566 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3377 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

         მუხლი 153. საზოგადოებრივი დამცველის კვალიფიკაცია და სამსახურებრივი შეუთავსებლობა

1. საზოგადოებრივ დამცველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, ბუნებრივი მონოპოლიების შესაბამისი სფეროსა და მომხმარებელთა უფლებების კვალიფიციური ცოდნა და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.

2. საზოგადოებრივი დამცველი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი.

3. საზოგადოებრივ დამცველზე ვრცელდება ყველა მოთხოვნა, რომლებიც ვრცელდება თანამდებობის პირზე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2535 - სსმ I,  №22, 08.08.2003 წ., მუხ.164  

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის კანონი  №4385  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.

საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი  №132  - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

    მუხლი 154. საჯაროობა

საზოგადოებრივი დამცველი შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს არაუგვიანეს ყოველი წლის მარტისა წარუდგენს წინა წლის ფინანსურ ანგარიშგებასა და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, აგრეთვე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მიაწვდის მათ საზოგადოებას. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები ცალკე მუხლად აისახება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში.

საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2535 - სსმ I,  №22, 08.08.2003 წ., მუხ.164

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

 

თავი III. საჯაროობა

     მუხლი 16. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სხდომები. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სხდომები საჯაროა, გარდა შესაბამისი კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ქვეყნდება დადგენილი წესით.

2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია შეინახოს სხდომების ოქმები და სხვა სათანადო დოკუმენტაცია არანაკლებ 7 წლით. კომისიის წევრსა და დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, დაუბრკოლებლად მიიღონ შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ყველა ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი.

3. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ყველა გადაწყვეტილება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესს განსაზღვრავს ეს ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, აგრეთვე ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით. ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

    მუხლი 17. ანგარიშის წარდგენა

ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და ბუღალტერიის ანგარიშების ფინანსურ აუდიტს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია გადაწყვიტოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აუდიტს ახორციელებენ დამოუკიდებელი აუდიტორები, რომელთაც შეარჩევს სატენდერო კომისია, რომლის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს ყველა შემთხვევაში გაიღებს ეროვნული მარეგულირებელი ორგანო. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საჯაროდ აქვეყნებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1859 - სსმ I,  №38, 15.07.2005 წ., მუხ.259

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.  

    მუხლი 18. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება განსჯადობის შესაბამისად შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

    მუხლი 19. პასუხისმგებლობა

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი IV. გარდამავალი დებულებანი

     მუხლი 20. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 5 თვის ვადაში საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაონ და მიიღონ შემდეგი მარეგულირებელი წესები:

ა) კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების პროფესიული და ეთიკური ქცევის შესახებ, მათ შორის, ექს პარტე შეტყობინების წესები და კომისიის ყოფილი წევრებისა და აპარატის ყოფილი თანამშრომლების ქცევის წესები კომისიასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის პროცედურების შესახებ;

გ) კომისიის გადაწყვეტილებების, ჩანაწერებისა და სხვა დოკუმენტაციის, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის და განხილვების დროს მიღებული ინფორმაციის შენახვისა და ხელმისაწვდომობის შესახებ;

დ) რეგულირების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვების ჩატარების პროცედურების შესახებ;

ე) ლიცენზიების, ტარიფებისა და კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების თაობაზე განცხადებების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ;

ვ) კომისიის გადაწყვეტილებების მომზადებისა და გამოქვეყნების პროცედურების შესახებ;

ზ) კომისიის გადაწყვეტილებების შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების შესახებ;

თ) ლიცენზიის მფლობელებს შორის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის დავების განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ;

ი) მომხმარებელთა საჩივრების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ.

2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, ამ კანონით განსაზღვრული დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების მიერ რეგულირებად სფეროებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით.

3. ამ კანონის მიღებამდე ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში ღია კონკურსის წესით შერჩეულ მომხმარებელთა უფლებების დამცველზე გავრცელდეს ამ კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებანი.

საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2535 - სსმ I,  №22, 08.08.2003 წ., მუხ.164

     მუხლი 20 1 . (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 17 თებერვლის კანონი №2673 - სსმ I,  №6, 24.02.2006 წ., მუხ.51

საქართველოს 2006 წლის 31 მარტის კანონი №2829 - სსმ I,  №9, 31.03.2006 წ., მუხ.70

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4595 - სსმ I,  №11, 10.04.2007 წ., მუხ.99

 

თავი V. დასკვნითი დებულება

     მუხლი 21. კანონის ამოქმედება

 ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 15 ოქტომბრიდან.

 საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

 თბილისი,

 2002 წლის 13 სექტემბერი.

 №1666–Iს

26. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2221-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 25. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6969-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 24. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5649-რს - ვებგვერდი, 27/12/2019 23. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3884-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 22. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3458-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 21. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1932-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 20. 30/06/2017 - საქართველოს კანონი - 1186-IIს - ვებგვერდი, 10/07/2017 19. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 132-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 18. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4385-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 17. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3377-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 16. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1584-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 15. 28/06/2012 - საქართველოს კანონი - 6566-რს - ვებგვერდი, 09/07/2012 14. 08/04/2011 - საქართველოს კანონი - 4528-Iს - ვებგვერდი, 110502026, 02/05/2011 13. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1693 - სსმ, 29, 12/10/2009 12. 02/10/2008 - საქართველოს კანონი - 310 - სსმ, 24, 20/10/2008 11. 20/11/2007 - საქართველოს კანონი - 5468 - სსმ, 40, 03/12/2007 10. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4864 - სსმ, 22, 19/06/2007 9. 30/03/2007 - საქართველოს კანონი - 4595 - სსმ, 11, 10/04/2007 8. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4297 - სსმ, 1, 03/01/2007 7. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3970 - სსმ, 48, 22/12/2006 6. 31/03/2006 - საქართველოს კანონი - 2829 - სსმ, 9, 31/03/2006 5. 17/02/2006 - საქართველოს კანონი - 2673 - სსმ, 51, 24/02/2006 4. 01/07/2005 - საქართველოს კანონი - 1859 - სსმ, 38, 15/07/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1796 - სსმ, 38, 15/07/2005 2. 14/08/2003 - საქართველოს კანონი - 2951 - სსმ, 27, 10/09/2003 1. 22/07/2003 - საქართველოს კანონი - 2535 - სსმ, 22, 08/08/2003