დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2829 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/03/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 31/03/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 310.150.000.05.001.002.196 |
საქართველოს კანონი
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ.125) 201 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2006 წლის 1 ივნისამდე საავტომობილო ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციის და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციებმა უზრუნველყონ საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის რეორგანიზება და მათ ბაზაზე დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შექმნა. საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის რეგულირება. საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ჩაითვალოს რეორგანიზებული საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრედ.
2. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2006 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების მომზადება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 31 მარტი.
№2829–Iს
დოკუმენტის კომენტარები