„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1859
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 15/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.05.001.001.957
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1859
01/07/2005
სსმ, 38, 15/07/2005
310.150.000.05.001.001.957
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 

    მუხლი 1.

„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ.125) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს კანონი აწესებს: საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობას ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ხელყოს მათი დამოუკიდებლობა; კონკრეტული სფეროს სრულყოფილი რეგულირების განხორციელების უფლებამოსილებას; პასუხისმგებ-ლობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურის გამჭვირვალეობისა და საიმედოობის უზრუნველყოფაზე; დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შექმნის, საქმიანობისა და ორგანიზების ძირითად პრინციპებს.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ ორგანოზე, რომელიც ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენს დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს.

2. საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოებია:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

ბ) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

გ) საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

დ) საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო – სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომისიონერი – პირი, რომელიც ამ კანონითა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით დადგენილი წესით, სათანადო აქტის საფუძველზე დანიშნულია ამ მარეგულირებელი ორგანოს წევრად;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) რეგულირება – შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღება, ლიცენზიების/ნებართვების გაცემა, მონიტორინგის, კოორდინაციის, ზედამხედველობისა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.“.

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგულირების საფასური ისე უნდა დადგინდეს, რომ საკმარისი იყოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად. იგი გადაირიცხება ცალკე საბანკო ანგარიშზე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს სარგებლობისათვის, რომელსაც ექნება მისი მიზნობ-რივი გამოყენების სრული უფლებამოსილება.“.

5. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1­1 პუნქტი:

„11. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება.“.

6. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „მუხლი 17. ანგარიშის წარდგენა

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და ბუღალტერიის ანგარიშების ფინანსურ აუდიტს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია გადაწყვიტოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს აუდიტს ახორციელებენ დამოუკიდებელი აუდიტორები, რომელთაც შეარჩევს სატენდერო კომისია, რომლის შემადგენლობას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი. ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს ყველა შემთხვევაში გაიღებს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო საჯაროდ აქვეყნებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.“.

          

მუხლი 2.(ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2145 - სსმ I,  №48, 29.11.2005 წ., მუხ.326

     მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2145 - სსმ I,  №48, 29.11.2005 წ., მუხ.326

საქართველოს 2006 წლის 17 თებერვლის კანონი №2672 - სსმ I,  №6, 24.02.2006 წ., მუხ.50

საქართველოს 2006 წლის 31 მარტის კანონი №2830 - სსმ I,  №9, 31.03.2006 წ., მუხ.71

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 1 ივლისი.

№1859–რს

შეტანილი ცვლილებები:

     1. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2145 - სსმ I,  №48, 29.11.2005 წ., მუხ.326

     2. საქართველოს 2006 წლის 17 თებერვლის კანონი №2672 - სსმ I,  №6, 24.02.2006 წ., მუხ.50

     3. საქართველოს 2006 წლის 31 მარტის კანონი №2830 - სსმ I,  №9, 31.03.2006 წ., მუხ.71