„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3970
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 22/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.05.001.002.463
  • Word
3970
14/12/2006
სსმ, 48, 22/12/2006
310.150.000.05.001.002.463
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

      მუხლი 1

„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ.125) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო შეიძლება გაწევრიანდეს, ითანამშრომლოს, კონსულტაციები მიიღოს ან სხვაგვარი ურთიერთობა ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ასოციაციებთან) და ფონდებთან და ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომელთაც აქვთ იგივე ან მსგავსი უფლებამოსილების სფერო, როგორიც ამ მარეგულირებელ ორგანოს.“.

2. მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაუშვებელია, დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ საკუთარი ბიუჯეტიდან შექმნას საქველმოქმედო თუ სხვა მსგავსი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და გაიღოს ისეთი ხარჯები (მათ შორის, სხვადასხვა სახის დახმარების, სპონსორობის გაწევის მიზნით), რომლებიც არ შეესაბამება მისთვის შესაბამისი კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებსა (ასოციაციებსა) და ფონდებში და ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადახდილ საწევრო შენატანებზე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 დეკემბერი.

№3970–რს